ავტორი: ვიაჩესლავ იუნევი

მთარგმნელი: სერგო ღამბაშიძე

პირველი ნაწილი

მოგესალმებით. ჩვენ ვიწყებთ ვიზუალური ვექტორის გახილვას. ამ ვექტორს ადვილად ამოიცნობთ იმ უამრავი მდგომარეობით რომლებიც მას ახასიათებს. იოლად იმიტომ, რომ ეს მდგომარეობები გარეგნულადაც კი ძალზე მკაფიოდ ჩანს. ისინი ვლინდება განსაკუთრებულად დემონსტრაციულ ქცევებში. ხშირად ეს ქცევები არის კაპრიზული, უსიამოვნო, პრეტენზიული. მეორე მხრივ ნამდვილად მგრძნობიარე, ემოციური, ადამიანი რომელსაც შეუძლია თანაგრძნობა (ამ სიტყვის ყველაზე მაღალი დონის გაგებით).

ამ ვექტორს ახასიათებს ერთგვარი კაპრიზული მანერულობა, შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ასე მხოლოდ ამ ვექტორის მატარებელ ქალებს აქვთ, მაგრამ ასე არ არის. საერთოდ ვიზუალური ვექტორი უფრო მეტად ქალური რეალიზაციის მატარებელი ვექტორია, ამიტომ აქვე გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ჩვენს მიერ მოყვანილი მაგალითების უმრავლესობა სწორედ ვიზუალი მდედრების შესახებ იქნება. მაგრამ რეალურად ვიზუალური ვექტორის მატარებლები ორივე სქესში აბსოლუტურად ერთნაირი ინტენსივობით ავლენენ თავს და ასევე თანაბარი პროცენტით იბადებიან.

რატომ ითვლება ეს საკითხი არამამაკაცურ თემად? პასუხი მარტივია: ჩვენ უკვე ავხსენით, რომ კაცობრიობამ განვლო სამი ფაზა: კუნთური, ანალური და დღეს კანურ ფაზაში ვიმყოფებით. უკვე უკან დარჩა ანალურ ფასეულობათა ფაზა. რომელიც ითვლებოდა ანალური გაგებით ,,ნამდვილი მამაკაცების” ფაზად. ანალური გაგებით ითვლებოდა რომ ნამდვილი ვაჟკაცი უნდა ყოფილიყო წვერებიანი, ძლიერი, ვაჟკაცური. ანალური გაგებით მამაკაცს არ შეჰფერის მოდური კოფთები, ლამაზი ვარცხნილობები, ამდაგვარად ჩაცმულ მამრს ანალის ვექტორიანები ,,პედერასტად” მოიხსენიებენ. ეს მხოლოდ გარეგნული მხარეა, რომ აღარაფერი ვთქვათ შინაგან ფასეულობებზე. ანალები თვლიან, რომ შინაგანად ნამდვილი ვაჟკაცი კლდესავით უდრეკი უნდა იყოს, მას უნდა შეეძლოს თავის სიტყვაზე მტკიცედ დგომა, ვაჟკაცი არ უნდა ტიროდეს, უკიდურეს შემთხვევაში თუ დედა მოუკვდა შეუძლია ერთი შეკავებული კურცხალი გადმოღვაროს. მაგრამ ვექტორს სქესი არ აქვს, ნებისმიერი ვექტორი შეიძლება ჰქონდეს ქალსაც და კაცსაც.

ვიზუალური ვექტორი ანალურს არაფრით ჰგავს. ვიზუალი იმდენად მგრძნობიარეა, რომ ყველაფერზე შეუძლია იტიროს. ვიზუალებისთვის ცხოვრება თეატრივითაა, ისინი ოცნებით დაფრინავენ ზეცაში, წარმოსახვით აცოცხლებენ საყვარელ პერსონაჟებს, მათთვის მთელი ცხოვრება ფარფატია, ხან ზემოთ, ხან ქვემოთ. ვიზუალებს არასოდეს შეუძლიათ იყვნენ გულგრილნი არც კარგის და არც ცუდის მიმართ. სწორედ ვიზუალური ვექტორი გვასწავლის როგორ ვაფახულოთ თვალები, როგორ მოვპრუწოთ ტუჩები ბანტივით, ამის დამნახავი ნებისმიერი თავმოყვარე ანალი ჭკუიდან გადავიდოდა. ასე იქცევიან არა მხოლოდ ვიზუალი გოგონები, არამედ ხშირად ვიზუალი ბიჭებიც, ეს კი საკმაოდ არამამაკაცურად ჩანს, განსაკუთრებით იქ, სადაც დომინანტი ანალური ფასეულობებია (მათ შორის საქართველოში – მთარგმნ. შენიშვნა). ამიტომ როდესაც ასეთი ვიზუალი ბიჭები ჩნდებიან, ანალები მათ მაშინვე მიაკუთვნებენ შესაბამის სახელს. ამიტომ ნუ ჩათვლით, რომ ვიზუალური ვექტორი მხოლოდ ქალებს აქვთ, ის აქვთ მამაკაცებსაც, უბრალოდ ამ ვექტორის მატარებელი მამაკაცების დიდ ნაწილში, ეს ვექტორი დამალულია სხვა ვექტორების ზეგავლენით. რადგან კაცობრიობა ჯერ კიდევ არაა მზად ასეთი მამრების მისაღებად (აქ სულაც არ ვგულისხმობ იმას, რომ ყველა ვიზუალი მამრი გეია, სულაც არა, უბრალოდ ვიზუალი მამრები უფრო მეტად ნაზები და მგრძნობიარენი არიან, ვიდრე სხვა მამრები). არიან ისეთი ანალ-ვიზუალის ვექტორიანი მამიკოები, რომლებსაც გული მისდით თუ შვილის თითიდან გამოსულ ერთ წვეთ სისხლს დაინახავენ. არიან ისეთი მამრებიც, რომლებიც როდესაც რომანტიკული მუსიკის ხმას გაიგონებენ, მაშინვე თავისი სიყვარული ახსენდებათ და ცრემლებს ღვრიან.

ვიზუალის ვექტორიანი მამრის ამოსაცნობად შეიძლება გამოვიყენოთ მკაფიო კრიტერიუმები. განსაკუთრებით დღეს, როდესაც ჩვენ ვცხოვრობთ დიდ ქალაქებში, სადაც ჩვენ ირგვლივ ძალიან ბევრი ვიზუალური ვექტორის მატარებელია. ვიზუალები ხასიათდებიან რბილი ხასიათით, ანალი მამრების შემხედვარე ვიზუალი მამრი მაშინვე ხვდება რომ ის მათნაირი არ არის. ვიზუალები არ არიან ანალებივით უხეშები. ხშირად მშიშრებიც კი ჩანან.

ვიზუალის ვექტორიანი ადამიანები, სიყვარულის ადამიანები არიან. ისინი არიან სილამაზის, კულტურის, ეთიკის, ესთეტიკის მატარებელი ხალხი. ვიზუალები არიან სათუთი, ფაქიზი ნატურები, მგრძნობიარეები და ნამდვილად კეთილი ადამიანები, რომლებიც ყველას მოუწოდებენ სიბრალულის, სიყვარულისა და თანაგრძნობისკენ. ვიზუალური ზომა ჩვეულებრივ ადამიანებს საშუალებას არ აძლევს გასაქანი მისცენ ბუნებრივ სიმხეცეს. ვიზუალური ზომა ადამიანებს უკრძალავს გინებას, ფურთხებას, თითების კვნეტას, ხმამაღლა ყვირილს, მოკლედ, კრძალავს უკულტუროდ მოქცევას. თუ დღეს ადამიანთა შორის ასე მოიქცევით, ისინი თავს მაშინვე არასასურველ პერსონად გაგრძნობინებენ. ეს ვიზუალური ვექტორის დამსახურებაა.

ვიზუალის ვექტორიანები ძალზე მგრძნობიარენი არიან და კარგად შეიგრძნობენ სხვების ემოციებს. ისინი კავდებიან ფსიქოთერაპიით, ხშირად მისდევენ ასტროლოგიას, ადგენენ ჰოროსკოპებს, მაგრამ როგორც წესი ყოველგვარი ფანატიზმის გარეშე. თუ თქვენ ნახავთ ვინმეს ვინც ასეთ სწავლებებს ისე აფანატებს, რომ მის გარდა ირგვლივ ვერაფერს ხედავს, ეს უკვე მხოლოდ ვიზუალი არ არის, მას სმენის ვექტორიც აქვს. მაგრამ თუ ყველაფერს ცოტ-ცოტას მისდევენ, ასეთები უკვე ვიზუალები არიან.

მოდით შევხედოთ რა ძირითადი მახასიათებლები აქვს ვიზუალურ ვექტორს. დავიწყოთ რაოდენობით: (შეგახსენებთ, რომ ვექტორების პროცენტული შეფარდება გამოთვალა სისტემურ-ვექტორული ფსიქოლოგიის შემქმნელმა, ვიქტორ ტალკაჩოვმა) ვიზუალური ვექტორით იბადება ადამიანთა 5%. დიდ ქალაქებში უფრო მეტი ზედა ვექტორიანია თავმოყრილი, ვიდრე სოფლებსა და პატარა ქალაქებში, ამიტომ თუ თქვენ დიდ ქალაქში ცხოვრობთ, არ გაგიკვირდეთ თუ თქვენს ირგვლივ მყოფთა დიდ ნაწილს ვიზუალური ვექტორი ექნება.

vizual55

 

ვიზუალი მდედრები ერთადერთი ქალები არიან, რომლებსაც ნამდვილად შეუძლიათ სილამაზის სრულფასოვანი აღქმა, ეს შეგრძნება მათ თანდაყოლილი აქვთ. ისინი ჩვენ გვიცქერენ თავისი დიდი, მეტყველი, ლამაზად ჩახატული თვალებით. ვიზუალებს ჩვენ ვხედავთ მოდური ჟურნალების ყდებზე, თეატრში – სცენაზე, კინოში, ნებისმიერ რეკლამაში. შეიძლება ვიზუალები მხოლოდ 5% არიან, მაგრამ ისინი იმდენად თვითდემონსტრირებადნი არიან, რომ ყველგან თვალში გვხვდებიან.

ვიზუალები ყველანაირად კაშკაშებენ, გამოირჩევიან ჩაცმულობითაც. ყველა დანარჩენი უბრალოდ ისე გამოიყურება – როგორც შეუძლია და დიდ ყურადღებას არ აქცევენ ვინმე მათ უყურებს თუ არა. ვიზუალის ვექტორიანები კი ასე არ არიან, მათ არ სურთ მარტოობა, მათ უნდათ რომ მათით აღფრთოვანდნენ, უნდათ, რომ ყველა მათ უცქერდეს, სურთ აპლოდისმენტები, ყვავილები, სურთ აღიარება. მოკლედ, მათ სურთ მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა. თუმცა არიან ცოტა განსხვავებული ტიპის ვიზუალებიც (ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ).

vizual9

მოკლედ, ვიზუალების პროცენტული რაოდენობაა დახლოებით 5%. მათი ფერია მწვანე (ესაა ბუნების, ჰარმონიის სიმშვიდის ფერი, სიცოცხლის, აყვავებული პლანეტის ფერი). მხოლოდ ვიზუალის ვექტორიანები თანაუგრძნობენ ცხოველებს, პეპლებს, მცენარეებს. ერთვექტორიანი კანი რომ ავიღოთ, მას ცხოველების კი არა ადამიანების ბედიც ,,ფეხზე ჰკიდია”. ანალის ვექტორიანს თავისებური დამოკიდებულება აქვს ცხოველებთან, მას უყვარს მუშა პირუტყვი, ძაღლი. ანალის ვექტორიანი მზადაა ცხოველებს მოუაროს, მაგრამ როცა საჭიროდ ჩათვლის, ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე დაკლავს და შეჭამს. ვიზუალის ვექტორიანები ამას ოთხფეხა მეგობრების მკვლელობას უწოდებენ. ურეთრალებზე საუბარიც ზედმეტია, ისინი სხვა მასშტაბის დავალებას ასრულებენ და წვრილმანებით გონებას არ იტვირთავენ. ვიზუალის ვექტორიანებს კი ცხოველთა ბედი იმდენად აღელვებთ, რომ ცხოველების გადასარჩენად ხორცის ჭამაზეც კი უარს ამბობენ. თანაც ვიზუალები ყოველგვარ მკვლელობას უარყოფენ.

თუ ვისაუბრებთ კომფორტულ ფიგურაზე, ვიზუალების ფიგურაა წრე, ან თუ მოცულობითად შევხედავთ – სფერო. რა არის სფერო და რაშია მისი არსი? სფერო სიმბოლურად გამოხატავს ვიზუალურ თვისებებს. სფეროს ძირითადი მახასიათებელი ისაა, რომ სფეროს ნებისმიერი წერტილი ერთნაირი მანძილითა ცენტრს დაშორებული. ეს კარგად ასახავს ვიზუალურ არსს, ვიზუალები ყველა ადამიანს ერთნაირად თანაუგრძნობენ. მზად არიან ყველას ერთნაირად დაეხმარონ. თუ დახმარებას თხოვს, ვიზუალები ჩიკატილოს და ბენ ლადენსაც კი თანაუგრძნობენ და გაუგებენ. ვიზუალურ სფეროს არ აქვს არცერთი განდევნილი წერტილი. ანალური ვექტორის ფიგურა კვადრატია, კუთხოვანი, კონფლიქტური, მჭრელი კუთხეებით. ვიზუალები კი არავის ეომებიან, არც შინაგანად და არც გარეგანად. ვიზუალები მუდამ მზად არიან თავი თქვენს ადგილას დააყენონ და გაგიგონ. მათთვის ნებისმიერი ადამიანი კარგია, რაც არ უნდა ჩაედინა მას, ვიზუალებს სჯერათ, რომ გულის სიღრმეში ის კეთილია და ისიც იმსახურებს თანაგრძნობას. ეს ასე მუშაობს, ამიტომ ვიზუალის ვექტორიანი სხვებისგან ყოველთვის გამოირჩევა ემოციურობით.

