ვიზუალური ვექტორი

რაოდენობა: 5%

ინფორმაციის მეოთხედი (კვარტელი).

ფუძე – ნაწილობრივი (ინფორმაცია).

ფუნქცია – სიცოცხლის შენარჩუნება.

ჩვენს თვალებს შეუძლია მკაფიოდ და უშეცდომოდ აღიქვას გარემომცველი სამყაროს ხილული დეტალები. ამ სახით ტვინისთვის მიწოდებული ინფორმაცია, ანალიზდება, გადამუშავდება და ლაგდება ერთმნიშვნელოვან წარმოდგენად იმაზე, რასაც ჩვენ ვხედავთ. ასე მუშაობს ვიზუალური (მხედველობითი) სისტემა ადამიანში.

ვიზუალური (მხედველობის) ვექტორი საკაცობრიო მასშტაბითაც სწორედ ასე იღებს და გადაამუშავებს ინფორმაციას ხილულ, მოსმენილ, შეგრძნობილ და გასაგებად ხელმისაწვდომ დეტალებზე. აღქმითი არხები ვიზუალურ ვექტორში არ შემოიფარგლება თვალებით ან მხედველობით. თუკი შევხედავთ ადამიანს როგორც სისტემას, მაშინ ვიზუალური ვექტორი – ესაა ინფორმაციის შეკრებისა და ანალიზის ინსტრუმენტი. თუკი შევხედავთ მსოფლმხედველობას როგორც სისტემას, მაშინ ფუნქცია და როლი ვიზუალური ვექტორის – ესაა შეკრება და ანალიზი მთელი გაგებადი ინფორმაციისა დანახული ცალკეულ დეტალებში.

ვიზუალური ვექტორის ფუძეა – ნაწილებად აღქმა. ჩვენი ცხოვრება შედგება მრავალი ელემენტისგან, ნაწილებისგან, რომლის მოზაიკისგანაც ეწყობა უნიკალური, ფერებით გამდიდრებული სურათი. ვიზუალის ვექტორიანი ადამიანი მიისწრაფვის შეიგრძნოს მსოფლიოს საერთო სურათი წვრილმანი დეტალების აღქმაში შეღწევით.

ვიზუალურ ვექტორს ხშირად და მკაფიოდ ვხედავთ იმ სფეროებში რომლებიც კავშირშია სილამაზესა და ხელოვნებასთან. ვიზუალის ვექტორიანი ადამიანები, თავისი შინაგანი თვისებებით პასუხისმგებლები არიან, რომ ეცადონ შეიტანონ მსოფლიოში სილამაზე, სიკეთე, სიყვარული და ჰარმონია (:D ვიზუალურ ფასეულობებს მკაფიოდ გამოხატავს ცნობილი ქართული სიმღერის ტექსტი: ,,მთავარია სამი რამე დედამიწაზე: სიყვარული; სიკეთე და სილამაზე.”). ვიზუალური ვექტორის ფასეულობათა სპექტრი მერყეობს საკუთარი სხეულის დემონსტრირების სურვილიდან, ნებისმიერი საკაცობრიო ფასეულობის დემონსტრირებამდე.

გარეგნული იერი

ვიზუალური ვექტორის ბუნებაში დევს სურვილი გამოირჩეოდეს სხვებისგან, იყოს წარმოჩენილი. როგორც წესი, მისი სასიამოვნო, მიმზიდველი გარეგნობა უზრუნველყოფს ამ სურვილის დაკმაყოფილებას. ვიზუალური ვექტორი თუ არაა დამძიმებული ანალით ან ორალით, ავლენს სხეულის სინატიფეს, მომხიბვლელობას და გემოვნებიანობას. მაგრამ მხოლოდ გარეგნობა არაა მისთვის საკმარისი, რომ გამოირჩეოდეს თანამედროვე პირობებში. ვიზუალის ვექტორიანი ადამიანისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს საკუთარ გარეგნობას, რომელითაც ის შედის საზოგადოებაში.

