ავტორი: ვიაჩესლავ იუნევი

მთარგმნელი: სერგო ღამბაშიძე

მეორე ნაწილი

 

მოგესალმებით. განვაგრძობთ ვიზუალური ვექტორის განხილვას. პირველი საკითხი რასაც ამ ლექციაში შევეხებით, არის გარეგნული იერსახე. როგორ გამოიყურებიან და როგორ ავლენენ თავს ვიზუალური ვექტორის მატარებელი ადამიანები. ყოველი შემთხვევისთვის შეგახსენებთ, რომ არ არის სასურველი ადამიანები ადიაგნოსტიროთ მხოლოდ გარეგნული ნიშნების საფუძველზე, რადგან ხშირ შემთხვევაში ამან შეიძლება შეცდომამდე მიგიყვანოთ. ამიტომ გარეგნულ იერსახეს წარმოგიდგენთ მხოლოდ ერთიანი სურათის შემავსებელ დამხმარე შტრიხებად. პირველ რიგში დავიწყოთ იმის ახსნით, რა არის და როგორ გამოიყურება ვიზუალური ზომა სხვადასხვა სფეროებში, სხვადასხვა სიბრტყეში.

როგორც წინა ლექციაში ვახსენეთ, ვიზუალური ვექტორის სიმბოლოა მწვანე სფერო. თუ ჩვენ ჯგუფს შევადარებთ მუსიკალურ ორკესტრს იქ არის დირიჟორი, რომელიც მთელ გუნდს ხელმძღვანელობს, ეს იქნება ურეთრალური ზომა (ისე არ გაიგოთ, რომ ორკესტრის დირიჟორები ურეთრალები არიან, უბრალოდ ეს ურეთრალური ფუნქციის პროექციის მაგალითია). იქ იქნებიან დანარჩენები, ანალის ვექტორიანები, თავისი დიდი საკრავებით, კონტრაბასებით, ვიოლონჩელოებით, კანები მოქნილი მუსიკალური საკრავებით, ვიოლინოებით. დანარჩენი ორკესტრი შეიძლება შევადაროთ ერთიან კუნთურ სხეულს. აქ ვიზუალური ზომა (რომელიც ზედა ვექტორებს მიეკუთვნება) გამოვლენილი იქნება რაღაც შინაგანში, არა ცალკეული მუსიკოსების სხეულით, არამედ მაგალითად იმაში, თუ როგორ გამოიყურებიან ისინი. ვიზუალური ზომის გამოხატულება იქნება მათი გარეგნული იერსახე, მათი მოდური ჩაცმულობა, ლამაზად შეკრული ბაფთები, ეს კი ქმნის ორკესტრის იერსახეს. ვიზუალური ზომა ვლინდება ამ კოლექტივის შიგნით არსებულ ურთიერთობებში. მაგრამ არა იერარქიული დამოკიდებულებების კუთხით, არამედ მათი საერთო კულტურული დონის, მათი პიროვნული დამოკიდებულებების თვალსაზრისით.

love t

თუ ფილმებს ავიღებთ, ვიზუალური ზომის ჟანრი იქნება მელოდრამა, ეს იქნება ფილმები სადაც არის ლამაზი გრძნობები, ეს იქნება ფილმები ადამიანურ ურთიერთობებზე. არის კიდევ ერთი კატეგორიის ფილმები, თუ დავაკვირდებით ასეთი კატეგორიის ფილმებს ძირითადად ქალი რეჟისორები იღებენ, ესენია ფილმები, რომელთა მთავარი პერსონაჟია ძლიერი ქალი, რომელმაც ბევრი ბრძოლის შემდეგ მაინც მიაღწია თავის მიზანს. ეს ვიზუალების საყვარელი თემაა, ასეთი ქალებით ისინი აღფრთოვანებულნი არიან. არის კიდევ ერთი კინო ჟანრი: დრამა. მაგრამ ეს ჟანრი უყვართ შედარებით უფრო განვითარებულ ვიზუალებს. ეს საკმაოდ საინტერესო თემაა, ნაკლებ განვითარებულ ვიზუალებს უყვართ მელოდრამები, რომ ფინალი შედარებით კეთილი იყოს. ხოლო განვითარებულ ვიზუალებს უყვართ დრამა, ერთი მხრივ ეს უფრო ცხოვრებისეული კინოა, ხოლო მეორე მხრივ, აქ საშუალება ეძლევათ პერსონაჟს თანაუგრძნონ. ამიტომ ასეთი დრამები უყვართ ან განვითარებულ ვიზუალებს, ან ვიზუალ-სმენებს.

მოდით ახლა შევხედოთ მუსიკას და ვნახოთ, სად ვხვდებით აქ ვიზუალებს. 90-იან წლებში შემოვიდა მოდა სადაც მუსიკალური ჯგუფები მღეროდნენ სიყვარულზე სიმღერებს მიბნედილი ხმით, ამ სიმღერებს უკანა ფონზე აფორმებდნენ კანის ვექტორიანი მოცეკვავეები. ამ ჟანრს უწოდებენ ,,პაპსას”. ეს თითქოს ლამაზი სიმღერებია, მაგრამ არის არა შიგნიდან წამოსული სილამაზე, არამედ ლამაზია მხოლოდ სიტყვები და ხმის ნაზი თამაში. ეს სმენის ვექტორიანის სულის ყვირილი კი არ არის, რომელიც გულის სიღრმიდან ამოდის. არც ანალ-ორალური ქურდული და ციხის ძველბიჭური სიმღერებია, ციხეზე, ძმობაზე, ,,ძველბიჭობაზე”, ან დედაზე. არამედ რაღაც ნაზი, ნებიერად პოზიტიურ ტონებზე აწყობილი სიმღერები.

თუ შევხედავთ იმ ნივთებს, რომელიც ჩვენს ირგვლივაა, ჭურჭელს, ავეჯს, ან უბრალო სკამს. თქვენი აზრით როგორი იქნება ანალური სკამი? ეს იქნება ანტიკვარული ხის სკამი, ხელით ნაკეთები ჩუქურთმით. კანური სკამი იქნება პლასტმასის, ან ალუმინის ტაბურეტი, არც ისე ლამაზი და ხარისხიანი, მაგრამ სამაგიეროდ პატარა, იაფი და ეკონომიური. აი ვიზუალური ავეჯი კი სრულიად განსხვავებულია, ისინი გაფორმებულია სხვადასხვა ხვეულებით, ზიზილ-პიპილოებით, კანტებით, ნახატებით შემკული, თვალს რომ ახარებდეს და პოზიტიური ემოცია მოჰქონდეს. ასეთი ნივთები მოსწონთ ვიზუალებს.

Hot Cartoon Cute Steering Wheel Covers Short Plush Mickey Steering Wheel Cover Car Accessories For Girls.jpg 640x640

თუ გახსოვთ, წინა ლექციებში ვთქვით, რომ ანალის ვექტორიანებს უყვართ ჯიპები, კანის ვექტორიანებს – სპორტული სტილის, ურეთრალებს კი მდიდრული მანქანები. ვიზუალებს კი (განსაკუთრებით კან-ვიზუალ გოგონებს) პატარა, ვარდისფერი, ზოგჯერ ლამაზად მოხატული მანქანები, სასურველია ფუმფულა გადასაკრავი სკამებზე. ვიზუალ მდედრებს საჭესთან ხშირად აქვთ შემდეგი მიდგომა: ,,მე ქალი ვარ და ყველამ გზა უნდა დამითმოს”.

მოდით ახლა გადავიდეთ უშუალოდ გარეგნობაზე. პირველ რიგში ვიზუალის ვექტორიან მდედრებზე. ვიზუალური ვექტორი ზედა ვექტორია, ამიტომ მისი სხეულის ფიგურაზე დიდ გავლენას ახდენს ის ფაქტორი, თუ რომელი ქვედა ვექტორი (ან ვექტორები) ერთვის მას. ვფიქრობ გასაგებია, რომ ანალურ ვექტორთან ერთად ცოტა მსუქნები არიან, კანის ვექტორთან შედარებით გამხდრები. მაგრამ რაც შეეხება უშუალოდ ვიზუალურ ვექტორს, ის საკმაოდ თხელი აგებულებისაა და ამიტომ გარკვეულწილად ათხელებს, ამსუბუქებს ქვედა ვექტორების აგებულებას. მაგ: თუ ვისაუბრებთ ერთვექტორიან კან მდედრზე, ის მოქნილია, ტანწერწეტა, მოძრავი. ხოლო კან-ვიზუალი უკვე გრაციოზულია, ისეთი მსუბუქი და ფარფატაა როგორც შველი, მოკლედ ძალზე ლამაზია.

თუ ვისაუბრებთ ანალ-ვიზუალ მდედრზე, კანის ვექტორის გარეშე, ერთი შეხედვით აქაც იგივე მექანიზმი მუშაობს, აქაც ვიზუალური ვექტორი რამდენადმე ამსუბუქებს ანალურ ძვალმსხვილობას, მაგრამ ანალ-ვიზუალი მდედრი მაინც ისე გამოიყურება, თითქოს რესტორანში ჭამა ბევრი მოუვიდაო. ის კან-ვიზუალთან შედარებით ცოტა პუტკუნა და ნაკლებად გრაციოზულია. რა თქმა უნდა, ანალ-ვიზუალიც ლამაზია, მაგრამ ცოტა უფრო მოუხეშავი. ჩვენ ძირითადად საუბარი გვექნება კან-ვიზუალ მდედრზე, ისინი კი ბუნებრივად არიან მოწყობილნი ისე, რომ ასხივებდნენ გრაციას და ჰარმონიას, ამიტომ ისინი საკუთარ თავს და გარეგნობას ძალზე დიდ ყურადღებას უთმობენ. არა მხოლოდ ჩაცმულობის და აღკაზმულობის, არამედ ფიგურის კუთხითაც. ხშირად იცავენ სხვადასხვა დიეტებს, აქვთ დახვეწილი მიმოხვრა და ჟესტიკულაცია. კან-ვიზუალების ჯდომის მანერაც თავისებურია, უყვართ ფეხი ფეხზე გადადებული ჯდომა, და თან ფეხზე ფეხსაცმელს აქანავებენ. თითქოს განსაკუთრებული ამაში არაფერია, მაგრამ ამავ დროულად მისი ფეხები ისე სექსუალურად მოძრაობენ, რომ ნებისმიერი მამაკაცი ვნებისგან ჭკუაზე იშლება.

კან-ვიზუალი მდედრები მუდმივად აღაგზნებენ მამრებს, მაგრამ თვითონ ამას არ იმჩნევენ და ისეთი სახით იყურებიან, თითქოს თავად არაფერ შუაში იყვნენ. შინაგანად კან-ვიზუალებს ამასთან კავშირი არ აქვთ, ეს თავისთავად ხდება. ყოველ შემთხვევაში თვითონ ასე ამბობენ. კან-ვიზუალებს ახასიათებთ დემონსტრაციულობა, თეატრალურობა. ისინი ,,იმტვრევენ” ხელებს როცა უნდათ ვინმეს აჩვენონ რა ცუდად არიან. როდესაც რაღაც უსიამოვნოს იგებენ, ან რაღაც საშიშს ხედავენ, ხელებს ჯერ მაღლა აღაპყრობენ, შემდეგ თავთან მიიტანენ და გულწასულები ეცემიან ძირს. უყურებთ ამ უსასრულო ხრიკების მონაცვლეობას და შეიძლება ეს თქვენ ყალბად მოგეჩვენოთ, მაგრამ ვიზუალის ვექტორიანებისთვის სრულიად ჩვეულებრივი ქცევებია. მათ სურთ წარმოაჩინონ, თუ როგორები არიან სინამდვილეში. ისინი კი სწორედ ასეთი დემონსტრაციულები არიან, ამაშია მათი არსი, მათ გააჩნიათ ემოციური მდგომარეობების უსასრულო სპექტრი. მდგომარეობები განსაკუთრებით მკაფიოდ ვლინდება მათ გარეგნულ იერში.

wallpaper2you 396989

თუ ვიზუალები არც ისე სიღრმისეულები არიან, მაშინ სხვების ყურადღების მიპყრობას ძირითადად მხოლოდ გარეგნობით ცდილობენ. ამ დროს ისინი ასხივებენ მხოლოდ გარეგნულ და არა სულიერ სილამაზეს (განუვითარებელი ვიზუალები არიან ლამაზები, მაგრამ თავცარიელები). ისინი ყურადღების მიპყრობას ცდილობენ ტატუებით, სამკაულებით, პირსინგებით, სამაჯურებით, ბეჭდებით, თმებს არასტანდარტულ ფერში იღებავენ, იკეთებენ უცნაურ ვარცხნილობებს. სულაც არ გვინდა იმის თქმა, რომ ყველა ეს აქსესუარი მხოლოდ განუვითარებელ ვიზუალებს ახასიათებთ, სულაც არა, ნებისმიერი ვიზუალი შეიძლება ასე გამოიყურებოდეს, მაგრამ ის რითიც შეგიძლიათ განუვითარებელი ვიზუალი განვითარებულისგან განასხვაოთ, არის ის, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ გარეგნულ აღკაზმულობას. განუვითარებლი ვიზუალი თავის წარმოჩინებას მხოლოდ ასეთი შტრიხებით ცდილობს. მას ამ გარეგნული ზიზილ-პიპილოების გარდა არაფერი აინტერესებს. არიან ისეთი ვიზუალებიც, რომლებიც სათვალეს ატარებენ მხოლოდ იმიტომ, რომ განსაზღვრული იმიჯი შეიქმნან (მაგალითად იმისთვის, რომ ჭკვიანური, ან მკაცრი გამომეტყველება ჰქონდეთ).

გარეგნული იერის კუთხით ვიზუალ ბიჭებს თვითგამოხატვის შედარებით შედარებით შეზღუდული სპექტრი აქვთ. რატომ? იმიტომ რომ ვიზუალი ბიჭები თვალებს არ აჟუჟუნებენ. მართალია, ისინიც დემონსტრაციულები არიან, ატარებენ კაშკაშა სამოსს, მოდურ მუქ სათვალეებს (თუმცა ამას შეიძლება კანის ვექტორიანი ბიჭიც აკეთებდეს), მათაც უყვართ ტატუები, ბეჭდები, საყურეები. მაგრამ ვიზუალ მდედრებთან შედარებით, ვიზუალი მამრების თვითგამოხატვის სპექტრი შედარებით ვიწროა. ვიზუალის ვექტორიანებს აქვთ კიდევ ერთი, საკმაოდ სასაცილო გამოხატულება. ვიზუალის ვექტორიანები, განსაკუთრებით ვიზუალი მდედრები გარეგნობას იცვლიან მაშინ, როდესაც აქვთ შინაგანი ემოციური რყევა. მაგალითად, მაშინ, თუ მათმა საყვარელმა მამაკაცმა სხვა ქალი აირჩია. ეს მათთვის რა თქმა უნდა ტრაგედიაა, რა თქმა უნდა ძალიან განიცდიან. ამ დროს ურეკავენ თავის დაქალს, რომელიც მას ამშვიდებს, წყევლიან მთელ კაცთა მოდგმას. შეიძლება ამის გამო რაღაც დროით სახლში ჩაიკეტოს (თვითონ ამას დეპრესიას დარქმევს), მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ის განსხვავებული იმიჯით წარდგება საზოგადოების წინაშე. ახალი ვარცხნილობით, განახლებული მაკიაჟით, შეიძლება განსხვავებული ჩაცმის სტილითაც. ეს მისთვის ნიშნავს: ,,მე ძლიერი ქალი ვარ! მე ეს გადავლახე! ახლა მე უკვე სხვა ადამიანი ვარ!”

meryl streep devil wears prada

შეიძლება ითქვას, რომ ვიზუალური ვექტორი სინაზის ეფექტს, მხოლოდ საკუთარ სხეულს კი არა, სახის ნაკვთებსაც ანიჭებს. ეს ერთერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია, რომელიც ვიზუალის ვექტორიან ადამიანს აძლევს იმ იერს, რასაც ჩვენ ვეძახით სილამაზეს. ვიზუალებს ანალ-ორალივით სქელი სახის ნაკვთები არ აქვთ. ვიზუალი მდედრის გარეგნობა ისეთი მომხიბლავია, რომ მას პოეტები ლექსებს უძღვნიან. ვიზუალებს აქვთ დიდი, წყლიანი, ფართოდ გახელილი, მეტყველი თვალები. გამოყვანილი, ლამაზი ცხვირი. ნაზი, ხავერდოვანი ყელი. კან-ვიზუალი მდედრი გარეგნულად განსაკუთრებით ნაზი და სექსუალურია. ანალ-ვიზუალი ცოტა ძვალმსხვილია, მაგრამ ისიც ნაზია. მაგრამ კან-ვიზუალი ქალის მზერაში მაინცდამაინც დიდი სინაზე არ გამოსჭვივის (თუ შეყვარებული არ არის). ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ კან-ვიზუალი მდედრები სხვებს ზემოდან უყურებენ. მათ ახასიათებთ სნობიზმი, იმ ადამიანებს, რომლებსაც თავისზე დაბლა მდგომად მიიჩნევენ (განსაკუთრებით ისეთებს ვისაც ზედა ვექტორები არ აქვს), ისე უყურებენ, თითქოს ადამიანადაც არ თვლიანო. სამაგიეროდ, ნამდვილად ნაზი, კეთილი, თბილი მზერა აქვთ ანალ-ვიზუალებს, მათი თვალები თითქოს ანათებენ, თბილი, ალერსიანი შუქით. მათი მზერიდან სიკეთე და სამყაროს სიყვარული გამოსჭვივის.

კიდევ ერთი შტრიხი, ხშირად ვიზუალებს აქვთ ,,დაპრუწული” ტუჩები, განსაკუთრებით მაშინ თუ ტუჩები სილიკონით აქვთ დაბერილი, ტუჩები ისე აქვთ გადმობრუნებული, რომ პირი ბოლომდე არც ეხურებათ. ვიზუალის ვექტორიანებს აქვთ საკუთარი მახასიათებელი, რომელიც რაღაცით წააგავს ანალების საყვედურით სავსე მზერას. მაგრამ თუ ანალების საყვედურიანი მზერა, როგორღაც დაბღვერილია. ვიზუალების საყვედურიან მზერაში შეიმჩნევა თეატრალურობის ელემენტები: ,,ვაიმეეე, რატომ მოიქეცი ასეე?” ეს ასევე საყვედურიანი მზერაა, მაგრამ ანალების მზერაზე უფრო რბილი. ვიზუალი ამ დროს ანალივით კი არ გეჩხუბებათ, თავს კი არ გესხმით, არამედ აპელირებს თქვენს შინაგან გრძნობებზე, თქვენს სინდისზე. თუ ვისაუბრებთ ვიზუალური ვექტორის მამრობით წარმომადგენლებზე, განსაკუთრებით კან-ვიზუალ ბიჭებზე, ისინი თითქმის იგივენაირები არიან – როგორც გოგონები. მათაც აქვთ ისეთივე დიდი, ფახულა თვალები, ისეთივე მგრძნობიარე ტუჩები, და კან-ვიზუალი გოგონებისგან მხოლოდ მკერდის ზომით თუ განსხვავდებიან.

prada body bag

ჩაცმულობა ეს ის სფეროა, რომელშიც ვიზუალები ნებისმიერს უწესებენ სტილსა და გემოვნებას. სხვებმა შეიძლება ჩაიცვან ძველი სვიტერი, ულამაზო, თითქმის გაცვეთილი ჩექმები. ვიზუალები კი ასე არასოდეს ჩაიცვამენ. ვიზუალებს სურთ ლამაზად გამოიყურებოდნენ ნებისმიერ სიტუაციაში, მკვდრებიც კი (ხომ შეიძლება მის გვამს სურათი გადაუღონ და ამ სურათში ცუდად ხომ არ გამოვლენ). ამიტომ იქ სადაც სხვები შეიძლება უბრალო ფეხსაცმლის ჩაცმით დაკმაყოფილდნენ, ვიზუალები  მოდურ, ვარდისფერ, ყვავილებიან ფეხსაცმელებს იცვამენ. იქ სადაც ნებისმიერი ანალის ვექტორიანი ქალი ჩვეულებრივ თავსაფარს მოიხვევდა თავზე, ვიზუალის ვექტორიანები ასეთ თავსაფარს ლამაზად გაკვანძავენ და ნაზად მოიხურავენ მხრებზე. და ასე იმდენად ლამაზები გამოჩნდებიან, რომ სხვებს არც კი დაესიზმრებათ.

ვიზუალები ქორწილებში ცდილობენ ისე გამოიყურებოდნენ, რომ პატარძალიც კი დაჩრდილონ (ვიზუალებს სურთ, რომ ყოველთვის, ყველაზე მეტად ბრწყინავდნენ). გასვენებებში ვიზუალები შეიძლება ისე გამომწვევად აღარ იცვამენ, როგორც ქორწილში, მაგრამ იქაც ბრწყინავენ. თვალებში ცრემლები უბრწყინავთ, ხელებზე გრძელი, შავი, ხავერდის ხელთათმანები აცვიათ, ზოგჯერ მეტი ეფექტისთვის პირბადესაც იკეთებენ. გლოვის მომენტშიც კი ვიზუალის ვექტორიანებს სურთ იყვნენ თვალისმომჭრელნი. მაღალი მოდის სამყარო, პოდიუმები, სწორედ ვიზუალების შექმნილია და მათთვის მუშაობს. სხვათა შორის, პარიზი ხშირადაა ვიზუალის ვექტორიანთა ოცნების ქალაქი. პარფიუმერიით, ბიჟუტერიით, მოდური ჩაცმულობებით ისე ვერავინ ისარგებლებს – როგორც ვიზუალები. ანალ-ორალები იღებენ შხაპს, თან მღერიან, იპარსავენ წვერს და შემდეგ მთელ ფლაკონ ოდეკოლონს ისხამენ თავზე. მხოლოდ ვიზუალებმა იციან როგორ ისარგებლონ სუნამოთი ისე, რომ საჭირო ეფექტი მიიღონ. ცოტას ყელზე მიისხურებენ, ცოტას სამოსზე და ფანტასტიურ ეფექტს აღწევენ.

charlize theron

არის ვიზუალურ ვექტორში კიდევ ერთი პატარა განსაკუთრებულობა. ვიზუალის ვექტორიანებს ძალიან უყვართ სიშიშვლე. უყვართ როდესაც თვითონ შიშვლები არიან, სხვები კი მათ უყურებენ. აუცილებელი არ არის მთლად დედიშობილა გამოჩნდნენ, ეს შეიძლება არაესთეტიურად ჩათვალონ, რადგან ეს უკიდურესობაა. მათ უყვართ როდესაც არის ერთგვარი ნახევარტონების თამაში. როდესაც მათი სხეულის რაღაც ნაწილები ღიაა, მაგრამ ისე იშვათად ხდება სახალხოდ სრულიად რომ გაშიშვლდნენ. საერთოდ ვიზუალური ვექტორის სიშიშვლესთან დამოკიდებულება დიდი თემაა და მას კიდევ მივუბრუნდებით. ახლა კი შევეცდებით ორიოდე სიტყვით ავხსნათ, თუ რატომ უყვართ ვიზუალებს სიშიშვლე.

