ვიზუალური ფსიქოტიპის გამოვლინებები

ლექციაში საუბარი გვექნება ვიზუალური ვექტორის კომბინაციებზე და იმაზე, თუ როგორ ავლენს თავს ეს ფსიქოტიპი სხვადასხვა ვექტორებთან სიმბიოზში. დასაწყისისთვის მოკლედ განვიხილოთ თავად ვიზუალური ვექტორი, მისი არსი და სტრუქტურა. ვიზუალური ვექტორი მიეკუთვნება ინფორმაციული მეოთხედის გარე ნაწილს. მისი ფუძეა ნაწილობრივი, კერძო. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ვიზუალური ფსიქოტიპის წარმომადგენლები, სმენებისაგან განსხვავებით, ორიენტირდებიან გრძნობის ორგანოებით აღქმად სამყაროზე. მათ აქვთ ყველაზე დიდი ემოციური ამპლიტუდა, არიან ყველაზე მგრძნობიარეები, ემოციურები, ხშირად დემონსტრაციულები. ვიზუალებს ნახავთ ყველგან: სცენაზე, ტელეეკრანებზე, ხელოვნების თუ მოდის სათავეებთან. ისინი არიან მსახიობები, ტელეჟურნალისტები, მხატვრები, დიზაინერები, მედდები, ექიმები, შოუმენები. ვიზუალები ძალზე შესამჩნევნი არიან, ეს კი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ისინი ყველგან არიან, თითქოს ეს ვექტორი ირგვლივ ყველას აქვს. მაგრამ რეალურად ასე არ არის. უბრალოდ მათი დემონსტრირებულობა მათ სხვებზე მეტად შესამჩნევს ხდის (სვფ-ს რუსულ ჯგუფებში გავრცელებულია მოსაზრება, რომ განვითარებული ვიზუალი წყვეტს დემონსტრირებას. რეალურად ეს ასე არაა, ვიზუალი განვითარების ნებისმიერ დონეზე აკეთებს თავის ფასეულობათა დემონსტრირებას. უბრალოდ, განვითარების დონის შესაბამისად იცვლება მისი ფასეულობათა დონე. ვიზუალური ფსიქოტიპი აკეთებს სწორედ საკუთარი ფასეულობების დემონსტრირებას. თუ განუვითარებელი ვიზუალი მხოლოდ სხეულის, მაკიაჟის, ან ჩაცმულობის დემონსტრირებით შემოიფარგლება, განვითარებული უკვე სხვა კარტეგორიებს ადემონსტრირებს: ცხოველების, მცენარეების, ბუნების, ადამიანის უფლებების დაცვას, მორალურ კრიტერიუმებს, ეთიკას, ესთეტიკას და ა.შ.).

ვიზუალის ვექტორიანები ჭეშმარიტად სიყვარულის ადამიანები არიან, ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ სიყვარული უმაღლეს ფასეულობად აქციონ. თუმცა საკმაოდ ხშირად ამ ფსიქოტიპის წარმომადგენლებს ახასიათებთ მანერულობა, კაპრიზულობა და ა.შ.  ვიზუალებისთვის ცხოვრება თეატრივითაა, ისინი ოცნებით დაფრინავენ ზეცაში, წარმოსახვით აცოცხლებენ საყვარელ პერსონაჟებს, მათთვის მთელი ცხოვრება ფარფატია, ხან ზემოთ, ხან ქვემოთ. ვიზუალებს არასოდეს შეუძლიათ იყვნენ გულგრილნი არც კარგის და არც ცუდის მიმართ. თუმცა მათი სამყარო, გრძნობებითა და ემოციებით აღქმადი სამყაროა.

სვფ-ს რუსულ ჯგუფებში ვიზუალს ხშირად განიხილავენ როგორც მთლიანად ფიზიკურ სამყაროზე ორიენტირებულ ვექტორს. ეს შეცდომაა. მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალური ვექტორის არსი აღქმადი სამყაროა, მისი ინტელექტი მაინც ცდება ფიზიკურ სამყაროს. ვიზუალი ეს ემოციების, გრძნობების, წარმოსახვის სამყაროა. მაღალი განვითარების პირობებში იგი ძალიან ჰგავს სმენას. ორივეს მაღალი ინტელექტი, ძლიერი მგრძნობელობა და სამყაროს აღქმის სრულიად განსხვავებული მოდელი აქვთ. თუმცა სმენისაგან განსხვავებით, რომელიც სამყაროს მთლიანობიდან და გარე პერსპექტივიდან უყურებს, ვიზუალი აქცენტს ცალკეულ დეტალებზე აკეთებს. მისთვის მნიშვნელოვანია თითოეული ინდივიდუალური ადამიანი, თითოეული ცხოველი, ხე, ყვავილი და ა.შ.