ვიზუალის გარეგნობაში ერთნაირად ძლიერად ვლინდება ფსიქიკის როგორც კარგი, ისე ცუდი მდგომარეობა. საკუთარ სახეს და სხეულს ცვლის მაშინ როცა გამოდის (კარგავს) ბუნებრივი მდგომარეობიდან, ექმნება დამახინჯებული წარმოდგენა სილამაზეზე – ეს ნიშნები არც ისე კარგი მდგომარეობაა ვიზუალური ვექტორისთვის. როცა ერღვევა სამყაროსთან სწორი ურთიერთობის მექანიზმი, მაშინ მისი გარეგნული იმიჯი მთლიანადაა ამოვარდნილი საერთო სურათიდან. ეს გამოვლინდება სხეულის ქირურგიულ მოდიფიკაციებში, უცნაურ იმიჯებში (მაგ: პანკური, გოთური, ჰიპური სტილები და ა.შ), ჩაცმულობის უჩვეულო სტილში. საკუთარ თავზე ასეთი ექსპერიმენტების აზრია – გამოირჩეს გარეგნულად და იქონიოს ვიწრო სუბიექტური წარმოდგენა სილამაზეზე.

ვიზუალური ვექტორი – ესაა გარე სამყაროსთან კავშირის უზარმაზარი მოთხოვნილება. ნებისმიერი თვითგამოვლენა ითხოვს დაუყოვნებლივ რეაქციას შიგნიდან. დემონსტრირებულობა, არის სურვილი გამოავლინოს თავი გარემომცველ სამყაროში – ეს ერთი განმასხვავებელია ვიზუალური ვექტორის, ის ხშირად ვლინდება მის ქცევაშიც, პროფესიის არჩევაშიც და გარეგნულ იერშიც.

დემონსტრირება ვლინდება იმაშიც რომ სურვილი აქვს ისაუბროს, მოყვეს თავის თავზე, საკუთარ ფასეულობებზე, აჩვენოს ქვეყნიერებას თავისი მდგომარეობა. ვიზუალის ვექტორიანი ადამიანის საუბარი, როგორც წესი, შეიცავს დამახასიათებელ სიტყვებს: ლამაზი; მკაფიო; საშინელებაა; ვერ ხედავთ; შეხედეთ. მათი მეტყველება, არის მათი ემოციების ვერბალურად გადმოცემა: აღფრთოვანებული ვარ; მეშინია; შოკში ვარ; განადგურებული ვარ.

ვიზუალის ვექტორიანები არიან ძალიან ემოციურები. მათთვის ემოციები კიდევ ერთი შესაძლებლობაა თვითგამოვლენისთვის. ყველაზე მეტად, ვიზუალური ვექტორს აქვს ემოციური განცდების მიღების მოთხოვნილება. ეს ვლინდება გარეგნულადაც, ხშირად არიან კაპრიზულები, მტირალები ან უაზროდ მხიარულები.

ვიზუალური ვექტორის ეროგენული ზონაა თვალი. მათში აისახება ნებისმიერი ფსიქიკური მდგომარეობა. ვიზუალური ვექტორის მქონეებს არ შეუძლიათ დაფარონ თავისი გრძნობები ცივი ნიღბის უკან, სწორედ მათზე იტყვიან ,,თვალებმა გასცეს”. ვიზუალი გოგონები ესწრაფვიან რომ თავისი თვალები გახადონ მეტყველი, ხელოვნურად გამოკვეთონ კოსმეტიკური მაკიაჟის მეშვეობით.

სახეობრივი როლი

ვიზუალური ზომა ზრუნავს ცალკეული ელემენტების შენახვაზე, რომლებსაც შეეფარდება ადამიანის ფიზიკური, ფსიქიკური და ემოციონალური გამოვლინება. შენახვა, ესაა ემპათიის (სხვა ადამიანის ემოციური მდგომარეობის წვდომის უნარი) უზრუნველყოფა, სურვილი შეიგრძნოს სხვების განსაკუთრებულობა საკუთარი უნიკალურობის მეშვეობით. ვიზუალები უყურებენ სამყაროს, და უარმაზარ სამყაროში კი არ ხედავენ ადამიანს, არამედ პირიქით, ადამიანში (შიგნით) ხედავენ უზარმაზარ სამყაროს.