როდესაც ადამიანი იცვამს, ის პირველ რიგში ფარავს იმ ადგილებს, რომლებიც ყველაზე ძლიერ სუნს (ფერომონებს) გამოსცემენ. ქვეცნობიერ დონეზე რანჟირება სუნების მეშვეობით ხდება. ადამიანის სუნი, გარემოცვას მის შესახებ უამბობს. ზოგჯერ მამრი ორ სიტყვას ვერ აბამს გამართულად, მაგრამ მასში იმდენი ცხოველური მამრობაა, რომ საკუთარი მინიმალური ფუნქციის შესრულება გადაჭარბებით შეუძლია, ამიტომ ის ოფლის სუნით ყარს. რას მოუთხრობს ეს სუნი მის გარემოცვას? ეს სუნი ყვება იმის შესახებ, თუ რა რანგი აქვს მის მატარებელს. ყვება ვინ არის ის და რა შესაძლებლობები აქვს. ასევე ყვება სუნი ქალის შესახებაც, იმის შესახებ თუ რა რანგი აქვს ამ მდედრს, რამდენად შეუძლია შობოს. ეს ასე მუშაობს ყველასთან, გარდა კან-ვიზუალი მდედრისა. რატომ? იმიტომ რომ კან-ვიზუალი ამ ყველაფრის მიღმაა.

როგორც ვთქვით, კან-ვიზუალი მდედრი არ შობს, ხოლო კან-ვიზუალი მამრი არ კლავს. ამიტომ გულის სიღრმეში, იქ სადაც ნებისმიერ სხვას აკრძალვის ნიშანი აქვს, ვიზუალის ვექტორიანებს ასეთი ტაბუ არ აქვთ, მათთვის ეს შეიძლება. მათ შეუძლიათ ყველაფერი გაიძრონ ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე. მაგრამ რაც მნიშვნელოვანია, კან-ვიზუალები შედარებით რბილ სუნს გამოსცემენ, და თან ეს სუნი კიდევ შერბილებულია სუნამოებითა და პარფიუმერიით. ამიტომ იქ, სადაც სხვები მოქცეულნი არიან საერთო ტაბუირების გავლენის ქვეშ, ვიზუალებს ეს არ აქვთ და შეუძლიათ სრულიად განსხვავებულად მოქცევა. ვიზუალებმა შეიძლება ამოიცვან კბილის საჩიჩქნი ძაფი და მას ,,ტანგა” ტრუსი უწოდონ. შეუძლიათ ჩაიცვან ნახევრად გამჭვირვალე კაბა და თავის ირგვლივ შექმნან ხელმისაწვდომობის ილუზია. ვიზუალ მდედრებს შეუძლიათ იყვნენ კეკლუცები, გახსნილები, მაგრამ როგორც წესი ამ კეკლუცობის მიღმა თვითონ არაფერ სხვას არ გულისხმობენ. კან-ვიზუალები სულაც არ არიან ადვილად მოსანადირებლები, ისინი თამაშობენ თამაშს: ,,დამიჭირე თუ შეძლებ”. საკმარისია მისი გამომწვევი ქცევით აღგზნებულმა ანალის ვექტორიანმა ბუღამ მისკენ ნაბიჯი გადადგას, რომ კან-ვიზუალი მაშინვე უკან დაიხევს და იტყვის არასწორად გამიგეო. თუ ვინმე მის თავისუფალ ქცევას დაპირებად აღიქვამს, კან-ვიზუალი ამას მაშინვე უარყოფს, უმანკო სახით თვალებს დაფახულებს და იტყვის, რომ ასეთი რამ გულშიც კი არ გაუვლია. ანალის ვექტორიანებს ასეთი ,,დედაკაცები” არ უყვართ და ძალიან აღიზიანებთ.

ვიზუალის ვექტორიანებს ასევე აქვთ თავისებურებები საუბარშიც. პირველ რიგში აქვთ დამახასიათებელი სიტყვები. მათი სიტყვები შეეხება ადამიანთა შინაგან სამყაროს. განვითარებულ ვიზუალებს ახასიათებთ სიტყვები თანაგრძნობის, სიყვარულის, მორალის, ჰუმანიზმის შესახებ. განუვითარებლები კი ძირითადად კაბებზე, ქურქებზე, ჩანთებზე საუბრობენ.

დამახასიათებელი სიტყვებია: სიყვარული, მკაფიო, ჰარმონიული, ხშირად ახსენებენ: ,,მე ვხედავ”,,,მე ვამჩნევ”. ვიზუალებს ხშირად ახასიათებთ რაღაცეების შელამაზება. უყვართ სიტყვების ,,გაკეთილშობილება”. მაგალითად: ხშირად სექსის ნაცვლად ამბობენ ,,სიახლოვეს”. ვიზუალები მოკვდას ნაცვლად, ძირითადად ამბობენ ,,დაიღუპა”. ვიზუალების მეტყველება მორგებლია იმაზე, რომ მოსასმენად უფრო სასიამოვნო იყოს. მაგრამ ეს ძირითადად განვითარებულებს. ხოლო განუვითარებელ ვიზუალებს ასევე საკუთარი სამეტყველო თავისებურებები აქვთ. ისინი ხშირად საუბრობენ კაპრიზული ტონით, გაწელილი, მანერული მეტყველებით, ზოგჯერ ახასიათებთ ტუჩების ,,წრუპუნი”. ვიზუალები ვერ იტანენ ანალ-ორალურ ბილწ ხუმრობებს, უხამს გამონათქვამებს. ვიზუალები თავის მეტყველებაში ხშირად იყენებენ გაპრანჭულ, მოფერებით სიტყვებს. მაგალითად: დათუნია, პაწაწუნა, გოჭუნა, გიუნა. ვიზუალებს ხშირად უყვართ სიტყვების გაწელვა: გთხოოოვ! ვაიმეეეე! არ არსებოოობს!

taro

ბოლოს რაც ვიზუალური ვექტორის მახასიათებლებიდან უნდა აღინიშნოს, არის მათი გატაცება ყოველგვარი მისტიური, საიდუმლო, ირეალური სამყაროს შესახებ თემებით. უყვართ ნივთები, რომლებსაც მიაწერენ გარკვეულ მისტიურობას. ერთერთი ასეთი ნივთია სარკე. სარკე არის ვიზუალების ფსიქიკის ერთგვარი მოდელი. ის თითქოს ზუსტად ისე გამოსახავს გარე სამყაროს, როგორც ამას ვიზუალები თავისი ემოციებით აკეთებენ. სარკე, ვიზუალებისთვის ასოცირდება როგორც მათთვის საუკეთესო რამესთან – ისე ყველაზე საშინელთანაც. როდესაც გლოვობენ, ისინი სარკეს ფარავენ (აქედან წამოვიდა სარკეზე რაღაცის ჩამოფარების ტრადიცია, როდესაც სახლში მიცვალებულია, ვიზუალები ფიქრობენ, რომ მისი სული ცოცხალია და შეიძლება სარკემ შთანთქოს). თუ ღმერთმა ნუ ქნას და სარკე გატყდა, ან გაიბზარა ეს ვიზუალებისთვის ცუდის მაუწყებელია, ეს ნიშნავს, რომ სამყაროს ნაწილი დაიმსხვრა. ამიტომ ამ დროს ფიქრობენ, რომ რაღაც ცუდი მოხდება. ზოგჯერ ვიზუალებს ახასიათებთ თითების გადაჯვარედინება, თვლიან, რომ ასე თავს ცუდი თვალისგან იცავენ. ძალიან ხშირად ვიზუალებს ბრმად სჯერათ ჰოროსკოპების (აქ არ ვგულისხმობთ, ნამდვილ ასტროლოგიას, როგორც სწავლებას, ის ანალ-ვიზუალ-სმენური სწავლებაა, ანალური ინფორმაცია + ნიშანთა ვიზუალიზაცია + სმენის ვექტორის იდეა. ეს საკმაოდ სიღრმისეული სწავლებაა. რაც შეეხება ვიზუალებს, ისინი ძირითადად ზედაპირულად იცნობენ ასტროლოგიასაც, ანუ იციან რა არიან ჰოროსკოპით, შემდეგ თავის ნიშანზე რაღაცას წაიკითხავენ და იძახიან: ,,ვაიმეეე, როგორ დაემთხვააა!”).

ტელევიზიაში და გაზეთებში დაბეჭდილ რჩევებს ზოდიაქოს ნიშნებისთვის, ძირითადად სწორედ ვიზუალის ვექტორიანები კითხულობენ. ვიზუალის ვექტორიანებს ასევე სჯერათ, რომ მათ აქვთ ძლიერი ინტუიცია (სინამდვილეში ის, რასაც ვიზუალის ვექტორიანები ინტუიციას უწოდებენ, არის ძლიერი ემოციური შეგრძნებადობა), ვიზუალის ვექტორიანები ძალზე კარგად შეიგრძნობენ ადამიანებს, მათ დამოკიდებულებებსა და განცდებს და ეს ინტუიციაში ერევათ. ვიზუალის ვექტორიანებს ხშირად სჯერათ კუდიანების, ჭინკების, მაჯლაჯუნების, შეთქმულების თეორიების, ჭორების, ჯადოსი. ვიზუალებს სჯერათ, რომ აზრები მატერიალურია. ასევე სჯერათ, რომ ყველაფერი ცუდი, რასაც ჩავდივართ, აუცილებლად უკან მოგვიბრუნდება (არ ვამბობთ, რომ ეს ასე არაა, უბრალოდ ვიზუალებს ამ ყველაფრის განსაკუთრებულად და ხშირად გაუაზრებლად სჯერათ. მთარგმნ. შენიშვნა). ხშირად ვიზუალები საკმაოდ რელიგიური ხალხია, მათ სჯერათ რელიგიის, ყველაზე ხშირად მონაზვნებად და ბერებად სწორედ ვიზუალები და სმენის ვექტორიანები მიდიან. ვიზუალებს მიაჩნიათ, რომ ყვავილები ფიქრობენ, ხეებს ტკივათ, ცხოველები საუბრობენ. და რა თქმა უნდა ვიზუალებს მთელი გულით სჯერათ, რომ ერთხელაც სილამაზე და სიყვარული სამყაროს გადარჩენს.

ჩვენი შემდეგი თემა შეეხება იმის მოკლე ანალიზს, თუ როგორი შინაგანი მექანიზმებია ჩადებული ვიზუალური ვექტორის შიგნით. რა თვისებები და მახასიათებლები აქვს ვიზუალურ ვექტორს და როგორაა ისინი მოწყობილი, როგორ ეხმარება ეს თვისებები მას, საკუთარი ფუნქციის შესრულებაში. მოკლედ, ჩვენ ვისაუბრებთ მთლიანობაში ვიზუალური ვექტორის მუშაობის მექანიზმზე. პირველ რიგში განვიხილოთ ზოგადად, შემდეგ კი როგორც წესია, მივყვებით ფსიქიკის დონეების მიხედვით.

ვფიქრობ, გახსოვთ, რომ ვექტორი ვლინდება მთლიან არსად, ეს არსი შემდეგ იშლება ცალკეულ ელემენტებად, ამ ელემენტებს შეგვიძლია ვუწოდოთ თვისებათა ნაკრები. ამ თვისებათა ნაკრებში ჩვენ გამოვყობთ ოთხ ჯგუფს. ეს ჩვენ ქვედა ვექტორებში უკვე გავიარეთ. თუმცა ზედა ვექტორებში არის ერთი პატარა განსაკუთრებულობა. ზედა ვექტორი, უკვე არაფიზიკური სამყაროა და ის მეტ-ნაკლებად გამოვლენილია ფიზიკურ სამყაროში. სწორედ აქ ჩვენ ვხვდებით საინტერესო განსაკუთრებულობას. ვექტორი, რომელიც ერთდროულად გამოვლენილია როგორც ფიზიკურ, ისე მეტაფიზიკურ სამყაროში, თავის თვისებებში ატარებს ორგვარ გამოვლინებას. ანუ ის ატარებს სხეულებრივ, ცხოველურ მახასიათებლებს და არაფიზიკურ, ადამიანური დონის თვისებებს, რომლებიც ნაწილობრივ სულიერ დონეშიც გადადიან. ეს ძალზე რთული საკითხია და ამჯერად დაწვრილებით არ შევეხებით, რადგან მის გასაგებად ჯერ კიდევ არ გაქვთ საკმარისი ინფორმაციული ბაზა. მაგრამ ვეცდებით ავხსნათ რამდენიმე ზოგადი შტრიხი.

როგორც ვთქვით, ზედა ვექტორებს აქვთ თვისებათა ორმაგი ჯგუფი, ერთი ნაწილი გამოვლენილია არაფიზიკურ სამყაროში, ხოლო მეორე ჯგუფი – ფიზიკურში. შეიძლება არსობრივად ისინი მსგავსია, მაგრამ გამოხატულებით სრულიად განსხვავებულად ვლინდებიან. თავიდან დავიზყოთ ზოგადად ვიზუალური ზომით და იმით თუ როგორ ავლენდა ის თავს კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში. რა თვისებები ეხმარებოდა ვიზუალის ვექტორიანებს თვითგამოვლენაში.

თავდაპირველად ორიოდე სიტყვით შევეხოთ იმას, თუ რას აკეთებდნენ ჩვენი კეთილი ვიზუალის ვექტორიანები მაშინ, როდესაც დანარჩენები ნადირობდნენ, ომობდნენ, მუშაობდნენ, აშენებდნენ, აგრევდნენ. ამ დროს ვიზუალის ვექტორიანები ცდილობდნენ ადამიანურობა შთაებერათ გამხეცებული კაცობრიობისთვის. ვიზუალური ზომა ადამიანებს მოუწოდებდა დაკავებულიყვნენ რაიმე უფრო ამაღლებულით. ვიზუალური ვექტორი ხაზს უსვამდა ყოველი ცალკეული ადამიანის მნიშვნელობას. ვიზუალური ფასეულობა ქადაგებდა ნებისმიერი (უცხოც კი) შეეყვარებინათ ისე, როგორც საკუთარი თავი: ,,გიყვარდეთ მტერი თქვენი”.

visual perseption

ახლა კი მოდით ზოგადად მოვხაზოთ ვიზუალური ვექტორის ფსიქიკის ფორმულა. დავიწყოთ იმ ელემენტით, რომელზეც შენდება ყველაფერი დანარჩენი. დავიწყოთ აღქმით. იმისთვის, რომ რაღაც გააკეთოს, იმისთვის, რომ ლანდშაფტში გამოვლენა შეძლოს, საჭიროა მან აღიქვას, დაინახოს ეს ლანდშაფტი და აღიქვას საკუთარი თავი ამ ლანდშაფტის ფონზე. ან პირიქით, ჯერ საკუთარი თავი შეამჩნიოს და დანარჩენი სამყარო საკუთარი თავიდან გამომდინარე აღიქვას. ზოგი ვექტორი პირველი მიდგომით აღიქვამს, ზოგი – მეორით. როგორ მუშაობს ეს ვიზუალურ ვექტორში? თქვენ უკვე იცით, რომ ვიზუალის ვექტორიანები ყველაფერს ემოციებით ავსებენ. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ შეუძლებელია ემოციებით ყველაფერი ერთდროულად აავსოთ, იმიტომ რომ სამყარო შედგება უამრავი სრულიად განსხვავებული საგნებისა და მოვლენებისაგან. შეიძლება რაღაც, მაგალითად ვიიდეოკამერა – მოგწონდეთ, მაგრამ არ მოგწონდეთ ამ კამერის სადგამი და თვლიდეთ, რომ მასში არანაირი სილამაზე არ არის. იმისთვის რომ ვიზუალური ვექტორის აღქმამ (უფრო სწორად ინტელექტმა) იმუშაოს, ის იძულებულია სამყარო დანაწევროს ცალკეულ ელემენტებად. ეს რაღაცით წააგავს ანალური ვექტორის აღქმას, რომელიც ასევე მთლიანობის დაშლასა და ანალიზს ეფუძნება. მაგრამ სხვაობა იმაშია, რომ ანალური ვექტორი ამას აკეთებს ხარისხის მიხედვით, ანუ გარეგანი კრიტერიუმებით. ხოლო ვიზუალები ანაწევრებენ შინაგანი კრიტერიუმებით, იმ გამოძახილის მიხედვით, რასაც მათში იწვევს ესა თუ ის საგანი. ისინი საგანს აფასებენ იმის მიხედვით, თუ რა ემოციას აღძრავს ის მათში.

უბრალოდ რომ ვთქვათ, ვიზუალის ვექტორიანები თავის მიერ აღქმულ სამყაროს ანაწევრებენ ცალკეულ ელემენტებად და ამ ელემენტებს უწოდებენ გამოსახულებებს. თვითონ ვიზუალური ვექტორის ინტელექტის ტიპს, ეწოდება ხატოვანი, გამოსახულებითი ინტელექტი. ძირითადი მახასიათებელი, რის მიხედვითაც განასხვავებენ ერთ გამოსახულებას მეორისაგან, არის ამ გამოსახულების სიმკვეთრე. აქ მხედველობაში გვაქვს არა ფერთა სიმკვეთრე, არამედ იმ ემოციათა სიმკვეთრე რომელსაც ეს საგანი აღძრავს ვიზუალის ვექტორიანებში. ვიზუალის ვექტორიანები საკუთარ თავსაც ასეთივე პარამეტრებით უყურებენ. სამყაროში ნებისმიერ ნივთს, ნებისმიერ საგანსა თუ მოვლენას აქვს თავისი ემოციური მუხტი, რომელსაც ვიზუალის ვექტორიანები თავისი მგრძნობიარე თვალებით ადვილად ამჩნევენ. ვიზუალები სწორედ ამ საზომის მიხედვით ურთიერთობენ. ამასთანავე ვიზუალები ცდილობენ საკუთარი თავი როგორღაც გამოავლინონ გარემომცველ ლანდშაფტში. სწორედ აქ ვიზუალები თვითგამოვლენის რეაქცია იყოფა ორ ტიპად. 1. გამოვლენა ფიზიკურ სამყაროში 2. გამოვლენა არაფიზიკურ (ემოციებისა და შეგრძნებების) სამყაროში.

ვფიქრობ უკვე მიხვდებოდით თუ როგორ ჩანან ვიზუალის ვექტორიანები ქვედა ვექტორების ფონზე. ის გამოიყურება როგორც გაცილებით სუსტი, ნაკლებად სიცოცხლისუნარიანი, რომელსაც არ შეუძლია საკუთარი თავის დაცვა. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ხშირად მიდიან დათმობაზე კამათის დროს, იმიტომ რომ ვიზუალები მშვიდობისმოყვარე ხალხია, რომლებიც ყველას მოუწოდებენ მშვიდობიანი და მეგობრული თანაცხოვრებისკენ. ამიტომ ვიზუალის ვექტორიანებს ფიზიკურ სამყაროსთან ურთიერთობისას ახასიათებთ მოქნილობა. რაღაც კუთხით ამან შეიძლება მოგაგონოთ ურთიერთობის კანური რეაქცია. მაგრამ ვიზუალების მოქნილობა უფრო წააგავს დამთმობობას. ეს არის მოქნილობა იმ კუთხით, რომ ვიზუალის ვექტორიანები მუდამ მზად არიან სხვებს გაუგონ, უთანაგრძნონ. ვიზუალის ვექტორიანები მუდამ მზად არიან გაიზიარონ თქვენი მწუხარებაც და სიხარულიც. რაც არ უნდა შეგემთხვათ, ამას ვიზუალები ყოველთვის ისეთ ფორმას აძლევენ, რომელიც ეხმიანება თქვენს შინაგან მდგომარეობას.