ვიზუალურ ვექტორს გააჩნია ერთი განსაცვიფრებელი უნიკალურობა, კერძოდ: სხვა ადამიანების მდგომარეობის შეგრძნება ემოციურად. ეს ერთი შეხედვით ძალიან ჰგავს ყნოსვურ ინტუიციას, მაგრამ ვიზუალური ემოციური შეგრძნების და ყნოსვური ინტუიციის გამოვლინების ფორმები და მუშაობის მექანიზმი სრულიად განსხვავევულია. განსხვავებულია ამ მოვლენათა სტრუქტურაც და ფორმაც. ყნოსვური ინტუიცია ეგოიზმის ფორმის, ადამიანის, ან ადამიანთა ჯგუფის სურვილების, ამ სურვილთა დაზიანების და ამ დაზიანებებისგან წამოსული კონკრეტული საფრთხეების გასაოცარი ,,მიხვედრაა“. ის ხედავს დაზიანებულ ინდივიდს, ხვდება რა საფრთხეს წარმოადგენს ის ჯგუფისთვის და როგორ შეიძლება ამ საფრთხის ნეიტრალიზება. ყნოსვური ინტუიცია მუშაობს საფრთხის განეიტრალებაზე, თუნდაც ამისთვის ადამიანის, ან გარკვეული ჯგუფის გაწირვა გახდეს საჭირო. ვიზუალის ვექტორიანისთვის თავად ადამიანის გაწირვის ცნებაც კი ძირეულად მიუღებელია, ,,რა სიცოცხლეა ის სიცოცხლე, თუ მისთვის ადამიანები უნდა დაიხოცონ?“. ვიზუალის ემოციური შეგრძნების უნარი სრულიად განსხვავებულ საფუძვლებზე მუშაობს. ვიზუალის სამყარო, იდეალური, ჰარმონიული სამყაროა. სამყარო, რომელშიც ყველა და ყველაფერი მშვიდობიანად, ყოველგვარი სტრესების, ომების, დაზიანებების გარეშე თანაარსებობს. სამყარო, რომელშიც მტაცებელი ცხოველებიც კი არ ჭამენს ლამაზ ბაჭიებს. სამყარო, სადაც ადამიანები საკუთარ იდეალურ მოდელში ცხოვრობენ. სწორედ იდეალი და ჰარმონიაა ის, რასაც გრძნობს ვიზუალის ვექტორიანი. ის გრძნობს თუ რა უნდა იყოს ამა თუ იმ ადამიანის იდეალური მდგომარეობა, ხედავს გადახრას ამ იდეალიდან და გრძნობს ამ დაზიანებით გამოწვეულ ტკივილს. ხშირად ვიზუალის ვექტორიანი იმდენად სენსორულია, რომ მისი ეს შეგრძნება წვდება მდგომარეობებს და ჯგუფსაც კი (როგორც წესი ეს ხდება მაშინ, როდესაც ვიზუალს ერთვის სმენა). როდესაც ეს ხდება, ვიზუალი იძენს უნიკალურ მექანიზმს, რომლის წყალობითაც შეიგრძნობს, რომ რაღაც რიგზე არ არის, ,,ვგრძნობ, რომ რაღაც მოხდება, მაგრამ არ ვიცი რა“, ,,რაღაც აფორიაქებული ვარ“, ,,ცუდი წინათგრძნობა მაქვს“. სწორედ ეს წინათგრძნობაა ის, რაც არც თუ იშვიათად, თვით სვფ-ოლოგებსაც კი ერევათ ხოლმე ყნოსვურ ინტუიციაში. ვიზუალური წინათგრძნობა მუშაობს შენარჩუნების, რაღაცის, ან ვიღაცის გადარჩენისთვის. თუ ყნოსვა საფრთხის შემთხვევაში სინდისის ქენჯნის გარეშე გაწირავს იმას, ვისაც ჯგუფისთვის საფრთხის შემცველად ჩათვლის. ვიზუალი პირიქით, ეცდება როგორმა გადაარჩინოს, უშველოს, ეცდება მასშიც აღმოაჩინოს ის, რაც ამ ადამიანს გადაარჩენს. ვიზუალებს ჯერათ, რომ გულში ყველა კეთილია, რომ ადამიანი ბოროთი კი არაა, უბრალოდ რაღაც ტკივა და გაბოროტდა და რომ ნებისმიერის შველა შეიძლება. სწორედ ეს კონთრარული ურთიერთდამოკიდებულება ქმნის უზარმაზარი მასშტაბის დაძაბულობას ვიზუალურ და ყნოსვის ვექტორებს შორის. სწორედ ამ კონტრარულობის წყალობით ხდება ბალანსი. ერთი მხრივ ვიზუალური ზომა ყნოსვას საშუალებას არ აძლევს, რომ ჯგუფის წევრები უკონტროლოდ, მხოლოდ მცირედი ეჭვის გამო გაწიროს. ხოლო მეორე მხრივ ყნოსვა აკონტროლებს ვიზუალურ ზომას, რომ მეტისმეტი საფრთხის მატარებელი ინდივიდი, უსაფრთხოდ და კეთილშობილად არ მიიჩნიოს და ამით საფრთხე არ შეუქმნას მთელ ჯგუფს.

 

ავტორი: სერგო ღამბაშიძე