ვექტორის ბუნებრივი დავალება ასახვას პოვებს მის სახეობრივ როლში. ვიზუალური ვექტორის პირველყოფილი სახეობრივი როლი – იყო ,,დღის გუშაგი”, მათ უნდა შეემჩნიათ ბუნებაში ჩასაფრებული მტერი (მაგ: მტაცებელი), ბუნების ფერთა პალიტრიდან უნდა გამოეცალკევებინათ არაბუნებრივი ფერი, დაენახათ გარემოში მომხდარი ცვლილებები. შენახვა (სიცოცხლის) იმ პირობებში, როცა ჯოგი ცხოვრობდა საერთო ,,ჩვენ”-ის განცდით, მიიღწეოდა ფიზიკური სხეულის გადარჩენით. კაცობრიობის განვითარება და შემდეგ ფაზაში გადასვლა კავშირშია ხელოვნების, კულტურის, მედიცინის, რელიგიის განვითარებასთან – ესენი ის ინსტრუმენტებია რომლის დახმარებითაც ადამიანები ამარცხებენ ცხოველურობას, მათი დახმარებით მკვლელობა აღარაა საზოგადოებრივი ნორმა. ჩვენს დროში, ვიზუალურმა ზომამ მიაღწია იმას რომ ცივილიზებულ მსოფლიოში ადამიანის სიცოცხლე გახდა მთავარი (ხელშეუხებელი) ფასეულობა, კულტურული ფასეულობები კი მთელი კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანი ფასეულობაა.

ინტელექტი

ვიზუალური ინტელექტი – ესაა შესაძლებლობა ვიზუალურად შეიგრძნოს არსებული სინამდვილე , აწყობილი ცალკეული ელემენტებით. რამდენად ღრმად შეუძლია ხილული დეტალების დანახვა დამოკიდებულია მის განვითარებასა და ტემპერამენტზე.

ყველაფერი რასაც ვიზუალის ვექტორიანი ადამიანი ხედავს თავის გარშემო – ესაა გამოსახულებები, მის მიერ სუბიექტურად აღქმული. ამ ფონზე იკვეთება ერთი მნიშვნელოვანი რამ – ესაა თავად ვიზუალი ადამიანი, მისი წარმოდგენა საკუთარ თავზე და როლზე, გარემომცველ სამყაროში. მისი საკუთარი შეხედულებები თამაშობს გადამწყვეტ როლს ვიზუალური ვექტორის ინტელექტზე. საკუთარ შეხედულებათა უნიკალურობა, რომლებიც ვიზუალის ვექტორიან ადამიანს გამოარჩევს სხვების ფონზე, პირდაპირაა დამოკიდებული მისი ინტელექტის განვითარების დონეზე.

ინტელექტის განვითარებას საფუძველი ეყრება ბავშვობაში. არაცოცხალი დონე – ესაა კონცენტრირება საკუთარ სხეულზე, თავის თავზე. შესაბამისად, მისი ფასეულობები შემოისაზღვრება მხოლოდ საკუთარი სხეულის გალამაზებით. ინტელექტის განვითარების ყველაზე მაღალი დონე, ადამიანური დონე, აძლევს უნიკალურ გააზრებას, შექმნას ზოგადსაკაცობრიო, ჰუმანისტური ფასეულობები: სიყვარული; თანაგრძნობა; სიცოცხლის შენახვა.

ამრიგად, ფასეულობათა დონეზე დამოკიდებულებით, ქმნის ვიზუალი ადამიანი თავის იმიჯს უნიკალური, თავისთვის მნიშვნელოვანი დეტალებით: ჩაცმულობის  მკაფიო სტილით; გარეგნული სილამაზით; ცნობილ ადამიანებთან ნაცნობობით; განსაკუთრებული ღიმილით; ხმით; განსაკუთრებული მგრძნობიარობით; შეგრძნების სიფაქიზით; ემოციურობით; მომთხოვნობით; შინაგანი სილამაზით.

