ვიზუალური ვექტორის მოკლე დახასიათება

რა არის ურთიერთობა იმ ადამიანისთვის, რომლისთვისაც სამყაროს მთლიანი სურათი შედგება დეტალების სიმრავლისგან? რეალობა ვიზუალური ზომისთვის – ესაა რასაც ის ხედავს, განიცდის და შეიგრძნობს. თუკი რაიმე დეტალი აღქმადი და შემჩნევადია, ე.ი. ის არსებობს. ადამიანი რომ შემოუშვა შენს ცხოვრებაში საჭიროა იგი დაინახო ან აღიქვა. ყველაფერი რაც იმყოფება აღქმისა და დაკვირვების მიღმა, ვიზუალის ვექტორიანისთვის არ არსებობს. ასე მუშაობს ვიზუალური ვექტორის ფსიქიკა.
ასეთივე კრიტერიუმით აღიქვამს ვიზუალის ვექტორიანი საკუთარ თავს. მე – არის სამყაროს ნაწილი, ,,მე” ვარსევობ მანამ სანამ მხედავენ. იმისთვის რომ გამოააშკარაოს საკუთარი არსებობა, ვიზუალის ვექტორიანი ადამიანი იწყებს თვითდემონსტრირებას. აზროვნების ხედვაზე დამოკიდებულებით ნაკარნახევი შინაგანი ფასეულობებით, ვიზუალის ვექტორიანი ადამიანი ირჩევს თავისთვის უნიკალურ ცხოვრების სტილს, რომელსაც ემყარება მისი წარმოდგენა საკუთარ თავზე. სწორედ თავისი ცხოვრების სტილს უკეთებს დემონსტრირებას ვიზუალის ვექტორიანი ადამიანი.
საკუთარი თავის წარმოჩენის და საკუთარი უნიკალურობის დემონსტრირებისას, ვიზუალის ვექტორიანი ადამიანი ელოდება საპასუხო რეაქციას. მას ჭირდება შეამჩნიოს და შეაფასოს თუ რა ეფექტის მოხდენა შეძლო. სწორედ ესაა მისთვის ურთიერთკავშირი (ურთიერთობა).
გარშემომყოფთა ადეკვატური, კეთილგანწყობილი საპასუხო რეაქცია მის მოქმედებებზე, ძალიან ბევრს ნიშნავს ვიზუალის ვექტორიანი ადამიანისთვის. გარემომცველი სამყაროდან საპასუხო რეაქცია მისთვის ნიშნავს: ,,თუ მამჩნევენ, ე.ი. მე ვარსებობ”. და პირიქით თუ ვერ ამჩნევენ ის ქვეცნობიერად ფიქრობს, რომ მის არსებობას საფრთხე ემუქრება.
თუკი თვითწარმოჩენასა და საპასუხო რეაქციას შორის არაა დაცული ფაქიზი ბალანსი, წარმოიშობა გადახრები. საკუთარი უნიკალურობის არასაკმარისი განცდა შეიძლება მიზეზი გახდეს ყველა გარშემომყოფის განურჩეველი სიყვარულის (მათთან სასიყვარულო ურთიერთობისაც) და შიშების (ფობიების). შიშები შეიძლება წარმოიშვას განვითარების ნებისმიერ საფეხურზე. მაგრამ რაც უფრო ნაკლებგანვითარებულია ვიზუალის ინტელექტი, მით მეტი შანსია მას განუვითარდეს შიშები და ფობიები.
დაბალანსებულ მდგომარეობაში, როცა ყველაფერი იდეალურადაა, როცა ვიზუალის ქმედებები შემჩნეული და სწორად შეფასებულია გარემოცვისგან, ვიზუალურ ვექტორში იბადება ემპათია (ემპათია – ადამიანის უნარი უთანაგრძნოს სხვებს და გაიგოს მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა). ეს მუშაობს როგორც ურთიერთკავშირი – თუკი ჩემი პიროვნება არსებობს, ,,მე” ვარ რეალური და გარშემო ეს იცის ყველამ, ესე იგი ჩემს გარშემო არსებული სამყაროც რეალურია (თუ არ არსებობენ, ჩემი არსებობაც არ ეცოდინებათ და შესაბამისად ვერც ,,მე” ვიქნებოდი რეალური). ამის შემდეგ ახდენს საკუთარი პოზიტივის გარშემომყოფებზე გადატანას. ვიზუალის ვექტორიანი თავის გარშემომყოფთაგან რომელიმესთან ქმნის საერთო ემოციურ ფონს. სწორედ ასე იბადება ვიზუალურ ვექტორში შესანიშნავი გრძნობა – სიყვარული.