ნებისმიერი ქვედა ვექტორი ვიზუალების მათდამი ასეთ დამოკიდებულებას აღიქვამს როგორც ფიზიკურ სისუსტეს, როგორც ერთგვარ უხერხემლობას. მაგრამ ის რაც ვიზუალებში შინაგანად ხდება, საერთოდ საწინაღმდეგოა იმისა, რა წარმოდგენაც მასზე ქვედა ვექტორებს აქვთ. ის რაც მათ ფსიქიკაში ხდება, კანურ მოქნილობას კი არა, უფრო ანალურ მოუქნელობას წაგავს. რაში მდგომარეობს ვიზუალების ფსიქიკის მოუქნელობა? ეს ვლინდება მათ შინაგან ცხოვრებისეულ პოზიციაში, რომ ყოველი ადამიანი იმსახურებს სიყვარულსა და თანაგრძნობას, რომ არ შეიძლება ადამიანებს სასტიკად მოვექცეთ. ვიზუალის ვექტორიანებს არ შეუძლიათ დათმონ ეს პოზიცია. ვიზუალებს არ შეუძლიათ კანის ვექტორიანებივით სიტუაციიდან გამომდინარე იმოქმედონ. გარეგნულად ვიზუალები ძალზე რბილები და დამყოლები ჩანან, მაგრამ შინაგანად მათ იმდენად ძლიერი სურვილი აქვთ დაიცვან ნებისმიერი ცალკეული ადამიანის სიცოცხლე, რომ იმ მტრის მოკვლაც არ შეუძლიათ, რომელსაც 5 წუთის წინ მათ ყელზე დანა ჰქონდა მიბჯენილი და მზად იყო მათ მოსაკლავად. ვიზუალების ცხოვრებისეული პოზიცია ასეთ დროსაც კი პატიებას და შენდობას ქადაგებს. ,,რა ვუყოთ, შეცდა. გულის სიღრმეში ის კარგი ადამიანია. ჩვენ ხომ არ ვიცით მას რა შეემთხვა და რამ გააბოროტა!” – ასე მსჯელობენ ვიზუალის ვექტორიანები. სწორედ ამიტომ არ იცვლიან საკუთარ პოზიციას. თავად განსაჯეთ, როგორ უნდა დაეცვათ თავისი ფასეულობები მთელი ისტორიის მანძილზე, თუ ყოველ 5 წუთში აზრს შეიცვლიდნენ.

pacifist

ასეთივე რამ ხდება რეაქციის სისწრაფის და ვექტორის მოძრაობის მხრივაც. სურათი აქაც მეორდება. გარეგნულად ვიზუალები ძალზე მოძრავები და ქმედითუნარიანები არიან. ისინი ყოველ დღე ახალი სამოსით ჩნდებიან, ჩაცმულობასაც განწყობის მიხედვით იცვლიან. განწყობები ყოველ დღე იცვლება, ამიტომ საკუთარ ჩაცმულობას და იმიჯსაც მუდმივად ანახლებენ. ვიზუალებს ყოველ სეზონზე ახალი სტილი და ფერი შემოაქვთ მოდაში, ყოველგვარ მოვლენას თავისებურ ჩაცმულობას უხამებენ. მოკლედ გარეგნობას წამდაუწუმ იცვლიან. ერთი სიტყვით ფიზიკურ სამყაროში ვიზუალური ვექტორის მქონე ადამიანები ძალზე მოძრავები არიან. ასევე მოძრავი და სწრაფად ცვალებადია მათი ემოციებიც. მაგრამ ფსიქიკაში აქაც საკმაოდ უმოძრაოები არიან. შინაგანად ვიზუალები ატარებენ კულტურის განსაზღვრულ დონეს. ეს ასევე გულისხმობს აღზრდის განსაზღვრულ დონესაც. აქ ვიზუალები ძალზე ემსგავსებიან ანალის ვექტორიანებს. ანალის ვექტორიანს როგორც ბავშვობაში ასწავლიან თუ რა არის სამართლიანი და რა არა, ის მთელი ცხოვრება ამ ფასეულობებით იცხოვრებს და აქედან გამოსვლას ვერასოდეს შეძლებს. ასეთივე რამეს ვხვდებით ვიზუალურ ვექტორთანაც. კი, გარეგნულად ვიზუალები ხშირად იცვლებიან, მათ არ შეუძლიათ ანალის ვექტორიანებივით მთელი ცხოვრება ერთი კუბიკებიანი მაისურით იარონ. მაგრამ შინაგანად (ფსიქიკაში) ვიზუალები ზუსტად ისეთივე უმოძრაონი არიან. ისინი მუდმივად უცვლელად ატარებენ საკუთარ ფასეულობებს, თავისი აღზრდისა და კულტურის დონეს. ამას მთელი ცხოვრება ატარებენ ისე, როგორც აითვისეს. ვიზუალის ვექტორიანები გარეგნულად საერთოდ არ გამოიყურებიან კონსერვატორულად, მაგრამ თუ ჩავიხედავთ მათ სიღრმეში, თუ ჩავხედავთ მათ არსს, თუ შევხედავთ მათ ფუნქციას, რომელსაც ისინი ასრულებდნენ მთელი ისტორიის მანძილზე, მაშინ მათ ფასეულობათა დონეში საკმაო სიმტკიცეს აღმოაჩენთ. როგორც ანალის ვექტორიანი ეწინაღმდეგება ნებისმიერ ცვლილებას, ისევე ვიზუალის ვექტორიანები ეწინაღმდეგებიან ახალი ფასეულობების შემოტანას. მაგალითად: სექსუალური რევოლუცია, ანუ ცვლილება მამრისა და მდედრის დამოკიდებულებებს შორის პირველ რიგში სწორედ ვიზუალებში აღძრავს წინაღმდეგობის გრძნობას (განსაკუთრებით ანალ-ვიზუალებში).

და ბოლოს, ის რითიც ვიზუალები ვითარდებიან, ის რაც უბიძგებს მათ დაიცვან ყველაფერი ზემოთ თქმული ესაა მისი ძალა. მაგრამ არა ფიზიკური ძალა, ან ანალური ნებისყოფა, არამედ სხვებისგან გამორჩევის ძალა. შეიძლება ითქვას, რომ ესაა თვითგამოხატვის ძალა. ეს არის ის, რის დახმარებითაც ავლენენ თავს ვიზუალები ყველა ზემოთჩამოთვლილ შემთხვევებში. როგორც ანალის ვექტორიანი, თავისი ნებისყოფის თვისებათა დახმარებით ხელს კიდებს სერიოზულ სამუშაოს, აკეთებს დიდი დროის მანძილზე და ბოლოს ქმნის შედევრს და ეს შედევრი მას აძლევს ასევე საკუთარი პროფესიონალიზმის წარმოჩენის საშუალებას, ანუ ეხმარება წარმოაჩინოს საკუთარი სამუშაოს ხარისხი. ზუსტად ასევეა ვიზუალური ვექტორიც, ოღონდ სრულიად სხვა, არა მხოლოდ ფიზიკურ დონეზე. ვიზუალებიც გამოირჩევიან, მაგრამ არა პროფესიული ნიშნით, ისინი გამოირჩევიან საკუთარი შინაგანი და გარეგნული სილამაზით.

მოდით შევაჯამოთ ყველაფერი რაზეც ვისაუბრეთ. რა საჭიროა ყველა ეს თვისება? რა არის ვიზუალური ვექტორის ფუძე? პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც ინფორმაციის მეოთხედზე ვსაუბრობთ, მათი არსის, მათი ფუძის დანახვა, სხვა ვექტორებივით მარტივი არ არის. თქვენ იცით, რომ ანალური ვექტორის (დროის მეოთხედი) ფუძე არის წარსული, მისი ფუნქციაა არ დაკარგოს, შეინახოს წარსული, შეინახოს ის ცოდნა, რაც კაცობრიობამ დააგროვა. პრინციპში ვიზუალურ ვექტორშიც მსგავსი მექანიზმი მუშაობს, მაგრამ უფრო მაღალ დონეებში. ვიზუალური ვექტორიც არ კარგავს, ინახავს, მაგრამ ამას აკეთებს არა ანალური გამოცდილებით, არამედ კულტურით, ფასეულობათა იმ დონით, რომელსაც მივაღწიეთ. ვიზუალური ვექტორი გვიბიძგებს უარი ვთქვათ ცუდ დამოკიდებულებებზე, ცუდ ურთიერთობებზე. გვიბიძგებს უარი ვთქვათ ერთი ადამიანის მიერ მეორეზე განხორციელებულ ზეწოლაზე, უარი ვთქვათ სხვათა დამონებაზე. ვიზუალის ვექტორიანები თანდათან ზრდიდნენ კულტურას, ესაუბრებოდნენ ადამიანებს ხელოვნებით, მხატვრობით, თეატრით. კულტურის დახმარებით ვიზუალები ცდილობდნენ ეჩვენებინათ, რომ ყოველი ადამიანი მნიშვნელოვანი და ფასეულია, რომ ყოველი ადამიანი იმსახურებს ყურადღებას.

ვიზუალის ვექტორიანები არიან სიკვდილის მოწინაღმდეგენი. მათი ქმნილებები: კულტურა, მედიცინა, მორალი, ჰუმანიზმი, ატარებენ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისა და დაცვის ფუნქციას. არცერთი ცალკეული ადამიანი არაა უმნიშვნელო და ამიტომ არავინ არ უნდა დაიღუპოს. ვიზუალური ზომა უფრთხილდება ყოველ ცალკეულ ადამიანს. ვიზუალური ვექტორის ფუძეა ნაწილობრივი (კერძო) ინფორმაცია. თუ ჩვენ ავიღებთ ბევრ ადამიანს, რომლებიც იკვრებიან ჯგუფად, ამ ჯგუფის წინამძღოლი იქნება ურეთრალი, მაგრამ ის ცალკეულ ინდივიდებზე არ ფიქრობს, ეს მისი ფუნქცია არ არის. ამიტომ თუ საჭირო გახდა, ჯგუფის გადასარჩენად ურეთრალმა შეიძლება საკმაოდ ბევრი ადამიანი (ჯგუფის რაღაც ნაწილი) გაწიროს. ეს ძალზე მძიმე და ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა, რაც კი ადამიანმა საკუთარ თავზე შეიძლება აიღოს. ამიტომ ურეთრალი არის ადამიანი, რომელიც აზროვნებს მთლიანობით. ვიზუალები კი არა. ვიზუალებისთვის ერთი ადამიანის განსაცდელში ჩაგდებაც კი სატანჯველია. მისთვის მნიშვნელოვანია ერთი ნაწილაკი, ერთი წერტილიც კი. ამ კონტინიუმში იქმნება მუდმივი დაჭიმულობა. დაჭიმულობა ერთეულსა და უსასრულობას, მთლიანობასა და მის ნაწილაკს შორის. სწორედ ამ ორი რამით იხსნება ინფორმაციის მეოთხედი. ერთეული აქ არის ვიზუალური ვექტორი, ხოლო სმენის ვექტორი ვლინდება უსასრულობად.

ჩვენ ამ თემებს კიდევ მივუბრუნდებით და უფრო და უფრო დაწვრილებით გავშლით. ის რასაც ამჟამად ვაკეთებთ, არის უბრალო და მარტივი ახსნა. ჩვენ ვხსნით ვიზუალური ვექტორის ფუძეს, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია და არც ისე იოლად გასაზრებელია. ავიღოთ ვიზუალური ვექტორის ფუნქციას: შეინახოს და დაიცვას ის, რაც უკვე არსებობს, გაუფრთხილდეს ყოველ წამს, რადგან ადამიანი მოკვდავია, ის ბერდება და თანდათან კარგავს სილამაზეს და მომხიბვლელობას. ვიზუალები მძაფრად განიცდიან ახალგაზრდობის, სილამაზისა და სიცოცხლის კარგვას, ამიტომ მთელი ძალით ყვირიან: ,,ხალხო გიყვარდეთ ერთმანეთი!” ,,ნუ კლავთ!” ,,მოდით გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს”. თუ ამ მისწრაფებას შევხედავთ უფრო სიღრმისეულად, ის ერთგვარად ეწინაღმდეგება ცხოვრების დინებას. ნებისმიერი სიცოცხლე მოიცავს დაბადებას, ცხოვრებას და სიკვდილს. მაგრამ ვიზუალური ვექტორი ამას მაინც მთელი ძალით ეწინაღმდეგება. ვიზუალური ზომა ესწრაფვის შეინახოს მთლიანობა, ყოველი ცალკეული ნაწილაკის შენახვით. ის ყოველი ცალკეული ადამიანის სიცოცხლეს ებღაუჭება, ვიზუალურ ზომას ნება რომ მისცე, ის მთელ სამყაროს დააპაუზებდა ისე, როგორც ის მოცემულ მომენტშია. ვიზუალები ოცნებობენ სამყაროზე სადაც ავად არავინ ხდება, არავინ ბერდება, არავინ კვდება, არავინ არავის არაფერს უშავებს. მაგრამ თუ მთელი სამყარო მოცემულ მდგომარეობაში გაიყინა, მაშინ სიცოცხლე გაშეშებულ ფოტოსურათს დაემსგავსება.

scheme

მოდით ვისაუბროთ ვიზუალური ვექტორის ადგილზე ჯოგში (აქ ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ზედა და არა ქვედა ვექტორზე). მოდი მივუბრუნდეთ წინა ლექციებში განხილულ სქემას: ჯოგი მოძრაობს დროის ღერძზე წარსულიდან მომავლისაკენ. წინ დგას ურეთრალი, მას მიყვებიან კანის ვექტორიანები, მთავარ სხეულად დგანან კუნთის ვექტორიანები, ხოლო ამ ჯოგს ბოლოში მიყვებიან ანალის ვექტორიანები. ყოველი შემთხვევისთვის შეგახსენებთ, რომ ეს სქემა ეხება არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ ყოველგვარ სხეულს, რაც არსებობს სამყაროში. ასე გამოიყურება არმია, ასე გამოიყურება საკაცობრიო ჯგუფი, ასე გამოიყურება ადამიანის სხეულიც. თუ ადამიანის სხეულს ჭრილში შევხედავთ, დავინახავთ იგივეს: წინ ურეთრალური არხი (შარდ-სასქესო სისტემა), უკან ანუსი (მომნელებელ -გადამამუშავებელი სისტემა), სხეულზე შემოკრულია კანი, ხოლო ფუნდამენტს წარმოადგენს ჩონჩხი და კუნთები. ასეთი სქემა ჩანს ქვედა ვექტორებთან. ალბათ გასაგებია, რომ ზედა ვექტორების სისტემა ჩვენ უნდა გამოვსახოთ რაღაც მსგავსი მაგრამ მაინც სხვა სქემით. მაგრამ რით? დაკვირვებული მომხმარებლების გონება გაიაზრებს, რომ ვინაიდან ქვედა ვექტორები ჩვენ გამოვსახეთ იმით, რაც ადამიანს აქვს სხეულზე, კერძოდ მისი ქვედა ნაწილით, რადგან ქვედა ვექტორების ეროგენული ზონები სწორედ აქაა განთავსებული ანუ სხეული განვიხილეთ ცალკე, ხოლო თავზე განლაგებულია ზედა ვექტორების ეროგენული ზონები. ამიტომ მათი სქემები რა თქმა უნდა სხვადასხვა იქნება.

ჩვენს სახეზე განთავსებულია აღქმის ხელსაწყოები, რომლებიც ჩვენ ბუნებამ გვიბოძა. ჩვენ ამ ეროგენულ სისტემებს განვალაგებთ ერთი შეხედვით ცოტა უჩვეულო სქემად. რა იქნება წამყვანი ზედა ვექტორებში? აქ პირველი და წამყვანი არის სმენის ვექტორი, რომელიც გამოისახება უსასრულობის ნიშნით. სმენის ვექტორი არის კაცობრიობის ბელადი, მაგრამ არა ფიზიკურ, არამედ მეტაფიზიკურ, იდეოლოგიურ, სულიერ დონეზე. მის შემდეგ ზუსტად იმავე პრინციპით, როგორც ეს ქვედა ვექტორებში იყო არის ფუნდამენტური სხეული, რომელიც გამოიხატება ორალური ვექტორით, რომლის სიმბოლოა ოვალი. როგორც ქვედა ვექტორებში ფუნდამენტი არის კუნთური სხეული, რომელიც გარშემორტყმულია კანით, ისე ზედა ვექტორებში ფუნდამენტი არის ორალური ვექტორი, რომელსაც გარს ერტყმის ვექტორი, რომელიც ორგანიზებას უკეთებს დანარჩენ ადამიანებს და ამით იღებს ტკბობას. ამ ფუნქციისთვის ზედა ვექტორებს შორის არის ერთი უცნაური სუბიექტი, რომელიც ამ სხეულს გარს ერტყმის ტალღოვან ზიგზაგად. ეს არის ყნოსვის ვექტორი. ხოლო ამ სქემას აბოლოებენ ჩვენი კეთილი ვიზუალის ვექტორიანები, რომელთა სიმბოლოა მწვანე სფერო.

ეს ორი ჯგუფი არის ჩვენი საკაცობრიო ჯგუფის ორი ნაწილი. შეიძლება ზოგს მოეჩვენოს, რომ ქვედა, მატერიალური სხეული პირველადია და წინ უსწრებს ზედა სხეულს. მაგრამ რეალურად პირიქითაა. ჩვენ ვგულისხმობთ იმას, რომ რაც ხდება ფიზიკურ სამყაროში, მას ჯერ წინ უძღვის გააზრება. ანუ ნებისმიერ შედეგს წინ უსწრებს აზრი. თუ ჩვენ რაღაც მომენტში, რაღაცას ჩავიფიქრებთ, ზედა ღერძზე ეს გამოვლინდება როგორც აზრი, ხოლო რაღაც დროის შემდეგ ამ აზრს, მოსდევს ქმედება. ანუ რაღაც რეალური შედეგი, რომელიც გამოვლინდება ფიზიკურ სამყაროში. მაგრამ აზრსა და ქმედებას შორის, არის დროის რაღაც მონაკვეთი. სწორედ ამიტომ იმისთვის, რომ ფიზიკურ სამყაროში რაღაც მოხდეს, საჭიროა მას წინ უძღოდეს რაღაც ჩანაფიქრი აზრების დონეში. თუ გახსოვთ, შესავალ ლექციაში ჩვენ ამაზე უკვე გვქონდა საუბარი. პირველ რიგში ჩვენ ვახდენთ გააზრებას და მხოლოდ შემდეგ ვიწყებთ ფიზიკურ ქმედებას. ამჟამად ეს სქემა გვჭირდებოდა მხოლოდ იმიტომ, რომ გვეჩვენებინა ზედა ვექტორებისგან შედგენილი სხეული.

მოდით შევხედოთ ორივე სქემას და დავაკვირდეთ, თუ სად არიან ვიზუალური და ანალური ვექტორები. თუ დავაკვირდებით ჩვენ მათ შორის აღმოვაჩენთ ერთგვარ მსგავსებას. ორივე ეს ვექტორი ვლინდება რაღაც ბაზად, რომლიდანაც ჯგუფი იწყებს წინსვლას. ამ კუთხით როგორც ერთ, ისე მეორე ვექტორში მსგავსი მექანიზმი მუშაობს. ერთიც და მეორეც არის რაღაც ტრამპლინი. ურეთრალის ვექტორიანი მუდმივად წინ მიდის, ის აკეთებს ნახტომებს წინ. ანალური ვექტორი კი პირიქით, მუდამ უკან ექაჩება: ,,მოდით ნუ ვიჩქარებთ!”, ,,მოდით შევხედოთ როგორ იქცეოდნენ ჩვენი დიდი წინაპრები და ჩვენს ისე მოვიქცეთ!”. წარსულსა და მომავალს შორის ამ დაჭიმულობაში იმყოფება ჩვენი ჯგუფი დროის ყოველ მონაკვეთში. რომ არ ყოფილიყო ანალური ზომა, არავის რომ არ დაემუხრუჭებინა ურეთრალი, მაშინ რა დაემართებოდა კაცობრიობას? კი წავიდოდით მომავლისკენ, მაგრამ ეს იქნებოდა როგორც თოფიდან ტყვიის ერთი გასროლა, ის გაფრინდებოდა წინ, შემდეგ კი სამუდამოდ შეაჩერებდა წინსვლას. იმიტომ, რომ წარსულში არის რაღაც, რაც ჩვენ გვაერთიანებს. კერძოდ ესაა ის გამოცდილება, რაც კაცობრიობამ ჩვენამდე დააგროვა. ამიტომ სქემის მუშაობა საკმაოდ უბრალოა: ხდება რაღაც ნახტომი წინ, შემდეგ მოდის დრო, როდესაც საჭიროა ამ ნახტომით მოტანილი სარგებლის ათვისება.

მაგალითად: კაცობრიობამ მოიპოვა ცეცხლი, შემდეგ საჭიროა ამ ცეცხლის გამოყენების სწავლა, მისი შენახვა, მასში შეშის შეკეთება, საკვების შეწვა, ან მოხარშვა. დღეს ცეცხლის მოსაპოვებლად ბრძოლა უკვე აღარ გვჭირდება, საკმარისია სანთებელა ავანთოთ და ცეცხლიც გვექნება. ეს მუდამ ასეა, ნებისმიერი ახალი ცოდნა დროის რაღაც მონაკვეთში გარღვევაა, მაგრამ შემდეგ უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცევა ხოლმე. მაგალითად: ცაში ფრენა ოდესღაც დაუჯერებლად მიაჩნდათ, შემდეგ მოხდა გარღვევა და ადამიანმა შეძლო საფრენი აპარატის გამოგონება. დღეს კი ეს უკვე აღარავის უკვირს და ყველა ქვეყანას ჰყავს საკუთარი ავიაცია. მოკლედ ქვედა ვექტორებში ამ ცოდნის შენახვის ბაზისად ვლინდება ანალური ვექტორი.

Protestors take part in a demonstration against racism in London

 

რას ვხედავთ ზედა ვექტორების სქემაზე? რა არის იქ გარღვევა და რას გვაძლევს ჩვენ ვიზუალური ზომა? პრინციპში ეს ზოგადად უკვე ვთქვით. ვიზუალური ვექტორი ჩვენ გვაძლევს მორალურ ფასეულობებს, კულტურის დონეს, გვაძლევს თანაგრძნობის იმ დონეს, რომლმდეც კაცობრიობამ მიაღწია. მაგალითად: ძალიან დიდი ხნის მანძილზე, კაცობრიობის განვითარების მთელი ანალური ფაზის განმავლობაში, არსებობდა მონობა. ადამიანთა ერთი ნაწილი ზეწოლას ახდენდა მეორე ნაწილზე. ადამიანებს იმონებდნენ, ამცირებდნენ, ამათრახებდნენ, აიძულებდნენ ემუშავათ დამმონებლების სასარგებლოდ. მოკლედ მათ არ აძლევდნენ ადამიანურად არსებობის საშუალებას და ისე ექცეოდნენ, როგორც ცხოველებს (ზოგჯერ უარესადაც). მაგრამ რაღაც მომენტში სმენის ვექტორმა გააკეთა ნახტომი და ადამიანთა ცნობიერებაში მოიტანა ახალი ცნებები: თავისუფლება, თანასწორობა, ერთობა. ამან ჯერ ადამიანთა გონებაში, შემდეგ კი ფიზიკურ სამყაროში მოახდინა რევოლუცია. ამან ადამიანთა შორის დაამყარა ახალი ურთიერთობები, მოიტანა ახალი ფასეულობები, რომ ჩვენ ყველანი თანასწორნი ვართ და არცერთი ჩვენგანი არ უნდა იბადებოდეს მონად, ან ბატონად. ჩვენ ჩვენი პირადი ძალისხმევით უნდა ვიღებდეთ საკუთარ რანგს. რა თქმა უნდა ეს ერთ დღეში არ მომხდარა, ამის მიღწევას დაჭირდა ომები, რევოლუციები, უზარმაზარი მსხვერპლი, მაგრამ შედეგად დადგა ახალი მდგომარეობა. ამ ახალ მდგომარეობას ჭირდება შენახვა და დაცვა. ეს არ არის ისეთი რამ, რის შესანახადაც საკმარისი იქნება ანალურად მისი წიგნში ჩაწერა. ამას ჭირდება ურთიერთობათა სისტემის დაცვა, ჭირდება ადამიანთა თაობების აღზრდა, ჭირდება ფასეულობათა სისტემის შენახვა და გადაცემა მომდევნო თაობებისთვის. ეს მიიღწევა კულტურული ფასეულობების დაცვით და სწავლებით. მომდევნო თაობებმა უნდა ისწავლონ რომ ეს ჩვენი ცივილიზაციის მიღწევაა. სწორედ ეს მოიტანეს ვიზუალის ვექტორიანებმა.