მაგალითად ავიღოთ ჩვეულებრივი ვაშლი. ანალის ვექტორიანი მას უბრალოდ თვისობრივად აღწერს. კანის ვექტორიანი სასარგებლოობის მიხედვით. ვიზუალი კი აიღებს ვაშლს, იტყვის ლამაზია, არ ჩავკბიჩოთ ცოდოა და ეტკინებაო, ვაშლიც კი ეცოდება. ვიზუალები უყურებენ სამყაროს და არაფრის მიმართ არ რჩებიან გულგრილნი. აქედან მოდის მათი გარემო (ჩვენ ვთქვით რომ ყოველ ვექტორს აქვს თავისი გარემო, ქვედა ვექტორებში ესაა ფიზიკური სამყარო. ანალური ვექტორის კომფორტული გარემო სოფელია, ანუ ის ლანდშაფტი სადაც დრო ნელა გადის. მოკლედ ქვედა ვექტორებში კომფორტული ლანდშაფტი მათი რეაქციის სისწრაფით ლაგდება. ამიტომ კანის ვექტორიანის გარემო ქალაქია, ურეთრალი კი ყველგან ცხოვრობს რადგან ის ლანდშაფტზე აღმატებულია.) ვიზუალები კი ცხოვრობენ შეგრძნებებისა და ემოციების სამყაროში. ხდება ისეც, რომ ვიზუალი ცხოვრობს გარეგანი სილამაზის სამყაროში, და ყურადღებას მხოლოდ გარეგნულ სილამაზეებზე ამახვილებს. მოდურ ჩანთებზე, ლამაზ კაბებზე. საერთოდ ნებისმიერი ქალი (გარდა ურეთრალისა) და განსაკუთრებით ვიზუალი ასეთი რამეების მიმართ გულგრილი არ არის, მაგრამ არიან ისეთი ვიზუალები, რომლებიც მხოლოდ ამით ცხოვრობენ. მთელი მათი გრძნობა და ემოცია იმისკენაა მიმართული, თუ როგორ გამოიყურებიან. ვიზუალური ვექტორის განვითარების კუთხით ეს ძალზე დაბალ განვითარებაზე მიანიშნებს. ვიზუალების აღქმის მთავარი სფერო შეგრძნებები და ემოციებია. საერთოდ ვიზუალის ვექტორიანი ადამიანებისთვის ცხოვრების მთავარი ფასეულობა სიყვარული და ადამიანური ურთიერთობებია.

vizual1

შემდეგი საკითხი რომელსაც უნდა შევეხოთ არის ეროგენული ზონა. ვფიქრობ ყველასთვის გასაგებია, რომ ვიზუალური ვექტორის ეროგენული ზონაა თვალები. ეროგენული ზონა ქმნის თავის განსაკუთრებულობებს ყოველ ვექტორში. ვიზუალურ ვექტორში ვიზუალური ეროგენული ზონის გამოვლინება დავყავით ორ ნაწილად. რა განსაკუთრებულობა აქვს ვიზუალური ვექტორის თვალებს? თუ ჩვეულებრივ ადამიაში თვალები უბრალოდ მიანიშნებს მის მდგომარეობას, ვიზუალურ ვექტორში ეს განსაკუთრებული თემაა. ვიზუალის ვექტორიანისთვის თვალები მხოლოდ ,,სულის სარკე” კი არაა, არამედ მთავარი სასიგნალო სისტემა.

თვალები ეს ისაა, რაც სხვებს მოუთხრობს ვიზუალურ ვექტორზე, ხოლო თავად ვიზუალურ ვექტორს მოუთხრობს სამყაროზე, თან გაცილებით მეტად – ვიდრე ნებისმიერ სხვას. ეს თვალები შეიძლება იყვნენ თანაგრძნობისგან ცრემლით სავსე, შეიძლება ასხივებდნენ სითბოს და სიკეთეს. თქვენ სიტყვები არ გეყოფათ იმის გადმოსაცემად რასაც ვიზუალები თვალის ერთი მოძრაობით გადმოსცემენ. ვიზუალები თანხმობას და უარყოფასაც კი მეტყველი მზერით გამოხატავენ. მაგალითად, მამაკაცს თანხმობას ყველა ვექტორის მდედრი თავისებურად უცხადებს: კანის ვექტორიანი ლაკონურად – კარგი წავედით, ანალის ვექტორიანი – მე თანახმა ვარ! ვიზუალები კი ამას თვალებით ისე მეტყველად გამოხატავენ, რომ სიტყვები სრულიად ზედმეტია, ზოგჯერ ვიზუალისთვის უბრალო ,,კი-ც” ზედმეტად უხეში სიტყვაა.

რა განსაკუთრებულობა აქვს ვიზუალის ვექტორიანი ადამიანის თვალებს? თუ ავიღებთ, მაგალითად ანალის ვექტორიანს (ვიზუალური ვექტორის გარეშე), და მას კითხავთ რა ფერია ვთქვათ ფურცელი, ის იტყვის თეთრი და მორჩა, ის ასევე იტყვის რძეზეც, კრემზეც, მისთვის თეთრთან მიმსგავსებული ნებისმიერი რამ უბრალოდ თეთრია. ვიზუალის გარდა ნებისმიერ სხვა ვექტორს ფერების აღქმისთვის მეტისმეტად უხეში ხელსაწყო (თვალი) აქვს, ისინი ვერ ამჩნევენ წვრილმან ფაქიზ სხვაობებს. ვიზუალებს კი მხოლოდ ერთი ფერის დასახასიათებლად ეპითეტები არ გამოელევათ.

ვიზუალები უბრალოდ ფერებს კი არ განასხვავებენ, არამედ ერთი ფერის შიგნით აღიქვამენ წვრილმან, უფაქიზეს განსხვავებებს. სწორედ ასეთი ხედვაა საჭირო სურათის დასახატად, სწორედ ასეთი მხედველობა ჭირდება ფერის შეგრძნებას. მაგრამ ეს განსაკუთრებულობა მხოლოდ ფერის აღქმით არ შემოიფარგლება. ეს მთავარი არ არის. სისტემურ-ვექტორულ ფსიქოანალიზში არსებობს ასეთი გავრცელებული შეცდომა: როდესაც საუბრობენ ვიზუალური ვექტორის აზროვნებაზე, ამბობენ რომ მისი მთავარი მახასიათებელი ფერთა მიმართ მგრძნობიარობაა, მაგრამ რეალურად ეს მთავარი სულაც არ არის. მთავარი კი სრულიად სხვა რამეა. როდესაც ვიქტორ ტალკაჩოვი აღწერდა ვიზუალურ ვექტორს, კერძოდ კი აღწერდა, თუ რა არის ვიზუალური ვექტორის თვალი, ის საუბრობდა ძალზე საინტერესო საკითხზე. ტალკაჩოვი ამბობდა, რომ თვალი არის გონების ნაწილი, რომელიც პირდაპირაა გარეთ გამოტანილი და აღიქვამს ინფორმაციას სუფთა სახით (როგორიც ის არის). თვალები პრაქტიკულად არაფრითაა დახურული, არც კანით, არც სხვა რამით, აქედან ხდება პირდაპირი აღქმა. თუმცა ისიც გასაგებია, რომ მხოლოდ განსაზღვრული სიგნალების პირდაპირი აღქმა ხდება. კერძოდ ისეთების, რომლებიც ჩვენს ირგვლივაა. ის რაც აირეკლავს სინათლეს და გამოისახება ჩვენს თვალებში.

როგორც ვიცით, სინათლე არის გარკვეული სიგრძის ტალღა, ნებისმიერ საგანს, აქვს საკუთარი ფერი და მასზე არეკლილი სინათლე ქმნის განსაზღვრული სიგრძის ტალღას. ეს კი თავის მხრივ ეხმარება ვიზუალური ვექტორის მქონე ადამიანს აღიქვას ელემენტები ცალ-ცალკე. ყველაფერი თავისებურ სიგნალს უშვებს, ჩვენ კი ვიჭერთ და განვასხვავებთ ამ სიგნალებს. პრინციპში ნებისმიერი ადამიანის თვალი ასეა, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით ვიზუალის ვექტორიანი ადამიანი მხოლოდ გარემომცველ ნაწილაკებს კი არ აღიქვამს, არამედ ის ამ ნაწილაკებს ალაგებს გამოსახულებებად. თუ უბრალოდ ვიტყვით, ეს გამოსახულებები ატარებენ ორ ძირითად მახასიათებელს. მათ აქვთ ფერი და აქვთ პროპორციები. კომბინირებული ერთობით ფერი და პროპორციები ლაგდება გამოსახულებებად. ეს გამოსახულებები ვიზუალის ვექტორიანი ადამიანის გონებაში პოვებს საკუთარ გამოძახილს, რომელსაც ეწოდება შეგრძნება (გრძნობა). ეს შეიძლება იყოს განსხვავებული შეგრძნებები: თუ ეს გამოსახულება მახინჯია მაშინ ჩნდება შიშის, განზიდვის შეგრძნებები. ხოლო თუ ლამაზი, სასიამოვნო გამოსახულებაა, მაშინ ის წარმოშობს კეთილ, მიმზიდველ, სასიამოვნო შეგრძნებებს.

vizual8

ნებისმიერი ადამიანი შეიძლება ხედავდეს ვაშლს და ეს მისთვის უბრალოდ ვაშლი იქნება, ვიზუალისთვის კი ასე არ არის, ის შეიძლება საბრალო ვაშლს ხედავდეს. ვთქვათ თუ ადამიანს სახე აქვს მიწისფერი ვიზუალები ხვდებიან რომ ის დაავადებულია, მასში რაღაც არაჯანსაღია. ეს კი ვიზუალებისთვის ულამაზოა. არავინ ისე არ აღიქვამს სილამაზეს და პროპორციულობას ისე – როგორც ვიზუალები. ამიტომ თუ ვთქვათ ადამიანი ცოტა შებოჭილად მოძრაობს, ან ოდნავ გადახრილია სიარულის დროს ამას ჩვეულებრივი ადამიანი ყურადღებას არ აქცევს, ვიზუალები კი ამჩნევენ და ეს მათვის სილამაზის ნორმებიდან გადახრა და ულამაზობაა. ვიზუალებს შეუძლიათ შეამჩნიონ ნებისმიერის სახეზე ოდნავ შესამჩნევად გაელვებული ზიზღი სხვათა მიმართ. ვიზუალები იჭერენ ამ შეგრძნებას და მათაც ავტომატურად აქვთ საპასუხო რეაქცია, მათ უჩნდებათ განზიდვის გრძნობა. ვიზუალები იჭერენ თქვენს განწყობას, თქვენს ემოციებს. ხანდახან კი სხვების განზრახვის დაჭერაც შეუძლიათ, ეს არავიზუალის თვალისთვის სრულიად შეუმჩნეველია.

აქ შეიძლება გაჩნდეს კითხვა, ფერი, ემოცია გასაგებია, მაგრამ საიდან უნდა იცოდეს ვიზუალმა სხვისი ამოცნობა? ეს ძალზე უბრალო რამაა. ვიზუალური ვექტორის თვისებებს შორის არის ერთ-ერთი თვისება: ჰარმონიის აღქმა. სამყაროს ჩანაფიქრი ნებისმიერ წვრილმანში ვლინდება, ამიტომ ვიზუალებს უყვართ იდეალური გარემოს ცქერა, ბუნებაში ჰარმონიულობა მუდამ დაცულია, რადგან ბუნება არაა დამახინჯებული ადამიანის შეზღუდულობით. ამიტომ ბუნებრივი ჰარმონიის ცქერა ატკბობს ვიზუალების თვალებს. ბუნებს ეს პროპორციულობა ვლინდება ყველაფერში და ის ყოველ ბუნებრივ გამოვლენაში მეორდება. ალბათ გსმენიათ ფიბონაჩის სახელგანთქმული ფორმულის შესახებ ეს ის ოქროს კვეთაა, რის დახმარებითაც გახსნა ტალკაჩოვმა ვექტორები და დაადგინა მათი პროცენტული თანაფარდობა. ეს არის ნამდვილი ბუნებრივი პროპორცია, ეს არის სილამაზის აღქმის ის კრიტერიუმი რომელიც ბუნებრივადაა ჩადებული ვიზუალის ვექტორიანების გონებაში.

პრინციპში სილამაზეს სხვადასხვანაირად შეიძლება შევხედოთ, პრაქტიკულად არ არსებობს სილამაზის ჩამოყალიბებული კრიტერიუმი. სილამაზის ერთადერთ კრიტერიუმად შეიძლება დავასახელოთ ფორმის შენახვა. თუ ამაზე სხვა კუთხით დავფიქრდებით დავინახავთ რომ ვიზუალის ვექტორიანებისთვის ლამაზის გაგება სულაც არ ნიშნავს მხოლოდ ვიზუალურ სილამაზეს. ბუნებაში ნებისმიერი ფოთოლი, ნებისმიერი ყვავილი, ან ნებისმიერი სხვა რამ მოწყობილია განსაზღვრული წესრიგით, განსაზღვრული რიცხვითი თანმიმდევრობით, რომელიც უზრუნველყოფს ყველაფრის ჰარმონიულობას. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი არსება, აბსოლუტურად ჰარმონიულადაა მოწყობილი და ჰარმონიულად ერწყმის პლანეტის მთლიან სხეულს. ქვეცნობიერად სწორედ ამ ჰარმონიას ეძებს ყველგან და ყველაფერში ვიზუალის თვალები. თუ ამ ჰარმონიას სადმე შეამჩნევს, ის მაშინვე წამოიძახებს რა სილამაზეაო. მაგრამ იქ სადაც ადამიანი თავისი არასრულყოფილებით ჩაერია, ეს ჰარმონია რამდენადმე დარღვეულია, სადაც ასეთ რამეს ამჩნევენ, ვიზუალები ამას გარემოს დამახინჯებას უწოდებენ.