მეწყვილესთან ურთიერთობაში ვიზუალის ვექტორიან ადამიანს შეუძლია შეიგრძნოს უძლიერესი ემოციები, მაგრამ მხოლოდ სხვა ადამიანთან ემოციური შეწყობის უკიდურესი დონე აძლევს მას ნიადაგს განვითარებისთვის. ბუნებრივად დაბალი ლიბიდო (ლიბიდო – სექსუალური სურვილები), მისწრაფება მოიცვას მთელი ხილული გამოვლინება და ამას დამატებული უზარმაზარი ემოციონალურობა – ყველაფერი ეს ვიზუალის ვექტორიანს ხდის ძალზე მიმზიდველს საწინააღმდეგო სქესისთვის.
მოძრაობა
ვიზუალური ზომის ფსიქიკაში არ არის მოძრაობა, მაგრამ ამ ვექტორის გარეგნული გამოვლინება პირიქით, არის ძალიან მოძრავი.
ორიენტირება პიროვნების შენახვაზე, ფასეულობების უცვლელობაზე – აი რა განსაზღვრავს ვიზუალური ზომის ფსიქიკურ უმოძრაობას. მთავარი ფასეულობა, რომლის გაცნობიერებასთანაც მიდის ვიზუალური ვექტორი – ესაა ნებისმიერი არსების სიცოცხლე, ყოველი ცალკეული ადამიანის და მთლიანი კაცობრიობის. ჯგუფის მიმდინარე მდგომარეობის შენახვა პირდაპირ კავშირშია მისი თითოეული ელემენტის (ყოველი ადამიანის) სიცოცხლის შენახვასთან.
სწორედ ამიტომ ვიზუალური ვექტორი შინაგანად მდგრადია. ფიქსირებული მდგომარეობა, როგორც წესი, ვლინდება ,,ცხოვრება გავლილ” მდგომარეობად. სწორედ ამ მდგომარეობის შენახვა ეხმარება ჯგუფს განვითარებაში. ვიზუალური ვექტორის მოძრაობის თვისებები წარმოშობს ისეთ მდგომარეობებს როგორიცაა: პაციფიზმი, ჰუმანიზმი, კაცთმოყვარეობა. ვიზუალის ვექტორიან ადამიანებს, თავისი მდგრადი ფასეულობების მიუხედავად, უყვართ მოძრაობა, ცვლილებები, ახალი შთაბეჭდილებები. ვიზუალური ვექტორი რეაგირებს გარე სამყაროს მდგომარეობის ცვლილებაზე, აფიქსირებს და ამჩნევს ცალკეულ ცვლილებებს, მაგრამ ვერ ხედავს საერთო სურათს. ცალკეულ ნაწილებზე ყურადღების გამახვილება, არ აძლევს საშუალებას განასხვაოს როგორი ცვლილებაა მნიშვნელოვანი და როგორი არა. მაგრამ მისი რეაქცია ნებისმიერ ცვლილებაზე ერთნაირია: გადახედოს თავის შეხედულებას და გააძლიეროს ამ ხედვის უნიკალურობა. ვიზუალური ვექტორის რეაქცია ჩამორჩება გარე სამყაროში მომხდარ ცვლილებებს, მაგრამ გარეგნულად ეს ისე ჩანს თითქოს ის მოძრაობს ლანდშაფტის თანაბრად. მოძრაობის თვისებები ვიზუალის ვექტორიან ადამიანებს აიძულებენ თვალი ადევნონ მოდის ტენდენციებს, განავითარონ ახალი მიმდინარეობები ხელოვნებაში, ან პირიქით, პროპაგანდა გაუწიონ მარადიულ ფასეულობებს.
ვიზუალის ინტელექტი ვითარდება ადამიანურ დონემდე (სულ არის ფსიქიკის განვითარების ოთხი დონე: არაცოცხალი; მცენარეული; ცხოველური; ადამიანური. თუ რას წარმოადგენენ ეს დონეები და რა ხდება მათი განვითარებისას ამას შემდეგში განვიხილავთ), მეტ-ნაკლებად სტატიკურად (სტატიკური-მყარი, მდგრადი). ასეთ დონემდე განვითარებულ ვიზუალის ვექტორიან ადამიანს გარეგნული დეტალები უმნიშვნელოდ ეჩვენება, უმთავრეს, სიცოცხლის ფასეულობასთან შედარებით.