სამყარო ასევე შედგება გამოსახულებებისაგან. საკუთარი გამოსახულება – ესაა მომხიბვლელობის საზომი, რომლითაც ვიზუალის ვექტორიანი ადამიანი განსაზღვრავს მის გარშემო არსებულ ელემენტთა ფასეულობას. მისთვის (ვიზუალისთვის) მთელი კაცობრიობა მეტ-ნაკლებად მკაფიოდ დაყოფილია თვით მასთან შედარების პრინციპით. გამოსახულებათა სიმკვეთრეზე დამოკიდებულებით გამოვლენილი დეტალები მის გარშემო დალაგებულია განსაზღვრილი წესრიგით.

ამრიგად, საყარო ვიზუალისთვის – ესაა გამოსახულებები მის გარშემო, შედგენილი ცალკეული უნიკალური დეტალებით. რაც უფრო მოახლოებული და გასაგებია გამოსახულება, მით უფრო მკაფიო და კაშკაშაა ის ვიზუალისთვის. ბრწყინვალების (სიკაშკაშის) საფეხურზე (ანუ როცა აბსოლუტური ვიზუალური აღქმა აქვს)  ახდენს ადამიანთა რანჟირება და გამოვლენას გარემოში. განვითარების ფასეულობებზე დამოკიდებულებით იცვლება სიმკვეთრის კრიტერიუმები. ვიზუალი ყოფს (სილამაზეს) შინაგან და გარეგან სილამაზედ.

იმ შინაგანი მდგომარეობის რაოდენობა, რომლითაც შეიძლება განასხვაონ ვიზუალის ვექტორიანი ადამიანი დანარჩენების გარემოცვაში, დამოკიდებულია მისი თანაგრძნობისა და ემპათიის უნარზე.

                             ურთიერთობა

  რა არის ურთიერთობა იმ ადამიანისთვის, რომლისთვისაც სამყაროს მთლიანი სურათი შედგება დეტალების სიმრავლისგან? რეალობა ვიზუალური ზომისთვის – ესაა რასაც ის ხედავს, განიცდის და შეიგრძნობს. თუკი რაიმე დეტალი აღქმადი და შემჩნევადია, ე.ი. ის არსებობს. ადამიანი რომ შემოუშვა შენს ცხოვრებაში საჭიროა იგი დაინახო ან აღიქვა. ყველაფერი რაც იმყოფება აღქმისა და დაკვირვების მიღმა, ვიზუალის ვექტორიანისთვის არ არსებობს. ასე მუშაობს ვიზუალური ვექტორის ფსიქიკა.

ასეთივე კრიტერიუმით აღიქვამს ვიზუალის ვექტორიანი საკუთარ თავს. მე – არის სამყაროს ნაწილი, ,,მე” ვარსევობ მანამ სანამ მხედავენ. იმისთვის რომ გამოააშკარაოს საკუთარი არსებობა, ვიზუალის ვექტორიანი ადამიანი იწყებს თვითდემონსტრირებას. აზროვნების ხედვაზე დამოკიდებულებით ნაკარნახევი შინაგანი ფასეულობებით, ვიზუალის ვექტორიანი ადამიანი ირჩევს თავისთვის უნიკალურ ცხოვრების სტილს, რომელსაც ემყარება მისი წარმოდგენა საკუთარ თავზე. სწორედ თავისი ცხოვრების სტილს უკეთებს დემონსტრირებას ვიზუალის ვექტორიანი ადამიანი.

საკუთარი თავის წარმოჩენის და საკუთარი უნიკალურობის დემონსტრირებისას, ვიზუალის ვექტორიანი ადამიანი ელოდება საპასუხო რეაქციას. მას ჭირდება შეამჩნიოს და შეაფასოს თუ რა ეფექტის მოხდენა შეძლო. სწორედ ესაა მისთვის ურთიერთკავშირი (ურთიერთობა).

