ვინაა ალფა-მამარი? ფსიქოლოგია მამაკაცებისთვის.

ყველაზე ხშირად, ტერმინი ალფა-მამრი, მოიაზრებს საკუთარ თავში დარწმუნებულ და ლიდერად რეალიზებულ ადამიანს. ის წარმატებას აღწევს, ძალაუფლებისკენ მიილტვის და უამრავი ერთღამიანი პარტნიორი ჰყავს. ალფა ბერძნული ანბანის პირველი ასოა, ალფა-მამრი კი ქალებისთვის ყველაზე სასურველი სექსუალური პარტნიორი.

ე.წ. ალფა-მამრები – ქვეშევრომებით გარშემორტყმული წარმატებული ბიზნესმენები, მმართველები და ტოპ-მენეჯერები არიან. ძვირფასი საათებითა და ტანსაცმლით, უმდიდრესი ვილების, მანქანების და ა.შ მფლობელები. ალფა-მამრის ხსენებისას მაშინვე ფილმებსა თუ რეკლამებში ნანახი კადრები წარმოგვიდგება სადაც ცენრტალური ფიგურები ლამაზი ქალები და მდიდრული ცხოვრებაა ერთი სიტყვით მსოფლიოში ფართოდ ტირაჟერებული ამერიკულ-ჰოლივუდური კლიშე. ინტერნებში ბევრ სტატიას იპოვით რჩევებით როგორ გახდეთ ალფა-მამრი.

მოდით ალფა-მამრის სამეცნიერო განსაზღვრებას გადავხედოთ. ვიკიპედიაში განსაზღვრება ალფა-მამრი ბიოლოგიას მიეკუთვნება, უფრო ზუსტად კი პრიმატების ჯოგში დომინირების ბიოლოგიურ იექრარქიას. დომინირებში ალფა-მარის რესურსებთან წდომის უპირატესობა იგულისხმება, ჯოგის წევრებთან შედარებით მისი უფრო მაღალი სტატუსი, სხვები კი მას ემორჩილებიან. სწორედ ჯოგის მორჩილება უხსნის გზას დომინანტს რესურსებისკენ ყოველგვარი წიააღმდეგობის გარეშე.

ეტაპოლოგიაში, წევრები ჯოგზე დომინირების მიხედვით გაიწერებიან ბერძნული ანბანის ასოებით ალფადან ომეგამდე. ალფათი აღინიშნება დომინანტის პოზიციაში მყოფი პირი. ალფა-მამრი ჯოგის ბელადისა და დამცველის სტატუსს ატარებს. ის ყველაზე უფრო მიმზიდველია მდედრებისთის საქორწინო თამაშების დროს და ხშირად ბავშთა უმრავლესობის მამაა. ეტაპოლოგიისთვის უცნობია როგორ იკავებენ ალფა-მამრები წამყვან პოზიციებს, როგორ ხდებიან ბელადები, ანდა სულაც საიდან მოდიან ისინი. ითვლება, რომ ისინი იკავბენ ლიდერის პოზიცის თავისი აგრესიის, ძლიერებისა და კიდევ სხვა თანდაყოლილი თვისებებით. ვინ არიან ალფა-მამრები და შეიძლება თუ არა გახდე ის? განვიხილოთ სისტემურად.

 

სისტემური შეხედულება ალფა – მამრების ფენომენზე.

ხალხი რომელიც არც სვფ-ს და შესაბამისად არც კანისა და ურეთრალურ ვექტორებს არ იცნობს, ალფა-მამრის წოდებას ურეთალი ბელადის ნაცვლად კანურ ლიდერს ანიჭებს. ბევრი თვლის რომ საკუთარ თავზე მუშაობით, შეიძლება ალფა-მამრი გახდეს. სვფ კი გვიჩვენებს, რომ ასეთი შეხედულება მცდარია. ჩვენ ყველა უკვე თანდაყოლილი თვისებებით ვიბადებით, რომლების საზოგადოების განვითარებისა და კეთლდღეობისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია და მათი შეცვლა შეუძლბელია. ალფა მამრის ფორმირება დაბადებამდე ხდება, მერე ვითარდება დაბადებიდან სქესობრივ მომწიფებამდე, პუბერტატის მერე კი მხოლოდ ამ თვისებების რეალიზებას ახდენს.