მხოლოდ ვიზუალის ვექტორიან ადამიანს (იქნება ეს მდედრი თუ მამრი) შეუძლია მოაწყოს სახლი გემოვნებით და ასევე გემოვნებით შეარჩიოს სამოსი. ჩაცმა ისეთი რამაა რასაც ყოველი ვექტორი თავისებურად აკეთებს. მაგალითად ანალებს უყვართ ხალათები, ოთახის ჩუსტები, ტრადიციული სამოსი, ფართე ტანისამოსი, აკაპიწებული სახელოები. მაგრამ თუ ასეთ ჩაცმულობას ვიზუალის ვექტორიანი დაინახავს, ის იტყვის: ,,ღმერთო ჩემო, ამ სოფლელმა საერთოდ არ იცის როგორ ჩაიცვას”. ვიზუალის ვექტორიანთა თვალები იჭრება ღრმად, ის ხედავს საერთოდ სხვა სურათს. ის მხოლოდ მონახაზს კი არ ხედავს, არამედ აღიქვამს სრულფასოვან ,,ციფრულ გამოსახულებას”. ნებისმიერი შეიძლება უყურებდეს მზის ამოსვლას, ვიზუალები კი უყურებენ ყოველი სხივისგან გამოტყორცნილ ნათებას, აღიქვამენ როგორ სხვადასხვა ფერად ნათდება ყოველი სხივი, რა შეფერილობას იღებს წყალი, ან ბალახი მზის სხივის დაცემისას. ვიზუალების ხედვა ფერთა კუთხითაც კი ბევრად უფრო მდიდარია სხვათა აღქმაზე.

vizual10

როგორც კანის ვექტორიან ადამიანს საკუთარი კანი აძლევს შესაძლებლობას შეიგრძნოს ყველაზე მსუბუქი შეხებაც კი, ასევე ვიზუალების თვალები აღიქვამს მეტ შეფერილობებს. სადაც არ უნდა იყოს ვიზუალის ვექტორიანი, ის ყოველგვარ სილამაზეს აფიქსირებს, ცდილობს წარმოაჩინოს საკუთარი თავი ამ სილამაზის ფონზე. ყოველ ქვასთან და ბუჩქთან, ყველა პოზაში სურათს იღებენ. შემდეგ კი ათვალიერებენ ამ ფოტოებს და ემოციების მოზღვავებისგან ტირიან, ზოგჯერ წუწუნებენ აქ ლამაზად არ გამოვედიო, ან მზად არ ვიყავი და ჯერ არ უნდა გადაგეღოთო და ა.შ. ვიზუალის ვექტორიანებს არ ესმით, რომ ამ ფოტოებს ყველა მათსავით ვერ აღიქვამს. ყველა არ დაბადებულა კარგ ფოტოგრაფად. ყველა არ არის მზად, რომ ფოტოები სამი საათის მანძილზე ფოტოშოპში დაამუშაოს და იდეალური რეზულტატი მიიღოს. ფოტოშოპი ვიზუალური რეალობის იდეალური კონსტრუქციაა.

თქვენ იცით, რომ ქვედა ვექტორებს აქვთ აზროვნება, ზედებს კი -ინტელექტი. ჩვენს მიერ განვლილი კანური – ლოგიკა, ანალური – ანალიზი და ურეთრალური – სინთეზი, მხოლოდ აზროვნების კატეგორიებია, ისინი ფიზიკური სამყაროა და სიღრმეს ვერ შეიგრძნობენ. იმის მიხედვით თუ როგორ ვითარდება ვიზუალის ვექტორიანი ადამიანის ინტელექტი, ის უკვე ყურადღებას ამახვილებს სულ სხვა განზომილებებზე, უფრო სიღრმისეულ კატეგორიებზე. თუ ავიღებთ მაგალითად კანის ვექტორიანს, იქაც ხდება მსგავსი პროცესი. რა არის კანური ლოგიკა? ესაა შეფასება, ესაა გაზომვა, გათვლა, განგარიშება, მაგრამ აქაც არის განვითარების დონეები. ერთია როდესაც ითვლი სიარულის დროს ნაბიჯებს და სულ სხვაა როდესაც ფულს ითვლი, ეს სხვადასხვა დონეებია. მაგრამ თუ ერთის თვლას ისწავლი, შეიძლება მეორეზეც გადაერთო, განვითარდე. ასევეა ვიზუალის ვექტორიანი ადამიანიც, რაღაც მომენტში ის იწყებს ჰარმონიის გაზომვას, მაგრამ არა ფიზიკურ სამყაროში, არამედ არაფიზიკურში. რაღაც მომენტში ის შეიგრძნობს სხვების დამოკიდებულებებს, შეიგრძნობს თუ რამდენად ჰარმონიულად ჯდებიან სხვები მსოფლიოს საერთო სურათში. შეიგრძნობს რამდენად ჰარმონიულია თქვენი ურთიერთობები გარემომცველ სამყაროსთან. ასეთი განვითარების დროს, ვიზუალები უკვე უბრალო მატერიალური წვრილმანების ხედვით კი არ კავდებიან, არამედ უკვე სულ სხვა მატერიებს შეიგრძნობენ.

მაგალითად: თუ ჩვენ ვუყურებთ ასაკოვან ადამიანს, ჩვენ მასში ვხედავთ ერთ “მიხრწნილ ბებერს”. მაგრამ ვიზუალის ვექტორიანი შეიგრძნობს, რომ ამ ადამიანმა რთული ცხოვრება განვლო, რომ მან დიდი გამოცდილება დაგროვა და ეს სხვებსაც გაუზიაროს, შეიგრძნობს რომ ეს მოხუცი კეთილი ადამიანია და არ არის გაბოროტებული. აქ მთავარი ისაა, რომ ვიზუალები იყურებიან სიღრმეში. იქ სადაც თქვენ მხოლოდ უბრალოდ დაბღვერილ ადამიანს ხედავთ (ანუ თქვენ მხოლოდ გარეგნულად აღიქვამთ), ვიზუალებს თავისი გამძაფრებული მგრძნობელობით შეუძლიათ შეიგრძნონ ამ ადამიანის მთელი კაცობრიობის მიმართ სიძულვილი, ამას ამჩნევენ მის თვალებში, მის მოძრაობაში, ყოველ ელემენტში. ეს შეგრძნებები ზოგჯერ იმ დომდე შეიძლება განვითარდეს, რომ ვიზუალის ვექტორიანები ამას ინტუიციას უწოდებენ. სინამდვილეში ისინი მხოლოდ ადამიანებს და მოვლენებს შეიგრძნობენ (ამას ინტუაიციასთან საერთო არაფერი აქვს. რა არის ინტუიცია რეალურად, ამას ყნოსვის ვექტორში განვიხილავთ).

ძალიან ხშირად, ვიზუალთა თვალები, აცალკევებენ ემოციას ნებისმიერი გარეგნული, ფიზიკურ სამყაროში გამოვლენილი მოვლენისგან და ამის გამო ეჩვენებათ ისეთი რამეები, რაც რეალობაში არ არსებობს. აქედან მოდის სწავლებათა მთელი კასკადი მინიშნებებზე და მსგავს თემებზე.

fear eyes

მოდით ახლა დავუბრუნდეთ ჩვენს ძირითად საკითხს და შევხედოთ ვიზუალური ვექტორის მდგომარეობებს, შევხედოთ რა პლიუსები და მინუსები აქვს ამ ვექტორს. შეფასების ძირითადი კრიტერიუმი ვიზუალურ ვექტორში არის მგრძნობიარობა. შევხედოთ რა სახის ინფორმაციას აძლევს ეს თავის მფლობელს და რამდენად ფაქიზი სახის ინფორმაცია ეს. შევხედოთ შეგრძნების კუთხით რას იძლევა ვიზუალური ვექტორის თვალები. თუ მათი თვალები ხედავს ისეთ რამეს, რაც მას არ მოსწონს, ან თუ ნანახი აშინებს (შიში ვიზუალურ ვექტორში საკვანძო სიტყვა), თუ ეს შიში არ ვიზუალიზდება, არ წარმოჩინდება კონკრეტულ სახედ, თუ ვიზუალური ვექტორი ასეთ შიშებში ხშირადაა, მაშინ მათი ეროგენული ზონა, მათი თვალი კარგავს მგრძნობიარობას (როგორც კანი უხეშდება ზედმეტი ხახუნისგან, ისევე თვალი ფობიების დროს შიშისგან ზედმეტად ფართოვდება, იჭიმება და კარგავს მგრძნობიარობას).

მაგალითად: პატარა ვიზუალის ვექტორიანთან ღამით მიდის მისი ანალის ვექტორიანი მოსადისტო ძმა, თავზე რაღაც აქვს გადაფარებული და აშინებს. ვიზუალის ვექტორიანებს სიბნელის ისედაც ეშინიათ, ამას ემატება ისიც, რომ ვიღაც იდიოტი ძალით აშინებს. შემშინებელი სადისტი ანალი ერთობა და როხროხებს, ვიზუალს კი შიშისგან თმები ყალყზე უდგას, შიშისგან საერთოდ შეშდება. ან მაგალითად, ბავშვები ღამით კოცონის ირგვლივ სხედან, ყვებიან საშიშ ისტორიებს, შემდეგ ყველა მხიარულობს, ვიზუალის ვექტორიანს კი შიშისგან თვალებში ბინდი უდგას, სახლსაც კი ვერ აგნებს, თვალების გახელის ეშინია, მისი თვალები უარს ამბობენ რაიმეს დანახვაზე. ასეთი შეშინებები ვიზუალის ვექტორიანს ისევე აწვება თვალებში, როგორც ანალის ვექტორიანს აწვება ყელში წყენა. ასე ისახება ნამდვილი ფსიქოლოგიური სტრესისგან წარმოშობილი ახლომხედველობა.

აქ მნიშვნელოვანია, რომ ვიზუალური ფსიქოლოგიური სტრესით გამოწვეული ახლომხედველობა, არ აგერიოთ იმ სიტუაციაში, როდესაც ახლომხედველები ხდებიან თვალის დაზიანების გამო, ეს უკანასკნელი არანაირ შემხებლობაში არაა ვიზუალურ ვექტორთან. მხედველობის დაქვეითების მიზეზებზე საუბარი მოგვიანებითაც გვექნება, როცა ვექტორის მდგომარეობებს განვიხილავთ. ახლა კი თვალის მგრძნობელობის დაქვეითება უბრალოდ მივაკუთვნოთ მინუს მდგომარეობას. ეს ის სიტუაციაა, როცა ზეწოლა იმდენად მაღალია, რომ თვალმა ვერ აიტანა მასზე მოხვედრილი სიგნალების ზეწოლა. არის საწინააღმდეგო შემთხვევაც, როდესაც ეს მგრძნობელობა თვალს თავიდანვე არ გააჩნია. არ გეგონოთ თითქოს აქ სიბრმავეზე ვსაუბრობდეთ, ჩვენ მხედველობაში გვაქვს შემთხვევა, როდესაც ვიზუალის თვალები ვერ ხედავენ სიღრმისეულად. ეს ხდება განუვითარებელი ვიზუალური ვექტორის შემთხვევაში.

vizual13

თუ გახსოვთ, კანის ვექტორში ჩვენ ვამბობდით, რომ განუვითარებელი კანის ვექტორიანები არიან ძუნწები, ქურდები, არქეტიპულები, ასეთებს ხშირად აქვთ ნაკლებმგრძნობიარე კანი, ზოგჯერ კი გაუხეშებული. თვალების შემთხვევაშიც ასე ხდება. როდესაც ვიზუალი განუვითარებელია, მისი თვალები ცარიელია, არაფრისმთქმელი, კაპრიზული, ასეთ თვალებში არ იგრძნობა არც სითბო, არც თანაგრძნობა, არც სიყვარული. ასეთი ვიზუალები მხოლოდ გარეგან მხარეზე არიან გადართულნი: როგორი ჩანთა აქვს, როგორ აცვია, საუბრობენ მანერულად, მთელი მათი ყურადღება გარეგნულ მხარეზეა მიმართული. ასეთი ვიზუალის თვალები ვერ ხედავენ სიღრმეს, ამიტომ მათ ადვილად ვერ შეაშინებთ. ეს ვიზუალური ვექტორის ორი უკიდურესობაა, ერთი ზემგრძნობიარეა და ამის საპასუხო რეაქციაა მხედველობის დაქვეითება, მეორე – უგრძნობია (უფრო სწორად ნაკლებმგრძნობიარე) (იხ. ფოტო).

ვიზუალურ ეროგენულ ზონასთან დაკავშირებით უნდა ითქვას ის, რომ თვალი ხედავს მხოლოდ იმას, რაც მის ირგვლივაა. მათი მხედველობა სწვდება რაღაც სივრცეს, მაგრამ შეზღუდულია. ამიტომ თვალი არ არის ის ეროგენული ზონა, რომლის დახმარებითაც შეიძლება ავხსნათ არსი. ეს სმენის ვექტორზე გავლით ხდება, სმენაზე გავლით შეიძლება მოვყვეთ სისტემა, სამყაროს კანონები, არსი, ის ცნებებია, რომელსაც ვერ დაინახავ, ვერ შეეხები. ამიტომ თვალი არ არის ის ორგანო, რომელიც იდეებს აღიქვამს. თვალი ხედავს მხოლოდ რაღაც ცალკეულ ფრაგმენტს. თუ სამყაროს შევადარებთ მოზაიკით მოხატულ უზარმაზარ სურათს, მაშინ ვიზუალური ვექტორის აღქმის არეალი, ამ სურათის მხოლოდ ერთი ფიგურა იქნება. მთელი სამყაროს არსის თვალით დანახვა შეუძლებელია, ეს უნდა შეიმეცნოთ, უნდა გაიგოთ. ამას კი აბსტრაქტული ინტელექტი ჭირდება, ამაზე დაწვრილებით სმენის ვექტორში ვისაუბრებთ.

ვიზუალური ვექტორის მხედველობის ორგანოს განსაკუთრებუობა, წარმოშობს განსაკუთრებულ შეგრძნებებს მათ ფსიქიკაში. მათი შეგრძნებები და ემოციები, მოდიან და მიდიან, ამიტომ ვიზუალურ ვექტორს არ შეუძლია უყვარდეს ხანგრძლივად შორს მყოფი ადამიანი. თუ ვიღაც, ვინც ვიზუალში ძლიერ ემოციას აღძრავს, მისგან წლების მანძილზე შორს იმყოფება, ანუ ვიზუალი ხანგრძლივი დროის მანძილზე ვერ ხედავს გამოწვეული ემოციის წყაროს, მაშინ მასში არსებული ემოცია თანდათან ქრება. იკარგება ემოცია, იკარგება კავშირი, დამოკიდებულება. ეს როგორც მოზაიკის ფრაგმენტი სწორედ ისე გამოიყურება დროის ღერძზე, რაღაც დროში მათი ემოცია არსებობს, დროის გასვლის შემდეგ კი ემოცია ქრება.