გარშემომყოფთა ადეკვატური, კეთილგანწყობილი საპასუხო რეაქცია მის მოქმედებებზე, ძალიან ბევრს ნიშნავს ვიზუალის ვექტორიანი ადამიანისთვის. გარემომცველი სამყაროდან საპასუხო რეაქცია მისთვის ნიშნავს: ,,თუ მამჩნევენ, ე.ი. მე ვარსებობ”. და პირიქით თუ ვერ ამჩნევენ ის ქვეცნობიერად ფიქრობს, რომ მის არსებობას საფრთხე ემუქრება.

თუკი თვითწარმოჩენასა და საპასუხო რეაქციას შორის არაა დაცული ფაქიზი ბალანსი, წარმოიშობა გადახრები. საკუთარი უნიკალურობის არასაკმარისი განცდა შეიძლება მიზეზი გახდეს ყველა გარშემომყოფის განურჩეველი სიყვარულის (მათთან სასიყვარულო ურთიერთობისაც) და შიშების (ფობიების). შიშები შეიძლება წარმოიშვას განვითარების ნებისმიერ საფეხურზე. მაგრამ რაც უფრო ნაკლებგანვითარებულია ვიზუალის ინტელექტი, მით მეტი შანსია მას განუვითარდეს შიშები და ფობიები.

დაბალანსებულ მდგომარეობაში, როცა ყველაფერი იდეალურადაა, როცა ვიზუალის ქმედებები შემჩნეული და სწორად შეფასებულია გარემოცვისგან, ვიზუალურ ვექტორში იბადება ემპათია (ემპათია – ადამიანის უნარი უთანაგრძნოს სხვებს და გაიგოს მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა). ეს მუშაობს როგორც ურთიერთკავშირი – თუკი ჩემი პიროვნება არსებობს, ,,მე” ვარ რეალური და გარშემო ეს იცის ყველამ, ესე იგი ჩემს გარშემო არსებული სამყაროც რეალურია (თუ არ არსებობენ, ჩემი არსებობაც არ ეცოდინებათ და შესაბამისად ვერც ,,მე” ვიქნებოდი რეალური).  ამის შემდეგ ახდენს საკუთარი პოზიტივის გარშემომყოფებზე გადატანას. ვიზუალის ვექტორიანი თავის გარშემომყოფთაგან რომელიმესთან ქმნის საერთო  ემოციურ ფონს. სწორედ ასე იბადება ვიზუალურ ვექტორში შესანიშნავი გრძნობა – სიყვარული.

მეწყვილესთან ურთიერთობაში ვიზუალის ვექტორიან ადამიანს შეუძლია შეიგრძნოს უძლიერესი ემოციები, მაგრამ მხოლოდ სხვა ადამიანთან ემოციური შეწყობის უკიდურესი დონე აძლევს მას ნიადაგს განვითარებისთვის. ბუნებრივად დაბალი ლიბიდო (ლიბიდო – სექსუალური სურვილები), მისწრაფება მოიცვას მთელი ხილული გამოვლინება და ამას დამატებული უზარმაზარი ემოციონალურობა – ყველაფერი ეს ვიზუალის ვექტორიანს ხდის ძალზე მიმზიდველს საწინააღმდეგო სქესისთვის.

მოძრაობა

  ვიზუალური ზომის ფსიქიკაში არ არის მოძრაობა, მაგრამ ამ ვექტორის გარეგნული გამოვლინება პირიქით, არის ძალიან მოძრავი.

ორიენტირება პიროვნების შენახვაზე, ფასეულობების უცვლელობაზე – აი რა განსაზღვრავს ვიზუალური ზომის ფსიქიკურ უმოძრაობას. მთავარი ფასეულობა, რომლის გაცნობიერებასთანაც მიდის ვიზუალური ვექტორი – ესაა ნებისმიერი არსების სიცოცხლე, ყოველი ცალკეული ადამიანის და მთლიანი კაცობრიობის. ჯგუფის მიმდინარე მდგომარეობის შენახვა პირდაპირ კავშირშია მისი თითოეული ელემენტის (ყოველი ადამიანის) სიცოცხლის შენახვასთან.