სრულიად საწინააღმდეგო სიტუაცია იქმნება როცა ვიზუალის ინტელექტი არ არის საკმარისად განვითარებული ან მის ფსიქიკაში არ არის მირწეული ბალანსი, ამ დროს გარემოში მომხდარი პატარა ცვლილებაც კი შეიძლება გახდეს შიშების მიზეზი. მხედველობის ზონიდან ბევრი ნაცნობი დეტალის დაკარგვა ვიზუალის ვექტორიანში იწვევს გაუცნობიერებელ რეაქციას – გადაარჩინოს საკუთარი ხედვა, შეავსოს ის აქტუალური დეტალებით, შემატოს მას რამდენიმე ისეთი ახალი შტრიხი რომლებიც კარგად იქნებიან აღქმული გარემოცვაში. ხშირად ხდება რომ თვითდემონსტრირების ქვეცნობიერი სურვილით ვიზუალის ვექტორიანი იცვლის ვარცხნილობას, იმიჯს, საცხოვრებელ ადგილს, პარტნიორს, მიზნებს და შეხედულებებსაც კი.
განვითარება
პირადი მე, პიროვნულობა – ის აქტივია, რომლისთვისაც ვიზუალის ვექტორიანი ადამიანი მუშაობს მთელი ცხოვრების მანძილზე. მისი ყოველი მოქმედება კავშირშია მისი უნიკალური ხასიათის ჩამოყალიბებასთან, როგორც გარეგნულად, ისე შინაგანად. ეს უნიკალურობა ფასდება საკუთარი თავის და გარემოცვის მუდმივი შედარება-შეპირისპირებით. ვებისმიერ ვიზუალის ვექტორიან ადამიანს აქვს შინაგანი სწრაფვა – გამოირჩეოდეს სხვების ფონზე, იყოს ლამაზი, კაშკაშა, უნიკალური.
საუკეთესო გავნითარება ვიზუალისთვის – ესაა შინაგანი მუშაობით მგრძნობიარობის განვითარება. რა თქმა უნდა, საკუთარი თავის სხვებთან შედარებას ის აკეთებს თავისი შინაგანი ხასიათის გამო. ნებისმიერი ადამიანი თუნდაც ისინი იყვნენ უბრალო ან მოსაწყენნი, ვიზუალის ვექტორიანისთვის მაინც ადამიანებად რჩებიან. ადვილია გარეგნულად არაფრით გამორჩეული ბრბოს ფონზე იყო გამორჩეული, საკმარისია ჩაიცვა რაიმე გამომწვევი. მაგრამ განვითარებული, მგრძნობიარე ვიზუალის ვექტორიანი თავს უფლებას არ აძლებს ამ ხროვაში დაინახოს ,,ნაცრისფერი ბრბო“. მისთვის ყოველი ადამიანი სიცოცხლის ფასეულობათა მატარებელია, ანუ ყოველი მათგანი თავისებურად უნიკალურია. საკუთარი უნიკალურობა ვიზუალის ვექტორიან ადამიანში შეიძლება გამოვლინდეს სხვისი უნიკალურობის შემჩნევის უნარში.
საკაცობრიო ფასეულობათა დონის მიღწევისას, ვიზუალის ვექტორიანი ადამიანი წყვეტს საკუთარი თავის სხვებთან შედარებას. ადამიანის სიცოცხლის ფასეულობა ყველას ერთ სიბრტყეში აქცევს, ყველა მათი უნიკალური შტრიხის ჩათვლით. განსხვავდება მხოლოდ თანაგრძნობის სიღრმე და ხარისხი ყოველი ცალკეული ადამიანის მიმართ. სურვილის მთელი ძალის, მთელი გულისყურის მიმართვა გარშემომყოფთა მოთხოვნილებისკენ, ხდის ვიზუალის ვექტორიან ადამიანს იყოს მზად მსხვერპლის, თვითშეწირვის და გულმოწყალებისთვის.
დამხმარე შტრიხები დიაგნოსტიკისთვის
ვიზუალის ვექტორიანისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ზეგავლენა, რომლის მოხდენაც მას შეუძლია. ყველაფერი, რასაც ვიზუალის ვექტორიანი ადამიანი ყვება საკუთარ თავზე, ჟღერს ემოციურად, მკაფიოდ, გამომსახველად. ძალზე ხშირია როცა ვიზუალის ვექტორიანი ადამიანი საკუთარ თავს სხვადასხვა გარემოცვაში სხვადასხვანაირად აღიქვამს (გარემოს შესაბამისად). თავისი მშვიდობისმოყვარეობის მიუხედავად, საკუთარ ფასეულობათა გამო შეუძლია წავიდეს კონფლიქტზე, განსაკუთრებით მაშინ თუ ერთვის განსაზღვრული ვექტორები (კანი და ორალი), განსაზღვრულ მდგომარეობაში. ეშინია იყოს უღიარებელი, დასაცინი, მაგრამ თავად ხშირად მზადაა განსაჯოს და გაკიცხოს სხვები. მთელ ქვეყანას ყოფს კარგებად და ცუდებად, წამს კეთილის და ბოროტის არსებობა. მთავარი ფასეულობა, რომელსაც ვიზუალის ვექტორიანი ადამიანი ქადაგებს არის სიყვარული.