ვიზუალური ვექტორი – განვითარება

პიროვნულობა, ინდივიდუალიზმი – ის აქტივია, რომლისთვისაც ვიზუალის ვექტორიანი ადამიანი მუშაობს მთელი ცხოვრების მანძილზე. მისი ყოველი მოქმედება კავშირშია მისი უნიკალური ხასიათის ჩამოყალიბებასთან, როგორც გარეგნულად, ისე შინაგანად. ეს უნიკალურობა ფასდება საკუთარი თავის და გარემოცვის მუდმივი შედარება-შეპირისპირებით. ნებისმიერ ვიზუალის ვექტორიან ადამიანს აქვს შინაგანი სწრაფვა – გამოირჩეოდეს სხვების ფონზე, იყოს ლამაზი, კაშკაშა, უნიკალური.

საუკეთესო გავნითარება ვიზუალისთვის – ესაა შინაგანი მუშაობით მგრძნობიარობის განვითარება. რა თქმა უნდა, საკუთარი თავის სხვებთან შედარებას ის აკეთებს თავისი შინაგანი ხასიათის გამო. ნებისმიერი ადამიანი თუნდაც ისინი იყვნენ უბრალო ან მოსაწყენნი, ვიზუალის ვექტორიანისთვის მაინც ადამიანებად რჩებიან. ადვილია გარეგნულად  არაფრით გამორჩეული ბრბოს ფონზე იყო გამორჩეული, საკმარისია ჩაიცვა რაიმე გამომწვევი. მაგრამ განვითარებული, მგრძნობიარე ვიზუალის ვექტორიანი თავს უფლებას არ აძლებს ამ ხროვაში დაინახოს ,,ნაცრისფერი ბრბო“. მისთვის ყოველი ადამიანი სიცოცხლის ფასეულობათა მატარებელია, ანუ ყოველი მათგანი თავისებურად უნიკალურია. საკუთარი უნიკალურობა ვიზუალის ვექტორიან ადამიანში შეიძლება გამოვლინდეს სხვისი უნიკალურობის შემჩნევის უნარით.

საკაცობრიო ფასეულობათა დონის მიღწევისას, ვიზუალის ვექტორიანი ადამიანი წყვეტს საკუთარი თავის სხვებთან შედარებას. ადამიანის სიცოცხლის ფასეულობა ყველას ერთ სიბრტყეში აქცევს, ყველა მათი უნიკალური შტრიხის ჩათვლით. განსხვავდება მხოლოდ თანაგრძნობის სიღრმე და ხარისხი ყოველი ცალკეული ადამიანის მიმართ. სურვილის მთელი ძალის, მთელი გულისყურის მიმართვა გარშემომყოფთა მოთხოვნილებისკენ, ხდის ვიზუალის ვექტორიან ადამიანს იყოს მზად მსხვერპლის, თვითშეწირვის და გულმოწყალებისთვის.