სწორედ ამიტომ ვიზუალური ვექტორი შინაგანად მდგრადია. ფიქსირებული მდგომარეობა, როგორც წესი, ვლინდება ,,ცხოვრება გავლილ” მდგომარეობად. სწორედ ამ მდგომარეობის შენახვა ეხმარება ჯგუფს განვითარებაში. ვიზუალური ვექტორის მოძრაობის თვისებები წარმოშობს ისეთ მდგომარეობებს როგორიცაა: პაციფიზმი, ჰუმანიზმი, კაცთმოყვარეობა. ვიზუალის ვექტორიან ადამიანებს, თავისი მდგრადი ფასეულობების მიუხედავად, უყვართ მოძრაობა, ცვლილებები, ახალი შთაბეჭდილებები. ვიზუალური ვექტორი რეაგირებს გარე სამყაროს მდგომარეობის ცვლილებაზე, აფიქსირებს და ამჩნევს ცალკეულ ცვლილებებს, მაგრამ ვერ ხედავს საერთო სურათს. ცალკეულ ნაწილებზე ყურადღების გამახვილება, არ აძლევს საშუალებას განასხვაოს როგორი ცვლილებაა მნიშვნელოვანი და როგორი არა. მაგრამ მისი რეაქცია ნებისმიერ ცვლილებაზე ერთნაირია: გადახედოს თავის შეხედულებას და გააძლიეროს ამ ხედვის უნიკალურობა. ვიზუალური ვექტორის რეაქცია ჩამორჩება გარე სამყაროში მომხდარ ცვლილებებს, მაგრამ გარეგნულად ეს ისე ჩანს თითქოს ის მოძრაობს ლანდშაფტის თანაბრად. მოძრაობის თვისებები ვიზუალის ვექტორიან ადამიანებს აიძულებენ თვალი ადევნონ მოდის ტენდენციებს, განავითარონ ახალი მიმდინარეობები ხელოვნებაში, ან პირიქით, პროპაგანდა გაუწიონ მარადიულ ფასეულობებს.

ვიზუალის ინტელექტი ვითარდება ადამიანურ დონემდე (სულ არის ფსიქიკის განვითარების ოთხი დონე: არაცოცხალი; მცენარეული; ცხოველური; ადამიანური. თუ რას წარმოადგენენ ეს დონეები და რა ხდება მათი განვითარებისას ამას შემდეგში განვიხილავთ), მეტ-ნაკლებად სტატიკურად (სტატიკური-მყარი, მდგრადი).  ასეთ დონემდე განვითარებულ ვიზუალის ვექტორიან ადამიანს გარეგნული დეტალები უმნიშვნელოდ ეჩვენება, უმთავრეს, სიცოცხლის ფასეულობასთან შედარებით.

სრულიად საწინააღმდეგო სიტუაცია იქმნება როცა ვიზუალის ინტელექტი არ არის საკმარისად განვითარებული ან მის ფსიქიკაში არ არის მირწეული ბალანსი, ამ დროს გარემოში მომხდარი პატარა ცვლილებაც კი შეიძლება გახდეს შიშების მიზეზი. მხედველობის ზონიდან ბევრი ნაცნობი დეტალის დაკარგვა ვიზუალის ვექტორიანში იწვევს გაუცნობიერებელ რეაქციას – გადაარჩინოს საკუთარი ხედვა, შეავსოს ის აქტუალური დეტალებით, შემატოს მას რამდენიმე ისეთი ახალი შტრიხი რომლებიც კარგად იქნებიან აღქმული გარემოცვაში. ხშირად ხდება რომ თვითდემონსტრირების ქვეცნობიერი სურვილით ვიზუალის ვექტორიანი იცვლის ვარცხნილობას, იმიჯს, საცხოვრებელ ადგილს, პარტნიორს, მიზნებს და შეხედულებებსაც კი.