რადგან ვიზუალები ფიზიკურად ძლიერები არ არიან, ამიტომ მათ ჭირდებათ ისეთი სახის ურთიერთობები სადაც არავინ ომობს, ყველას ყველა უყვარს. დღეს ინდივიდუალიზმი, პერსონალიზაცია ვლინდება თითქმის ყველაფერში. ჯერ კიდევ 20-30 წლის წინ მაღაზიებში, ექიმის მოსაცდელში თუ სადმე სხვაგან კლიენტებს უხეშად ელაპარაკებოდნენ, ამრეზით უყურებდნენ, თავხედურად მიმართავდნენ. დღეს ეს უკვე საგრძნობლადაა შეცვლილი, ყველგან ვხედავთ სპეციალურ ტრენინგ გავლილ მომსახურე პერსონალს, რომლებიც თავაზიანად მიმართავენ კლიენტებს. ეს ჩვენს თვალწინ მოხდა, ჩვენს თვალწინ შეიცვალა კულტურის საშუალო დონე. მოკლედ ქვედა ვექტორების ჯგუფი წინ გამოცდილების წყალობით მიდის. ანალის ვექტორიანები ყველაფერს გულდასმით იწერენ. ხოლო ზედა ვექტორებში ვიზუალები ამას აკეთებენ კულტურით და ინდივიდუალური მიდგომით. ისინი აწესებენ ინდივიდუალურ და ყველასთან განსხვავებულ მიდგომებს. მაგრამ ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ ეს ორივე ჯგუფი (ზედა და ქვედა ვექტორები) მოძრაობენ პარალელურად, ერთიმეორის მიყოლით და არა ერთმანეთისგან ცალ-ცალკე.

თქვენს ყურადღებას გავამახვილებ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნიუანსზე. ჯგუფში როგორც ანალის ვექტორიანები, ისე ვიზუალები, ინახავენ და გადასცემენ იმას, რაც უკვე არსებობს. არა იმას, რაც შეიძლება იყოს მომავალში, ისინი ახალს არ იგონებენ. არამედ მხოლოდ იმას რაც უკვე არსებობს, გამოგონილია, ან შექმნილია სხვა ვექტორების მიერ. თვითონ დამოუკდებლად არც ერთი და არც მეორე ახალს არ იგონებენ, არ ქმნიან, არ აკეთებენ გარღვევებს. ამაზე პასუხისმგებელნი უკვე სხვა ვექტორები არიან. ამიტომ ვიზუალის ვექტორიანები თავისი არსი რევოლუციონერები არ არიან. მათ არ შეუძლიათ რევოლუციები წამოიწყონ, რომც ეცადონ შიშისგან პარალიზდებიან. ამიტომ ვიზუალის ვექტორიანები ამისთვის შექმნილნი არ არიან. ვიზუალები მხოლოდ საკუთარ ფასეულობათა დემონსტრირებას ახდენენ, მაგალითად: მათ შეუძლიათ პროტესტის ნიშნად ქუჩაში შიშვლები გავიდნენ. შეუძლიათ იგლოვონ დაღუპულები, აღვარღვარონ ცრემლები, საფლავები ყვავილებით შეამკონ, გადაიღონ მათზე გულისამაჩუყებელი ფილმები, შეუძლიათ ყველას გული აუჩუყონ, მაგრამ თვითონ არსებულს ომს არ უცხადებენ, მაქსიმუმ გააპროტესტონ.

peace flag

გარღვევებსა და რევოლუციებს სმენის და ურეთრალური ვექტორები ახდენენ, ხოლო ვიზუალები უკვე მომხდარი მიღწევის შენარჩუნებით ცდილობენ, მიღწეულ ფასეულობათა დაცვას (გაღებული მსხვერპლი ამაო რომ არ იყოს). მოკლედ ვიზუალები იცავენ და ინახავენ იმას, რაც არსებობს მოცემული მომენტისათვის. ვიზუალები ებღაუჭებიან უკვე არსებულს. ვიზუალის ვექტორიანი მედდები უხვევენ ჭრილობებს დაჭრილ მეომრებს და ამით ცდილობენ გადაარჩინონ კონკრეტული სიცოცხლე, რომელიც არსებობს აქ და ახლა. ამიტომ ვიზუალის ვექტორიანებს ყოველთვის უჭირთ რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება, მათ არ ჰყოფნით პასუხისმგებლობა ომში შეტევაზე გადასასვლელად. სწორედ ამიტომ ამას ურეთრალი აკეთებს, მას შეუძლია გაწიროს ჯგუფის პატარა ნაწილი, მთლიანი ჯგუფის გულისთვის. რა თქმა უნდა ჯგუფის წევრთა დანაკარგი არც ურეთრალისთვისაა ადვილი, ამით ხომ ჯგუფი სუსტდება, მაგრამ ის მთლიანობას ხედავს და შეუძლია ასეთი მსხვერპლი გაიღოს, ის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს. არა იმ კუთხით, ,,ხვალ ახლები დაიბადებიან და ესენი თუ დაიხოცებიან, ერთი ამათიც.”, არამედ იმ აზრით, რომ მთლიანი ჯგუფი ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი ნებისმიერი ცალკეული ნაწილი. ამის გაგება ძალზე მნიშვნელოვანია. ვიზუალის ვექტორიანს არასოდეს არ შეუძლია ასეთი გადაწყვეტილების მიღება. ვიზუალის ვექტორიანისთვის ყოველი ცალკეული მნიშვნელოვანია, ამიტომ ის საკითხს ასე უყურებს: ,,ჩემთვის ყველა მათგანი ფასეულია, ჰოდა რომელი გავწირო?”. ყოველი ადამიანი მათთვის ფასეულია, ყველას თავისი განსაკუთრებულობა აქვს, ამიტომ ყველა მნიშვნელოვანია. ვიზუალები უკვე არსებულის შენარჩუნებას და დაფიქსირებას ცდილობენ, ზუსტად ისე, როგორც ფოტო ინახავს მოცემულ წამს. სხვათა შორის ფოტოგრაფია სწორედ ვიზუალის ვექტორიანებისაა. ისინი იღებენ ფოტოს, გაყინავენ წამს დროში და შემდეგ ამ ფოტოების დათვალიერებით იქმნიან ილუზიას, რომ დრო მოატყუეს. სწორედ ამიტომ ვიზუალები, ისევე როგორც ანალები, ჩვენს სქემაში ჯგუფის ბოლოს დგანან, როგორც საფუძველი, ბაზა რომელზეც შენდება ყველაფერი დანარჩენი.

ახლა კი დავიწყოთ ვიზუალის თვისებათა განხილვა მისი ფსიქიკის ფენების მიხედვით (ისე როგორც ეს სხვა ვექტორებში გავაკეთეთ). ფსიქიკის პირველი ფენა, რომელიც უნდა განვიხილოთ, არის ინტელექტი (თქვენ იცით, რომ ამ ფენას ქვედა ვექტორებში ეწოდება აღქმა, ხოლო ზედებში – ინტელექტი). მაშ ასე, როგორც აღვნიშნეთ ვიზუალის ვექტორიანებს აქვთ ხატ-სახოვანი ინტელექტი. მოდი შევხედოთ როგორ აღიქვამს სამყაროს ვიზუალის ვექტორიანი ადამიანი. ვფიქრობ ამას ადვილად მიხვდებით. იმისთვის, რომ ვიზუალმა დაამყაროს რაღაც ურთიერთობები, გაიგოს რას განიცდიან სხვები, საჭიროა ეს ყველაფერი როგორღაც განაცალკეოს გარემომცველი სამყაროსგან. ამისთვის კი მან რეალობა უნდა აღიქვას არა მთლიანობაში, არამედ დაყოს ის ცალკეულ ნაწილებად, ცალკეულ გამოსახულებებად. როგორც იცით ანალის ვექტორიანიც აცალკევებს, მაგრამ არა გამოსახულებებად, არამედ ქმნის კარტოთეკას და აკეთებს ხარისხობრივ დანაწილებას. ვიზუალები კი ყოფენ გამოსახულებებად. რით განსხვავდება ერთი გამოსახულება მეორისგან? ანალურ ვექტორში იქმნებოდა დანაყოფები და ერთი მეორისგან განსხვავდებოდა ხარისხობრივი მახასიათებლებით. ვიზუალის ვექტორიანებს კი ამ გამოსახულებების განსასხვავებლად აქვთ საკუთარი მეთოდი, საკუთარი კრიტერიუმი, რომელიც მათ ეხმარება მოაწესრიგონ გამოსახულებები. ამ კრიტერიუმს ეწოდება სიმკვეთრე. მაგრამ სიმკვეთრე არა გარჩევადობის ან ფერის სიკაშკაშის კუთხით, არამედ იმ ემოციების სიმკვეთრის კუთხით რომელიც ჩვენშია და რომელიც ეხმარება ვიზუალებს შეიგრძნონ საგნები, მოვლენები, ან ადამიანები.

მოდით, ავიღოთ რომელიმე საგანი, მაგალითად ფეხსაცმელი და შევხედოთ რა კრიტერიუმით შეაფასებდა მას ანალის ვექტორიანი. ის დახედავდა ფეხსაცმლის მწარმოებელ ფირმას, შეაფასებდა არის თუ არა ეს ფირმა მისთვის სანდო, დააკვირდებოდა როგორი ნაკერია, გამძლეა თუ არა, ანუ შეაფასებდა გამძლეობისა და ხარისხიანობის მიხედვით. კანის ვექტორიანი შეხედავდა იაფი ღირს თუ არა, არის თუ არა მასზე ფასდაკლება, მსუბუქი და მოხერხებულია თუ არა. რა პრინციპით შეაფასებდა ფეხსაცმელს ვიზუალის ვექტორიანი? ვიზუალისთვის ფეხსაცმელი პირველ რიგში უნდა იყოს ლამაზი. სწორედ ამ სილამაზის კუთხით მკვეთრი. მთავარია მისი დანახვა თვალს ახარებდეს. იმისთვის რომ ჰარმონიაში იყვნენ საკუთარ გარეგნობასთან. ვიზუალები დიდ ყურადღებას უთმობენ გარეგნობას, უნდათ, რომ სასიამოვნოდ გამოიყურებოდნენ. ცდილობენ ფეხსაცმელი და ტანისამოსი ერთმანეთს შეესაბამებოდეს. სიმკვეთრე, რაღაც აზრით ის მახასიათებელია, რისი დახმარებითაც ვიზუალები ჰარმონიას შეიგრძნობენ. ამიტომ როდესაც ვიზუალები ხვდებიან ახალ ადამიანებს, ისინი ამ ხალხს უკეთებენ შეფასებას. მაგრამ არა ანალის ვექტორიანებივით ნაციონალობის, ან საქმიანობის. არც კანის ვექტორიანებივით იმის მიხედვით თუ რამდენ ფულს გამოიმუშავებს. არამედ იმის მიხედვით, თუ რამდენად შემოაქვს ამ ადამიანს ირგვლივ ჰარმონია. იმის მიხედვით თუ როგორია ვიზუალის ვექტორიანის განვითარების დონე, მისი შეფასების კრიტერიუმები სხვადასხვანაირია. განუვითარებელი მხოლოდ გარეგნობით, ან ჩაცმულობით აფასებს, განვითარებული – ემოციებით და კულტურის დონით.

Best Sex City Episodes 1 original

მაგალითად: კითხვაზე ვინ არის თქვენი ქმარი? სხვადასხვა დონეზე განვითარებული ვიზუალი მდედრი, ამ კითხვას სხვადასხვანაირად უპასუხებს. ერთი იტყვის ჩემი ქმარი სიმპათიური მამაკაცია და ლამაზად იცვამსო. მეორე კი იტყვის ჩემი ქმარი გულმართალი ადამიანიაო. ეს ორივე შემთხვევაში ვიზუალის ვექტორიანებია, მაგრამ სხვადასხვა განვითარებითა და განსხვავებული ფასეულობათა დონეებით. მოკლედ, ვიზუალის ვექტორიანები სამყაროს ყოფენ ცალკეულ გამოსახულებებად. ყოველი გამოსახულება ატარებს სიმკვეთრის რაღაც დონეს. ამიტომ რასაც ვიზუალის ვექტორიანები ხედავენ და გრძნობენ, ყველაფერს ავსებენ გარკვეული ემოციებით. ვიზუალის ვექტორიანებს ვაშლიც კი ეცოდებათ, შეიძლება იფიქრონ, რომ ჩაკბეჩისას მას ტკივა. ეს მათი ემოციურობიდან გამომდინარეობს. ვიზუალის ვექტორიანების ასეთი ემოციურობა სასაცილოა მათთვის, ვისაც ეს ვექტორი არ აქვს და არ არის მათსავით მგრძნობიარე. მაგალითად: ვიზუალის ვექტორიანმა შეიძლება თქვას ეს პიანინო ამ კუთხეში რაღაც ისე არ ჩანს. ისინი ვისაც ვიზუალური ვექტორი არ აქვს ასეთი კატეგორიებით არ ფიქრობენ. მაგრამ როდესაც ვიზუალის ვექტორიანი ამბობს რომ რაღაც ისე არ გამოიყურება, ეს ნიშნავს, რომ ის რაღაც ჰარმონიული არ არის. მაგრამ იმისთვის, რომ ეს გაიგოთ, სამყაროს ვიზუალის ვექტორიანების თვალით უნდა შეხედოთ.

ვფიქრობ თქვენ უკვე შეამჩნიეთ რაღაც კავშირი ვიზუალების გამოსახულებით ინტელექტსა და სახელგანთქმულ ანალურ აზროვნებას შორის. როგორც წინა ლექციებში ვთქვით ანალიტიკური აზროვნება გონებაში იძლევა სამყაროს ხედვის განსაზღვრულ მოდელს, შეიძლება ის არც ისე მოცულობითია, მაგრამ საკმაოდ მოწესრიგებილი და სტრუქტურულად დახარისხებულია გონების განყოფილებებში. გონების კარტოთეკა ერთგვარი მოწესრიგებული ფორმაა იმ განყოფილებებისა, რომელშიც ანალის ვექტორიანები ათავსებენ ნებისმიერ ინფორმაციას. რას ვიღებთ ვიზუალის ვექტორიანების შემთხვევაში? პრინციპში ვიღებთ ისეთ სისტემურ სურათს, რომ ვერც კი წარმოიდგენთ. იყვნენ ასეთი ადამიანები, დამოუკიდებელი მორალით, თავისუფალი მხატვრები, რომლებიც რაღაც განსაკუთრებული იერით, გადიოდნენ ბუნებაში და განცვიფრებული მაყურებლების წინაშე ქმნიდნენ ხელოვნების ნიმუშებს. ამ მხატვრებს ჰქონდათ მრგვალი ფორმის, განყოფილებებიანი დაფა, რომლის განყოფილებებში ესხა სხვადასხვა ფერის საღებავები. სწორედ ამ დაფას მოგაგონებთ ვიზუალის ვექტორიანების გონება. სხვათა შორის მხატვრები, სწორედ ვიზუალის ვექტორიანები არიან, ისინი ადამიანებს ფერებისა და ტილოების დახმარებით ესაუბრებიან. ამიტომ შემთხვევითი სულაც არ არის, რომ ისინი საკუთარი საღებავების სატარებლად და გასაზავებლად სწორედ ასეთი ფორმის პალიტრას ირჩევდნენ.

clouds

ვიზუალების აზროვნება წააგავს ერთგვარ წრეს, რომლის ცენტრშიც თვითონ დგას, მის სიახლოვეს განთავსებულნი არიან ისინი, ვინც რაღაცით მასთან ახლოსაა. რაც უფრო ახლოს დგას ვინმე მასთან (ისევე როგორც ეს ანალის ვექტორიანების შემთხვევაშია, მით უფრო მაღალია მისი ხარისხი) ვიზუალის ვექტორიანისთვის ის უფრო მკაფიოდ აღქმულსა და ჰარმონიულს ნიშნავს. რაც უფრო დაშორებულია ვინმე მასთან მის მიერ დახატულ დიაგრამაზე, მით უფრო უცხოა ის. ადამიანები, თავისი ემოციების სიმკვეთრით, ცხოვრებასთან თავისი მიდგომებით, რაც უფრო ახლოს არიან მასთან და მის ხედვებთან, მით უფრო ახლობელნი არიან ისინი ვიზუალის ვექტორიანისთვის. ასე იქმნება მათი სახლობლო წრე. რაც უფრო მეტად განსხვავდება ვინმეს ხედვა მათი ხედვისაგან, მით უფრო უცხო და შორებელია ის ვიზუალებისთვის. ვინ დგას ვიზუალთან ყველაზე ახლოს? რა თქმა უნდა ისინი, ვინც მას უყვარს, პირველ რიგში ახლობლები და ოჯახის წევრები. საკვანძო პარამეტრი აქ არის ის, რომ ესენი არიან ცალკეული ადამიანები. ანუ ეს სამყაროს მთლიანობის აღქმა კი არ არის, არამედ ცალკეული, მისი გარემომცველი კადრების აღქმაა, იმ ადამიანების და მოვლენების აღქმა, რომლებიც მისი ხედვის არეალში ხვდებიან. ეს ძალზე მნიშვნელოვანია. ის რასაც ვიზუალის ვექტორიანები თვალით ვერ ხედავენ, მათთვის საერთოდ არ არსებობს. ისინი მოვლენას უნდა ხედავდნენ (თუნდაც ტელევიზორში) იმისთვის, რომ სჯეროდეთ მისი არსებობა,. საკუთარი თვალით ნანახს და პირადად განცდილს, ბევრად უფრო ახლოს გრძნობენ, მათთვის ნაცნობის და ახლობელის ტკივილი მეტს ნიშნავს, ვიდრე უცნობის. შეიძლება მთელი გულით განიცდიდნენ იაპონიაში მომხდარი ცუნამის დროს ათასობით დაღუპულის ბედს. მაგრამ ვიზუალის ვექტორიანი ბევრად მეტად მიიტანს გულთან, თუ მისი ნაცნობის, ან მეგობრის შვილი გრიპის გამო ორი დღით საავადმყოფოში მოხვდა. პირველ შემთხვევაში შემოიფარგლება კომენტარით: ,,საწყლები, როგორ შემეცოდნენ, რა საშინელებაა!”. მეორე შემთხვევაში კი ცრემლებად დაირვრება და გულამოსკვნით იქვითინებს, საბრალო ბიჭი საავადმყოფოში წევსო. მიუხედავად იმისა რომ იაპონიის ცუნამის დროს ათასობით საბრალო ბიჭი დაიღუპა. ვიზუალის ვექტორიანი თავადაც ვერ აგიხსნით რატომ განიცდის მეტად იმის ბედს, ვისაც იცნობს. რეალურად საქმე იმაშია, რომ ვიზუალის ვექტორიანის ინტელექტს არ შეუძლია აღიქვას მთლიანობა. არ შეუძლია რეალური მასშტაბის შეცნობა. მან იცის, რომ ცუნამი, ეს ცუდია, იცის, რომ ამის გამო ბევრი იტანჯება. მაგრამ ბევრი ადამიანი მასში ისეთ ემოციებს ვერ აღძრავს, როგორსაც ერთი კონკრეტული ადამიანის მონათხრობი გამოიწვევდა იმის შესახებ – თუ რა საშინეება განიცადა მან. როდესაც ერთ კონკრეტულ, მისთვის ნაცნობ პატარა ბავშვს რაღაც ემართება, ვიზუალის ვექტორიანს შეუძლია მთელი არსებით უთანაგრძნოს, დახმარება შეთავაზოს და მოცემულ მომენტში არსებულ მოცემულ ინდივიდს შესთავაზოს მთელი თავისი სითბო. სწორედ ასე ვლინდება ნაწილაკური, კერძო ფუძე. მაგრამ მასშტაბების შეგრძნება მათ არ შეუძლიათ. სწორედ ასე მუშაობს ვიზუალის ვექტორიანთა აღქმა (ინტელექტი).

girl hot taunting wallpapers wallpaper desktop

აღსანიშნავია, რომ ვიზუალის ვექტორიანებს, ისე როგორც ანალებს, საერთოდ არ გაჩნიათ ლოგიკა (თუ კანის ვექტორი არ ერთვის). სწორედ ვიზუალების ასეთი ულოგიკობა დაედო საფუძვლად, წარმოდგენას ქალებზე, როგორც არსებებზე, რომლებიც ემოციებით ცხოვრობენ და არიან ირაციონალურები. შემდეგში ვიზუალის ვექტორიანების ეს თვისება, ანალებმა აიღეს როგორც შტამპი და მიაკერეს ყველა ქალს. რა თქმა უნდა ანალის ვექტორიანებს აზრადაც არ მოსვლიათ დაემატებინათ, რომ ლოგიკასთან თავადაც მწყრალად არიან.