შემდეგი საკითხი რასაც აუცილებლად უნდა შევეხოთ, არის ის, თუ როგორ ვლინდება ვექტორი ისტორიულ პერსპექტივაში. როგორც იცით, კაცობრიობა გადის ფაზებს: კუნთურს, ანალურს, კანურს და ურეთრალურს. ჩვენ თანდათანობით ვმოძრაობთ ერთიდან მეორისკენ. დღეს უკვე გაქვთ საკმაო ცოდნა, ამიტომ ცოტას დავაზუსტებთ და ვიტყვით, რომ არის რვა ვექტორი და პრინციპში ფაზაც რვაა. მაგრამ არა რვა პირდაპირი გაგებით, რომ თითქოს რვა ფაზა ერთიმეორის მიყოლებით იქნება, არამედ რვა ფაზა იმ ფასეულობათა დონეების მიხედვით, რომლებიც გაბატონებულია კონკრეტულ ეპოქაში. ამიტომაც ძირითადი ეტაპი მხოლოდ ოთხია, ხოლო ზედა ფაზები მხოლოდ მათზე ლაგდებიან განსაზღვრული კუთხით. ანუ კუნთურს, ანალურს, კანურს და ურეთრალურს, ზემოდან ასეთი თანმიმდევრობით ერთვის: ორალური, ვიზუალური, ყნოსვის და სმენის ფაზები. სამყარომ დაიწყო კუნთის ვექტორის გაუცნობიერებელი ფაზიდან და დაამთავრებს გაცნობიერებულ სმენით ფაზაში. დღეს ჩვენ ვართ კან-ყნოსვის ფაზაში. თუ დავუბრუნდებით ვიზუალურ ვექტორს, ჩვენ მივიღებთ საინტერესო განსაკუთრებულობას. ჩვენ ვისაუბრებთ სიყვარულზე და ვთქვით, რომ როდესაც ვიზუალის ვექტორიანს ადამიანი თვალთახედვაში არ ყავს, მისი გრძნობები ერთგვარად სუსტდება, ეს გრძნობები კარგავენ თავის ძალას, თავის ამპლიტუდას. ეს საინტერესო დაკვირვებაა და შეიძლება მისი განვრცობა.

ნებისმიერი ადამიანი, მაშინაც კი, თუ მას ვიზუალური ვექტორი არ აქვს, ინფორმაციის დიდ ნაწილს სწორედ თვალების დახმარებით იღებს, როდესაც ჩვენ თვალებს ვხუჭავთ, ფიზიკური სამყარო, შეგრძნებების 95% ჩვენი თვალსაწიერიდან ქრება. რჩება ხმები, ტაქტილური შეგრძნებები, მაგრამ ეს მინიმუმია. ახლა კი თუ ამას ვიზუალის ვექტორიანი ადამიანის კუთხით შევხედავთ, რომელიც თვალით აღიქვამს არა 95, არამედ 99.99%, მისი თვალთახედვა, მისი სამყარო თვალების დახუჭვის შემდეგ სიბნელის სამყაროში ინთქმება. თვალების დახუჭვის შემდეგ მისი სამყარო ქრება, იღუპება, წყვდიადში ინთქმება. ამ მომენტში დგება ერთგვარი მენტალური კვდომის წამი. ამ წამს ყოველი ჩვენგანი გადის, მაგრამ ყველა თავისებურად. მაგრამ ვიზუალური ვექტორის მქონე ადამიანი, ამას სხვებისგან განსხვავებულად შეიგრძნობს. სხვებისთვის ეს საკმაოდ მატრივია. ზოგი ამას ყურადღებასაც არ აქცევს, ზოგი მეტ-ნაკლებად, ვიზუალის ვექტორიანისთვის კი ეს ისეთი მომენტია, რაც ძალიან გავს დასასრულს. თითქოს ფილმის ბოლოს ეწეროს ,,The End”. სწორედ ასე აღიქვამს სიკვდილს ვიზუალის ვექტორიანი ადამიანი.

ვიზუალური ვექტორის ფუძე ნაწილობრივია (კერძო). ის კონკრეტული, კერძოდ, სახელდობრ მათი ინდივიდუალური შეგრძნებები, მათი ემოციები, მათი განცდები. რაც პირდაპირაა დაკავშირებული სამყაროს შესახებ არსებულ მათ წარმოდგენასთან. ამიტომ სიკვდილთან ერთად მათთვის ყველაფერი მთავრდება. მათი ხედვის არეალში მზის ვერცერთი სხივი ვეღარ მოხვდება. სწორედ ამიტომ, როდესაც ვიყურებით სიღრმეში, მთელი ისტორიის მანძილზე ვიზუალის ვექტორიანების ცხოვრება იხარჯებოდა იმაზე, რომ ხაზი გაესვათ სილამაზისთვის, ყველას ყურადღება გაემახვილებინათ იმ წამზე რომელსაც ჩვენ სიცოცხლეს ვუწოდებთ. ვიზუალური ვექტორის მთელი ფასეულობები: სიყვარული, სიკეთე, სილამაზე, ჰუმანიზმი, მორალი, მიმართულია სწორედ სიცოცხლის დაცვისკენ. კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე დანარჩენები კლავდნენ, ომობდნენ, აუპატიურებდნენ, წვავდნენ სოფლებს და ქალაქებს. ვიზუალები კი ცდილობდნენ მათში თანაგრძნობა გამოეწვიათ, ხატავდნენ სურათებს, წერდნენ სასიყვარულო ლექსებს, მოუწოდებდნენ ყველას სიკეთისკენ. სწორედ ვიზუალების ისტორიულ როლზე გვექნება ამჟამად საუბარი.

მაშ ასე. დავუბრუნდეთ კუნთურ ფაზას, იმ დროს როცა ჯერ კიდევ არ იყო გამოყოფილი ცალკეული ერები და ყველა ერთ ჯგუფად, ერთიან სხეულად ცხოვრობდა. როგორც ტალკაჩოვი ამბობდა: -,,ეს იყო პირველყოფილი კომუნიზმი”. რა იყო იქ საინტერესო? საინტერესო იყო ის, რომ მაშინ ყველა ვექტორი და ყველა ვექტორული წყობა ჯერ კიდევ არ იყო გამოვლენილი ისე – როგორც დღეს. თქვენ უკვე იცით, რომ დღეს თითქმის ყველას აქვს ოთხი-ხუთი ვექტორი. იმ ეპოქაში კი ძირითადად ერთ, ან ორ ვექტორიანები ცხოვრობდნენ, მაქსიმუმ სამვექტორიან ინდივიდს ეარსება. რისთვისაა ამის ცოდნა მნიშვნელოვანი? როგორც იცით ვიზუალური ვექტორი – ზედა ვექტორია. ზედა ვექტორი კი ადამიანში ვერ იარსებებს მინიმუმ ერთი ქვედა ვექტორის გარეშე. ქვედა ვექტორი ეს სხეულია, ესაა ცხოველური ბუნება ადამიანში, ამიტომ მინიმუმ ერთი ქვედა ვექტორი ყველას აქვს. კუნთურ ფაზაში ვიზუალური ვექტორი ძირითადად ვლინდებოდა კანის ვექტორზე დართულ ვექტორად. სწორად კან-ვიზუალია ის ძირითადი კომბინაცია, რაზეც ამჟამად გვექნება საუბარი.

vizual14 როგორც ვთქვით, კუნთურ ფაზაში ვიზუალური ვექტორი ძირითადად კანის ვექტორის ბაზაზე ვლინდებოდა. შეიძლება ითქვას რომ კან-ვიზუალი ესაა პირველად გამოვლენილი კომბინაცია. მოგვიანებით უკვე ვიზუალის სხვა კომბინაციებიც გამოვლინდა: ანალ-ვიზუალი და ურეთრალ-ვიზუალი. მაგრამ კან-ვიზუალის კომბინაცია წითელ ხაზად გასდევდა მთელ ჩვენს ისტორიას.

როგორც იცით ვიზუალური ვექტორის მქონე ადამიანებს აქვთ რამოდენიმე განსაკუთრებულობა, ისინი არიან კეთილები, ყველა ებრალებათ, ხშირად ტირიან, მოკლედ სრულიად განსხვავდებიან დანარჩენებისაგან. სხვები მზად არიან ერთი ნაჭერი ხორცისთვის ნებისმიერს გამოჭრან ყელი, ვიზუალები კი ხორცისთვის არათუ იბრძვიან, არამედ ხშირად საერთოდ უარს აცხადებენ საბრალო ცხოველის ხორცის ჭამაზე. სწორედ ვიზუალები ხდებიან ვეგეტარიანელები, ვეგანები. ამასთანავე ვიზუალები არიან ერთადერთნი, ვისაც შეუძლია ნამდვილი სიყვარულით უყვარდეს სხვა ადამიანი. უყვარდეს, ეს ნიშნავს აიღოს მისი სურვილი, გაითავისოს ის და იცხოვროს სხვისთვის. ვიზუალებს შეუძლიათ შეიგრძნონ სხვისი ემოცია, გატარონ ის საკუთარ თავში და უთანაგრძნონ სხვას. თუ ვიზუალი განვითარებულია, ის მხოლოდ თავისთვის კი არა, სხვებისთვისაც ცხოვრობს. თუ დავფიქრდებით, ვიზუალური ვექტორის სურვილი,სხვების ცხოველური ეგოიზმის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა.

ნებისმიერი ადამიანის შიგნით არის ცხოველურობის რაღაც პროცენტი, უბრალოდ ყველას განსხვავებული ტიპის მხეცი უზის სხეულში. ვიღაცის სხეულში კბილებდაღრჭენილი მონსტრი ცხოვრობს, ვიზუალების სხეულში კი თუ მაინცდამაიც ცხოველი გნებავთ, მაშინ მის შიგნით მაქსიმუმ სათამაშო ფუმფულა პანდა ცხოვრობდეს. ვიზუალები კეთილები არიან, მათ არავისი განაწყენება არ სურთ. რას აკეთებს ცხოველური ბუნება ადამიანში? ის ასრულებს ორ მთავარ ფუნქციას, ესაა შთამომავლობის გაგრძელება და ესაა საკვების მოპოვება მკვლელობით. შეიძლება ითქვას, რომ შობა და მკვლელობა, ერთგვარი დაყოფაა მდედრად და მამრად. ნებისმიერ ჩვეულებრივ ქალს შეუძლია ბავშვის გაჩენა, ხოლო ძველ ჯოგში კი მითუმეტეს ქალის მთავარი ფუნქცია სწორედ ეს იყო. ამიტომ ნებისმიერ ნორმალურ ქალს ყველაფერი აქვს რაც ბავშვის გაჩენისთვისაა საჭირო. ხოლო ნებისმიერი მამრი, მითუმეტეს ძველ ჯოგში იყო მონადირე, რომელსაც ჯოგი, განსაკუთრებით კი მდედრები ნანადირევით (მკვლელობით) უნდა უზრუნველეყო.

მოკლედ, შობა და მკვლელობა, არის ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ლიბიდოს, მოძრაობის ენერგიას. ბევრი, როდესაც ამ თემაზე საუბრობს, იყენებს ტერმინს: ,,სექსი და მკვლელობა”. მაგრამ ეს მთლად სწორად გამოყენებული სიტყვები არ არის. რადგან სიტყვა სექსი ატარებს განსაზღვრულ აზრს და სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს აქტი ბავშვის გაჩენით დასრულდება. ამიტომ ჩვენ ვიყენებთ ტერმინს: ,,შობა და მკვლელობა”. ახლა კი შევხედოთ რა ხდება კან-ვიზუალური კომბინაციის შემთხვევაში. თუ კანის ვექტორს ავიღებთ, მას აქვს ლიბიდო, მაგრამ როგორც იცით ძალზე პატარა. კანის ვექტორს არ აქვს სურვილი შექმნას მყარი ოჯახი. კანის ვექტორიანი კი ხშირად იცვლის პარტნიორბს, მაგრამ ეს არც ურეთრალური პოლიგამიაა და მითუმეტეს არც ანალური მონოგამია. მოკლედ, კანს არ აქვს ძლიერი ლიბიდო. ხოლო ვიზუალური ვექტორი საერთოდ საწინააღმდეგო თვისებებია ყველაფერ ზემოთ აღწერილთან.

ვიზუალური ვექტორს ლიბიდო საერთოდ არ აქვს, ის არც კლავს და არც შობს. ის უბრალოდ იცავს ყველაფერ იმას, რაც უკვე არსებობს. ის იცავს არსებულ ფორმებს, არსებულ სიცოცხლეს. ,,ადამიანებო გიყვარდეთ ერთმანეთი”, ,,გიყვარდეთ და ნუ მოკლავთ ცხოველებს”, ,,არ აწყენინოთ ერთმანეთს”, ,,ნუ ისაუბრებთ უცენზუროდ”, სწორედ მსგავს რამეებს მოგვიწოდებენ ვიზუალის ვექტორიანი ადამიანები. სიცოცხლე მოძრავია და ის ეწინააღმდეგება მოცემული მომენტის შეჩერებას, დროში გაყინვას, ამიტომ ვიღაც იბადება, ვიღაც კვდება, ვლინდება ახალი თაობები, ახალი მდგომარეობები. მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ კან-ვიზუალებზე, ისინი არიან ყველა დანარჩენზე არასიცოცხლისუნარიანი არსებები (კან-ვიზუალი მამრიც და მდედრიც). კან-ვიზუალები არიან ერთადერთი ადამიანები, რომლებსაც ჯგუფში არ აქვთ საკუთარი რანგი. რას ნიშნავს რანგი? რაშია ამ სიტყვის არსი? თუ ჯგუფს გამოვსახავთ პირამიდით, ამ პირამიდის თავში იქნება ურეთრალი ბელადი, მის შემდეგ მოდიან სხვადასხვა საფეხურის კანის ვექტორიანები, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან იმაში, თუ რომელი უფრო ახლოსა რანგით ბელადთან, რომელმა უფრო მეტი ,,დაითრია”. ანალის ვექტორიანები ერთმანეთს პროფესიონალიზმში ეჯიბრებიან, შეიძლება ითქვას რომ კანური შეჯიბრი ვერტიკალურ ღერძზე მიმდინარეობს (ვინ უფრო მაღლაა), ანალური კი -ჰორიზონტალურზე (ვინ უფრო პროფესიონალი და გამოცდილია). ურეთრალი კი ისედაც სათავეშია და არავის არ ეჯიბრება, არც არავის ეტოლება. რას ნიშნავს რანგის უქონლობა? ეს ნიშნავს, რომ მას არ აქვს თავისი ადგილი იერარქიაში. იერარქიაში ადგილი ნიშნავს წილს ხორცის ნაჭერზე მოპოვებული ნანადირევიდან, ნიშნავს უფლებას პარტნიორის არჩევაზე, უფლებას დაკმაყოფილებაზე.

