ვიზუალური ვექტორის გარეგნული იერსახე

თვით ცნება:  გარეგნული იერსახე, პირდაპირ კავშირშია ვიზუალურ ვექტორთან. ყველაფერი რაც კავშირშია გარეგნულობასთან, გამორჩევასთან, მოდურ ჩაცმულობასთან და ვარცხნილობებთან, სამკაულებთან, ტატუებთან, მაღალქუსლიან ფეხსაცმელებთან, დახვეწილი მაკიაჟი, ლამაზად მოხატული სახე, არის ვიზუალური ვექტორის მახასიათებლები. ვიზუალის ვექტორიანები არიან ისინი, ვინც ესწრაფვიან გარეგნობის გაუმჯობესებას პლასტიკური ოპერაციებით. სხვა დანარჩენებს გარეგნული იერისადმი ასეთი ყურადღება არ ახასიათებთ. (ალბათ გინახავთ მხატვრული ფილმი ,,მას სიკვდილი უხდება“, სადაც ორი ქალი ცდილობს ახალგაზრდულად გამოიყურებოდნენ, იკეთებენ პლასტიკურ ოპერაციებს, მაკიაჟებს, ბოლოს კი ნაწილებად იშლებიან, ეს ფილმი ძალიან კარგად აღწერს ვიზუალის ვექტორიანების სწრაფვას – გამოიყურებოდნენ მუდამ ლამაზად და ახალგაზრდულად _ მთარგმნელის შენიშვნა). მხოლოდ ვიზუალის ვექტორიანი შეიძლება მივიდეს იმ მდგომარეობამდე, რომ ბოტოქსის სიჭარბისგან ტუჩებს ვეღარ ამოძრავებდეს (განსაკუთრებით მაშინ, თუ განუვითრებელია). ვიზუალის ვექტორიანები ყველაზე მეტად ესწრაფვიან ახალგაზრდობის შენარჩუნებას, ყველა სხვაზე მეტად ცდილობენ ასაკის დამალვას. ვიზუალური ვექტორი მუდამ ესწრაფვის სილამაზეს, ლამაზი სხეულის შესანარჩუნებლად ვიზუალს შეუძლია არ ჭამოს, სწორედ ვიზუალის ვექტორიანები იცავენ ათასნაირ დიეტებს, ზოგჯერ კი ისეთ უკიდურეს დიეტებამდე მიდიან და ისე ხდებიან, რომ ვერ გაიგებთ დიეტა დაიცვა, თუ საკონცენტრაციო ბანაკში აშიმშილეს. ,,სტაფილოს დიეტაზე ვარ, ერთი თვე დღეში 100 გრამი სტაფილო უნდა ვჭამო!“. რვიდან შვიდი ვექტორისთვის აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ შიმშილის დროს უნდა ჭამოს, ვიზუალები კი ითმენენ, შიმშილობენ სანამ გულწასულები არ დაეცემიან. რატომ? იმიტომ რომ ვიზუალური ვექტორი ანტიცვლილებაა. ვიზუალური ვექტორი თავისი არსით მოცემული მდგომარეობის შენარჩუნებაა, კარდების დროში გაჩერება.