არის კიდევ ერთი საინტერესო შტრიხი. ვიზუალის ვექტორიანებს ხშირად ახასიათებთ უცნაური აკვიატებები, მაგალითად მოუნდებათ წავიდნენ ზოოპარკში მხოლოდ ვეფხვის სანახავად, ან ამოიჩემებენ რაღაცას და აუცილებლად უნდათ იმის გაკეთება. ასეთ დროს მათზე არანაირი არგუმენტი არ მოქმედებს, მათ უბრალოდ ასე უნდათ და მორჩა. თუ შეეკამათებით იბუტებიან. თუ ღმერთმა ნუ ქნას და მათთან ასეთ დროს საუბრი ტონს აუწიეთ, ან უთხარით: ,,ცოტა ტვინი გაანძრიეო”, მაშინვე ტირილს იწყებენ და ძალიან დიდხანს უნდა უხადოთ ბოდიშები, რომ ისევ იკადროს დალაპარაკება. მათ არ აინტერესებს, თქვენ გინდათ თუ არა ამის გაკეთება, ან გაინტერესებთ თუ არა იმის ნახვა რაც მას სურს. ვიზუალები ნებისმიერ ფასად დაგაყრევინებენ ფარ-ხმალს, მაგრამ არა ძალით არამედ ემოციური შანტაჟით, ცრემლებით, ალერსიანი გამოხედვით, მოკლედ ისეთი არგუმენტებით, რომელსაც თქვენ უბრალოდ ვერაფერს დაუპირისპირებთ. სწორედ ამაშია მათი ძალა. თქვენ შეიძლება ნებისმიერ რამეს დაუპირისპირდეთ ძალით, მაგრამ ვიზულების სიკეთესთან და ემოციებთან ვერაფერს გახდებით.

beer

თუ ანალური და ვიზუალური ვექტორების მახასიათებელთა შედარებას განვაგრძობთ, ბოლოს აღმოვაჩენთ, რომ ორივე სტრუქტურულად აზროვნებს, მაგრამ ამ სტრუქტურის მუშაობის მეთოდი ორივეში განსხვავებულია. მაგალითად: ავიღოთ სახელგანთქმული ანალური ბიბლიოთეკა. იქ წიგნები დაწყობილია ჟანრების მიხედვით, საბავშვო განყოფილება, დეტექტივების განყოფილება და ა.შ. ეს არის ის, რასაც ეწოდება ანალური კლასიფიკაცია. მაგრამ თუ ავიღებთ პირობითად ისტორიულ წიგნს. ის შეიძლება იყოს მხოლოდ ანალურად მშრალი ფაქტების კრებული, ან შეიძლება იყოს ისტორიული რომანი, რომელშიც პრინციპში იგივე ფაქტებია აღწერილი, მაგრამ შევსებულია პერსონაჟების განცდებით და გრძნობებით. აქ უკვე აღწერილია არა მშრალი ფაქტები, არამედ სამეფო კარის ინტრიგები, პრინცესების თავგადასავლები, სიყვარული, ერთგულება, ღალატი. მოკლედ ვიზუალების შექმნილი ისტორიული რომანებიც ერთგვარი კლასიფიკაციაა, მაგრამ განსხვავებული სახის. ასეთი შელამაზებებით, ვიზუალის ვექტორიანები ცდილობენ თავი დააღწიონ ყოველდღიურ ერთფეროვნებას. ვიზუალებისთვის: მაგიდა, რა მაგიდაა, თუ მას ლამაზი გადასაფარებელი არ აქვს; ქალი რა ქალია, თუ ლამაზად ჩაცმა არ იცის; ვიზუალის ვექტორიანები საკუთარ განზომილებაში ცხოვრობენ, რაც როგორც წესი საკმაოდ დაშორებუია რეალურ ცხოვრებას. წარმოიდგინეთ ფერმა, სადაც უბრალო, კუნთის ვექტორიანი დედაკაცები ერთნაირი წინსაფრებით, ერთნაირი თავსაფრებით, ერთნაირი ჩაცმულობით ყოველ დღე ერთ ტემპში წველიან ძროხებს. თუ ამ ყველაფერს ვიზუალის ვექტორიანს აჩვენებთ, თავისი მდიდარი შინაგანი სამყაროს მიუხედავად, ისინი ვერც კი შეამჩნევენ, რომ იქ ადამიანები ცხოვრობენ. რატომ? იმიტომ რომ იქ ყველა ინდივიდუალური გამოსახულება ერთიანდება ერთ ნაცრისფერ სურათად.

იმიჯი, ემოციები, რა როგორ გამოიყურება, ეს ყველაფერი ვიზუალური ვექტორის მახასიათებლებია. ნებისმიერ სერიოზულ ბიზნეს კომპანიას აქვს ორი ძირითადი სარეკლამო მახასიათებელი. ესენია რეპუტაცია და ლოგო. რეპუტაცია ანალური მოვლენაა, ლოგო კი ვიზუალური. ლოგო უნდა იყოს ლამაზი და ისეთი, ადვილად რომ დაიმახსოვროთ, რომ პროდუქციის შეძენა მოგინდეთ. კანის ვექტორიანებმა შეამჩნიეს ეს ორივე მოვლენა, ამიტომ ისინი ვიზუალებს აკეთებინებენ კაშკაშა, შესამჩნევ ლოგოებს. ხოლო ანალის ვექტორიანებისთვის, ლუდის ყოველ ბოთლს აწერენ: ,,ისხმება მეჩვიდმეტე საუკუნიდან!”, თუმცა რეალურად მწარმოებელი სულ ორი წლის შექმნილიც არ არის. ყველა ანალი, რომელიც კითხულობს, რომ ეს ლუდი ძველი ტექნოლოგიით ისხმება, ამას ადვილად იჯერებს და მწარმოებლისადმი ნდობით იმსჭვალება.

ალბათ ხვდებით, რომ ვიზუალების ყველა ძირითადი თვისება გამომდინარეობს იქიდან, თუ როგორაა მოწყობილი მათი ინტელექტი. მაგრამ აქ ცალკეა განსახილველი ვიზუალების დამოკიდებულება ადამიანებისადმი. აქაც ვხვდებით ერთგვარ ანალოგიას ანალურ ვექტორთან. თუ გახსოვთ საკვანძო სიტყვა, რომლითაც ანალის ვექტორიანები ამყარებენ კარგ ურთიერთობას არის მეგობრობა. მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი. ანალური მეგობრობა, მხოლოდ მამაკაცური მეგობრობაა, რომელიც ლიბიდოს ეფუძნება. ვიზუალების მეგობრობა კი ნამდვილი ქალური მეგობრობაა. ორი ანალის ვექტორიანი მამრი მეგობრობს იმიტომ, რომ ისინი რაღაცაში ერთიმეორეს ხარისხობრივად შეესაბამებიან, შეიძლება ეს იყოს მეგობრობა ბავშვობიდან (ერთად იზრდებოდნენ), შეიძლება ორივეს უყვარს თევზაობა, ან ერთად მუშაობენ, ანუ მათში არის რაღაც საერთო. ვიზუალის ვექტორიან მეგობრებშიც ასევე რაღაც საერთოა, მაგრამ ის სხვა პრინციპზეა დაფუძნებული. ეს ეფუძნება გრძნობებსა და აღქმას. მაგალიათად მათ ერთნაირად შეუძლიათ იგრძნონ მშვენიერება. ანუ მათ ორივეს ერთნაირი ფასეულობით შეუძლიათ განიცადონ მოვლენა, მკაფიოობის მსგავსი დონით. მაგრამ ყველა ხომ ინდივიდუალურია, ამიტომ ვიზუალი მდედრები, თუნდაც უახლოესი მეგობრები, თავს საკმაოდ დასტრესილად იგრძნობენ, თუ აღმოჩნდა, რომ რომელიმე წვეულებაზე ერთნაირი კაბებით მივიდნენ. რეალურად ეს ინდივიდუალობის კარგვის შეგრძნებაა, დანარჩენი კი უკვე განვითარების დონეზეა დამოკიდებული, მთავარ ფასეულობად აღიქვამს კაბებს, თუ გრძნობებს.

Devil Wears Prada 20th Century Fox Everett Collection 51215 1024x684

ვფიქრობ, ისიც გასაგებია, რომ ვიზუალური ვექტორი, ზედა ვექტორია, ამიტომ მისი ურთიერთობების ტიპი ბევრადაა განპირობებული იმით, თუ რომელი ქვედა ვექტორი ერთვის მას. კან-ვიზუალი ბიჭები ერთმანეთთან როგორც ასეთი დიდად არ მეგობრობენ, აქ ერთნაირი ემოციების თანხვედრა უფრო კინკლაობას იწვევს მათში, ვიდრე მეგობრობას. რაც შეეხება კან-ვიზუალ მდედრებს, ისინი მეგობრობენ. სწორედ ამით ვიღებთ განსაზღვრულ კომბინაციას. ზემოთ ვიზუალური ვექტორია, რომელიც განაგებს ურთიერთობებს, ხოლო ქვედა ვექტორებიდან არის კანი, რომელიც მუდამ შეჯიბრშია. ისინი ცოტა მეგობრობენ, ცოტათი კი ერთმანეთს ეჯიბრებიან. თუ მათი ვიზუალი არც ისე განვითარებულია, მაშინ ეს მეგობრობა უკვე მეგობრობას აღარ გავს. ისინი ერთად დადიან ,,ტუსოვკებზე”, საყიდლებზე, მაგრამ შინაგანად მუდამ ერთმანეთს ეჯიბრებიან. ისინი ერთმანეთს უდარებენ ქმრებს, ხელფასს და ა.შ. თითოეული მათგანი შინაგანად დარწმუნებულია, რომ განუმეორებელია და კმაყოფილი ფიქრობს, რომ მეორეზე უკეთ გამოიყურება. თუ ისინი დიდი ხანია არ შეხვედრიან ერთმანეთს, შეხვედრის შემდეგ ალერსიანი ურთიერთ-წაკბენის რეჟიმში არიან: ,,ძვირფასო, როგორ გამეხარდა შენი ნახვა, ბოლო შეხვედრის შემდეგ რა საყვარლად მოპუტკუნებულხარ!”, ,,მეც გამეხარდა შენი ნახვა ძვირფასო, იმდენი ხანია არ მინახიხარ, რომ ასაკი დაგტყობია, ყელთან ნაოჭი გაგიჩნდა?”. მაგრამ თუ განვითარებული კან-ვიზუალები არიან, მაშინ კანური სიფაქიზე, გადადის ვიზუალური ვექტორის გრძნობათა სიფაქიზეში, ამიტომ ვიღებთ ძალზე ღრმა ურთიერთობას, ნამდვილ მეგობრობას. ეს იმდენად ღრმაა, რომ უკვე მეგობრობაზე მეტიცაა, ეს ისეთი მდგომარეობაა, რომელიც უფრო ახლოსაა სიყვარულთან (თვითონ ვექტორს არც ზედას და არც ქვედას, სქესი არ აქვს. სქესი ეს ადამიანში მცენარეული ბუნების გამოვლინებაა). გასაგებია, რომ არსებობს ანალ-ვიზუალური მეგობრობაც. აქ უკვე ყველაფერი ბუნებრივი და ნამდვილია (თანაც ორივე სქესის შემთხვევაში). აქ უკვე მეგობრობა ეფუძნება როგორც ქვედა, ისე ზედა ვექტორს. სრული თანხმობაა.

გასაგებია, რომ როდესაც ვიზუალს ერთვის კანის ვექტორი, მაშინ ვიზუალის ვექტორიანები ერთგვარად იწყებენ ერთმანეთთან შეჯიბრს (რას ვიზამთ უნაკლო არავინაა). როდესაც ერთმანეთს ერთვექტორიანი კანები ეჯიბრებიან, აქ ვიღებთ ან სრულ შურიანობას ერთმანეთის მიმართ, ან შესამჩნევ ურთიერთ-უგულებელყოფას. საერთოდ, როდესაც ზედა ვექტორები არ არის, მაშინ ნებისმიერი ურთიერთობა საკმაოდ პრიმიტიულად გამოიყურება. აი თუ აქ ვიზუალური ვექტორიც ჩნდება, თუ კანის ვექტორს ემატება ვიზუალური სიფაქიზე, მაშინ ეს უკვე გამოიყურება არა როგორც ურთიერთ-უგულებელყოფა, არამედ უფრო შესამჩნევი მოვლენა, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ სნობიზმს. რა თქმა უნდა, სნობიზმიც სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს და ესეც განვითარების დონეზეა დამოკიდებული. თუ ვიზუალი განვითარებულია კულტურის დონემდე, თავისთვის არასასურველ და ცუდად აღზრდილ ადამიანს ის არაფერს ეტყვის, უბრალოდ ამრეზით შეხედავს და შემდეგ გულში აღნიშნავს: ნუთუ ესეც ადამიანია და მეც, ღმერთო ასეთები რატომ არსებობენო!”. მაგრამ თუ ისე მოხდა, რომ კან-ვიზუალი არც ისე განვითარებულია და ამასთან ერთად მას უკავია ცოტა მაღალი მდგომარეობა საზოგადოებაში, მაშინ ის მთელი არსებით ეცდება ადემონსტრიროს სხვისი პრიმიტიულობა, სხვისი ცხოველური მდგომარეობა. ეს იმდენად შესამჩნევი და ემოციურად მომაკვდინებელი იქნება, შეიძლება ადრესატს სიცოცხლის სურვილი დაუკარგოს. განუვითარებელი ვიზუალები თავის სნობიზმს დაუფარავად და დემონსტრაციულად გამოხატავენ: ,,შეხედეთ სად ხართ თქვენ და სად ჩვენ! შე სოფლელო! საერთოდ რატომ არსებობენ შენნაირები! შენნაირის გვერდით ყოფნაც კი ცუდად მხდის!”. შეიძლება ეს ყველაფერი ცოტა უფრო შეფარულადაც თქვას. მაგრამ ის ყოველი ჟესტით, მიმიკითა თუ ხმის ტონით გამოხატავს არასასურველი პირისადმი დამოკიდებულებას.

შემდეგი საკითხი, რომელიც უნდა განვიხილოთ, ეხება ვიზუალური ვექტორის გამოცდილებას. როგორ ითვისებს ის ინფორმაციას, როგორ გადასცემს და რა მნიშვნელობა აქვს ამას მისთვის. აქ მოგვიწევს შევხედოთ სისტემას გვერდიდან. თქვენ იცით, რომ ვზუალური ვექტორი ზედა ვექტორია. უკვე ისიც იცით, რომ ეს არის ვექტორი რომელიც ძალზე მგრძნობარეა, ის გრძნობს საკმაოდ მაღალ მატერიებს. ამიტომ სიტყვა გამოცდილება ვიზუალურ ვექტორთან მიმართებაში მთლად ზუსტი არ არის, ამიტომ უფრო სწორი იქნება თუ გამოცდილების გადაცემის ნაცვლად გამოვიყენებთ სიტყვა: აღზრდას. იმისთვის, რომ უფრო გასაგები იყოს, თუ როგორ შეეფარდება ეს ცნებები (გამოცდილების გაზიარება და აღზრდა) ერთმანეთს, მოდი შევხედოთ ამ ორი ფუნქციის მნიშვნელობას ჯგუფში. როგორც იცით, გამოცდილება ასოცირდება ანალურ ვექტორთან. პრინციპში გამოცდილება არის სწორედ ის, რაც ჩვენ გვაძლევს ინდივიდუალურობის განცდას, რადგან თითოეულს საკუთარი გამოცდილება გაგვაჩნია. რა თქმა უნდა პიროვნულობას ბევრი პარამეტრი გაჩნია, ვექტორები, მდგომარეობები, განვითარების დონე და კიდევ მრავალი რამ. მაგრამ გამოცდილება თითოეულ ჩვენგანში საკუთარი და უნიკალურია. თუ განვაგრძობთ საუბარს გამოცდილებასა და ანალურ ვექტორზე, ეს ყველაფერი ატარებს სწავლების ფუნქციას. ანუ ფუნქციას: გადმოიტანოს დაგროვილი ცოდნა წარსულიდან აწმყოში. ეს არის ინფორმაცია იმის შესახებ როგორ ავითვისოთ გარემომცველი სამყარო. ეს ერთგვარი დაპყრობითი ტიპის ინფორმაციაა (ლანდშაფტის ათვისება), ამიტომ მიეკუთვნება ომის მდგომარეობის ტიპის ინფორმაციას. ასევე ეს არის ინფორმაცია როგორ გადავამუშაოთ სამყაროს არაცოცხალი დონე. როგორ ვაშენოთ ქვებით, როგორ ვაქციოთ ხე მასალად, როგორ გადავადნოთ და გამოვჭედოთ ლითონი. ეს არის ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ დავიმოჩილოთ სამყაროს მცენარეული დონე: მოვიყვანოთ მოსავალი, ამოვარჩიოთ საკვებად და სამკურნალოდ გამოსადეგი მცენარეები. ეს არის ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ დავიპყროთ ცხოველთა სამყარო: მოვიშინაუროთ და ვმწყემსოთ ცხოველები, ვაიძულოთ იმუშაონ ჩვენს სასარგებლოდ. მოკლედ ანალური გამოცდილება მოიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ დავიპყროთ ბუნება. აი ეს არის სწავლება და ის ანალურია.

dead poets

რა არის აღზრდა? როდესაც ადამიანი იბადება, ის ხვდება საზოგადოებაში. ეს საზოგადოება მას ითრევს ერთდროულად ორ პარალელურ გზაზე. მას არა მხოლოდ ასწავლიან, აღზრდიან კიდეც. რაშია სხვაობა? პირველ რიგში იმაში, რომ აღზრდა მდედრობითი ფუნქციაა. თუ სწავლება ომის მდგომარეობაა, ანუ გამოსვლა მიმდინარე მდგომარეობიდან, გამოსვლა ჯგუფის საზღვრებიდან გარე ლანდშაფტში. აღზრდა პირიქით, არის ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შევძლოთ თანაარსებობა. როგორ ვიცხოვროთ ერთად მშვიდობის მდგომარობაში. სწორედ აღზრდის წყალობით ხდება ფასეულობათა იმ დონის დანერგვა, რომელზეც პასუხისმგებელია ვიზუალური ზომა. რაღაც აზრით, შეიძლება ითქვას, რომ სწავლება მამრობითია, აღზრდა კი – მდედრობითი. შესაბამისად შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა, რომ ყველაზე ზრდილი ხალხი ვიზუალის ვექტორიანები არიან. ყველაზე ცუდად აღზრდილებიც ასევე ვიზუალები. მაგალითად ყველაზე ტაქტიანი ანალ-ვიზუალის მიმართვა ასეთი იქნება: ,,დიდ ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის, მაგრამ თქვენ ჩემს ფეხზე დგახართ! იქნებ გამოიჩინოთ კეთილშობილება და ჩამოხვიდეთ. კიდევ ერთხელ, მაპატიეთ, რომ გაწუხებთ!”. ეს ვიზუაური ვექტორია, ეს აღზრდაა, ეს კულტურაა. მაგრამ არის ამის საწინაღმდეგო მხარეც. შეიძლება ვიზუალი გამოვიდეს სცენაზე ისე ვულგარულად ჩაცმული, როგორც იაფფასიანი კახპა და თან საკმაოდ ბილწად ილანძღებოდეს, დემონსტარციულად, ისე, ყველა რომ ფეხებზე კიდია. ესეც ვიზუალია, უბრალოდ სხვა მდგომარეობაში და სხვა ვექტორული კომბინაციით, მაგალითად კან-ორალ-ვიზუალი.

ვიზუალის ვექტორიანების მეხსიერებაც განვითარების დონის შესაბამისად მუშაობს. ვიზუალის ვექტორიანებს აქვთ ემოციონალური მეხსიერება. მაგ: მათ ყოველთვის ახსოვთ პირველი შეხვედრა საყვარელ ადამიანთან. მაგრამ არა ანალურად, თარიღებით. არამედ ახსოვთ ამ შეხვედრაზე მიღებული ემოციები. ანალური მეხსიერება, ანალის ვექტორიანს ეუბნება, რომ ამა და ამ დღეს მას ეცვა ლურჯი კაბა, ახსოვს რა უთხრა, რა გააკეთა. ანალ-ვიზუალის მეხსიერება, კი მას უხატავს სრულიად სხვა სურათს: მას იმ დღეს ლაჟვარდოვანი ლურჯი კაბა ეცვა, მისი თვალები აღტაცებით ციმციმებდნენ და სითბოს ასხივებდნენ. ალბათ ხვდებით, ეს სრულიად განსხვავებული აღქმაა. პირველი მდგომარეობის ზუსტი თანმიმდევრობითი აღწერაა. მეორე კი იგივეა, ოღონდ შევსებულია ემოციებით. სწორედ იმიტომ, რომ ეს ასე მუშაობს, რომ ყოველ მოვლენას მხოლოდ დროსა და სივრცეში კი არ აქვს ადგილი მიჩენილი. არამედ გამდიდრებულია იმ ემოციური გამოძახილით, როგორიც ამ მოვლენამ ჰპოვა ვიზუალის ვექტორიანში. სწორედ ამიტომ ვიზუალებში ხდება ძალზე სერიოზული მიჯაჭვულობა ემოციებთან. ამიტომ, როდესაც ისინი რაღაცას იხსენებენ, მათ შიგნით ხდება ემოციური ძვრები. თუ ეს რაიმე სასიამოვნოა, მაშინ მათ შიგნით იღვრება სითბო, სინათლე. თუ ცუდია – მაშინ მძიმე, უსიამოვნო განცდები.

აქედან ჩვენ ვიღებთ ძალზე საინტერესო დასკვნას: ადამიანი ცხოვრებას წარმართავს ორი ძალა: ტკბობა და ტანჯვა. თითოეული ჩვენგანს, ნებისმიერი ვექტორული წყობით, აქვს განსაზღვრული გამოძახილი, განსაზღვრული მგრძნობელობა ამ სიგნალებზე (ტანჯვასა და ტკბობაზე). ვიღაცას მათრახი ხვდება, რათა ტკივილმა მიახვედროს, რომ იქით არ მიდის საითაც უნდა მიდიოდეს. ვიღაც კი ტკბობას იღებს, როგორც სამყაროსგან ბოძებულ ჯილდოს. მაგრამ ეს აღქმაც ყველას თავისებურად აქვს. თუ ვიღაცას მათრახის ძლიერი გადაჭერა ჭირდება რომ რაღაც იგრძნოს, ვიზუალის ვექტორიანისთვის საკმარისია მათრახის ჩვენება მკაცრი სახით. ვიზუალები იმდენად მგრძნობიარენი არიან გარე სამყაროდან წამოსული მინიშნებების მიმართ, იმდენად მძაფრად აღიქმება ეს მათში, რომ მათრახის გადარტყმა უკვე სრულიად ზედმეტია. ამიტომ ის რაც სხვებისთვის უბრალოდ უსიამოვნო შეიძლება იყოს, ვიზუალისთვის ნამდვილი საშინელებაა. მაგალითად: მისთვის მნიშვნელოვან ადამიანთან შეხვედრა ისე არ წარიმართა როგორც მას უნდოდა. ეს ვიზუალისთვის ისეთი საშინელებაა, რომ შეიძლება ამან მთელი დღე მოუშხამოს. ამ შეხვედრით მიღებული განცდა მას მთელი დღე გასდევს. მათ მიერ განცდილი უარყოფითი ემოციები, მათ თითქოს სასიცოცხლო ძალებს აცლის.

ალბათ გასაგებია, რომ ცოდნა, მხოლოდ მშრალი ინფორმაცია, ძალიან ძნელად მიდის ვიზუალის ვექტორიანის გონებამდე. იქნება ეს კანურად რაოდენობრივი, თუ ანალურად ხარისხობრივად მშრალი ინფორმაცია. თუ ისტორიას, ვიზუალის ვექტორიანებს მიაწვდით მხოლოდ ფაქტებით, ამის გაგება მათთვის რთული იქნება. მაგრამ თუ ამ ისტორიას გამდიდრებთ ადამიანთა ბედ-იღბლით, დიდ მხედართმთავართა ცხოვრებით, სიყვარულის ისტორიებით და მსგავსი თემებით, მაშინ ასეთი ინფორმაციის დამახსოვრებით სიამოვნებასაც იღებენ. ვიზუალები იმახსოვრებენ მიღებულ განცდებს, ემოციებს, იმ სურათს, რასაც წარმოიდგენენ ამ მოვლენის გააზრებისას. ვიზუალის ვექტორიანებისთვის ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი მასწავლებელი ჰყავთ, როგორ უყვება ის ამა თუ იმ საკითხს.

