ვიზუალური ფსიქოტიპის გამოვლინებები (5)

 

ურეთრალური და ვიზუალური ვექტორების კომბინაცია 

ვიზუალური ვექტორის კომბინაციებზე მუშაობისას, აღმოვაჩინეთ, რომ სვფ-ს რუსულ ჯგუფებში თითქმის არ არსებობს მასალები ურეთრალური და ვიზუალური ვექტორების კომბინაციაზე, ხოლო ის რაც არსებობს, არის არა მხოლოდ შეცდომა, არამედ სვფ-ს სრული არცოდნის მაჩვენებელი. ვციტირებ ვ.იუნევის ფრაზას: ,,ურეთრალური და ვიზუალური ვექტორების კომბინაცია, არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, რომ მას კომბინაციაში მოეცა რაიმე განსაკუთრებული სახეობრივი როლი.” Уретра со зрением не какая-то особенная связка, которая в смешении дает определённую роль (დაახლოებით იგივე უწერია ი.ბურლანსაც). მათი მიდგომით გამოდის, რომ ყველა კომბინაციას აქვს ფუნქცია, მაგრამ ერთერთი მათგანი უფუნქციოა, რაც სრული ნონსენსია.
საქმე იმაშია, რომ ჩვენს რუს კოლეგებს და ,,სვფ-ს დიდ მამებს” მხედველობიდან გამორჩათ მნიშვნელოვანი ფაქტორი: არცერთი კომბინაცია არაა უფუნქციო. რეალურად ურეთრა + ვიზუალი, ესაა გარღვევა + კულტურა, რაც ნიშნავს გარღვევას ვიზუალურ ფასეულობებში. ჩვენმა ,,დიდმა კოლეგებმა” კი ეს კატეგორია შეცდომით კან-ვიზუალ მდედრს მიაწერეს. რეალურად ურეთრალ-ვიზუალი უმნიშვნელოვანესი კომბინაციია, განსაკუთარებული როლით და ფუნქციით. თუმცა ამ ფუნქციის გახსნისას წავაწყდით გარკვეულ სირთულეებს და თავისებურებებს. კერძოდ: 1. ამ კომბინაციაში ვხვდებით ფუნქციურ სხვაობას სქესში, რაც განპირობებულია არქეტიპით. 2. ურეთრალ-ვიზუალი მდედრი, ბევრი რამით წააგავს ომის მდგომარეობაში მყოფ კან-ვიზუალ მდედრს. 3. დეტალურადაა დასამუშავებელი ამ კომბინაციური ზომის როლი ისტორიის მანძილზე და ფაზების ცვლაში.

ურეთრალური და ვიზუალური ვექტორბის კომბინაციის გასაშლელად საჭიროა ცოტა უფრო სიღრმისეულად განვიხილოთ ეს ორი ვექტორი, მათი არსი, მსგავსებები და განსხვავებები. ეს ორი ვექტორი ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავდება, ვიზუალი არსებულის შენარჩუნებას, დახვეწას და გაკეთილშობილებას ცდილობს. ურეთრალი კი მუდამ არსებულის გარეთ იყურება. არსებული, ფიქსირებული აწმყო ურეთრალისთვის მხოლოდ მუხრუჭია, რომელიც ხელს შეიძლება წამიერად, სულის მოსათქმელად კარგი იყოს, მაგრამ მხოლოდ წამიერად. ურეთრალისთვის მთავარი მომავალია, ეს კი ავტომატურად გულისხმობს აწმყოს, არსებული მდგომარეობის მსხვრევას.

ურეთრალური ზომა აღიქვამს ჯგუფს მთლიანობაში, ჯგუფის მომდევნო მდგომარეობას, მის პოტენციალს, ასევე შეიგრძნობს, რომ ჯგუფის წევრთა პოტენციალი, ეს ჯგუფის პოტენციალია და რომ ჯგუფის ყოველი წევრი ჯგუფის ნაწილია. თუმცა მეორე მხრივ ურეთრალი ნაკლებად აღიქვამს თითოეულის ინდივიდუალურობას. რა თქმა უნდა მისი ჯგუფის თითოეული წევრი მისი პასუხისმგებლობის და დაცვის ქვეშ იმყოფება, მაგრამ პირველადი მისთვის ჯგუფია და თუ ჯგუფის კეთილდღეობისთვის გახდა საჭირო, უყოყმანოდ გაწირავს ჯგუფის ნაწილს, მთელი ჯგუფის გადასარჩენად.

