ვიზუალური ვექტორის გამოვლინებები (2)

ანალ-ვიზუალები ჭეშმარიტი ინტელექტუალები არიან. ანალურ უზარმაზარი მოცულობის ინფორმაციას და ბრწყინვალე მეხსიერებას, ვიზუალი მატებს ინტელექტსა და წარმოსახვას. თუ ასეთი ადამიანი ინფორმაციის დაგროვებაზეა ორიენტირებული, ის მხოლოდ ანალურად კი არ ინახავს და ახარისხებს ინფორმაციას, არამედ შეუძლია ამას შემატოს ვიზუალის გასაოცარი ინტექტუალურობა და დახვეწილობა. შედეგად ვიღებთ არა უბრალოდ განათლებულ, ან ინფორმირებულ ადამიანს, არამედ ნამდვილ ადამიან-google-ს, რომელმაც იცის და ახსოვს ყველაფერი ყველაფრის შესახებ, შეუძლია ახსოვდეს ბავშვობაში წაკითხული წიგნის დეტალები, ოდესღაც ყურმოკრული ინფორმაცია და ა.შ. ამასთან ის მიდრეკილია, რომ თავისი ინფორმირებულობა უფრო და უფრო სრულყოს და ენციკლოპედიური გახადოს. ასეთ ანალ-ვიზუალებს უყვართ კროსვორდების ამოხსნა, სხვადასხვა ინტელექტუალური თამაშების თამაში. სწორედ ისინი თამაშობენ ,,რა სად როდის“ ტიპის თამაშებს.
თუმცა არის მეორე მხარეც. როდესაც ანალ-ვიზუალი ინტელექტუალია, მაგრამ არც ისე კარგადაა რეალიზებული, ხშირად მისგან ვიღებთ ინტელექტუალ-მაკრიტიკებელს. მსგავსი მოვლენა ჩვენ უკვე აღვწერეთ ანალურ ვექტორში, თუმცა ერთვექტორიანი ანალისაგან განსხვავებით, მსგავს მდგომარეობაში მყოფი ანალ-ვიზუალი უბრალოდ მაკრიტიკებელი კი არაა, არამედ ინტელექტუალური სნობი, რომელიც მასზე ნაკლებად მცოდნე ადამიანებს უბრალოდ გონებაჩლუნდ იდიოტებად მიიჩნევს და ადამიანებადაც არ თვლის.
ასევე ანალ-ვიზუალის კომბინაციაში ვხვდებით ისეთ მოვლენას, როგორიცაა ე.წ. ,,გვაროვნული სნობიზმი“, ეს ხდება მაშინ, როდესაც საშუალოდ განვითარებული, რომელიმე წარსულში წარჩინებული გვარის მქონე ანალ-ვიზუალი, ვერ რეალიზდება იქამდე, რომ იქონიოს საკმარისი პირადი ავტორიტეტი. ამიტომ ის იწყებს სიამაყეს წინაპართა წარსულით, გვარით და ა.შ. ამ სცენარის კარგი მაგალითია ყველასთვის ცნობილი ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც მუდმივად აპელირებს იმით, თუ როგორ ნათესაურ კავშირშია მისი საგვარეულო დადიანებთან, სააკაძესთან, ერეკლე მეფესთან, ირანის შაჰთან, მუჰამედის ბიძასთან, თუ ადამ და ევასთან.
ანალ-ვიზუალები ძალზე მგრძნობიარე, მზრუნველი, მოსიყვარულე და ემოციური ადამიანები არიან, ამასთან მათი გულის ტკენა ძალზე ადვილია. წარმოიდგინეთ, ანალ-ვიზუალი, მას ერთი მხრივ სურს იყოს ,,ფოლადივით უდრეკი” (ანალურად), სურს ფეხმოუცვლელად იდგეს თავისაზე. მაგრამ იმის გამო, რომ აქვს ვიზუალური ვექტორიც, ასე მოქცევა არ შეუძლია. არ ყოფნის შინაგანი სიბრაზე. შეიძლება საერთოდ არ უნდა სხვის მდგომარეობაში შესვლა, მაგრამ თავისდაუნებურად თანაუგრძნობს. იცით რას ნიშნავს ეს ანალებისთვის? ეს მათთვის ნიშნავს, რომ მათ დაკარგეს ანალური ნებისყოფა. მოკლედ რომ ვთქვათ, რკინასავით უდრეკი ანალი, ვიზუალურ ვექტორთან ერთად, საკმაოდ რბილი ხდება. კონფლიქტურ სიტუაციებში ის ძალზე დამთმობია. მაგალითად: ანალ-ვიზუალს