როდესაც ჯოგი ნადირობიდან ბრუნდებოდა და იწყებოდა მონადირებული ბიზონის ხორცის დანაწილება, ყველას ჰქონდა უფლება მიეღო ხორცი. საიდან ნაწილდება ვის რა უნდა შეხვდეს? ამას წყვეტდა ურეთრალი ბელადი, მას დაბადებიდან აქვს თანდაყოლილი სამართლიანობის განცდა. ვინც რამდენს აკეთებდა, იმის მიხედვით იღებდა წილს. მაგრამ რა უნდა ექნა ადამიანს, რომელიც არ შობს (თუ მდედრია) და არ კლავს, არ ნადირობს (თუ მამრია)? ქალებსაც ჰქონდათ იერარქიაში საკუთარი ადგილი, მაგრამ კუნთურ ფაზაში ისინი რანგს მოიპოვებდნენ მამრზე გავლით (ქმრით), ან იმის მიხედვით, რამდენი ბავშვი მისცა ჯოგს. კან-ვიზუალი ლამაზი იყო, სექსუალური, მაგრამ ის ბავშვს არ შობდა. დღეს ამის გაგება ცოტა რთულია, რადგან დღეს უკვე თითქმის ყველა მდედრს აქვს შობის უნარი. პირველ რიგში ეს იმიტომ ხდება, რომ დღეს კანურ ფაზაში ვცხოვრობთ და ეს ნიშნავს ტექნიკური პროგრესის საკმაოდ მაღალ დონეს, მეორეც: დღეს უკვე პრაქტიკულად ვეღარ შეხვდებით მხოლოდ კან-ვიზუალს. არიან ანალ-კან-ვიზუალები, კან-ვიზუალ-ორალები, კან-კუნთ-ვიზუალ-სმენები და ა.შ. მაგრამ თითქმის აღარ იბადებიან მხოლოდ კან-ვიზუალები. ჩვენ კი საუბარი გვქონდა მხოლოდ კან-ვიზუალზე, ყოველგვარი სხვა ვექტორის გარეშე. მაშინაც კი, თუ კან-ვიზუალს კუნთის ვექტორი ერთვის, ეს უკვე შობის უნარიანობის კუთხით საკმაოდ ბევრს ცვლის. მხოლოდ კან-ვიზუალური კომბინაცია ნიშნავს ისეთ წერტილოვან კანურ ლიბიდოს, რომელიც კიდევ უფრო პატარავდება ვიზუალური ვექტორის დართვით. ეს ვექტორები ჩვენ გვაძლევს კომბინაციას, სადაც ადამიანში არსებული მხეცი თითქმის განულებულია. ისედაც პატარა კანური ლიბიდო თითქმის ქრება ვიზუალური ვექტორის გავლენის ქვეშ. ახლა კი კითხვა: პირველყოფილი ჯოგი, რომელიც თავგანწირვით იბრძოდა გადარჩენისთვის, იბრძოდა წყლის ყოველი წვეთისთვის, ყოველი მონადირებული ცხოველისთვის, რატომ მისცემდა რანგს ასეთ არსებას? ისეთს რომელსაც ამ კუთხით სარგებლის მოტანა ჯოგისთვის არ შეეძლო?

DolceGabbana Alta Sartoria Como Villa Carlotta 98

პირველ რიგში დავიწყოთ კან-ვიზუალი მამრით, მის შემთხვევაში ყველაფერი ძალზე ცუდად იყო. კან-ვიზუალი მამრი, რომელიც დღევანდელ ეპოქაში შეიძლება იყოს მოცეკვავე, მსახიობი, გიტარისტი, სტრიპტიზიორი, მოდელი, შეიძლება ეს არც მთლად მამაკაცურ პროფესიებად მოგეჩვენოთ, მაგრამ ის მაინც ახერხებს გარკვეულ თვითრეალიზაციას. იმ ეპოქაში კი ასეთები ჯოგს საერთოდ არ ჭირდებოდა. ამიტომ კუნთურ ფაზაში კან-ვიზუალ ბიჭებს ჯოგი საერთოდ “იკიდებდა” და სანაგვეზე მოისვრიდა, ან უფრო სასარგებლო, მაგრამ თანამედროვე გადასახედით არასტანდარტულ და საშინელ გამოყენებას აძლევდნენ, კერძოდ: მათ ჭამდნენ. ჯოგში იყვნენ ორალის ვექტორიანი ადამიანები, რომლებიც მუდამ მზად იყვნენ შეეჭამათ და დაეგემოვნებინათ ყველაფერი, რისი ჭამაც შესაძლებელი იყო, შეეძლოთ შეეჭამათ თავისი მეზობელიც კი. სწორედ ორალები ,,ეხმარებოდნენ” ჯოგს კან-ვიზუალი ბიჭების მოცილებაში. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, ჩვენ ისტორიიდან ვიცით, რომ ზოგ ტომში სუსტ ბიჭებს ზოგჯერ დაბადებისთანავე კლდიდან აგდებდნენ, ან კიდევ უფრო უარესი, მათ მსხვერპლად სწირავდნენ კერპებს.

კან-ვიზუალი ბიჭუნა ჯოგისთვის საერთოდ უსარგებლო იყო, ამიტომ მას სხვადასხვა გზით იშორებდნენ. წარმოიდგინეთ: კან ვიზუალ მამრს არ შეეძლო ნადირობა, მტრის მოკლა, ბრძოლაში რომ შეეშვათ უბრალოდ ტირილს დაიწყებდა. როგორ წარმოგიდგენიათ, იმ ეპოქაში როდესაც ყველა ომობდა, ვიღაც გამოსულიყო და ეთქვა: ,,მოდით მეგობრულად ვიცხოვროთ”. ვის რაში ჭირდებოდა ასეთი?! ის უბრალოდ ზედმეტი ბარგი იყო ძველი ჯოგისთვის. ამიტომ როდესაც ჯოგი სანადიროდ, ან რომელიმე მტაცებლის მოსაკლავად მიდიოდა და უნდოდათ მტაცებლის ხაფანგში შესატყუებლად მისთვის რაღაც გემრიელი დაედოთ, ასეთ სატყუარად კან-ვიზუალ ბიჭუნებს იყენებდნენ. მთელი ისტორიის მანძილზე მხოლოდ დღეს, კანურ ფაზაში შეძლო გადარჩენა და რეალიზება კან-ვიზუალმა მამრებმა, მხოლოდ დღევანდელ ეპოქაში შეძლეს მოეპოვებინათ სიცოცხლის უფლება. რა თქმა უნდა ანალურ ფაზაშიც ხდებოდა გამონაკლისები, იყო თეატრები სადაც ქალის როლის შემსრულებელი ბიჭები ჭირდებოდათ, ან რაღაც მსგავსი, მაგრამ ანალურ ეპოქაში ეს მაინც იშვიათი გამონაკლისი იყო. კან-ვიზუალი ბიჭების უმეტესობა ვერც ანალურ ფაზაში ცოცხლობდა. რა თქმა უნდა ანალურ ფაზაში მათ აღარავინ ჭამდა და არც კლდიდან აგდებდნენ, მაგრამ პირველივე საბრძოლო გაწვევისას, მტერთან პირველივე ბრძოლაში, როგორც ყველაზე სუსტები, სწორედ კან-ვიზუალი ბიჭები იღუპებოდნენ. მათ არ შეეძოთ თავდაცვა, არ შეეძლოთ ვინმეს მოკვლა, ამიტომ ომში არასიცოცხლისუნარიანები იყვნენ.

native american womanრაც შეეხება კან-ვიზუალ მდედრს. მამრთან ყველაფერი ძალიან მარტივი იყო: არ შეეძლო ნადირობა და მკვლელობა, ამიტომ კლავდნენ, ან იღუპებოდა, არ ჰქონდა ადგილი იერარქიაში, არ ჰქონდა რანგი. კან-ვიზუალ ქალთან ყველაფერი პირიქით იყო. ერთი მხრივ თუ შობის ნიშნით შევხედავთ, ის არ შობდა და ამიტომ თითქოს უსარგებლო უნდა ყოფილიყო. მაგრამ ასე არ იყო. რატომ? სწორედ იმიტომ, რომ ის ატარებდა მშვიდობიან ფუნქციას. სწორედ ეს იყო მთავარი მის შემთხვევაში, სწორედ მშვიდობის ფუნქცია იდო კან-ვიზუალი მდედრის ყველა სცენარში. კან-ვიზუალი მიმართულია მკვლელობის საწინააღმდეგოდ როგორც ფიზიკური, ისე მეტაფიზიკური კუთხით, როგორც სხეულით ისე – სულით. კან-ვიზუალი მდედრი ატარებს იმ ფუნქციას, რომლის შესრულებაც მის გარდა არავის არ შეუძლია.

როდესაც ჩვენი საერთო ჯოგური მხეცი (ლიბიდო) გარბის წინ, მისგან მოდის სიცოცხლის ენერგია, ის იბრძვის, შობს, კლავს, უნდა არსებობდეს საპირისპიროდ მიმართული ენერგია, რაც მას დაბალანსებს. კან-ვიზუალი მდედრი, მორალური, განვითარებული, მშვიდი, კულტურული, ერთადერთია ვისაც შეუძლია თანაგრძნობა, მას შეუძლია ერთგვარად მოთოკოს, დააბალანსოს და დაამშვიდოს ჯოგური ლიბდოს ენერგია. ვიზუალი მდედრი ამ ენერგიას თავისკენ მიმართავს, მაგრამ არა მკვლელობის ენერგიად, არამედ აბალანსებს მთელ აგრესიას, აბალანსებს მკვლელობის სურვილს და ახერხებს ამ ენერგიის მიძინებას.

თუ თქვენ გახსოვთ, ურეთრალურ ვექტორში ჩვენ ვთქვით თუ ვინ არის ბელადი. ის ყველაზე მძლავრი, ყველაზე ვნებიანი მამრია, ის დაუნდობელია მტრების მიმართ, მას აქვს იმხელა ლიბიდო, რომ მთელ ჯოგს წვდება. ურეთრალური ვექტორის მქონე ბელადი მთლიანად ომის მდგომარეობაზეა კონცენტრირებული, მან უნდა მოახერხოს ახალი ლანდშაფტის შექმნა, დაპყრობა, ამიტომ ის ყველაზე მრისხანე ,,მხეცია”. მაგრამ იმისთვის რომ აენთოს, ურეთრალ ბელადს ჭირდება ნაპერწკალი. მაგრამ ვინ უნდა იქცეს ნაპერწკლად ურეთრალის ასანთებად? ეს არის კან-ვიზუალი მდედრი. რატომ სწორედ ის? იმიტომ რომ ის ურეთრალისგან მაქსიმალურად საწინაღმდეგო თვისებათა მატარებელია. ურეთრალი აბსოლუტური ომის მდგომარეობაა, ხოლო კან-ვიზუალი მდედრი აბსოლუტური მშვიდობის მდგომარეობის მატარებელი. ურეთრალი იმისთვის დაიბადა, რომ იომოს, მოკლას, გააფართოვოს სივრცე. კან-ვიზუალი კი იმისთვის – რომ დაიცვას, შეინახოს მოცემული მდგომარეობა, გაუფრთხილდეს სიცოცხლეს.

რა თქმა უნდა, კან-ვიზუალი მდედრი ბევრია და ყველა მათგანს არ აქვს სცენარი ურეთრალთან. რა ხდება დანარჩენი კან-ვიზუალების შემთხვევაში? პირველყოფილ ეპოქაში მდედრის და მამრის ფუნქციები ძალზე მარტივად იყო განაწილებული: მამრი ეს იყო ომის მდგომარეობა და სწორედ ის გადიოდა გამოქვაბულის (უსაფრთხო სივრცის) გარეთ, რათა ენადირა და აეთვისებინა ახალი რესურსები. მდედრი კი პირიქით, მშვიდობის მდგომარეობა იყო და ცდილობდა უსაფრთხო სივრცეში ემოძრავა. ამიტომ მდედრები რჩებოდნენ გამოქვაბულში, მამრები კი დადიოდნენ სანადიროდ და საომრად. რას აკეთებდა კან-ვიზუალი მდედრი იმ დროში? ის სხვა ქალებს არ ჰგავდა, ის არ შობდა ბავშვებს და არ ჰქონდა გამოქვაბულში დარჩენის სურვილი. კან-ვიზუალი მდედრი არავის ეკუთვნოდა და არ ჰქონდა რანგი, მასზე არავინ ზრუნავდა, არავინ ამარაგებდა საკვებით, ამიტომ ის მამაკაცებთან ერთად მიდიოდა სანადიროდ და საომრად. ანუ ატარებდა ერთგვარად მამრების მსგავს რეალიზაციას. მას ჰქონდა სხვებისგან გამორჩეული, დიდი, მგრძნობიარე თვალები და განსაკუთრებული მხედველობა. სწორედ ამ უნარით იყო ჯოგისთვის გამოსადეგი.