ინტელექტის განვითარების კუთხით, ვიზუალის ვექტორიანებს აქვთ როგორც კარგი, ისე ნეგატიური სცენარი. ყოველი შემთხვევისთვის შეგახსენებთ, რომ ჩვენ ყოველ ვექტორს განვიხილავთ, როგორც რაღაც ჭურჭელს, რომელსაც სურს ავსება. ანუ როგორც სურვილს, რომელიც ითხოვს დაკმაყოფილებას. მაგალითად: ანალის ვექტორიანს სურს მონოგამური ქორწინება, ბევრი შვილი, პატივისცემის მოპოვება. კანის ვექტორიანს სურს ფული და ა.შ. ხოლო თუ რამდენად აავსებს თავისი სურვილების ჭურჭელს, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად განვითარებულია ადამიანი. ნებისმიერი ვექტორი ერთნაირი პრინციპითაა მოწყობილი, მაგრამ თითოეული ჩვენგანი აღწევს განვითარების საკუთარ დონეს და ამის მიხედვით რაღაც ზომამდე ავსებს საკუთარ ,,სურვილების ჭურჭელს”. ნებისმიერ ვექტორს აქვს განვითარების არაცოცხალი, მცენარეული, ცხოველური და ადამიანური დონეები, თუმცა ეს დონეები თითოეულ ვექტორში თავისებურად მუშაობს.

მოდი შევხედოთ რას გვაძლევს განვითარების სხვადასხვა დონეზე სხვადასხვა ცხოვრებისეული სცენარები. წარმოიდგინეთ განვითარების არაცოცხალ დონეზე გაყინული კანის ვექტორიანი, ის ზედმეტად ძუნწია, ყოველ თეთრს დასდევს, იმის მაგიერ, რომ სერიოზული ფული იშოვოს. მოკლედ არის კონტრარულობა განვითარებულსა და განუვითარებელს შორის და ეს ასეა ნებისმიერ ვექტორში. მაგალითად განუვითარებელი ანალები არიან მოკირკიტეები, გამკრიტიკებლები, ,,ბინძური ტროლები”, ანალები, რომლებიც ყველა წვრილმანზე გამოგეკიდებიან, მოკლედ ნამდვილი ,,ტვინის ბურღები”. ასეთი ანალის ვექტორიანები კარგავენ რეალიზაციის შანსს, რადგან რაღაცის რეალურად სწავლის მაგიერ, მთელ ძალას კამათს ახარჯავენ. ხოლო შედარებით განვითარებული ანალის ვექტორიანი უკვე გარეგნულ ფორმებზე აღარ კამათობს და ცდილობს შეძლებისდაგვარად რეალობაში გაერკვეს. პრინციპში ვიზუალურ ვექტორშიც მსგავსი სისტემა არსებობს. ვიზუალურ ვექტორსაც აქვს განვიტარების ოთხი დონე და როგორც სხვებს, მასაც აქვს თავისი კარგი და ცუდი სცენარები. ეს შეიძლება გამოიხატოს ასე: მხოლოდ გარეგან სილამაზეზე ყურადღებიდან, შინაგანი სილამაზის აღქმამდე. ეს არის ორი უკიდურესი პოლუსი სადაც გარეგანზე ყურადღება ყველაზე ქვემოთაა, ხოლო შინაგანი სილამაზის აღქმა – ყველაზე ზემოთ.

ალბათ ყველას გინახავთ პრანჭია ვიზუალები, რომლებისთვისაც თითებზე მანიკიურის წასმა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შვილისთვის გაკვეთილების შემოწმება. გარეგნულად ნამდვილი ბარბია, ძალიან ლამაზი, მაგრამ არის ერთი პრობლემა, ის ცარიელია, მასში ცოცხალი არაფერია. ასეთებს ძალიან უყვართ თავის მოვლა, მანიკურ-პედიკური, სპა-სალონები, მაგრამ ამის გარდა მათ არაფერი აინტერესებთ, მთელი მათი ყურადღება გარეგნულ სილამაზეს ეთმობა. ასეთებს როგორც წესი არავინ აინტერესებთ, თანაგრძნობის უნარი არ გააჩნიათ. მათ მხოლოდ ის უნდათ, ფულიანი მაჩო დაითრიონ, რომ მან მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება შეძლოს. ასეთი ვიზუალები იმდენად არიან დაკავებული საკუთარი თავით, რომ თავისუფლად შეუძლიათ თავისი მოხუცი მშობლები, მოხუცთა პანსიონში ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე ჩააბარონ: ,,ერთ-ორ თვეში მაინც მოკვდებიან და მე რაღაზე შევწუდე მათი კრუსუნითო”. ასეთ ვიზუალებს სამეგობროც თავისნაირი ყავთ, პერიოდულად იკრიბებიან, ყავას სვამენ, ჭორაობენ, საყიდლებზე დადიან, და გაპრანჭული ხმით საუბრობენ. რეალურად ეს ნეგატიური სცენარია, რადგან როდესაც ვიზუალის ვექტორიანის მთელი ცხოვრება გადის გარეგნობაზე ზრუნვაში, სანამ ის ბოტოქსებითა და პლასტიკური ოპერაციებითაა დაკავებული, კარგავს ყველაზე მთავარს. ასეთი ვიზუალი ვერ აღიქვამს შინაგან სილამაზეს. შინაგანი სილამაზე უკვე ადამიანურობას გულისხმობს, მისთვის უკვე ადამიანის გრძნობები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბეწვის ქურქი. თუ პირველი მხოლოდ გარეგნული პრანჭიაობით კავდება და იმაზე ფიქრობს, ყველაზე ლამაზი იყოს, მეორე ადამიანებზე ზრუნავს. რაც ძალიან საინტერესოა, განვითარების ორივე დონეზე შეიძლება ვიზუალი იყოს ბედნიერი, მაგრამ განსხვავება არის თვით ამ ბედნიერების ხარისხში. ანუ თვით იმაში, თუ რამდენად დიდი ბედნიერების დატევა შეუძლია მას საკუთარ თავში, რამდენად ფართედ აქვს გახსნილი საკუთარი შინაგანი სამყარო. რა თქმა უნდა, სიყვარულის მდგომარეობა და თანაგრძნობა ბევრად მოცულობითია, ვიდრე ახალი ბეწვის ქურქის მოცმით მიღებულ ტკბობა (იხ. ვიდეო).

შემდეგი თემა ეხება ვიზუალური ვექტორის ცხოვრებისეულ პოზიციას. შეგახსენებთ, რომ ქვედა ვექტორებისგან განსხვავებით, აქ ვხვდებით განსაზღვრულ განსაკუთრებულობას. დიამეტრალურად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანს ვიზუალური ვექტორის ცხოვრებისეული პოზიცია გარეთ (ანუ რაც ჩანს) და მის შიგნით (ანუ ის რასაც განიცდის). წინა ლექციებში ჩვენ ეს აღვწერეთ, როგორც მოქნილობა გარეთ და მოუქნელობა შიგნით და მოვიყვანეთ შედარებები კანის და ანალურ ვექტორებთან. ვიზუალური ვექტორის ცხოვრებისეული პოზიცია პირველ რიგში ვლინდება გამაერთიანებლობაში. თქვენ იცით, რომ არის ოთხი ინტროვერტი და ოთხი ექსტრავერტი ვექტორი. ვიზუალური ვექტორი მათ შორის ყველაზე მკაფიო ექსტრავერტია. სხვანაირად როგორ შეიძლება იყოს, როდესაც მთელი მათი ცხოვრება ურთიერთობების დამყარებაში გადის, მათი ცხოვრების აზრი, არის კარგი ადამიანური ურთიერთობების აწყობა (ყოველ შემთხვევაში განვითარებული ვიზუალების შემთხვევაში ასეა). ამიტომ ვიზუალები რა თქმა უნდა ექსტრავერტები არიან, მათ უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა, უყვართ ურთიერთობა, უყვართ ხალხმრავლობა, მათი სამყარო – ემოციების სამყაროა.

რა არის ემოცია? ეს არის ის ძაფი, რომელიც გაბმულია ადამიანებს შორის. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ვიზუალების მიერ გაბმული ურთიერთობათა ძაფებით ცინიკურად სარგებლობენ სხვა ადამიანებიც. ყველაზე ადვილად სხვა ადამიანების სისუსტეებს გრძნობენ ბავშვები. ბავშვებისთვის – ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც მათი დატუქსვა და ცემა არ შეუძლია – კეთილი ადამიანია. ვიზუალის ვექტორიანებს არ აქვთ იმის ძალა, რომ ბავშვი დასაჯოს. რა თქმა უნდა შეიძლება ვიზუალის ვექტორიანიც გაბრაზდეს, შეიძლება იქამდეც კი მივიდეს, რომ დასარტყმელად ბავშვს ხელი მოუღეროს, მაგრამ რომ დაარტყას, ამის ნაკლები შანსია. მისთვის წარმოუდგენელია მივიდეს იქამდე, რომ თავის შვილს, ან უცხო ბავშვს ტკივილი და ტანჯვა მიაყენოს. რა თქმა უნდა ვიზუალის ვექტორიანს შეუძლია მკაცრი ხმით უთხრას კუთხეში დადექიო, მაგრამ ვიზუალის ვექტორიანს არ შეუძლია გულგრილი დარჩეს ბავშვის სევდიანი სახის, ან აცრემლებული თვალების მიმართ. რა თქმა უნდა ბავშვი მომავალშიც გააგრძელებს ცელქობას და რაც მთავარია ბავშვი ინსტიქტურად ხვდება ვიზუალის ვექტორიანების სისუსტეს და ამას კიდეც იყენებს. როგორც წესი ვიზუალის მიერ ბავშვის დასჯა მთავრდება იმით, რომ ვიზუალს ეს ბავშვი შეეცოდება და ალერსიანად ჩაიხუტებს მას. ვიზუალებს კი რჩებათ დანაშაულის გრძნობა, რომ ბავშვს ტკივილი მიაყენეს. როდესაც ვიზუალის ვექტორიანი განვითარებულია მას იმდენად შეუძლია თანაგრძნობა, რომ შეუძლია მთელი არსებით დააყენოს საკუთარი თავი სხვის ადგილზე. მაშინაც კი თუ მათ წინაშე არის ისეთი მტერი, რომელმაც მათ რაღაც დაუშავა, ვიზუალებს არ შეუძლიათ არ აპატიონ. ეს ყველაფერი გარეგნულად ჩანს როგორც სისუსტე, მეტიც ცხოველურ სამყაროში ეს შეიძლება მიუტევებელ სისუსტედ ჩაითვალოს. რადგან ადამიანების ცხოველური ბუნება ამას იყენებს და შეიძლება სიკეთის დანახვის მაგიერ, დამატებითი ზიანიც მიაყენოს. მაგრამ მეორე მხრივ, ის რაც ვიზუალის ვექტორიანებს აქვთ შიგნით, ფსიქიკაში, არის აბსოლუტურად მყარი და უძრავი ფასეულობები. მეტიც, ვიზუალის ფსიქიკა კიდევ უფრო მყარი და მძლავრი, ვიდრე ანალურ ვექტორში. ვიზუალის ვექტორიანებს სჯერათ, რომ გულის სიღრმეში ყველა მათსავით კეთილია და თუ ვინმე ბოროტულად იქცევა, ეს ნიშნავს, რომ ის უბრალოდ გააბოროტეს, ის უბრალოდ ცუდადაა და იტანჯება, ამიტომაც იქცევა ასე. ამიტომ საჭიროა მას გაუგოთ და მასში ადამიანი გააღვიძოთ.

leopold

აქამდე ძირითადად ვსაუბრობდით ვიზუალ მდედრებზე. ახლა კი, ყველა ეს გულჩვილობა, ეს თანაგრძნობა, ყველა ის თვისება რაზეც ვისაუბრეთ, წარმოიდგინეთ მამაკაცში. წარმოიდგინეთ, რომ ანალის ვექტორიან მამრს, ზემოდან ერთვის ვიზუალური ვექტორი. მას ერთი მხრივ სურს იყოს ,,ნამდვილი მამაკაცი” (ანალურად), სურს ფეხმოუცვლელად იდგეს თავისაზე, ვერ იტანდეს განსხვავებულებს. მაგრამ იმის გამო, რომ აქვს ვიზუალური ვექტორიც, ასე მოქცევა არ შეუძლია. არ ყოფნის შინაგანი სიბრაზე. ძალიან არ უნდა სხვის მდგომარეობაშ შესვლა, მაგრამ თავისდაუნებურად შედის და თანაუგრძნობს. იცით რას ნიშნავს ეს ანალებისთვის (რომლებიც თავს ნამდვილ კაცებად თვლიან)? ეს მათთვის ნიშნავს, რომ ,,ვაჟკაცმა” დაკარგა ანალური ნებისყოფა. მოკლედ რომ ვთქვათ, რკინასავით უდრეკი ანალი, ვიზუალურ ვექტორთან ერთად, ხდება როგორც ფაფა. კონფლიქტურ სიტუაციებში ის ძალზე დამთმობია. მაგალითად: ანალ-ვიზუალს სამსახურში თავხედმა კანის ვექტორიანმა მიწერა დამცინავი წერილი, რა თქმა უნდა ის ანალურად ბრაზდება და უჩნდება სამაგიეროს გადახდის სურვილი, თან ვიზუალი ემოციურად ფეთქდება. დაარტყამს მაგიდას მუშტს, წამოხტება და დაიყვირებს მაგას ვჩვენებ სეირსო. მიდის ამ კანის ვექტორიანის კაბინეტისკენ მუშტმოკუმული და წარბშეკრული, მაგრამ სანამ კაბინეტამდე მივა გაბრაზება გადაუვლის. შეძლება კარიც შეაღოს, მაგრამ უკვე სიბრაზე აღარ ყოფნის, რომ მიღებული გადაწყვეტილება შეასრულოს და ის თავხედი ,,ადგილზე მოსვას”. აი რას უკეთებს ანალს ვიზუალური ვექტორი (ჯერ არაფერს ვამბობთ კან-ვიზუალ მამრზე, იქ კიდევ უფრო საინტერესო მოვლენები ხდება). თქვენ შეიძლება გაგეცინოთ ასეთ ანალ-ვიზუალზე, მაგრამ ისინი მთელი ცხოვრება ასე არიან, ამაზე თავადაც ნერვები ეშლებათ, მაგრამ სხვანაირად არ შეუძლიათ. თუ ასეთს ორალის ვექტორიანი გამყიდველი რამეზე დაუყვირებს, ამას იმდენად განიცდიან, რომ შეიძლება ნერვიულობისგან ხურდის აღებაც კი დაავიწყდეთ.

შემდეგი საკითხი რომელიც წესით უნდა განგვეხილა არის ქალის და მამაკაცის ურთიერთობა ვიზუალურ ვექტორში, მაგრამ ამ ვექტორთან ვხვდებით რამოდენიმე უცნაურ ნიუანსს. პრინციპში, რვა ვექტორიდან არცერთში არ არის იმდენი წყვილში ურთიერთობების იმდენი მრავალსახეობა, რამდენიც ვიზუალურ ვექტორში. სცენარების ასეთი რაოდენობა, პრაქტიკულად ყველასთან, ყველა ვექტორულ წყობაში. ყველას ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს, ამიტომ განვიხილოთ მხოლოდ ძირითადები, ისინი, რომლებსაც ყველაზე ხშირად ვხვდებით. წინა ლექციაში ჩვენ ზოგადად შევეხეთ ვიზუალური ვექტორის როლს ისტორიულ პერსპექტივაში, სადაც ურთიერთობებიც ვახსენეთ. ასევე მოგვიანებით იქნება ლექცია ,,ვინ არის “სწერვა”!!!”, სადაც ასევე შევეხებით რამოდენიმე სცენარს. ახლა კი განვიხილავთ წყვილში ურთიერთობებს ცოტა განსხვავებული კუთხით. აქამდე ჩვენ განვიხილავდით როგორ მდედრს როგორი მამრი ხვდება და რატომ. ახლა კი ურთიერთობებს შევხედავთ შინაგანი განცდების კუთხით.

მოდი, პირველად ავიღოთ კან-ვიზუალი მდედრი, განუვითარებელი ვიზუალური ვექტორით. რას ნიშნავს ეს? რა არის მისთვის მთავარი? ასეთი კან-ვიზუალის აზროვნება მარტივია. მას სურს მუდამ იყოს ყურადღების ცენტრში. დაიჭიროს აღფრთოვანებული მზერა. იყოს ის, ვისაც ყველა უყურებს. ეს ყველაფერი შეიძლება გარედან ცოტა სხვანაირადაც ჩანდეს. თქვენ იცით, რომ ვიზუალის ვექტორიანები მუდამ ოცნებებში დაფრინავენ. მათ შეიძლება თავი წარმოიდგინონ დედოფლად, ან პრინცესად, რომლის გულისთვისაც რაინდები სიცოცხლეს წირავენ. ვიზუალები ხშირად როგორც სცენაზე, ისე რეალურ ცხოვრებაშიც როლს თამაშობენ. მათ შეუძლიათ გაითამაშონ, რომ სიყვარულისაგან კვდებიან და პუბლიკას ტაში დააკვრევინონ. სპექტაკლის შემდეგ კი ფულიანი კანის ვექტორიანები მიდიან მათთან კულისებში და სთავაზობენ მათ ლამაზ, გლამურულ, მაგრამ მხოლოდ გარეგნულ ფასეულობებზე დაყრდნობილ ცხოვრებას. როგორც წესი ასეთი ცხოვრება სავსეა შინაგანი თვალთმაქცობით. გარეგნული ფუფუნება, ერთერთი ყველაზე დიდი სატყუარაა, რომელზეც ეგებიან ვიზუალის ვექტორიანი მდედრები (რაც შეეხება ვიზუალ მამრებს, მათ ეს შინაგანი მანერულობა ცოტა ნაკლებად აქვთ). ეს სატყუარა მდგომარეობს იმაში, რომ ამ დროს ვიზუალი, რომელიც შექმნილია ყველაზე ჭეშმარიტი ურთიერთობებისთვის, ვეღარ ვითარდება, ვერ პოულობს თავის რეალურ ფუნქციას და აკეთებს არჩევანს გარეგნულად ლამაზ ცხოვრებაზე, მაგრამ ეს ცხოვრება მას შინაგან ავსებას საერთოდ ვერ აძლევს. ასეთები მხოლოდ სცენაზე თუ ახერხებენ ნამდვილი სიყვარულის ჩვენებას, ახერხებენ იმდენად რეალურად, რომ მათი ემოციის სიმართლეს ყველა იჯერებს. მაგრამ როდესაც ასეთი ვიზუალები სცენიდან რეალურ ცხოვრებაში ჩამოდიან, ყველაფერი რადიკალურად იცვლება. რეალურ ცხოვრებაში თითქოს მთელი მათი ცხოვრება სცენური როლის გაგრძელებასავითაა. ნაცნობებსაც კი ვერ გაურკვევიათ როგორები არიან ისინი სინამდვილეში. თითქოს ცხოვრებაშიც როლს თამაშობენ, რეალურად კი ისინი ცარიელები არიან. ლამაზები გარეგნულად, მაგრამ შინაგანად ცარიელები. რაც ყველაზე საინტერესოა, ასეთი ვიზუალები მხოლოდ სხვებთან კი არ თამაშობენ როლს, არამედ მაშინაც, როდესაც მარტო რჩებიან. რეალურად თავისი ნამდვილი სახის დანახვას ყველაზე მეტად გაურბიან, ეშინიათ საკუთარ თავს დაუსვან კითხვა: ,,როგორი ვარ სინამდვილეში?”. რადგან თუ ის ყველა როლს, ყველა ნიღაბს მოიცილებს, იქ აღარაფერი რჩება, მასში მხოლოდ სიცარიელეა. ამიტომ როგორც მინიმუმ ამ კითხვას სიბერემდე გადადებენ.

counsellor

სანამ ასეთი კან-ვიზუალები ყურადღების ცენტრში არიან, სანამ მამაკეცებს ისინი აინტერესებთ, მათი ცხოვრება ისეა, როგორც კარუსელი. ფულიანი კანის ვექტორიანები კონკურირებენ ერთმანეთთან ვახშამზე რომელმა დაპატიჟოს. ანალის ვექტორიანი ,,ბუღები” წყენისგან ბღავიან, როდესაც მათგან გაქცეული კან-ვიზუალი შინ არ ბრუნდება. შემდეგ უკვე სხვადასხვა სცენარებია: ზოგი ანალი ქმარი ასეთ კან-ვიზუალს ცემს, ზოგი მიგუდვით ემუქრება, ზოგს ინფაქტი ემართება, ზოგი წუწუნებს, ზოგი უმწეობისგან კანკალებს. მაგრამ ისეთი მამრი პრაქტიკულად არ არსებობს, ასეთი კან-ვიზუალის დაჭერა რომ შეძლოს. ისინი პეპლებივით არიან, ერთი ყვავილიდან მეორეზე რომ დაფარფატებენ. ერთ საღამოს ერთ მამრთან ატარებენ, მეორეს -მეორესთან. გარდამავალი თასივით მუდამ ხელიდან ხელში გადადიან. სანამ ეს ასე გრძელდება, სანამ ჯერ კიდევ ლამაზები არიან, კიდევ არა უშავს, მაგრამ წლები გადის (სხვათა შორის სიბერეს ყველაზე მტკივნეულად ვიზუალები აღიქვამენ), მათი წუთები ნელ-ნელა გადის. ბოლოს კი დგება ყველაზე საშინელი წუთი მათ ცხოვრებაში. ისინი ბერდებიან და უკვე ვეღარ იქცევენ კაცების ყურადღებას, ის ფულიანი ბიზნესმენები, რომლებიც ადრე ყველაფერს აკეთებდნენ მათთან ერთი პაემნისთვის, ახლა სხვა მისნაირებთან, ოღონდ მასზე ბევრად ახალგაზრდებთან დაძვრებიან. ამ დროს ეს კან-ვიზუალები ხვდებიან, რომ ის სილამაზე, რომლის წყალობითაც ამდენ ხანს იყვნენ ყურადღების ცენტრში, მათ ნელ-ნელა ტოვებს. ამის გაცნობიერების მომენტიდან მოდის მათთვის ყველაზე საშინელი შეგრძნებების მთელი კომპლექტი. მასში მთელი ძალით იჩენს თავს შიშები, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, თავს იჩენს იმის შეგრძნება, რომ ის, რაც იყო, აღარასოდეს დაბრუნდება.

