ვექტორული სისტემის შექმნის და განვითარების ისტორია

არსებობს ადამიანის ტიპოლოგიური დიფერენცირების მრავალი ვარიანტი: უხსოვარი დროიდან არსებობს კასტური დაყოფის სისტემა, ასტროლოგიური დაყოფა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით, ფიზიოგნომიკური დაყოფა, სხვადასხვა მიმართულების ფსიქოლოგიური ტიპოლოგიები, ნლპ-ს ტიპოლოგია, იუნგის არქეტიპები და ა.შ. ყველა ეს დაყოფა საფუძვლად იღებს კონკრეტულ მახასიათებლებს და დიფერენცირებას ახდენს ხედვის სხვადასხვა კუთხით.

1908 წელს გერმანულ ჟურნალ ,,Psychiatrisch Neurologische Wocheschrift” ფროიდმა დაწერა სტატია ,,ხასიათი და ანალური ეროტიკა”, სტატიაში ნათქვამი იყო, რომ არსებობენ ადამიანები აქტიური ანალური ეროგენული ზონით. ასეთ ადამიანებს აქვთ სპეციფიკური მახასიათებლები. ისინი გამოირჩევიან პატიოსნებისკენ, სამართლიანობისკენ, აკურატულობისკენ სწრაფვით, ხშირად აღენიშნებათ სწრაფვა ლატენტური სადიზმისკენ და ა.შ. სტატიის ბოლოს ფროიდი წერდა, რომ შესაძლოა ყოფილიყვნენ ადამიანები სხვა აქტიური ეროგენული ზონებით რომელთა აღწერა მოგვცემდა თავის ტიპიურ მახასიათებლებს და შესაბამისად უფრო სრულყოფილ სურათს.

ეს ნაშრომი წლების მანძილზე იყო დავიწყებული, სანამ მას მე-20-ე საუკუნის 70-იან წლებში პეტერბურგელმა ფსიქოლოგმა, აკადემიკოსმა ვიქტორ ტოლკაჩოვმა, ფსიქოლოგ ვლადიმირ განზენთან ერთად არ მიაქციეს ყურადღება. მათ დაიწყეს სხვა ეროგენული ზონების აღწერა. თავის წიგნში ,,სისტემური ვექტორული ფსიქოანალიზის საფუძვლები” ტოლკაჩოვმა წარმოადგინა რვა ეროგენული ზონა, ესენია ანალური; კანის; ურეთრალური ანუ სასქესო; კუნთის; სმენის ანუ აუდიალური; პირის ანუ ორალური; მხედველობის ანუ ვიზუალური და ყნოსვის ანუ ნაზალური.

ვლადიმერ განზენმა შექმნა ოთხგანზომილებიანი მატრიცა, რომლის მიხედვითაც სამყარო აღიქმებოდა ოთხ განზომილებაში: დრო; სივრცე; ენერგია და ინფორმაცია. ტოლკაჩოვმა ფროიდის მიერ გაკვრით ნახსენები ანალური და ფალიური სისტემები მოარგო განზენის მატრიცას და დაამატა და აღწერა კიდევ ექვსი ეროგენული ზონა. მანვე მოგვცა რვავე ეროგენული ზონის ზოგადი დახასიათება. შემდგომში იური ბურლანმა დახვეწა და განავითარა ეს ფსიქოანალიზი, რაც გამოიხატა ფსიქოტიპების შერეული კომბინაციების აღწერაში და პოლიმორფული სისტემების დახასიათებაში. მოგვიანებით ვიაჩესლავ იუნევმა ამ ყველაფერს კიდევ უფრო დაწვრილებით გაუკეთა დეტალიზება, წარმოაჩინა თითოეული ფსიქოტიპის ფსიქიკის ხუთი დონე: ფუძე; ფორმა; ურთიერთობა; მოძრაობა (ქმედება) და განვითარება (უმაღლესი რეალიზაცია). და სისტემურად აღწერა ისინი თვისობრივად.

ამ სისტემაზე ამჟამად აქტიურად მუშაობენ: იური ბურლანი, მიხეილ ბოროდიანსკი, ვიაჩესლავ იუნევი და სხვები. ასევე ამ სისტემაზე მუშაობს სვფ-ს ქართული ჯგუფი (laboratory8-ს ბაზაზე), რომელიც ცდილობს საქართველოში გაავრცელოს ეს სწავლება, თარგმნოს და მოარგოს ქართულ რეალობას:

ეს არის განვითარებადი მეცნიერული სწავლება, და მის განვითარებაში ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია წვლილის შეტანა. ჯგუფში ვიწვევთ დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც სურვილი აქვთ დაწვრილებით შეისწავლონ და განავითარონ ეს ცოდნა.

https://www.facebook.com/groups/svp.ge/