მაშინ ჯერ არ არსებობდა კინო, თეატრი, მოდური ჟურნალები. ერთადერთი რაც ვიზუალს სხვებზე უკეთ შეეძლო, იყო გარემოზე დაკვირვება. ატრიალებდა თავს აქეთ-იქით, აფახულებდა თვალებს და ათვალიერებდა გარემოს, ის ყველაზე კარგად არჩევდა ბალახში თუ ტყეში ჩასაფრებულ მტერს. მათ განსაკუთრებული თვალები ჰქონდათ, ამიტომ მათსავით არავის შეეძლო დამალული საფრთხის შემჩნევა. მთელი ჩვენი ცხოვრება ეგოიზმია, ყოველი ჩვენგანი, ესაა სიცოცხლის განსაზღვრული ფორმა: ერთი მხრივ არსებობს არსი, რომელიც ივსება და მეორე მხრივ ცხოველური ეგოიზმი, ეგოიზმი რომელსაც ჯერ არ მიუღწევია ადამიანური დონისთვის. ვინაიდან ცხოველური ეგოიზმი ადამიანურ დონემდე არ გაზრდილა, ამიტომ ის ცდილობს აივსოს სხვების ხარჯზე. ამიტომ აქ ვხვდებით გადაწყვეტილებას, რომ ამ ეგოიზმს სურს თქვენს ხარჯზე ავსება. ასეთი ეგოები მუდმივად არსებობენ, მაგრამ ისინი ინიღბებიან განსაზღვრული სახით. თვით ცხოველებშიც კი ეს შენიღბვა გვხვდება და გამოიხატება იმით, რომ ყოველ ცალკეულ ცხოველს აქვს განსაზღვრული დაცვითი მექანიზმი, დაცვითი ნიღბები. ყველა ცხოველი ინიღბება იმისთვის რომ მოახერხოს მეტი საკვების მოპოვება, ან თავი დაიცვას იმისგან, რომ თვითონ არ იქცეს საკვებად. ასევე ხდება ადამიანური ეგოს შენიღბვაც. და არავის, ვიზუალის ვექტორიანთა თვალების გარდა, არ შეუძლია შეიგრძნოს და აღიქვას ეს განსხვავება.

wild woman by boobic

კუნთის ვექტორიანი თავისთვის დაბაჯბაჯებს და ტყეში ჩასაფრებულ ნადირს მანამ ვერ შეამჩნევს, სანამ თავით არ დაეჯახება. კუნთის ვექტორიანს გარემოში საადაპტაციოდ სრულიად სხვა მექანიზმი ეხმარება – ის საკუთარ თავს ბუნების ნაწილად შეიგრძნობს. ყველა დანარჩენი კი ასეთ რამეს საერთოდ ვერ აღიქვამს. ხდებოდა საკმაოდ უცნაური რამ: მდედრი პოულობდა ისეთ რეალიზაციას, რომელიც მამრობით რეალიზაციად ითვლებოდა. კან-ვიზუალი მდედრი მიდიოდა ისეთი ფუნქციის შესასრულებლად, რომელიც სრულიად არ ითვლებოდა ქალურ ფუნქციად. მაგრამ იქაც განსხვავებულ ფუნქციას ასრულებდა. ომში თუ ნადირობაში ყველა იმისთვის მიდიოდა, რომ სხვებისთვის სიცოცხლე წაერთმიათ, ან საკუთარი სიცოცხლე გაეწირათ. კან-ვიზუალი მდედრი კი სხვების სიცოცხლეს იცავდა, აფრთხილებდა სხვებს მოახლოებული საფრთხის შესახებ. ანუ ასრულებდა ყველასგან განსხვავებულ ფუნქციას – სხვების სიცოცხლის გადარჩენას. მაგრამ იცავდა არა ყვირილით, სიტყვებითა და ხმაურით, არა ორალური საფრთხის მომასწავებელი ჭყივილით (ეს ვიზუალების ფუნქცია არ არის, მათ ასე არ შეუძლიათ, ვიზუალებს ნაზი ხმა აქვთ, ყვირილიც კი არ შეუძლიათ, როცა ყვირილია საჭირო მათ ხმა უწყდებათ, მაშინაც კი როცა რაღაცას ეჯახებიან მათი წამოძახილია: ვაი! თუ თქვენ მგზავრობთ მანქანით ვიზუალის ვექტორიან ქალთან ერთად და ხდება ისე რომ საჭესთან თქვენ ზიხართ, ის კი თავისი ფახულა თვალებით გზას ათვალიერებს, თავს აქეთ-იქით ატრიალებს, თუ რაღაც საფრთხეა, ის მხოლოდ წამოიძახებს: ვაი! და მორჩა. საფრთხის მომენტში მას არ აქვს თვითკონტროლი, ახასიათებს მხოლოდ შეშინებული წამოძახილი.) ამიტომ ძველ ჯოგში თუ საფრთხეს შენიშნავდა, მაქსიმუმ ნაზად წამოეძახა: ვაი, ნახეთ, იქ ნიანგია! მაგრამ ზუსტად სად, რამდენი, რა ჯიშის, ამაზე მაინცდამაინც ბევრს არ ამბობდა, სანამ ის ხმის ამოღებას მოასწრებდა შეიძლება იმ ნიანგს ყველა შეეჭამა. ამიტომ მას გაფრთხილების სხვა მექანიზმი ჰქონდა.

შეგახსენებთ რომ კუნთურ ფაზაში ჯოგის ყველა წევრი თავს ჯერ კიდევ ერთიან სხეულად გრძნობდა, რადგან ჯერ კიდევ არ იყო გამოვლენილი ,,მე”. მაშინ თვით კანის ვექყტორიანებიც კი ვერავის ქურდავდნენ, რადგან მათი ჯოგის წევრი მათი ნაწილი იყო, ყველა ერთიან სხეულად გრძნობდა თავს. მაშინ ხდებოდა ცხოველურად რანჟირება, ყნოსვით, სუნებით. შეშინებული ვიზუალი განსაკუთრებულ სუნს გამოსცემდა, შიშის სუნს, რომელსაც მთელი ჯოგი გრძნობდა. ვიზუალები უბრალოდ ამჩნევდნენ საფრთხეს და შიშისგან იკუნტებოდნენ, თვალები უფართოვდებოდან და შეშდებოდნენ. მაგრამ ეს უკვე საკმარისი სიგნალი იყო დანარჩენებისთვის, რომ საფრთხე ეგრძნოთ და მომზადებულიყვნენ. გასაგებია რომ დღეს ეს მექანიზმი უკვე აღარ მუშაობს და არც დგას ამ მექანიზმის მუშაობის აუცილებლობა, ამიტომ დღევანდელი ვიზუალები თავს სხვანაირად ავლენენ, მაგ, მანერული შეძახილით: ვაი, გოგოებო ქუსლი მომტყდა!

მოდით გადავიდეთ შემდეგ, ანალურ ფაზაზე. რა მოხდა იქ?! თქვენ უკვე იცით, რომ ანალურ ფაზაში მოხდა ერთიანი ჯგუფის დაყოფა, გამოვლინდა სხვადასხვა ჯგუფები, რომლებიც უკვე ერთმანეთს ეჯახებოდნენ და რაც დრო გადიოდა უფრო ევიწროვებოდათ საკუთარი საარსებო სივრცე. ანალის ვექტორიანები საკმაოდ კონფლიქტურები არიან, მათ არც კანის ვექტორიანებივით მოლაპარაკება იციან. ანალები პრობლემებს ხშირად ძალით წყვეტენ, სწორედ აქედან წარმოიშვა ისეთი მოვლენა, როგორიცაა ომი. ომი ვიზუალის ვექტორიანებისთვის ყველაზე საშინელი მოვლენაა. ანალურ ეპოქაში გამოვლინდა საკმაოდ საინტერესო მოვლენები. კუნთურ ფაზაში იყო ნადირობა და შეტაკებებიც, მაგრამ ომი, როგორც ასეთი – არ არსებობდა. ანალურ ეპოქაში კი ჩვენს ჯოგურ სხეულს გამოუვლინდა ორი ძირითადი მდგომარეობა. 1) მშვიდობის მდგომარეობა, როცა მიმდინარეობდა ჩვეულებრივი მშვიდობიანი ყოფა, ყველა წყნარადა იყო და საერთო მყუდროებას მხოლოდ ყოფითი პრობლემები თუ არღვევდა. 2) ომის მდგომარეობა. ესაა საყოველთაო აღგზნების მდგომარეობა, მდგომარეობა როცა მიძინებული მხეცი (ცხოველური ბუნება) იღვიძებს, ესაა მდგომარეობა როდესაც გაღვიძებულ მხეცს სისხლი სურს.

პერიოდულად ხდებოდა ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა. და მთავარ როლს ამ მდგომარეობების ცვლაში სწორედ კან-ვიზუალი მდედრი ასრულებდა. სწორედ ამის შესახებ გვექნება ამჟამად საუბარი. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს რომ ანალურ ფაზაში კან-ვიზუალ მდედრს ჰქონდა სამი ძირითადი როლი.

1) ეს არის კან-ვიზუალი მდედრი, რომელსაც ვიზუალური ვექტორი განვითარებული აქვს ყველაზე მაღალ საფეხურამდე, თანაგრძნობის, სიყვარულის დონემდე. ანუ როდესაც ვიზუალური ვექტორი ვითარდება იქამდე, რომ მის ქვედა ვექტორში არსებული ბოლომდე ემორჩილება, შეიძლება ითქვას ნებდება ადამიანურ ბუნებას. კან-ვიზუალი მდედრის ეს მდგომარეობა არის ჭშმარიტი მშვიდობის მდგომარეობა (დანარჩენი ორი კატეგორიის კან-ვიზუალის შემთხვევაში მთლად მშვიდობის მდგომარეობა აღარ არსებობს). რა განსაკუთრებულობა აქვს ასეთ კან-ვიზუალ მდედრს? თუ ლიბიდოს კუთხით ვისაუბრებთ, ალბათ მიხვდებით, რომ ამ მდედრში ვიზუალური ვექტორი სრულიად დომინირებს კანზე. ვიზუალური ვექტორი არ არის სექსუალურობის, აგრესიულობის ვექტორი, მასში საერთოდ არ არის ცხოველურობა. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მდედრი, რომელიც არავის ეკუთვნის, არავის ,,აძლევს”. (საერთოდ სექსუალური ურთიერთობების კუთხით ვიზუალურ ვექტორში არის ორი უკიდურესობა: ერთი ისაა, რაზეც ახლა გვქონდა საუბარი, ანუ ვიზუალი, რომელიც არავისთან არ ამყარებს სქესობრივ კავშირს. ხოლო მეორე უკიდურესობაა, როდესაც ვიზუალი ყველასთან განურჩევლად წვება).

კან-ვიზუალი მდედრი, განვითარებული ვიზუალური ვექტორით, პრაქტიკულად არ მონაწლეობს სექსუალურ ურთიერთობებში. რას აძლევს ასეთი მდედრი ჩვენს ჯგუფს? თუ ვისაუბრებთ ომზე, როგორც ჩვენი ჯგუფის მდგომარეობაზე, აქ ყველაფერი ძალიან რთულდება. ომი ბევრად უფრო სახიფათო საქმეა, ვიდრე თუნდაც ნადირობა, რადგან მეომარი ადამიანის საპირისპირო მხარეს დგას არა შეუიარაღებელი ცხოველი, არამედ საბრძოლოდ გამზადებული ადამიანი. სწორედ ანალურ ეპოქაში დაიწყო ადამიანთა მიერ ერთმანეთის მასობრივად განადგურება. აქ ერთმანეთს ებრძოდა ათასობით ადამიანი, ქვეყნები, იმპერიები. ადამიანებმა დაიწყეს თავგანწირვა ანალური ფასეულობებისთვის (სამშობლო, სარწმუნოება). ჯგუფში უნდა ყოფილიყო ვიღაც, ვინც ხმას აიმაღლებდა ამ მდგომარეობის წინააღმდეგ. ჯგუფის წინაშე დააყენებდა ხარისხობრივად ახალი ტიპის მოთხოვნილებას – მშვიდობის დამყარების აუცილებლობას. ძირითადად ამ ფუნქციას ასრულებდნენ კან-ვიზუალი მდედრები.

nurses 930x600

კან-ვიზუალები მიდიოდნენ ომში მედდებად, სწორედ ისინი იყვნენ ვისშიც მოყვასის სიყვარულმა სიკვდილის შიშს აჯობა. წარმოიდგინეთ: ვიზუალებისთვის ყველაზე დიდი შიში, გაქრობის, სიკვდილის შიშია. მაგრამ განვითარებულ კან-ვიზუალებში ისეთი ძლიერი იყო მოყვასის სიყვარულის მდგომარეობა, რომ ისინი არაფრად აგდებდნენ შიშს, და მათში იმარჯვებდა სხების დახმარების სურვილი.

მაგრამ კან-ვიზუალი მდედრების როლი მხოლოდ დაჭრილთა სხეულებს დახმარებით არ შემოიფარგლებოდა, მათი წყალობით გამოვლინდა ახალი მოვლენა, რომელსაც ეწოდება მედიცინა. კან-ვიზუალებმა დაიწყეს განსხვავებული ფუნქციის შესრულებაც. დღესაც არსებობს მოვლენა, რომელსაც ეწოდება ამ ქვეყნიდან გასაცილებელი სიმღერა. ეს მოვლენა სათავეს იღებს კუნთურსა და ანალურ ფაზებს შორის გარდამავალ პერიოდში. როდესაც უძველესმა კან-ვიზუალმა მდედრებმა დაიწყეს ომის დროს დაჭრილი და მომაკვდავი ადამიანების დამშვიდება, მომაკვდავი, რომელიც ეჭიდებოდა სიცოცხლეს, მაგრამ ნელ-ნელა მაინც კვდებოდა. სწორედ ასეთებს კან-ვიზუალები დასმშვიდებლად იმქვეყნად გასაცილებელ სიმღერებს უმღეროდნენ. ამით ერთგვარად ამშვიდებდნენ მომაკვდავს, უწყნარებდნენ ფსიქიკას. პრინციპში მას აცილებდნენ ამ ქვეყნიდან, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

ამ მოვლენამ შვა კან-ვიზუალების მეორე ტიპი, და მოვლენა რომელიც პრაქტიკულად დღეს აყვავდა. ესაა ფსიქოთერაპია. ეს ასევე ძალზე განვითარებული კან-ვიზუალის ტიპია რომელიც ასევე ომის მდგომარეობის საწინააღმდეგო მოვლენაა. როგორც ზემოთაღწერილი, ისე ეს მდგომარეობაც მიმართულია სიცოცხლის დაცვისა და შენარჩუნებისკენ. ეს ორივე განვითარებული, ანუ პირველი კატეგორიის ვიზუალის განშტოებებია. სიცოცხლე სწორედ ის ფასეულობაა, რომლის დასაცავადაც იბრძოდნენ ვიზუალები საუკუნეთა განმავლობაში. რას აკეთებდა განვითარებული კან-ვიზუალი მდედრი, მდედრი რომელიც თითქმის არავისთან ამყარებდა სქესობრივ ურთიერთობას, მდედრი მშვიდობის მდგომარეობით? ის ასრულებდა კიდევ უფრო მნიშვნელოვან ფუნქციასაც, ის ცდილობდა უკუეგდო (თავიდან აერიდებინა) ომი. როგორ? ბავშვების აღზრდით.