სამსახურში თავხედმა კანის ვექტორიანმა მიწერა დამცინავი მესიჯი, რა თქმა უნდა ის ანალურად ბრაზდება და უჩნდება სამაგიეროს გადახდის სურვილი, თან ვიზუალი ემოციურად ფეთქდება. დაარტყამს მაგიდას მუშტს, წამოხტება და დაიყვირებს მაგას ვჩვენებ სეირსო. მიდის ამ კანის ვექტორიანის კაბინეტისკენ მუშტმოკუმული და წარბშეკრული, მაგრამ სანამ კაბინეტამდე მივა, გაბრაზება გადაუვლის. შეძლება კარიც შეაღოს, მაგრამ უკვე სიბრაზე აღარ ყოფნის, რომ მიღებული გადაწყვეტილება შეასრულოს და ის თავხედი ,,ადგილზე მოსვას”. თქვენ შეიძლება გაგეცინოთ ასეთ ანალ-ვიზუალზე, მაგრამ ისინი მთელი ცხოვრება ასე არიან, ამაზე თავადაც ნერვები ეშლებათ, მაგრამ სხვანაირად არ შეუძლიათ. შემდეგ თავისთვის მარტო დარჩენილები შეიძლება ცრემლებად დაიღვარონ ასეთი უძლურების გამო.
თუ ანალ-ვიზუალ ბიჭს, ჰყავს არც ისე განვითარებული კან-ვიზუალი დედა, ხშირად ვიღებთ შემთხვევას, როდესაც ეს დედა თავის საყვარელ ბიჭუნას ზედმეტად ევლება თავს, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების საშუალებას არ აძლევს, შედეგად ვიღებთ ,,დედიკოს ბიჭის“ კლასიკურ სცენარს. ერთი შეხედვით კეთილი, გამგონე ბიჭუნაა, დამნაშავის გამოხედვით, მაგრამ უკიდურესად საცოდავი, რომელიც მთელ ცხოვრებას დედიკოსთან ატარებს. ისინი ორმოცი წლის ასაკშიც ისეთივე დაუცველები და უწყინარები არიან, როგორც ოთხი წლის ასაკში. შემდეგ, გვიან ასაკში ისინი მთელ სამყაროს ადანაშაულებენ თავის უბედურებაში, ადანაშაულებენ ყველას, რომ ისინი ყველამ დაივიწყა, არავის არ ჭირდება. ასე გაზრდილი ანალ-ვიზუალი ბიჭები თავს გრძნობენ ყველასგან მიტოვებულებად. შემდეგში მათ აღარ იციან ვინ უყვარდეთ, ვისკენ მიმართონ მზრუნველობა, არ იციან ვის ეყვარება ისინი. ასეთები პრაქტიკულად მარტოობისთვის არიან განწირულები, ეს კი ასეთი აღზრდის ერთერთი ყველაზე საშინელი შედეგია.
კიდევ უფრო საშიანელია, თუ მშობლები ანალ-ვიზუალ შვილს დანაშაულის გრძნობას უჩენენ. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ანგრევენ შვილის ფსიქიკას და ზრდიან ნამდვილ ჩვარს. რა თქმა უნდა ანალ-ვიზუალი იზრდება ძალიან კეთილი, მოსიყვარულე, აქვს თანაგრძნობის უზარმაზარი უნარი, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ის საერთოდ არ არის მზად ცხოვრებისეულ სიძნელეებთან გასამკლავებლად. არ შეუძლია სასიყვარულო თუ პარტნიორული ურთიერთობების აწყობა, მას ხშირად იყენებენ, ხშირად სარგებლობენ მისი რბილი ხასიათით. თუ ასეთ ანალ-ვიზუალს ერთვის სმენა, დიდი ალბათობაა, რომ მას შიზოფრენია დაუფორმირდეს. ასეთი ანალ-ვიზუალის კარგი მაგალითია: ფილიპ როთის – ,,პარტნოის სინდრომის“ მთავარი პერსონაჟი, რომელიც ერთი მხრივ მზრუნველი შვილია, თითქოს წარმატებულიც, მაგრამ პირად ურთიერთობებს საერთოდ ვერ აწყობს.
კარგ შემთხვევაში ანალ-ვიზუალი მზრუნველი, ერთგული და მოსიყვარულე პარტნიორი და ერთგული მეგობარია, რომელიც ნებისმიერ დროს დაგიდგებათ გვერდით.

 

ავტორი: სერგო ღამბაშიძე