წუთი, როდესაც კან-ვიზუალი მდედრის ცხოვრებაში ეს ცნობიერდება (განსაკუთრებით განუვითარებელის შემთხვევაში), ასეთ დროს ის იწყებს სრული სისულელეების კეთებას. ასეთ სიტუაციაში ის ვარდება სასოწარკვეთილებაში. ის მიდის სასეირნოდ სახიფათო რაიონში, ღამით დადის ჩაბნელებულ ქუჩებში, რომ ისევ ირწმუნოს საკუთარი თავის, უნდა კიდევ ერთხელ მაინც დაინახოს მისკენ მიმართული სურვილით სავსე მზერა. უნდა თავი ისევ ლამაზად და სასურველად იგრძნოს. ამიტომ მზადაა გარისკოს საკუთარი თავით ოღონდ დარწმუნდეს, რომ ისევ ფორმაშია. განუვითარებელ კან-ვიზუალს თითქმის არ აქვს შინაგან გრძნობებზე დაფუძნებული ურთიერთობები, ის გავს სარკეს, ის მხოლოდ გარედან წამოსულ სიგნალს ირეკლავს. მისი ურთიერთობები ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს: იგრძნოს თავი საურველად. მას სურს სხვა ადამიანებისგან მიიღოს სიგნალი, რომ ლამაზი სასურველია. მაგრამ აქ არ არსებობს სხვა ადამიანის აღქმა, ამიტომ აქ პრინციპში არ არსებობს ურთიერთობა. მისი აღქმა არ სცილდება პირადად მას. ყველაფერი რასაც ის ხედავს, არის საკუთარი თავი.

გასაგებია, რომ ყველაზე განვითარებული ვიზუალები, იმყოფებიან სრული სიყვარულის მდგომარეობაში. განვითარებული კან-ვიზუალი იმყოფება გახსნილ მდგომარეობაში, მისი გრძნობები სრულიად ღიაა გარშემომყოფთათვის, ის ყველგან სიკეთესა და თანაგრძნობას ასხივებს. თქვენს ყურადღებას განამახვილებ იმაზე, რომ ეს უბრალოდ სხვის მდგომარეობაში შესვლა კი არ არის, ან მხოლოდ საკუთარი თავის სხვის ადგილზე დაყენების უნარი. არამედ ეს არის ამ ყველაფერზე ასჯერ უფრო აღმატებული და სიღრმისეული სიყვარულის მდგომარეობა. ესაა ,,გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი!”. ესაა ნებისმიერი ადამიანის მიღება ისეთად, როგორიც ის არის. თუნდაც ამ ადამიანის სურვილები მიმართული იყოს დაზიანებისკენ. მხოლოდ ყველაზე განვითარებულ კან-ვიზუალ მდედრს შეუძლია დაიწყოს ცხოვრება სხვა ადამიანების სურვილებით (მაგალითად: მისი საყვარელი მამაკაცისთვის). ასეთ კან-ვიზუალს შეუძლია სრულიად გაიხსნას, სრულიად შეურწყას საკუთარი სურვილები სხვის სურვილებს. გასაგებია, რომ სიყვარულის მდგომარეობაში მყოფი კან-ვიზუალის მამრი არ გახდება თაღლითი კანის ვექტორიანი, არც ღიპიანი და ბანჯგვლიანი ანალ-ორალი მუტრუკი, რომელიც გადმოგდებული ღიპით დააბიჯებს. ასეთი კან-ვიზუალისთვის (ასეთები კი ნამდვილად იშვიათობაა) არსებობს ასევე იშვიათი მამრი, ესაა გასულიერებული სმენის ვექტორიანი. ეს წყვილი, სიყვარულის მდგომარეობამდე განვითარებული კან-ვიზუალი და სულიერებამდე ასული სმენის ვექტორიანი (თუ ასეთები ერთმანეთს შეხვდნენ), ქმნიან ყველაზე იშვიათ და ყველაზე უნიკალურ წყვილს ჯგუფში.

ჩვენთან ხშირად სვამენ კითხვას: თუ შეიძლება გვითხარით ადამიანურ დონემდე განვითარებული ვიზუალის მაგალითი. ასეთი მაგალითის დასახელება პრაქტიკულად შეუძლებელია. არა იმიტომ, რომ ის არ არსებობს, არამედ იმიტომ, რომ ასეთი ვიზუალი ღიად არ გამოდის სცენაზე, ის არ აკეთებს თვითდემონსტრირებას, ის ცხოვრობს შინაგან სამყაროში. ასეთი ვიზუალები არ ჩანან ტელე-ეკრანებზე და ჟურნალის ყდებზე, ამიტომ შეუძლებელია ჩამოთვალო ადამიანურ დონემდე განვითარებული ცნობილი ვიზუალები (ცნობილები თვით-დემონსტრაციის დონეზე მაღლა იშვიათად ადიან). ვიზუალური ვექტორის ფუძე კერძოა, ცალკეულია, ერთი ცალკე აღებული ცხოვრებაა. ასეთი კან-ვიზუალი მდედრი თავის ცხოვრებას მთლიანად სხვას უძღვნის. მაქსიმუმ სადაც მას იცნობენ, არის მისი სანაცნობო წრე, ან მისი აღსაზრდელების გარემოცვა. ამიტომ შეუძლებელია დავასახელოთ ადამიანურ დონემდე განვითარებული კან-ვიზუალის ისეთი მაგალითი, რომელიც ყველასთვის იქნება ცნობილი. შეიძლება ასეთებს კიდეც ვიცნობდეთ, მაგრამ ისინი არ იქნებიან საყოველთაოდ ცნობილნი (თუ მათ არ ერთვით სმენის ვექტორი).

GaladrielROTK

ეს ყველაფერი არ აგერიოთ ვიღაცის დახმარების სურვილში. ეს სურვილი შეიძლება ისეთ ადამიანსაც გაუჩნდეს, რომელსაც ვიზუალური ვექტორი არ აქვს. ასევე არ აგერიოთ ეს საქველმოქმედო საქმიანობაში. არც ისე რთულია შენს მიერ გამომუშავებული ფული ვინმეს გაუნაწილო, მით უმეტეს ადვილია დახარჯო სხვისი ფული. რატომაა მარტივი? იმიტომ რომ თქვენ აქაც საკუთარ თავზე მუშაობთ. თქვენ ყველაზე ფასეული საკუთარი დრო გაქვთ, რომელსაც სამსახურში ფულის შოვნაზე ხარჯავთ. როდესაც ას დოლარს შოულობთ, მაინცდამაინც რთული არ არის ათი დოლარი გასცეთ და 90 თქვენთვის დაიტოვოთ. თუ შეხედავთ აქ თქვენი სარგებელი 90% შეადგენს. მაგრამ სულ სხვაა, როდესაც თქვენ სხების სასარგებლოდ ხარჯავთ საკუთარ სასიცოცხლო რესურსს, საკუთარ დროსა და ენერგიას. ამით შეიძლება ითქვას თქვენ სხვის გამო უარს ამბობთ საკუთარი დროის პირადი გემოვნებისამებრ განკარგვაზე. თქვენ აღარ შეგიძლიათ ეს დრო გამოიყენოთ მეგობრებთან ჭორაობისთვის, ან დისკოთეკაზე წასასვლელად. დახარჯოს საკუთარი დრო სხვების საკეთილდღეოდ – სწორედ ესაა თანაგრძნობის მდგომარეობაში მყოფი ვიზუალური ვექტორი. რა თქმა უნდა ასეთ ვიზუალს აღარ ექნება იმის დრო, რომ გარეგანი თვითდემონსტრირება მოახდინოს. ამიტომაცაა, რომ ადამიანურ დონეზე განვითარებული ვიზუალები არ ჩანან ტელეეკრანებსა და ჟურნალების გარეკანზე. ასეთ დონეზე განვითარებული ვიზუალის მთელი სიყვარული გადმოიღვრება მის ახლო გარემოცვაზე. ეს საკუთარი თავის, ან საკუთარი სხეულის სიყვარული კი აღარ არის, არამედ შიგნით მიმართული სიყვარული. ვიზუალური ვექტორის თვისებას განვითარების ოთხივე დონეზე (არაცოცხალი; მცენარეული; ცხოველური; ადამიანური) სიყვარული ეწოდება, მაგრამ მხოლოდ ყველაზე ზედა, ადამიანურ დონეზე ვლინდება ნამდვილი სიყვარული და ეს ნამდვილად არის ის სიყვარული, რომელსაც მსოფლიოს გადარჩენა შეუძლია.

აქ იდეალური სცენარია, როდესაც ასეთ ვიზუალს გვერდით ჰყავს სულიერებამდე განვითარებული სმენის ვექტორიანი. მაგრამ ეს ძალზე დიდი იშვიათობაა. სამწუხაროდ გაცილებით ხშირია შემთხვევები, როდესაც ასეთ დონეზე განვითარებული კან-ვიზუალი მდედრი უბრალოდ მარტო რჩება. სწორედ ამ უზარმაზარ, შიგნით მიმართულ, ერთ წერტილში თავმოყრილ სიყვარულის გრძნობას (რომელიც პრინციპში თანაბრად ვრცელდება მის გარემოცვაში არსებულ ნებისმიერ ადამიანზე), ასეთი კან-ვიზუალი მდედრი აყავს ისეთ სიმაღლეზე, სადაც ის ხდება მეტისმეტად ფაქიზი იმისთვის, რომ რომელიმე ჩვეულებრივ მამაკაცს ეკუთვნოდეს. მამრი, როგორიც არ უნდა იყოს ის, თუნდაც ძალიან კარგი და კეთილშობილი, მისთვის მაინც მამაკაცად რჩება, რომელსაც აქვს თავისი ცხოველური თვისებები. ამიტომ ნებისმიერ ჩვეულებრივ მამრს, მის მიმართ ექნება სქესობრივი ლტოლვა, მამრი უბრალოდ ასეა მოწყობილი. ეს კი ადამიანურ დონეზე განვითარებული კან-ვიზუალი მდედრისთვის ურთიერთობის საკმაოდ უხეში და პრიმიტიული ფორმა.

თუ არაცოცხალ დონეზე განვითარებული კან-ვიზუალი (განსაკუთრებით თუ ორალიც ერთვის) ყველას კუთვნილება ხდება, ადამიანურ დონეზე განვითარებული კან-ვიზუალი (სხვა ვექტორების გარეშე) პირიქით, არავის არ ეკუთვნის. ეს არის ორი უკიდურესი პოლარობა რომელთა შუაშიც არის უამრავი სცენარი და გრადაცია. სხვადასხვა დონეზე კან-ვიზუალ მდედრს აქვს სცენარები კანის ვექტორიანთან, ანალთან, ურეთრალთან და ა.შ. თქვენ შეიძლება გაგიკვირდეთ იმის გაგება, თუ ვინ აცხადებს პრეტენზიას ასეთ დონეზე განვითარებულ კან-ვიზუალ მდედრზე. თქვენ ალბათ გახსოვთ ჩვენი ბუნჩულა ანალ-ვიზუალი მამრი, რომელიც ვერასოდეს ახერხებს თავისაზე იდგეს, ვერ ახერხებს სხვისთვის თვალის გასწორებასაც კი, მამრი რომელიც გაურბის ნებისმიერ კონფლიქტს, მამრი, რომელსაც ნაბიჯის გადადგმისაც კი ეშინია, მამრი, რომელსაც ხალხი ,,დედიკოს ბიჭს” ეძახის, რადგან ასეთი ანალ-ვიზუალი მამრები ხშირად ზრდასრულობაშიც კი დედასთან ცხოვრობენ. ასეთი მამრები განსაკუთრებით სუსტები არიან მაშინ, თუ მათ ყავთ არაცოცხალ დონეზე განვითარებული კან-ვიზუალი დედა, რომელიც მათ სათამაშოსავით ექცევა. მხოლოდ ასეთი კან-ვიზუალის ხელში შეიძლება გაიზარდოს ასეთი აბსოლუტურად დაუცველი, სუსტი და არაქმედითუნარიანი. ასეთი ანალ-ვიზუალი ,,მუტრუკი” ცხოვრობს დედასთან 40-50 წელი. ადრე თუ გვიან ის ან თავად მიხვდება, ან ვინმე აუხსნის, რომ დედა დედაა, მაგრამ მისთვის დროა ქალზე იფიქროს. მაგრამ რომელ ქალს ჭირდება ასეთი გასაცოდავებული არსება? ნებისმიერი ნორმალური ქალისთვის ასეთი კაცი, კაცი არ არის, ის ჩვარია. აი ასეთ დროს ეს ანალ-ვიზუალი მამრი პოულობს ადამიანურ დონემდე განვითარებულ, სიყვარულის მდგომარეობაში მყოფ კან-ვიზუალს. აქ თითქოს ყველაფერი ლაგდება, ჩვენი ანალ-ვიზუალი ხომ ისეთი კეთილია, რომ არავისთვის არასოდეს ცუდი არ გაუკეთებია (რომც მოენდომებინა მაინც ვერ შეძლებდა), მეორე მხრივ არის კან-ვიზუალი მდედრი, თავისი სიყვარულის გრძნობით, რომელიც მას აძლევს საშუალებას იყოს ნებისმიერის, მათ შორის ასეთი საცოდაობის გვერდითაც. ეს კან-ვიზუალი ერთადერთია, რომელიც ასეთ მამრს არ დაუწყებს საყვედურებს, რომ ის კაცი არ არის, ის ერთადერთია, რომელსაც შეუძლია ასეთ კაცსაც კი გაუგოს. მაგრამ აქ კიდევ ბევრი სხვა ფაქტორი მუშაობს. დავიწყოთ ყველაზე უბრალოთი. ბოლოს და ბოლოს იმისთვის, რომ გოგონა გაიცნოს ასეთ ანალ-ვიზუალს ჭირდება თავის შემზადება პირველი ნაბიჯის გადასადგმელად. ჭირდება გამოცდილება ურთიერთობაში, მას კი ეს არ აქვს. მან არ იცის როგორ მოიქცეს ქალებთან. ამიტომ ასეთი წყვილი საბოლოოდ მაინც ვერ შედგება.

შემდეგი საკითხი ეხება ბავშვებს. რა თქმა უნდა ვიზუალური ვექტორის შემთხვევაში, განსაკუთრებით კან-ვიზუალთან, რომელიც ბავშვებს არ აჩენს, ვექტორისთვის, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ყველა დანარჩენისაგან, ეს საკითხი ძალზე სპეციფიურია. შეგახსენებთ, რომ ვიზუალის ვექტორიანის ფსიქიკაში არსებობენ მხოლოდ ბიჭუნები და გოგონები. მისთვის ათი წლის ბიჭიც და ორმოც წელს გადაცილებული კაციც ბიჭუნაა. ამით ვიზუალები თითქოს ქვეცნობიერად უსვამენ ხაზს, რომ ისინი ჯერ არ გაზრდილან სერიოზული ურთიერთობებისთვის და ისინი მოზარდობის ასაკში ჩარჩნენ. ამ განსაკუთრებულობის გამო ვიზუალის ვექტორიანები საკუთარ თავს სხვებივით არ აღიქვამენ. ვიზუალის ვექტორიან მდედრს საერთოდ არ გააჩნია ცხოველური ინსტიქტები, მას არ აქვს ის უნარები რაც ქალს ეხმარება იყოს დედა. პირველი და ყველაზე მთავარი საკითხი არის თავად ბავშვის გაჩენა. კან-ვიზუალ მდედრს, ასევე ანალ-ვიზუალ მდედრსაც ეშინიათ ბავშვის გაჩენის. ეშინიათ თვით მშობიარობის პროცესისაც, რადგან იციან, რომ ეს მტკივნეულია. თუ ვიზუალურ ვექტორს ერთვის მხოლოდ ანალური ვექტორი, მაშინ მის ფსიქიკაში იწყება ანალური ეჭვები და ანალიზი: რა იქნება? როგორ იქნება? ძალიან ეტკინება? შეძლებს ბავშვს ნორმალური ცხოვრება შეთავაზოს? ანალ-ვიზუალები როგორც წესი ჯერ ბინას ყიდულობენ, მერე საბავშვო ოთახს მოაწყობენ და ბავშვის გაჩენაზე ფიქრს შემდეგ იწყებენ. მშობიარობის დროს ანალ-ვიზუალებს უჩნდებათ განცდა, რასაც ეწოდება შიშველი მდგომარეობა. ეს ისაა როდესაც მათ არ აქვთ დაფარული საკუთარი ეროგენული ზონა. მშობიარობის დროს ხომ ყველაფერი უჩანთ, მათი ეროგენული ზონა მოშიშვლებულია, ეს კი მათთვის ძალზე არაკომფორტულია.

mother

თუ ვიზუალური ვექტორის ბავშვებთან დამოკიდებულებას მთლიანობაში შევხედავთ, დავინახავთ, რომ ვიზუალებს არ შეუძლიათ თავის შვილს მისცენ ისეთი დედობრივი მზრუნველობა, რასაც ნებისმიერი სხვა მდედრი აძლევს თავის შვილს. ვიზუალებს არ შეუძლიათ ძუ მგელივით იყვნენ გადაფოფრილი საკუთარ ლეკვებზე. ნებისმიერი ძუ თავის ლეკვებს კბილებით იცავს, ცხოველური ინსტიქტით ზრუნავს ნაშიერებზე. ესაა ნამდვილი დედა ბუნებრივი არსით. თქვენს ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, რომ რეალურად მდედრსა და მის ნაშიერებს შორის არ არსებობს სიტყვა სიყვარული, ესაა ზრუნვა, დედა ბუნებრივად აკეთებს იმას, რასაც უნდა აკეთებდეს. ვიზუალის ვექტორიანი მდედრები ასეთ მზრუნველობას შიგნით ვერ შეიგრძნობენ. სამაგიეროდ მათ შეუძლიათ ბავშვს მისცენ სხვა რამ. ცხოველურ, ბუნებრივად დედობრივ მზრუნველობას, ვიზუალის ვექტორიანები ანაცვლებენ საკუთარი მეთოდით, სიყვარულით. შეიძლება ითქვას, რომ ვიზუალის ვექტორიანები ეწევიან არა ბავშვების გაზრდას, არამედ აღზრდას. რაც ყველაზე საინტერესოა ვიზუალები ბავშვებს აღზრდიან ერთნაირად, მიუხედავად იმისა ეს ბავშვი ბიჭია თუ გოგონა. არსებობენ ანალის ვექტორიანები, რომელთა მთავარი ფასეულობა მამაკაცობაა. ანალები თვლიან, რომ კაცი ოჯახის თავია, ის პასუხისმგებელია ოჯახის ყველა წევრზე, ყველა მას უსმენს, თვითონ აწესებს წესებს და თავადაა მასწავლებელიც. რა თქმა უნდა გასაგებია, რომ ანალი შვილებს ,,კაცური” ფასეულობებით ზრდის. თქვენ იცით, რომ ანალის ვექტორიანებს შვილად ურჩევნიათ ბიჭი, მას თავის მემკვიდრედ მიიჩნევენ და სურთ მას თავისი ცოდნა გადასცენ. თუ გოგო ეყოლათ, ანალები მასაც მამაკაცური ფასეულობებით ზრდიან. ანალის ვექტორიან მამებს საკმაოდ ხშირად ჰყავთ ასეთი გოგონები, რომლებიც დადიან კაცური აღჭურვილობით, ჯირითობენ ცხენით, ჯარშიც მიდიან, მოკლედ ახასიათებთ ანალი მამრისთვის დამახასიათებელი მთელი რიგი შტრიხები. მოკლედ ანალი მამები გოგონებს ზრდიან ,,კაბიან ვაჟკაცებად”. ვიზუალის ვექტორიანებს კი აღზრდის საკუთარი მეთოდი აქვთ, თავისი განსაკუთრებულობები. ვიზუალის ვექტორიანებისთვის ბავშვები სიცოცხლის გამალამაზებელი ყვავილები არიან. ამიტომ მათ ბავშვებთან თბილი დამოკიდებულება აქვთ. ვიზუალებისთვის არ აქვს მნიშვნელობა მათი შვილი ბიჭია თუ გოგო, ნებისმიერ შემთხვევაში მას ზრდიან ქალური მზრუნველობით და უზიარებენ სითბოს და ალერსს. თუ მათი შვილი გოგონაა, ეს მეტ-ნაკლებად ნორმალურია, ვიზუალი დედები მას თოჯინასავით აცმევენ, თმებს სარკის წინ ვარცხნიან, ასწავლიან თვალები ჟუჟუნს, თავისი შვილით თავს იწონებენ. რეალურად გულის სიღრმეში, ქვეცნობიერად ვიზუალებს თავის გოგონაში საკუთარი თავი უყვართ, ამიტომაც იწონებენ თავს შვილით. მაგრამ გოგონას ასე აღზრდა პრინციპში ნორმალურია. გასაგებია, რომ შეიძლება მათი გოგონა ურეთრალია და მისთვის ეს არც ისე სასიამოვნო იქნება, მაგრამ ის თავის გზას მაინც იპოვნის. დანარჩენებთან კი არა უშავს სანამ ისინი პატარები არიან, მაგრამ ადრე თუ გვიან ბავშვები მოზარდობაში შედიან და ასეთ დროს კან-ვიზუალი დედა მათთვის უკვე მძიმე ტვირთია. ვიზუალ დედას სურს ძველებურად ყველგან თან ატაროს შვილი და მისით თავი მოიწონოს. ის თვლის, რომ გოგონას ისევ ძველებურად ჭირდება მისი რჩევები და ზრუნვა, თვლის რომ თვითონ ყველაზე უკეთესად იცის როგორი ბიჭი უნდა მოეწონოს მის შვილს და ა.შ. მაგრამ გოგონა უკვე ბავშვი აღარ არის და დედის რჩევებიც მაინცდამაინც აღარ ჭირდება. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად ასეთი დედის გვერდით ყოფნა გოგონებისთვის უფრო იოლია.