განვითარებული კან-ვიზუალი მდედრი, აღმზრდელია. რაშია აღზრდის არსი და რით განსხვავდება ის სწავლისგან? სწავლა არის ის, რაც ჩვენ გვაძლევს ინფორმაციას გარე სამყაროს შესახებ, ინფორმაციას გარემომცველ ლანდშაფტზე, გვეხმარება ლანდშაფტის ათვისებაში. ეს ანალური მოვლენაა. ხოლო აღზრდა არის ის, რაც გვეხმარება ჯგუფის შიგნით ცხოვრებაში. აღზრდა არის ის, რაც გვასწავლის როგორ ვიცხოვროთ მშვიდობიანად, როგორი ურთიერთობები გვქონდეს ერთმანეთთან, ეს კი ვიზუალური ფასეულობებია. როგორც ანალის ვექტორიანი ინახავს გამოცდილებას და წარსულის ინფორმაციას. ისე ვიზუალები ინახავენ და ასწავლიან ურთიერთობების გამოცდილებას. ანუ არა გამოცდილებას მატერიალური თვალსაზრისით, არამედ არაფიზიკური კუთხით, ფასეულობათა იმ დონით, რომლითაც მათ ისწავლეს სხვებთან შეწყობა და თანაცხოვრება. ვიზუალები ასწავლიან მორალისა და ჰუმანიზმის იმ დონეს, რასაც კაცობრიობამ იმ დროისთვის მიაღწია. დღეს უკვე კანურ ფაზაში ვიმყოფებით და მორალურ-კულტურული დონე საკმაოდ მაღალია. უკვე დიდი ხანია ხმლებით და ცულებით აღარ ვიბრძვით. ეს კი დიდი დოზით ვიზუალური ზომის დამსახურებაა. მომავალი თაობის აღზრდას ვიზუალები სხვადასხვანაირად ცდილობენ, ისინი ასწავლიან ქცევის წესებს, კულტურას და სხვა.

carmen

2) შემდეგი ტიპია კან-ვიზუალი განუვითარებელი ვიზუალური ვექტორით. რას ნიშნავს განუვითარებელი ვიზუალი? ეს ნიშნავს, რომ ძირითადი რეალიზაცია, რომელსაც ასეთი კან-ვიზუალი პოულობს, გამომდინარეობს არა ვიზუალური ვექტორიდან, არამედ კანის ვექტორიდან. ანუ ეს არის კანის ვექტორიანი ქალი, მოქნილი, გაქნილი, მაგრამ ერთვექტორიანი კანისგან განსხვავებით უფრო ნაზი, უფრო მანერული. ანუ აქ ვიზუალი მხოლოდ მეორადი ვექტორი ხდება, ის იქცევა როგორც კანის ვექტორიანი და კანის ვექტორით მართავს თავის მეორე – ვიზუალურ ვექტორს. მაგალითად: ის მსახიობობს, ოღონდ არა თეატრში ან კინოში, არამედ ცხოვრებაში. ესაა მისი ძირითადი რეალიზაცია. ის ცდილობს წარმოაჩინოს თავისი ვიზუალური სილამაზე და გაიძულოთ მისით აღფრთოვანდეთ. სწორედ ასეთი კან-ვიზუალი მდედრები, მეტ-ნაკლები დონით ცდილობენ იმანიპულირონ ჩვენი ბუნების ისეთი უხეში არსებით, როგორიცაა მამაკაცი.

სწორედ ასეთი კან-ვიზუალი მდედრები, განუვითარებელი ვიზუალური ვექტორით, ვლინდებიან კოკეტებად (კეკლუცი ქალი). ასეთი მდედრები ჯგუფში ასრულებენ განსაზღვრულ ფუნქციას. ესენი არიან მაცდური ქალები. ეს მათსავით არავის შეუძლია, არავის შეუძლია მათსავით ყველა მამრს უჟუჟუნოს თვალები. ისინი ერთი მზერით, ერთი შეხედვით ინადირებენ მამრებს, შეუძლიათ კაცი ჭკუიდან შეშალონ, აღაგზნონ, მხეცად აქციონ. მაცდური კან-ვიზუალი მდედრი განსაკუთრებული მოვლენაა, ის ყველას ეკეკლუცება, მაგრამ მისი მოპოვება რთულია. ეს არის ქალი – სუპერპრიზი, ჯეკპოტი ნებისმიერი მამრისთვის. ამ კატეგორიის მდედრები დღევანდელ ეპოქაში გახდნენ მსახიობები. ცუდ რეალიზაციაში მოღალატე ცოლები.

როგორც იცით იერარქიის სათავეში დგას ურეთრალი, მის შემდეგ კი მოდიან სხვადასხვა რანგის კანის ვექტორიანი ოფიცრები, რომლებიც მთელი ცალით ცდილობენ ზემოთ აცოცებას კარიერულ კიბეზე. ეს კანი ოფიცრები ურეთრალს მიყვებიან ომში, მაგრამ ომი საკმაოდ სახიფათო საქმეა, აქ ადამინების სიცოცხლე საფრთხეშია. სიცოცხლის გარისკვა კი არავის სურს. სწორედ აქ შემოდიოდა საქმეში მაცდური კან-ვიზუალი მდედრი თავისი ხელმისაწვდომობით. ის კანის ვექტორიან ოფიცრებს ჩასჩურჩულებდა ალერსიან სიტყვებს და შთააგონებდა, რომ ომში მათ კარიერული წარმატება ექნებოდათ. მხოლოდ მაცდურ კან-ვიზუალ მდედრებს შეუძლიათ დაპირებებით ისე აცდუნონ მამრი, რომ ის ყველაფერზე წავიდეს, სიკვდილზეც კი. მხოლოდ მაცდურ კან-ვიზუალ მდედრებს შეუძლიათ ვნებიანი ცეკვისას მთელი სხეულით მიეწებოს პარტნიორს და აღაგზნოს ის დაპირებით. საბოლოოდ კი გაბრიყვებულ კაცს მხოლოდ ომში მიღებული ჭრილობები და რქები რჩება.

რაც ასევე საინტერესოა, ეს კან-ვიზუალი მამრებს სურვილს უღვიძებს, მაგრამ საბოლოო თანხმობას არ აძლევს. მხოლოდ ასეთ კან-ვიზუალს შეუძლია ვნებიანი კოცნით და ნახევრად გაშიშვლებული სხეულით ჩახუტების შემდეგ ვნებით გაგიჟებულ მამრს უთხრას კარგად იყავი, ჩემი წასვლის დროაო. თუმცა თუ ეს მამრი შემდეგ ომში უნდა წავიდეს, ის უკვე ისეა აღგზნებული რომ მტერთან საომრად იარაღიც არ სჭირდება, მზადაა შიშველი ხელით დაახრჩოს ნებისმიერი შემხვედრი. დაპირებებით მოხიბლული და აღგზნებული მამრები მთელი ძალით იბრძვიან, რომ ამ ქალის ალერსი დაიმსახურონ. სწორედ ესაა ამ კან-ვიზუალის ფუნქცია. შეგიძლიათ ამას ნებისმიერი სახელი დაარქვათ, მაგრამ ეს მთელი მექანიზმია, რომელიც ჯოგის მამრებს რომლებიც ისე არსად წავიდოდნენ, თავის მხრივ უბიძგებს შიშველი ხელით თხარონ მიწა, იბრძოლონ, მტერს შეაკვდნენ, ან მკერდიდან გული ამოგლიჯონ და ის თავისი ვნების ობიექტის ფეხთით ძღვნად მიიტანონ. ამაზე ნაკლებ ძღვენის მიღებას, ომიდან დაბრუნებული მამრისგან, მაცდური კან-ვიზუალი არ დათანხმდება. ეს კან-ვიზუალი ხომ სუპერპრიზია, ამიტომ ის უნდა დაიმსახუროთ.

prostitution1

3) მესამე ტიპია, კან-ვიზუალის ის გარკვეული შემთხვევა, როდესაც კან-ვიზუალს განუვითარებელი ვიზუალით ერთვის ორალური ვექტორიც. ორალი ენერგიის მეოთხედის ვექტორია, ის იძლევა მეტ ცხოველურობას, მეტ სიმხეცეს. მეორე მხრივ ორალურ ვექტორს აქვს ნაკლები სინაზე, ნაკლები მგრძნობელობა, მაგრამ ეს ვექტორი იძლევა მეტ ენერგიას, მეტ ცხოველურობას. თუ მხოლოდ კან-ვიზუალი მდედრი ნაზია და ბავშვებს არ აჩენს, ორალი მას უმატებს ერთგვარ ვულგარულ ცხოველურობას. გრძნობებსა და ემოციებს ცვლის უხეში შეგრძნებები. ამიტომ აქ ვხედავთ ახალ, სრულიად განსხვავებულ რეალიზაციას. ამ სამი ვექტორის კომბინაცია მდედრში ხშირად იძლევა საკმაოდ არარეალიზებულ სცენარს და ასეთი მდედრი ხშირად ხდება მეძავი.

შეიძლება ვიღაცამ იკითხოს, კი მაგრამ, წინა შემთხვევაში აღწერილი კან-ვიზუალი რა, მეძავისგან დიდად განსხვავდება? ეს ორი სიტუაცია ბევრს ერევა და მნიშვნელოვანია აიხსნას განსხვავება ამ ორს შორის. წინა შემთხვევა, ანუ მდედრი კან-ვიზუალი განუვითარებელი ვიზუალური ვექტორით, ადემონსტრირებს საკუთარ თავს, კეკლუცობს, მაგრამ ის კაცებზე მონადირე კი არაა, არამედ მასზე სხვები ნადირობენ. ის აფახულებს თვალებს და კაცებს თავისთან ძალზე ახლოს უშვებს, მაგრამ ის ბოლომდე არ იხსნება, ფულისთვის კაცს ყველაფრის უფლებას არ მისცემს. აი ბოლო შემთხვევა კი (კან-ვიზუალ-ორალი მდედრი) უკვე კაცებზე მონადირეა. ეს ორი შემთხვევა არანაირ კავშირში არაა ერთმანეთთან. მაცდური კან-ვიზუალი ყველას სურს, ანალის ვექტორიანი მამრები მის კეკლუცობაცე ცოფდებიან და ახურებული ბუღებივით ხდებიან. განუვითარებელი კან-ვიზუალ-ორალი მდედრი კი არავის არ ახელებს, ის თვითონვე სთავაზობს ფულის სანაცვლოდ საკუთარ სხეულს ნებისმიერ შემხვედრს. ეს სრულიად განსხვავებული მოვლენებია, განსხვავებული სცენარები.

მაგრამ რა საჭიროა ასეთების არსებობა? ნუთუ პროსტიტუციაც ბუნებითაა განსაზღვრული? თან კი, თან არა. რაღაც კუთხით ეს ასეა, დღეს პროსტიტუციაც საჭიროა. საქმე იმაშია, რომ ჩვენი ჯოგი ცხოვრობს და მოძრაობს მიღება-გაცემის სურვილების მონაცვლეობის კანონების თანახმად. ნებისმიერი მეომარი, რომელიც რისკავს საკუთარ სიცოცხლეს ომში, ამით ის გასცემს საკუთარ საბრძოლო თვისებებს ჯოგის სასარგებლოდ და ამით მოიპოვებს საკუთარ რანგს. ადამიანებს გვაქვს განსაზღვრული (საკმაოდ რთული) სახის მოწყობა, თითოეულ ჩვენგანს აქვს განსხვავებული ბუნება. ასევე ჩვენში არის არაცოცხალი, მცენარეული, ცხოველური და ადამიანური ბუნება. არაცოცხალი დონე არის მხოლოდ საკუთარი თავი, მცენარეული დონე ესაა წყვილში ურთიერთობები, ხოლო ცხოველური დონე – ჯგუფთან ურთიერთობები.

წყვილის ურთიერთობები, ანუ ურთიერთობა მდედრსა და მამრს შორის პირადულია. ესაა ერთის ურთიერთობა ერთთან. რეალურად რეალიზაციის შანსი ნაკლებია, თუ პიროვნებამ არ გაიარა როგორც წყვილში ურთიერთობის, ისე ჯგუფში რეალიზაციის საფეხურები. თუ თქვენ დააკვირდებით ურთიერთობას მდედრსა და მამრს (ანუ ორ სხეულს) შორის, მდედრი იღებს (ეაკულატს), მამრი კი გასცემს. მაგრამ ვისზე უნდა გასცეს ეაკულატი მამრმა, თუ ის მეორე დღეს ომში სასიკვდილოდ მიდის? მითუმეტეს, რომ მას გაცემა მაინც სურს. ამ დროს უნდა იყოს ვიღაც, ვინც მიღებაზე დათანხმდება. მაგრამ ვის ჭირდება ეს? თუ სქესობრივ ურთიერთობას შედეგი მოჰყვა ბავშვის სახით, მას დაჭირდება გამოკვება, მზრუნველობა, აღზრდა. ამიტომ ასეთ ურთიერთობაზე ჩვეულებრივი მდედრები არ თანხმდებიან. ჩვენ ზემოთ ვთქვით, რომ ყველა ჩვეულებრივი ქალი შობს ბავშვებს. მაგრამ ჩვენი კან-ვიზუალი, პატარა ლიბიდოთი, მკვლელობისა და შობის ნულოვანი სურვილით, ბავშვებს არ აჩენს. ის ამ ყველაფრისგან თავისუფალია. მას შეუძლია იყოს ვისთანაც უნდა, რამდენჯერაც უნდა და ამის სანაცვლოდ ის არ ითხოვს რანგს ჯგუფში. ამიტომ სწორედ ასეთი განუვითარებელი კან-ვიზუალი, დართული განუვითარებელი ორალური ვექტორით, მეძავის რეალიზაციით, ფულის სანაცვლოდ უფლებას აძლევს კუნთის ვექტორიან (ან სხვა ვექტორის მქონე) მეომარს, მიიღოს ქალთან დატკბობის სიამოვნება, შეიცნოს ქალი, ანუ გასინჯოს ყველაზე გემრიელი რამ, რის გასინჯვაც კაცს ამ ქვეყნად შეუძლია, ამასთან ორივესთვის ყოველგვარი შედეგის შიშისა და პასუხისმგებლობის გრძნობის გარეშე. შეხედეთ როგორი საინტერესო სიტუაცია ლაგდება. ჩვენ ვნახეთ კან-ვიზუალების რამდენიმე, სრულიად განსხვავებული ტიპი. მაგრამ თვით მეძავის მდგომარეობაში, ანუ ცუდ სიტუაციაშიც კი ჩადებულია საკმაოდ ღრმა, და ძალზე სულიერი არსი.

საერთოდ, როგორც წესი, სიკვდილის ყველაზე მეტად ეშინიათ იმ ადამიანებს, რომლებმაც რაღაც ვერ მოასწრეს, მისაღწევს ვერ მიაღწიეს. მაგალითად, კანის ვექტორიანი იხვეჭს, აგროვებს, შემდეგ კვდება და დამუჭულ ხელშიც ფული აქვს ჩაბღუჯული, მისი უკანასკნელი სიტყვები იქნება: ჯერ ცოტა მაქვს. მან ვერ მიაღწია თავის მიზანს, ამიტომ უჭირს ამ ქვეყნიდან წასვლა, ეს მისთვის მტკივნეულია. ყოველი ჩვენგანი, ყოველი ვექტორი ერთგვარი პროგრამაა და თითოეული საკუთარი ფუნქციის შესასრულებლად იბადება. მაგრამ არსებობს აუცილებელი მინიმუმი, რის მიღწევაც ნებისმიერს ჭირდება. ამ მინიმუმს შორისაა წყვილში ურთიერთობაც. ყველას ჭირდება საწინააღმდეგო სქესის მინიმუმ ერთხელ შეცნობა. იმიტომ, რომ პარტნიორთა ოდენობაში ნული, ნიშნავს ნულს რეალიზაციაშიც. ამიტომ მთელი ისტორიის მანძილზე, განსაკუთრებით ანალურ ფაზაში, დღევანდელ დღემდეც კი, ყოველთვის რაც ომები არსებობს, რაც არსებობს სიცოცხლის რისკი, მუდამ არსებობდნენ მსუბუქი ყოფაქცევის მდედრები, რომლებიც პეპელასავით ყველა ყვავილს აჯდებიან. ისინი ფულის სანაცვლოდ დაჰყვებოდნენ ჯარს, მეომრებს სქესობრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში ეხმარებოდნენ და ამით შოულობდნენ საარსებო სარჩოს. მითუმეტეს, რომ ამ მდედრებს არ შეეძლოთ ბავშვის გაჩენა. კან-ვიზუალების გარდა, ნებისმიერი სხვა ქალი სქესობრივ ურთიერთობებს ამყარებდა შთამომავლობის გასაგრძელებლად.

