ვექტორული კომბინაციების შესახებ

პირველ რიგში ვნახოთ რას ნიშნავს კომბინაცია. მოვიყვანოთ მარტივი შედარება: ქვიშა, წყალი და ცემენტი სხვადასხვა სუბსტანციებია, მაგრამ მათი შერევით მიიღება ბეტონი, რომელიც თან სამივეს შეიცავს და თან სამივესაგან თვისობრივად განსხვავდება. ზუსტად იგივეა ვექტორული კომბინაციის დროსაც. კომბინაცია გულისხმობს არა ვექტორებს ცალ-ცალკე, არამედ მათ ერთდროულ სიმბიოზს. ურეთრალური, ყნოსვის ან სმენის ვექტორის ქონა (რომლებიც დომინანტი ვექტორებია) არ ნიშნავს იმას, რომ სხვა ვექტორები მასზე გავლენას არ ახდენენ. ყნოსვას არ სურს გარეთ ჩანდეს, შესაბამისად რა თქმა უნდა ის ეცდება განზე გაიწიოს და თავიდან აირიდოს არასასურველ სიტუაციები. ასეთი მოვლენის დროს ის განზე დგება. ურეთრა იმას არ ნიშნავს, რომ არ შეიძლება სხვა ვექტორში შიშის მდგომარეობა არ ჰქონდეს. ურეთრალ-სმენამ შეიძლება საერთოდ უარი თქვას ფიზიკურ ბელადობაზე და მთელი ცხოვრება ლექსების წერაში გაატაროს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ურეთრა არ აქვს. ასევე ურეთრალ-ყნოსვა მთელ რიგ სიტუაციებში შეიძლება ავლენდეს საჭიროზე მეტ სიფრთხილეს, მაგრამ მისი ურეთრა ამ დროს არსად არ მიდის. საჭიროა შევხდოთ კომბინაციაში და არა ცალკეული ვექტორებიდან.

ჩვენ არაერთხელ განვმარტეთ, რომ კომბინაციისას ვექტორის გამოხატვა მნიშვნელოვნად იცვლება. მაგალითად: ცალკე აღებული ურეთრალი და ურეთრალ-ყნოსვა ორი რადიკალურად განსხვავებული ურეთრაა. ურეთრალ-ყნოსვა გულისხმობს ბელადს, რომელსაც ამასთანავე სურს ნებისმიერი მანიპულაციის ფასად ძალაუფლების შენარჩუნება. ასევე ყნოსვური მანიპულაციებით რეაგირება ურეთრალური რანგის შელახვაზე. როდესაც ვსაუბრობთ ურეთრალ-ყნოსვაზე. ის არ გავს სხვა ურეთრალებს, მას შეუძლია დაფაროს ურეთრალური მრისხანება, შეუძლია ყნოსვურად მოახდინოს მანიპულირება, შეუძლია უკან დიხიოს მაშინ, როცა ნებისმიერი სხვა კომბინაციის ურეთრა იერიშზე გადავიდოდა.

არის კიდევ ერთი შტრიხი: თუ შევხედავთ ცალკე აღებულ ურეთრალურ ვექტორს, გარე გამოხატულებაში ის საკმაოდ მიმზიდველი და ქარიზმატულია. მაგრამ კომბინაციებში არ არის აუცილებელი ურეთრა  საყოველთაო სიმპათიას იმსახურებდეს. კარგი მაგალითია თემურ ლენგი, ასევე ურეთრალ-ყნოსვა და გარდა იმისა რომ უძლიერესი მხედართმთავარი იყო, ზოგჯერ სრულიად წარმოუდგენელ სისასტიკეს ავლენდა, რასაც სხვა კომბინაციის ურეთრა არ ჩაიდენდა. ტოკუგავა, რომელიც ასევე ურეთრალ-ყნოსვა იყო, წარმოუდგენელ მანიპულაციებს, ქრთამს, მოსყიდვას და ღალატით მკვლელობასაც არ ერიდებოდა ძალაუფლების მოსაპოვებლად და შესანარჩუნებლად. ასე რომ როდესაც საუბარი ურეთრალ-ყნოსვას ეხება, უნდა გავიგოთ, რომ ის ბევრად განსხვავდება სხვა კომბინაციის ურეთრალებისაგან. ერთი მხრივ ის რა თქმა უნდა ურეთრაა, მაგრამ ასევე ყნოსვაცაა. ყნოსვა კი ზედა ვექტორია, თანაც დომინანტი ვექტორი და ამიტომ ის მნიშვნელოვნად უცვლის სახეს ურეთრალურ გამოვლინებებს.

ასევე ხდება ნებისმიერ ვექტორულ კომბინაციაში. კომბინაციის წყალობით ხდება ვექტორების (ფსიქოტიპების) ერთმანეთთან შერევა და ერთმანეთში თვისობრივი გახსნა, რაც წარმოშობს თვისობრივად ახალ ფსიქოტიპებს, რომლებიც ერთი მხრივ ატარებენ მათში არსებული თითოეული ვექტორის მახასიათებლებს, მაგრამ მეორე მხრივ სიმბიოზის წყალობით მნიშვნელოვნადაა შეცვლილი ამა თუ იმ ვექტორის მახასიათებლები და გამოხატულება. ისევე როგორც განსხვავებული ფერების შერება ბადებს ახალ ფერს.

დიაგნოსტიკისას ასევე უნდა გავითვალისწინოთ მთელი რიგი საკითხები: როდესაც რაღაცას ვამბობთ კონკრეტულ ინდივიდებზე, მათ უნდა შევხედოთ არა ცალკეული ვექტორების გადმოსახედიდან არამედ კომპლექსურად. ვექტორული წყობით, სცენარით, მენტალიტეტის და ეპოქის გავლენით, ტემპერამენტით, სქესით, ასაკით, კონკრეტული ვექტორების მდგომარეობით და ა.შ.