ვიზუალი პირიქით, აქცენტს სწორედ თითოეულის ინდივიდუალურობაზე აკეთებს, ის აღიქვამს ჯგუფის თითოეული წევრის უნიუკალურობას, მაგრამ ურეთრალისაგან განსხვავებით მას არ შეუძლია მთლიანობის აღქმა. რა თქმა უნდა ვიზუალები ხშირად აპელირებენ საყოველშაო მშვიდობის და ხალხთა თანასწორობის ცნებებით, მაგრამ რეალურად მათ მიერ გაჟღერებული ცნებების უკან ერთობა კი არა, ინდივიდუალიზმი დგას. როდესაც ვიზუალი ამბობს – რომ ყველა ყველას აქვს სიცოცხლის, განვითარების, განათლების და ა.შ. უფლება – ის გულისხმობს არა საყოველთაო, არამედ თითოეულის ინდივიდუალურ უფლებებს. განვითარებული ვიზუალი ვერასოდეს წარმოიდგენს, როგორ შეიძლება, რომ ჯგუფის კეთილდღეობისთვის შეიძლება ვიღაც გაწირონ. რა კეთილდღეობაა, თუ ამისთვის ადამიანების გაწირვაა საჭირო?! ვინ ვართ ჩვენ, რომ გადავწყვიტოთ, ვინ იცოცხლოს და ვინ არა?!

ვიზუალი მუდმივად შენარჩუნებაზე, არსებულის დაცვაზე აკეტებს აქცენტს, ურეთრალი კი არსებულის რღვევაზე, მომავალ კეთილდრეობაზე. ვიზუალს ურჩევნია არსებული დაიცვას და სეინარჩუნოს, მაგრამ ურეთრალმა იცის, რომ სამყაროში უძრაობა არ არსებობს და რაც წინ არ მიდის, ის ინგრევა, ამიტომ ის მუდამ ცვლილებებს, გარღვევებს ესწრაფვის, თუნდაც ამისთვის მსხვერპლის გაღება გახდეს საჭირო. ამის გამო ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ურეთრალური ზომა ამსხვრევს იმას, რის შენარჩუნებასაც ვიზუალური ზომა ცდილობს.

რეალურად ურეთრალური და ვიზუალური ფსიქოტიპების კომბინაცია გვაძლევს სრულიად უნიკალურ სიმბიოზს, ერთი მხრივ ესაა ურეთრალური გარღვევა ვიზუალური ფსიქოტიპის ფასეულობებში, ხოლო მეორე მხრივ მშვიდობის, სიყვარულისა და მოწყალების ცნებების გატრარება ურეთრალურ ვექტორში.

ი.ბურლანი ამბობს, რომ: ,,ვიზუალი ურეთრალთან კომბინაციაში, ურეთრალურ თვისებებს არბილებს და ხელს უშლის ურეთრალს, იყოს სრულფასოვანი ბელადი, რადგან გულმოწყალე და რბილი მეფე, ეს ცუდი მეფეა“. ეს მთლად ასე არ არის. თუ სისტემურად შევხედავთ, ამ კომბინაციის არსი სწორედ ისაა, რომ ურეთრალური აწყვეტილობა და სიშმაგე, კულტურის და მორალის გავლენით, გულმოწყალებას აზიაროს. თუ ურეთრალის განვითარების თვისებებს გადავავლებთ თვალს, აღმოვაჩენთ, რომ გულმოწყალება, ურეთრალის ურთიერთობის თვისებაა (დროის მეოთხედის გარე ნაწილში), თუმცა ერთვექტორიან ურეთრალში, ეს თვისება ვლინდება არა ინდივიდუალურ, არამედ ჯგუფურ დონეზე, რადგან ურეთრალი აზროვნებს პრინციპით ,,მე და ჯგუფი“. როდესაც ურეთრალს ერთვის ვიზუალი, მაშინ მისი ეს თვისება უკვე ინდივიდუალურ დონეზეც ვლინდება, რადგან ვიზუალის არსი სწორედ თითოეული ინდივიდუალურის აღქმაა.

სწორედ ამაშია ურეთრალური და ვიზუალური ფსიქოტიპების კომბინაციის უნიკალურობა. ეს კომბინაცია აერთიანებს ჯგუფურ და ინდივიდუალურ აღქმებს. ამიტომ ურეთრალ-ვიზუალი ესაა ბელადი, რომელიც ზრუნავს როგორც მთლიანად ჯგუფზე, ისე მის თითოეულ წევრზე. როდესაც საქმე ეხება გარე ურთიერთობებს (მაგალითად მტერთან ბრძოლას), ამ დროს ის თავს მთლიანად ურეთრალურად ავლენს და ჯგუფს წინ მიუძღვის, როგორც შეუჩერებელი ბელადი. მაგრამ გჯუფის შიგნით თავისი ვიზუალური თვისებების წყალობით, ის განსჯის არა მხოლოდ ურეთრალური სამართლიანობით, არამედ შეუძლია ვიზუალური თანაგრძნობის გამოჩენაც.

 

ავტორი: სერგო ღამბაშიძე