მოდით შევაჯამოთ ჩვენი ლექციის პირველი ნაწილი. ჩვენ ძირითადად განვიხილეთ კან-ვიზუალური კომბინაცია და მისი როლი ანალურ ფაზაში. რა თქმა უნდა, ანალურ ფაზაში კან-ვიზუალის ყველაზე მაღალი რეალიზაცია იყო პირველი შემთხვევა: აღმზრდელი, ექიმი, და ანალური ფაზის ბოლოს ფსიქოთერაპევტი. სწორედ ეს იყო ვიზუალური ზომის არსის შეჯამება – ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა (როგორც სხეულის, ისე სულის). რატომ წარმოიშვა ანალურ ფაზაში ამის აუცილებლობა? იმიტომ რომ ჯგუფების და პიროვნული ,,მეს” გამოყოფა სწორედ ანალურ ფაზაში მოხდა, ამან კი წარმოშვა კონფლიქტები. სწორედ ამ ყველაფრის გამო ადამიანებს გაუჩნდათ საკუთარი ,,მეს” მაქსიმალურად წარმოჩენის სურვილი, ამას კი სხვისი ,,მეს” დამცირებისა და გასრესის ხარჯზე ცდილობდნენ. ამიტომ გაჩნდა ფასეულობათა ახალი სისტემები, ახალი მოთხოვნილებები. ერთია როდესაც კუნთურ ფაზაში ყველა ერთად, ერთიან ორგანიზმად ცხოვრობდა, აქ არავის არავისთან არ ჰქონდა პრეტენზიები. მაგრამ სულ სხვაა იცხოვრო გარემოში სადაც ყველა გამოცალკევებულია და განსხვავებულებს ვერავინ იტანს. სწორედ აქ გამოვიდნენ ასპარეზზე ვიზუალის ვექტორიანები. მათ დაიწყეს ხალხისთვის ახსნა, რომ ანალური პოსტულატი: ,,კბილი კბილის წილ, თვალი თვალის წილ”, სწორი არ არის. ვიზუალურმა ზომამ კაცობრიობას საკუთარი პოსტულატი შესთავაზა: ,,თუ ერთ ლოყაში გაგარტყავენ, თქვენ მეორე მიუშვირეთ”, ,,გიყვარდეს მოყვასი შენი”. სწორედ ესაა ვიზუალების ფასეულობათა სისტემა: მკვლელობა არ შეიძლება, ეს ადამიანებს ტკივილს აყენებს. არ შეიძლება ძალადობა, ეს ცუდია. სიყვარული, სიკეთე სილამაზე, მორალი, ჰუმანიზმი, სწორედ ეს ფასეულობები შემოაქვს ვიზუალურ ვექტორს ჩვენს საზოგადოებაში. ვიზუალებმა დაიწყეს ამ ფასეულობების გადაცემა ადამიანებისთვის, სწორედ ამას ეწოდება აღზრდა.

micelangelo pieta vatikan sobor petra konobella allitaliano 4

ვიზუალური ვექტორის ანალურ ფაზაში მოღვაწეობაზე თითქმის სულ ესაა. თუმცა არ შეიძლება არ ვახსენოთ ხარისხობრივად ახალი მოვლენა. ანალ-ვიზუალი ადამიანები. ანალურ ფაზაში თანდათან ისინიც გამოვიდნენ არენაზე. კუნთურ ფაზაში მათი არსებობის საჭიროება არ იდგა, მაგრამ ანალურ ფაზაში ეს საჭიროება დადგა და ასეთებმაც დაიწყეს დაბადება. რა ფუნქცია ჰქონდათ ანალ-ვიზუალებს? თუ კანის ვექტორი ურთიერთობებისა და დამოკიდებულებების სფეროა (მხოლოდ ერთვექტორიანი კანი ხომ ხელმძღვანელი და ორგანიზატორია), ანალური ვექტორის მოღვაწეობის მთავარი პროდუქტი უფრო მატერიალურია. ანალური ვექტორი პროფესიონალია, მას შეუძლია რაღაც გამოძერწოს, გამოჩარხოს, შეუძლია იმუშაოს სოფელში, პრინციპში ყველა სამუშაო რომელიც ხელით სრულდება ანალური ვექტორის საქმიანობის შედეგია. თუ ამას დავუმატებთ ვიზუალურ ვექტორს, ანუ ანალურ პროფესიონალიზმზე ვიზუალური კულტურის დამატებით მივიღებთ ხელოვნებას. ამიტომ ანალ-ვიზუალებს ჰქონდათ ჯგუფში საკუთარი რანგი, მათ შეეძლოთ რაღაცის შექმნა, შეეძლოთ სურათი დაეხატათ, ქანდაკება შეექმნათ, ბოლოს და ბოლოს შეეძლოთ ძვირფასი ქვების დაწახნაგება. ანუ ანალ-ვიზუალური კომბინაციას ვიზუალური არამატერიალური კულტურის ცნება, გადმოჰქონდა მატერიაში. ამიტომ დღეს ანალ-ვიზუალები ქმნიან თანამედროვე არქიტექტურის საოცარ ნიმუშებს. წარსულში სწორედ ანალ-ვიზუალების შექმნილია ძველი ანტიკური სკულპტურები, რენესანსის დროინდელი მხატვრობის შედევრები, მოკლედ მთელი მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობა.

განვაგრძოთ და გადმოვინაცვლოთ კანურ ფაზაში. რა შეიძლება ითქვას კანური ფაზის შესახებ? თუ სისტემურად შევხედავთ, ვიზუალური ფაზა უკვე გავიარეთ, დღეს პლანეტა უკვე მთლიანად მათია, დღევანდელი სამყარო გაჯერებულია ფერებით, ნახატებით, ვიდეოგადაღებებით, ფოტოგრაფიებით. სამყარო დღეს ისეთი კაშკაშაა, როგორც მანამდე არასოდეს ყოფილა. დღეს ყველგან შეხვდებით ვიზუალების ლოზუნგს: ,,სილამაზე გადარჩენს მსოფლიოს!”. დღეს მთელი ძალით გაიშალა ბრძოლა ბუნების და ცხოველების დასაცავად. შეიძლება ითქვას, რომ კეთილმა, დაუცველმა ვიზუალის ვექტორიამა ადამანებმა თავისას ნაწილობრივ მიაღწის. დღეს ყველგან, ტელევიზიებიდან, ჟურნალებიდან, ინტერნეტიდან ვიზუალები მთელ მსოფლიოს მოუთხრობენ სილამაზესა და სიყვარულზე. და რაც მთავარია ამას უკვე სხვებისგანაც მოითხოვენ.

ვიზუალის ვექტორიანები დედამიწის მოსახლეობის 5% შეადგენენ (თუ ტალკაჩოვის გამოთვლებს ვენდობით), მაგრამ ისინი მათი ფასეულობების დაცვას ყველასგან მოითხოვენ. ადამიანთა უმეტესობა დღესაც იბრძვის საკვებისთვის, ვიზუალები კი ამ დროს ყველას მოუწოდებენ უყვარდეთ ერთმანეთი, უყვებიან სიყვარულსა და სილამაზეზე. შეიძლება ითქვას, რომ თავისი ჭარბი რომანტიზმითა და ღრუბლებში ფრენით ვიზუალები თითქოს სხვა სამყაროში ცხოვრობენ. ადამიანები დღესაც ომობენ, შეიძლება არც ისე მასიურად, როგორც წარსულში, მაგრამ ომები დღესაც არის (განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, რომლებიც ჯერ კიდევ ანალურ ფაზაში არიან), ვიზუალები კი ცდილობენ ამაზე თვალი დახუჭონ და თავი მოიტყუონ, თითქოს ყველაფერი კარგადაა. მათ ურჩევნიათ კეთილი ზღაპრების სჯეროდეთ. ვიზუალებმა კი იციან, რომ რეალურ ცხოვრებაში დათვი გოჭს შუაზე გაგლეჯს და შეჭამს, მაგრამ ვიზუალების შექმნილ ზღაპრებში გოჭი, დათუნია ,,ვინი-პუჰის” საყვარელი მეგობარია, ისინი ერთად დადიან და დაბადების დღეზე ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნიან.

სწორედ ასეთი კეთილი ზღაპრებით ცდილობენ ვიზუალის ვექტორიანები რეალური ცხოვრების გარდაქმნას. ვიზუალის ვექტორიანებს ხშირად სძინავთ ფუმფულა სათამაშოებთან ერთად ჩახუტებულებს. დღეს ვიზუალური ვექტორი გარკვეულწილად გაორებულია. ვიზუალების ერთი ნაწილი სრულიად წამხდარია და აბსოლუტურად მოცილებულია კულტურულ ფასეულობებს. მეორე ნაწილი კი ატარებს ნამდვილ კულტურას, ნამდვილ ვიზუალურ ფასეულობებს. ამ მოვლენამ (ასეთმა რადიკალურმა გაორებამ) ძირითადად პოსტ საბჭოთა ქვეყნებში იჩინა თავი. თუ ჩვენ შევხედავთ კანური მენტალიტეტის ქვეყნებს, მაგ: აშშ-ს, იქ კულტურაც კი ფულით იზომება. ეს მასობრივი წარმოების ქვეყანაა, ამიტომ კანურ მენტალიტეტში ვხვდებით ისეთ მოვლენას, როგორიცაა მას-კულტურა. აქ ყველაფერი ითვლება და ფასდება ფინანსურად. ცნობილ ჰოლივუდურ ფილმებშიც კი ყველაფერი ფინანსებზეა გათვლილი, გათვლილია რამდენი წამი უნდა ეჭიროს კაცს შეყვარებულის ხელი, გათვლილია რამდენი ცრემლი უნდა ჩამოაგდოს მგლოვიარე ქალმა. ყველაფერი ეფექტზეა გათვლილი, კულტურაც კი.

რა თქმა უნდა დღეს, კანურ ეპოქაში გამოვლინდა ისეთი ორგანიზაციები, როგორიცა უპატრონო ცხოველთა თავშესაფრებ. როგორ წარმოგიდგენიათ, ანალურ ფაზაში ადამინები ცხოველთა თავშესაფრის გახსნაზე შეიწუხებდნენ თავს?! ანალურ ფაზაში თავშესაფრები ადამიანებისთვისაც კი იშვიათობა იყო. ვფიქრობ ისიც გასაგებია რომ დღეს ანალ-ვიზუალები დაკავდნენ დიზაინერობით, ფოტოგრაფიით, ვიდეომონტაჟით, რეჟისურით. კან-ვიზუალები: მოდით, მსახიობობით, ფსიქოთერაპიით.

bradბოლოსკენ ორიოდე სიტყვით უნდა შევეხოთ კან-ვიზუალ ბიჭებს კანურ ფაზაში. კანურ ფაზაში, კაცობრიობის ისტორიაში პირველად, ერთგვარად გათანაბრდა მამრის და მდედრის რეალიზაცია ჯგუფში. მანამდე, მთელი ანალური ფაზის მანძილზე ქალი კაცების კომპანიაში უბედურების მომტანად ითვლებოდა და მას რეალიზების შანსი არ ეძლეოდა. ამიტომ თითქმის არცერთ ქალს, გარდა იშვიათი კან-ვიზუალებისა მამაკაცებთან ერთად მუშაობისა და რეალიზების შანსი არ ჰქონდა. დღეს კი ყველაფერი შეიცვალა, დღეს მოხდა უფლებრივი გათანაბრება, დღეს ორივე სქესის ადამიანები გვერდიგვერდ მუშაობენ.

როგორ უნდა გამხდარიყო ეს შესაძლებელი? მამაკაცური ენერგია ხომ აგრესიულია, ეს მკვლელობის ენერგიაა. აი სწორედ აქ გახდა საჭირო კან-ვიზუალი მამრი. რა გააკეთა მან? ის გახდა მდედრებისა და მამრების დამაკავშირებელი რგოლი. ის იქცა იმ მამრად, რომელსაც უპრობლემოდ შეეძლო ქალებს შორის მუშაობა. კან-ვიზუალი მამრის წყალობით ქალებმა მოახერხეს თავისი ძველი როლიდან გამოსვლა და დაიწყეს კარიერული რეალიზაცია. მაგრამ სტანდარტულ ერთვექტორიან ანალს არ შეუძლია იმუშაოს ქალის დაქვემდებარების ქვეშ.

აქ კან-ვიზუალი მამრები ხდებიან ერთგვარი დამაკავშირებელი რგოლი. კან-ვიზუალი მამრი საკმაოდ რბილია იმისთვის, რომ უპრობლემოდ შეეძლოს ქალებს შორის მუშაობა და მათთან საერთო ენის გამონახვა. მაგრამ ამასთან ერთად ის რჩება მამაკაცად და ის ცხოვრობს სრულიად მშვიდობიანად სხვა მამრების გარემოში. სწორედ ასე კრავენ ისინი ერთიან ჯაჭვს და ქმნიან სამყაროს, სადაც ყველას აქვს ცხოვრების უფლება. დღეს მდედრები ძირითადად უკვე გამოვიდნენ ანალური ზომის ზეწოლისგან, დაიწყეს თვითრეალიზება. ხოლო კან-ვიზუალმა მამრებმა, რომლებიც შინაგანად ისეთი ნაზები და რბილები არიან, როგორც მდედრები, მაგრამ ამასთან მაინც მამრებად რჩებიან, კანურ ფაზაში თანდათან პოულობენ საკუთარ რეალიზაციას.

წყარო:

training8.ru

გაგრძელება იქნება…