ვიზუალური ფსიქოტიპის გამოვლინებები (4)

ანალ-ვიზუალი სმენით
სმენის ვექტორი, ისევე როგორც ყნოსვა, დომინანტი ვექტორია, ამიტომ ამ სამი ვექტორის კომბინირებისას, როგორც წესი ადამიანი უფრო ხშირად ანალ-სმენაა ვიზუალით და არა პირიქით, გარდა სამი შემთხვევისა: 1. როდესაც სმენაში ვხვდებით ფუძისეულ, ან აზროვნების დონის რღვევას. 2. სმენის ვექტორი იმყოფება ვიზუალის მდგომარეობაში 3. სმენის ვექტორი იმყოფება ანალური ვექტორის მდგომარეობაში, ხოლო ვიზუალის ინტელექტი საკმაოდ კარგადაა განვითარებულირადგან სმენა დომინანტი ვექტორია და მისი თვისებები და სურვილები თითქმის ყოველთვის დომინირებს სხვა ვექტორებზე. თუმცა თუ სმენა დაზიანებულია, იმყოფება ვიზუალის მდგომარეობაში, ან მისი განვითარება ვერ ცდება ვიზუალის ფასეულობებს, ამ შემთხვევაში ვიღებთ ანალ-ვიზუალის სცენარს, რომელსაც შეიძლება ახასიათებდეს ყველა ზემოთაღწერილი სცენარი, რომელიც კიდევ უფრო იქნება გაძლიერებული სმენის გავლენით.
როგორც წესი ანალ-ვიზუალ-სმენებს ყველაზე მაღალი IQ აქვთ. სწორედ ამ სამი ვექტორის კომბინაციის მატარებელი იყო თითქმის ყველა გენიალური მხატვარი, მოქანდაკე, რეჟისორი, მეზრაპრე, ასევე გამომგონებელთა უმრავლესობა. ამ სამი ვექტორის სიმბიოზმა შექმნა ,,ჰარი პოტერის“, ,,ნარნიის“, თუ ,,ბეჭდების მბრძანებელის“ საოცარი და ჯადოსნური სამყაროები.
ანალ-ვიზუალი, რომელსაც ერთვის ვიზუალის მდგომარეობაში მყოფი სმენა, ხშირად საკმაოდ ინტელექტუალურია, ხასიათდება მაღალი მოსწრებით სკოლასა თუ უნივერსიტეტში, არის ზალზე შრომისმოყვარე, ბეჯითი, მცოდნე, განათლებული, თუმცა სმენის ვექტორის არასაკმარისი განვითარების გამო მუდმივად სტრესშია, მუდმივად რაღაც არ ჰყოფნის. თუ სმენა არაა ბოლომდე დათრგუნული და ანალ-ვიზუალის სცენარი არც ისე მყარია (თუ სმენა სცენარს ექაჩება ანალ-სმენისკენ), ასეთ დროს შეიძლება მივიღოთ საკმაოდ რთული სიტუაცია, ერთი მხრივ ის ანალ-ვიზუალურად მზრუნველი და მოსიყვარულეა, მაგრამ მეორე მხრივ სმენა ასოციალურობის, დეპრესიულობისა და განმარტოებისკენ ექაჩება. მას არ ჰყოფნის მხოლოდ ანალ-ვიზუალური რეალიზაცია, მუდმივად ესწრაფვის კიდევ უფრო მეტ შემეცნებას, ეცნობა სხვადასხვა იდეებს, მაგრამ არ ჰყოფნის სმენური განვითარება არც საკუთარი იდეის შესაქმნელად და არც რომელიმე არსებული იდეის გასაყოლად. ამის გამო მუდმივ სტრესშია, ხსირად აქვს განცდა, რომ არაფერს აზრი არ აქვს, რომ ვერასოდეს შეძლებს იპოვოს ცხოვრების აზრი. ასეთ სიტუაციაში მყოფი ანალ-სმენისათვის იდეალურია, თუ რეალიზაციას ეცდება სამეცნიერო სფეროში, კვლევით, ან სოციალურ მეცნიერებებში, სადაც ამ სფეროებში პირადი შრომის ჩადებით, თანდათან განავითარებს სმენის ვექტორს.

ავტორი: სერგო ღამბაშიძე