ვიზუალის ვექტორიანი ადამიანები

ვიზუალის ვექტორიანი ადამიანები, სიყვარულის ადამიანები არიან. ისინი არიან სილამაზის, კულტურის, ეთიკის, ესთეტიკის მატარებელი ხალხი. ვიზუალები არიან სათუთი, ფაქიზი ნატურები, მგრძნობიარეები და ნამდვილად კეთილი ადამიანები, რომლებიც ყველას მოუწოდებენ სიბრალულის, სიყვარულისა და თანაგრძნობისკენ. ვიზუალური ზომა ჩვეულებრივ ადამიანებს საშუალებას არ აძლევს გასაქანი მისცენ ბუნებრივ სიმხეცეს. ვიზუალური ზომა კრძალავს ცხოველთა მსხვერპლშეწირვას და მოუწოდებს ადამიანებს თანაგრძნობისა და ცხოველების სიბრალულისკენ. ვიზუალური ზომა ადამიანებს უკრძალავს გინებას, ფურთხებას, თითების კვნეტას, ხმამაღლა ყვირილს, მოკლედ კრძალავს უკულტუროდ მოქცევას. თუ დღეს ადამიანთა შორის ასე მოიქცევით, ისინი თავს მაშინვე არასასურველ პერსონად გაგრძნობინებენ. ეს ვიზუალური ვექტორის დამსახურებაა.
ვიზუალის ვექტორიანები ძალზე მგრძნობიარენი არიან და კარგად შეიგრძნობენ სხვების ემოციებს. ვიზუალები კავდებიან ფსიქოთერაპიით, ხშირად მისდევენ ასტროლოგიას, ადგენენ ჰოროსკოპებს. უყვართ სხვადასხვა სწავლებების გაცნობა. ხშირად კავდებიან ხელოვნებით, მხატვრობით, მსახიობობით.