რაც შეეხება ბიჭებს: ბიჭებისთვის ყველაზე ცუდი შემთხვევაა, როდესაც მათ ზრდის კან-ვიზუალი დედა და ამასთან ოჯახში არ არის კაცი (მამა). ეს დაახლოებით იგივეა, ბიჭი მთელი ცხოვრება ვარდისფერი სათვალით ატარო. რა უნდა ასწავლოს მას კან-ვიზუალმა დედიკომ? შეუძლია ასწავლოს როგორ გავიდეს ლანდშაფტში და იკონკურიროს სხვა თავისნაირებთან? რა თქმა უნდა არა. კან-ვიზუალი დედები თავის შვილებს ზრდიან ,,დედიკოს ბიჭებად”. თუ ასეთ ბიჭს სკოლაში კონფლიქტი მოუვა, იმის მაგივრად, რომ საქმე თავად მოაგვაროს, ის სახლში აცრემლებული გამორბის და დედიკოს თავს აცოდებს. უყვება, რომ ბოროტმა ბიჭებმა მას აწყენინეს, შემდეგ კი სკოლაში ,,საქმის მოსაგვარებლად” დედიკო მიდის. ყველაზე უარესია თუ ეს ბიჭი ანალ-ვიზუალია, კეთილი, გამგონე, დამნაშავის გამოხედვით, საწყალი. ესენი არიან ისეთები, რომლებიც მთელ ცხოვრებას დედიკოსთან ატარებენ. ისინი ორმოცი წლის ასაკშიც ისეთივე დაუცველები და უწყინარები არიან, როგორც ოთხი წლის ასაკში. შემდეგ, გვიან ასაკში ისინი მთელ სამყაროს ადანაშაულებენ თავის უბედურებაში, ადანაშაულებენ ყველას, რომ ისინი ყველამ დაივიწყა, არავის არ ჭირდება. ასე გაზრდილი ანალ-ვიზუალი ბიჭები თავს გრძნობენ ყველასგან მიტოვებულებად. რა თქმა უნდა დედიკო რაღაც ეტაპამდე მათთანაა, მაგრამ ადრე თუ გვიან დედა კვდება და ის მათ გვერდით ვეღარ იქნება. ამის შემდეგ ასე გაზრდილმა ანალ-ვიზუალმა ბიჭებმა აღარ იციან ვინ უყვარდეთ, ვისკენ მიმართონ მზრუნველობა, არ იციან ვის ეყვარება ისინი. ასეთები პრაქტიკულად მარტოობისთვის არიან განწირულები, ეს კი ასეთი აღზრდის ერთერთი ყველაზე საშინელი შედეგია.

რეალურად კან-ვიზუალი დედა შვილებს (განსაკუთრებით ბიჭებს) ქვეცნობიერად ისე ზრდის, რომ შვილები მასზე დამოკიდებულნი გახდნენ. ასეთი ვიზუალის ვექტორიანი მდედრი არ ცდილობს შვილისგან გამოზარდოს სახელგანთქმული მხედართმთავარი, ან თუნდაც დამოუკიდებელი პიროვნება. ის ზრდის შვილებს ისე, რომ მათ უყვარდეთ დედიკო. ამიტომ როდესაც დედიკო ბერდება და კვდება, მის ანალ-ვიზუალ შვილს დედაზე მიჯაჭვულობის მდგომარეობა რჩება, მაგრამ უკვე ვეღარ ხდება ამ მდგომარეობის ავსება, ამიტომ ეს გადაიზრდება ,,მიტოვებულობის” მდგომარეობაში. როგორ აკეთებს ამას კან-ვიზუალი მდედრი? ძალზე უბრალოდ. ის ყველანაირად ცდილობს აჩვენოს, რომ მას, როგორც დედას თავისი შვილი ყველა დედაზე მეტად უყვარს. ამის სანაცვლოდ ის შვილებისგან ითხოვს მხოლოდ იმას, რომ შვილებმა ის არ გააბრაზონ. ეს ერთგვარი ვარდისფერი ფერებით შენიღბული ემოციური შანტაჟის ფორმაა. შვილი ჯერ პატარაა და ამ ყველაფერს ვერ აცნობიერებს, ის ხედავს, რომ დედა მას არასოდეს უყვირის, ერთადერთი რასაც დედა აკეთებს მისი ცუდად მოქცევის დროს, არის ის, რომ წუხს და ნერვები ეშლება. შეიძლება დედას ამ დროს თავი ეტკინოს, ან გული ცუდად გაუხდეს, შეიძლება ატირდეს კიდეც. ამით ვიზუალი დედა აჩვენებს როგორ განიცდის შვილის ცუდ საქციელს, შეიძლება შვილს უთხრას: ასე იმიტომ იქცევი, რომ არ გიყვარვარო. ამით შვილს დანაშაულის გრძნობას უჩენენ. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ანგრევენ შვილის ფსიქიკას და ზრდიან ნამდვილ ჩვარს. რა თქმა უნდა ბიჭი იზრდება ძალიან კეთილი, აქვს თანაგრძნობის უზარმაზარი უნარი, დედის ნაზად მოყვარული, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ის საერთოდ არ არის მზად ცხოვრებისეულ სიძნელეებთან გასამკლავებლად. რა თქმა უნდა ის მოკრძალებულია და ფეხის წვერზე დადის რათა დედა არ გააღვიძოს, როდესაც მას სძინავს. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ის ზუსტად ასევე მიდის უფროსის კაბინეტში ანგარიშის ჩასაბარებლად და უფროსის დანახვაზე შემოდგომის ფოთოლივით თრთის. ასევე იქცევა შეყვარებულთანაც.

ჩვენ ზოგადად განვიხილეთ ვიზუალური ვექტორის ურთიერთობის თვისებები, განვიხილეთ, როგორ რეაგირებენ ვიზუალები ლანდშაფტისგან წამოსულ ცვლილებებზე. ზოგადად იმიტომ, რომ ქვედა ვექტორებისგან განსხვავებით, ზედა ვექტორებში თვისებათა ამ ჯგუფზე ნაკლები აქცენტი კეთდება. რატომ? იმიტომ, რომ ქვედა ვექტორები რანჟირდებიან თავისი შესაძლებლობით – მოახდინონ რეაგირება გარემომცველი ლანდშაფტის ცვლილებებზე. ქვედა ვექტორებში ეს მთავარია, ესაა ფუნდამენტალური პარამეტრი, რომლითაც ქვედა ვექტორები განლაგებულნი არიან ჯგუფში რანგობრივად. რეაქტიული ურეთრალი მუდამ პირველია, სწრაფი კანის ვექტორიანი მუდამ მის უკან მირბის და სიტუაციის მონიტორინგს აკეთებს, ანალის ვექტორიანები კი მუდამ ბოლოჩი მიჩანჩალებენ, ხვნეშიან, ოხრავენ და ძლივს ეწევიან სხვებს. ესაა რანჟირება რეაქციის სისწრაფის მიხედვით და ამიტომ ქვედა ვექტორების რანჟირების პრინციპი არც ისე რთულია. ზედა ვექტორებში ეს გაცილებით რთულდება.

დავიწყოთ იმით, თუ როგორ ჩანს ეს გარედან, ანუ როგორ ხედავენ ამ ყველაფერს სხვა ადამიანები. გარეგნულად ვიზუალის ვექტორიანები მარტის ამინდივით ცვალებადები არიან. თუ ვიზუალის ვექტორიანი არ ხართ ამ ემოციურ ცვალებადობას უბრალოდ ვერ გაიგებთ. ისინი ვისაც ვიზუალური ვექტორი არ გაჩნია ვიზუალების თვალში ემოციურ დინოზავრებად ჩანან, მათ თითქმის არანაირი ემოციონალური ამპლიტუდა არ გააჩნიათ, აქვთ მხოლოდ სწორხაზოვნად სტაბილური ემოციური მდგომარეობა. ვიზუალების ემოციათა სწრაფი ცვალებადობისა და უზარმაზარი ამპლიტუდის ფონზე, სხვა ვექტორების ემოციურ მდგომარეობათა ცვლა, მხოლოდ უმნიშვნელო რხევებად მოჩანს. სულ სხვაა ვიზუალურ ვექტორთან. ვიზუალები ფაქიზი ნატურები არიან, ამასთანავე მათ უნდათ აჩვენონ გარემომცველ სამყაროს, თუ რა ხდება მათ შიგნით. თუ ისე მოხდა, რომ ვიზუალურ ვექტორს თავად არ აქვს ჩამოყალიბებული, საკუთარი შინაგანი მდგომარეობის ხედვა, მაშინ მას ცხოვრება ნაგავსაყრელზე დაგდებული პოლიეთილენის პარკივით აფრიალებს. ამ დროს მის ცხოვრებაში არ არსებობს არანაირი მოწესრგებული სისტემა. განწყობებიც მალ-მალე ეცვლება. ასეთი ვიზუალი ბიჭი შეიძლება უყურებდეს ფილმს, უცებ გამორთოს და ხმამაღალი მუსიკა ჩართოს. ხშირად აკოპირებს საყვარელი ფილმების პერსონაჟთა ფრაზებს თუ ქცევებს. მათსავით იცვამს, მათსავით მოძრაობს და საუბრობს, რეალურად ამით ცდილობს სხვებს აჩვენოს, რომ ის დღეს ჯეიმს ბონდია, მეორე დღეს ჯეკ ბეღურა და ა.შ. მის გარშემო ყველამ იცის, რომ მას ეს მალე გადაუვლის და ხვალ სხვა რამეს აიკვიატებს. კლასელი ორალები მასზე ზურგსუკან იცინიან და სხვებს ჩუმად ჩასჩურჩულებენ: ვასიამ დღეს ბეტმენს უყურა, ხვალ ღამურას ფრთებით გამოგვეცხადებაო. შეიძლება ერთ დღეს საშინელებათა ფილმის პერსონაჟის ჩაცმულობით გავიდეს ქუჩაში. დადის და თავისნაირ ვიზუალებს აშინებს. ეს გრძელდება მანამ, სანამ არ შეეჯახება ისეთ ვინმეს, ვისაც ვიზუალური ვექტორი საერთოდ არ აქვს და არც ვიზუალების ქცევა ესმის. ეს უკანასკნელი ჩვენს დემონსტრაციულ ვიზუალს ან ხელის ერთი მოძრაობით ჩამოიცილებს გზიდან, ან შეიძლება კარგადაც მიბეგვოს. ეს კი ვიზუალის ვექტორიანისთვის ისეთი რამაა, თითქოს ღრუბლებიდან პირდაპირ ასფალტზე ჩამოვარდაო. მას აქამდე თავი მაგარი ტიპი ეგონა, ახლა კი მიხვდა, რომ არც ისე მაგარი ყოფილა. რამდენად ძლიერადაც მანამდე ღრუბლებში დაფრინავდნენ, იმდენად ძლიერია ძირს დანარცხებაც. გამოდის, რომ გარეგან ფაქტორებზე ვიზუალის რეაქციის სისწრაფე უფრო სწრაფია, ვიდრე ნებისმიერი კანის ვექტორიანის. ვიზუალის ვექტორიანები უფრო მოძრავები და მოქნილები არიან, ვიდრე კანის ვექტორიანები, რომლებიც ერთი შეხედვით ფეხდაფეხ მიყვებიან ლანდშაფტს. ვიზუალებისთვს საკმარისია სხვისი საუბრის ინტონაციაში ოდნავი ცვლილება შეამჩნიონ, რომ მაშინვე შეეწყობიან შექმნილ სიტუაციას. ვიზუალის ვექტორიანმა სამი წუთის მანძილზე შეიძლება ცაში აფრენაც მოასწროს და ძირს დანარცხებაც. ასე გადის მთელი მათი ცხოვრება ხან ტირიან, ხან მღერიან, ხან დახტიან, ხან მიჩანჩალებენ.

Emotions 8

ვიზუალების ემოციების სწრაფი ცვლილებების საჩვენებლად მოვიყვან ერთ მაგალითს. ერთხელ მოხდა ასეთი შემთხვევა: ერთმა ვიზუალის ვექტორიანმა ახალგაზრდამ ზოო მაღაზიაში ნახა ლეკვი, მისით აღფრთოვანდა, იყიდა და სახლში წაიყვანა. რაღაც დროის შემდეგ გააცნობიერა, რომ ეს ლეკვი ლამაზი კია, მაგრამ მას მოვლა უნდა, ჭამა, დაბანა, საჭიროა მისი ფეკალიების გატანაც, ყეფს. ეს ყველაფერი კი მისთვის მომაბეზრებელი იყო. მაგრამ მას არ უნდოდა ეღიარებინა რომ სწრაფად დანებდა, ამიტომ ლეკვი არც გაყიდა, არც გაუჩუქებია და რაღაც პერიოდი უვლიდა. ერთ დღეს ლეკვის ყეფით ნერვებმოშლილმა ეს ლეკვი სახლიდან აივანზე გაასახლა. მოხდა ისე, რომ ლეკვი შემთხვევით აივნიდან გადავარდა (საკმაოდ დიდი სიმაღლიდან) და მოკვდა. ჩვენმა ვიზუალმა მომხდარ ტრაგედიაში თავი დაიდანაშაულა, მე რომ აივანზე არ გამეგდო, საცოდავი ლეკვი არ მოკვდებოდაო. მოუნდა დროის უკან დაბრუნება, მაგრამ რა თქმა უნდა ეს შეუძლებელი იყო. გაუჩნდა მტანჯველი აზრები, დანაშაულის გრძნობა. მას აუცილებლად ჭირდებოდა ამ ემოციის გარეთ გამოტანა. ამიტომ მივიდა საწერ მაგიდასთან, აიღო კალამი და დაწერა რამდენიმე ლექსი ცხოვრების სისასტიკეზე, სიკვდილზე, ბედის უსამართლობაზე, ბოროტებაზე. ასეთ დროს ვიზუალებს უჩნდებათ სურვილი შეიცვალონ და იფიცებიან, რომ ვეღარასოდეს იქნებიან ისეთები, როგორიც – ადრე. თვლიან რომ რაღაც ზღვარი გაიარეს, რომ მათ დამოკიდებულებაში საკუთარ თავთან, რაღაც ბზარი გაჩნდა. ვიზუალები ასეთ დროს სრულიად დარწმუნებულნი არიან, რომ ასეთ საქციელს საკუთარ თავს ვერასოდეს აპატიებენ და მთელი ცხოვრება და მთელი ცხოვრების გატარება ამ ცოდვის შეგრძნებით მოუწევთ. მაგრამ გადის ერთი-ორი კვირა, ტკივილი იკლებს, ლეკვის სახე მათი გონებიდან თანდათან იშლება, ყველა ნივთს ანადგურებს ან წვავს, რაც ამ ლეკვს მოაგონებს. ნელ-ნელა მასში შემოდის პოზიტიური აზრები. ხომ შეიძლება ყველაფერი არც ისე ცუდად იყოს, ხომ შეიძლება ეს შემთხვევით მომხდარიყო და თვითონ დამნაშავე არც იყოს. უკვე საკუთარი თავისთვის პატიებაც შეუძლია. ასე იცვლის განწყობებს ვიზუალის ვექტორიანი მანამ, სანამ შიგნით, საკუთარ ბირთვში არ დაიფორმირებს საკუთარ ხედვას.

ცხოვრება წინ მიდის და ეს ვიზუალებში წარმოშობს დიდ შინაგან კონფლიქტს. გარეგნულად ვიზუალები ყველაფერს ადვილად ეგუებიან და კანის ვექტორიანებივით ადაპტირდებიან, მაგრამ შინაგანად უძრავები არიან და ამ ცვლილებებისგან ისევე იტანჯებიან, როგორც ანალის ვექტორიანები. ვიზუალების გარეგანი მოქნილობა რეალურად მხოლოდ მოჩვენებითია, რადგან შინაგანად ისინი ანალებივით ეჭიდებიან წარსულს. რა თქმა უნდა არც მთლად ისე – როგორც ანალები. ვიზუალები წარსულს ეჭიდებიან ემოციებით, მათ არ აქვთ ანალის ვექტორიანებივით მძიმე ჯაჭვებით მიბმა, მათ წარსულთან ლამაზი, ვიზუალურად მორთული, მრავალფეროვანი ძაფები აქვთ გაბმული. რომლებიც ასევე საკმაოდ ძლიერად ექაჩება მათ უკან. ამიტომ ისინი ანალის ვექტორიანებზე არანაკლებ და შეიძლება უფრო მძაფრადაც კი გრძნობენ როგორ ნელ-ნელა ეპარებათ დრო, თანდათან როგორ გადის მათი ცხოვრება. ვიზუალები ძალზე მძაფრად განიცდიან დაბერებას.

ვიზუალებისთვის, ისევე როგორც ანალის ვექტორიანებისთვის მძიმეა გამოიცვალონ სკოლა, ან საცხოვრებელი ადგილი, რადგან ისინი ასევე ეჭიდებიან მოცემულ მდგომარეობას. ერთი მხრივ ისინი ეჩვევიან კლასელებს, მასწავლებლებს. მეორე მხრივ კი ვიზუალები ანალის ვექტორიანებივით განიცდიან მომავალს, მათ აშინებთ ის რაც არ იციან და შიშით უყურებენ რა იქნება წინ. რა დახვდებათ სხვაგან? როგორი ხალხი ცხოვრობს იქ? კეთილები არიან თუ ბოროტები?

როგორ უნდა ირეაგიროს ვიზუალმა, როდესაც შიგნით ასეთი მექანიზმი აქვს? როგორ უნდა შეუთავსოს ერთმანეთს გარეგანი მოქნილობა და შინაგანი მოუქნელობა? პრინციპში ამასთან გასამკლავებლად ვიზუალებს აქვთ საკუთარი, არც თუ ისე რთული იარაღი, რომლითაც მუდმივად სარგებლობენ, მუდმივად იმეორებენ ყოველ ახალ სიტუაციაში. როდესაც ვიზუალის ვექტორიანებს სურთ გამოხატონ პროტესტი, როდესაც ისინი არ არიან კმაყოფილები და მათ არ შესწევთ ძალა თავის ნათქვამზე იდგნენ, ვიზუალები ვერ იწყებენ ანალებივით სხვებზე ზეწოლას. ყველაფერი, რაც მათ შეუძლიათ, არის მღელვარედ გამოხატონ საკუთარი ემოციონალური უკმაყოფილო რეაქცია. ამას ეწოდება ისტერიკა. შემდეგ შეიძლება სახლიდან გაიპაროს და ღამის გასათევად დაქალთან დარჩეს. დაე მშობლებმა ინერვიულონ. მშობლების ზარსაც კი არ უპასუხებს. მშობლებმა მას აწყენინეს, ახლა მათ გაიგონ როგორია გულის ტკივილი და ნერვიულობა. დაე იგრძნონ, რა ცუდად იქნებიან მის გარეშე. ასე კი იქცევიან, მაგრამ ცოტა ხანში თავისი საქციელის გამო თავს თავს თვითონვე გრძნობენ ცუდად. როგორ შეეძლო მშობლებისთვის ასეთი ტკივილის მიყენება! დედას ხომ სუსტი გული აქვს და შეიძლება ეს ვერ გადაიტანოს! ამიტომ როგორც წესი ეს მთავრდება იმით, რომ მშობლებს SMS-ს გაუგზავნის არ ინერვიულოთ დაქალთან ვარო.

ვიზუალის ვექტორიანებს არ შეუძლიათ სხვებს ულტიმატუმი წაუყენონ და შემდეგ მშვიდად დაელოდონ შედეგს (ვიზუალების ეს თვისება აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ იმ მშობლებმა, რომლებსაც ვიზუალის ვექტორიანი შვილი ყავთ). თუ მათი ისტერიკების მიუხედავად ყველაფერი ისე წავიდა, რომ მათ მაინც მოუწიათ სკოლის შეცვლა, მაშინ ცდილობენ ახალ კოლექტივს თავი მოაწონონ. ისინი ხომ ყნოსვის ვექტორიანები არ არიან, რომ სხვები თავის დაკრულზე აცეკვონ. ვიზუალები ასეთ დროს პირველები მიდიან სხვებთან გასაცნობად, უღიმიან, თავაზობენ დახმარებას. ყველაფერს აკეთებენ, რომ სხვებს დაანახონ, მეც საჭირო ვარ და შეიძლება გამოგადგეო. ამით აჩვენებენ, რომ ახალი კოლექტივის ნაწილი არიან. თუ გახსოვთ, ანალურ ვექტორში ჩვენ ვთქვით როგორ იცავს თავს მომავლისგან გამოწვეული სტრესისგან ანალის ვექტორიანი. ის გამოიმუშავებს პრინციპებს, ეს ბევრად უფრო ადვილია, ყველა შემთხვევაში იცის როგორ მოიქცეს, მას აქვს თავისი პრინციპები და მტკიცედ დგას თავისაზე. ანალი არასოდეს ითხოვს პატიებას, მუდამ ,,რქებით აწვება”. ვიზუალის ვექტორიანს ამისთვის არ აქვს საკმარისი შინაგანი ძალა იმისთვის, რომ ასეთი პრინციპულები იყვნენ. იქ სადაც ანალებში მუშაობს პრინციპები, ვიზუალებში მუშაობს მათი აღზრდა, მათი კულტურის დონე. ამიტომ იქ, სადაც ანალის ვექტორიანი უბრალოდ გაჯიუტდება და ფეხს არ იცვლის, ვიზუალის ვექტორიანი პირიქით იქცევა, ვიზუალები პირველები დგამენ შემხვედრ ნაბიჯს, ისინი პირველები იხდიან ბოდიშს, პირველები უწვდიან მეგობრობის ხელს. ყნოსვის ვექტორიანებში მათი ასეთი საქციელი ზიზღს იწვევს. ანალის ვექტორიანებში – ეჭვს. ანუ ანალებს ვიზუალის ასეთი ქცევა ჯერ დააეჭვებს, შემდეგ კი ჩათვლიან, რომ ის უბრალოდ სუსტია. ანუ ვიზუალების ასეთ ქცევას ყველა თავისებურად აღიქვამს, ამიტომ ვიზუალების გათვლა, რომ მათი ასეთი ქცევა ყველას მოეწონება, როგორც წესი არასოდეს არ მუშაობს. ვიზუალის ვექტორიანებს კი სხვანაირად მოქცევა უბრალოდ არ შეუძლიათ, ისინი კანს ვექტორიანები არ არიან, შეიძლება გარეგნულად მოქნილი ფსიქიკის მქონენი ჩანან, მაგრამ შინაგანდ უძრავები არიან და არ შეუძლიათ შეცვალონ თავისი მოქმედების მოდელი. განვითარებული ვიზუალს საერთოდ არ შეუძლია ვინმესთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდეს. ის ამისგან დაიტანჯება, მას შინაგანი მოთხოვნილება აქვს საკუთარი თავი სხვის ადგილას დააყენოს. ამიტომ ცდილობს ყველას გაუგოს. რაღაც აზრით ამ ყველაფრის მიუხედავად ვიზუალები კიდევ უფრო ჯიუტები არიან, ვიდრე ანალები.

ამით მოვრჩით ვიზუალური ვექტორის მიმოხილვას. თუ მოგეწონათ, გააზიარეთ…

წყარო:

training8.ru