განვითარება

  პირადი მე, პიროვნულობა – ის აქტივია, რომლისთვისაც ვიზუალის ვექტორიანი ადამიანი მუშაობს მთელი ცხოვრების მანძილზე. მისი ყოველი მოქმედება კავშირშია მისი უნიკალური ხასიათის ჩამოყალიბებასთან, როგორც გარეგნულად, ისე შინაგანად. ეს უნიკალურობა ფასდება საკუთარი თავის და გარემოცვის მუდმივი შედარება-შეპირისპირებით. ვებისმიერ ვიზუალის ვექტორიან ადამიანს აქვს შინაგანი სწრაფვა – გამოირჩეოდეს სხვების ფონზე, იყოს ლამაზი, კაშკაშა, უნიკალური.

საუკეთესო გავნითარება ვიზუალისთვის – ესაა შინაგანი მუშაობით მგრძნობიარობის განვითარება. რა თქმა უნდა, საკუთარი თავის სხვებთან შედარებას ის აკეთებს თავისი შინაგანი ხასიათის გამო. ნებისმიერი ადამიანი თუნდაც ისინი იყვნენ უბრალო ან მოსაწყენნი, ვიზუალის ვექტორიანისთვის მაინც ადამიანებად რჩებიან. ადვილია გარეგნულად  არაფრით გამორჩეული ბრბოს ფონზე იყო გამორჩეული, საკმარისია ჩაიცვა რაიმე გამომწვევი. მაგრამ განვითარებული, მგრძნობიარე ვიზუალის ვექტორიანი თავს უფლებას არ აძლებს ამ ხროვაში დაინახოს ,,ნაცრისფერი ბრბო“. მისთვის ყოველი ადამიანი სიცოცხლის ფასეულობათა მატარებელია, ანუ ყოველი მათგანი თავისებურად უნიკალურია. საკუთარი უნიკალურობა ვიზუალის ვექტორიან ადამიანში შეიძლება გამოვლინდეს სხვისი უნიკალურობის შემჩნევის უნარში.

საკაცობრიო ფასეულობათა დონის მიღწევისას, ვიზუალის ვექტორიანი ადამიანი წყვეტს საკუთარი თავის სხვებთან შედარებას. ადამიანის სიცოცხლის ფასეულობა ყველას ერთ სიბრტყეში აქცევს, ყველა მათი უნიკალური შტრიხის ჩათვლით. განსხვავდება მხოლოდ თანაგრძნობის სიღრმე და ხარისხი ყოველი ცალკეული ადამიანის მიმართ. სურვილის მთელი ძალის, მთელი გულისყურის მიმართვა გარშემომყოფთა მოთხოვნილებისკენ, ხდის ვიზუალის ვექტორიან ადამიანს იყოს მზად მსხვერპლის, თვითშეწირვის და გულმოწყალებისთვის.

დამხმარე შტრიხები დიაგნოსტიკისთვის

  ვიზუალის ვექტორიანისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ზეგავლენა, რომლის მოხდენაც მას შეუძლია. ყველაფერი, რასაც ვიზუალის ვექტორიანი ადამიანი ყვება საკუთარ თავზე, ჟღერს ემოციურად, მკაფიოდ, გამომსახველად. ძალზე ხშირია როცა  ვიზუალის ვექტორიანი ადამიანი საკუთარ თავს სხვადასხვა გარემოცვაში სხვადასხვანაირად აღიქვამს (გარემოს შესაბამისად). თავისი მშვიდობისმოყვარეობის მიუხედავად, საკუთარ ფასეულობათა გამო შეუძლია წავიდეს კონფლიქტზე, განსაკუთრებით მაშინ თუ ერთვის განსაზღვრული ვექტორები (კანი და ორალი), განსაზღვრულ მდგომარეობაში. ეშინია იყოს უღიარებელი, დასაცინი, მაგრამ თავად ხშირად მზადაა განსაჯოს და გაკიცხოს სხვები. მთელ ქვეყანას ყოფს კარგებად და ცუდებად, წამს კეთილის და ბოროტის არსებობა. მთავარი ფასეულობა, რომელსაც ვიზუალის ვექტორიანი ადამიანი ქადაგებს არის სიყვარული.