რაშია შეცდომა? მოდით ალფა-მამრის ზემოთ ჩამოთვლილი თვისებები ვექტორების მიხედვით გავარჩიოთ. სვფ-ს თანახმად ჯოგში იერარქია ფერომონების მიხედვით იგება. ალფა-მამრი ბელადის ფერომონებს ფლობს, რომლებსაც ჯოგის სხვა წევრები გაუცნობიერებელ დონეზე გრძნობენ. ბელადის მთელი რიგი გარეგნული მახასიათებელიც არსებობს; ქცევითი სტერეოტიპები, სხეულის განსაკუთრებული აგებულება, მიმიკა, სიარულის მანერა… ამას ქვემოთ შევეხებით. ნამდვილი ალფა-მამრი, ეს ფსიქიკურ არაცნობიერში ურეთრალური ვექტორის მატარებელია. ბუნებრივი ბელადი რომელიც ძალაუფლებისა და კონტროლისკენ არ მიისწრაფვის, მას ჯოგის სხვა წევრების მიმართ აგრესიის გამომჟღავნება არ სჭირდება, ჯოგის წევრების პასუხი ბელადის ფერომონებზე ერთია – მორჩილება.

ურეთარლი, იგივე ალფა-მამრი, ძალაუფლებას მხოლოდ თავისი თანდაყოლილი თვისებების მიხედვით ფლობს. მთელი მისი არსებობა ჯოგის, ან გარკვეული ჯგუფის წევრების გადარჩენისკენაა მიმართული და მათზე პასუხს აგებს. ალფა-მამრი მხოლოდ ჯოგში გაცემაზე მუშაობს, ის გულუხვი, უშიშარი, მზადაა ბოლომდე იაროს და გამოუვალ მდგომარეობებში მოულოდნელი გამოსავლები იპოვოს.

ურეთრალი ალფა-მამრი ყველაფერს სხვებისთვის აკეთებს და აქედან უდიდეს სიამოვნებას იღებს, ასეთია მისი ბუნება! ის არ ითვლის თავის კეთილ სამეებს, ეს მისთვის თავისთავად შესაბამისია. მისი ფიქრები მომავლისკენაა მიმართული. ჯოგის სხვა წევრები მისი ფერონომების მეშვეობით გრძნობენ (გაუცნობიერებლად), რომ მათ წინაშე ბელადია და ემორჩილებიან. ალფა-მამრი ეს ისაა ვისაც თავისი უპირატესობის კონკურსში დამტკიცება არ სჭირდება. ბელადი ან პირველია და ან საერთოდ არ არის.

ხალხი რომელიც კონტროლისა და ძალაუფლებისკენ მიისწრაფვის კანის ვექტრის მატარებლები არიან მათი ბუნებრივი თვისებაა – ლიდერობა. ისინი ბელადები არ არიან. ეს საშუალო რგოლის მენეჯერები, პირველყოფილ ჯოგში კი მონადირე ალიმენტატორები არიან. დღეს “სანადიროდ” სამსახურში დავდივართ, სადაც კანები თავიანთ ლიდერულ თვისებებს ამჟღავნებენ. ისინი ძალიან ამბიციურები არიან, ამბიციები კი სხვებთან კონკურენციისკენ და იერარქიაში მაღალი საფეხურის დასაკავებისკენ უბიძგებს. მაგრამ ისინი ურეთრალი ბელადისგან განსხვავებულ ფემონონებს გამოსცემენ, ამიტომ სხვებისთვის გამუდმებით სჭირდებათ თავიანთი ლიდერობის მტკიცება. ამბიციური კანური ფსიქოტიპი, ბელადის ადგილს უმიზნებს, თუმცა განსხვავება ურეთრალ ბელადსა და კან ლიდერს შორის კოლოსალურია და ჯგუფშიც მაშინვე იგრძნობა. რას წარმოადგენს ალფა-მამრი სწორედ კანი ლიდერების ჯგუფში ჩანს. მათი ჰიპერაქტიურობის ფონზე ბელადი მშიდადაა, ისინი ჯერ კიდევ გზაში არიან და ბელადი კი უკვე ადგილზეა.

 

ურეთრალური ბელადი   VS   კანური ლიდერი.

თანამედროვე სამყაროში კანური ფასეულობები მეფობს. კანური დევიზია: “ჩვენს შემდეგ ქვა ქვაზეც ნუ დარჩენილა”. კანური საზოგადოება მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავს. მთავარი პრიორიტეტი პირადი წარმატებაა. კანურ საზოგადოებაში ყოველი წევრი პიროვნებაა, ფასეულია და საკუთარი აზრი გააჩნია, ყოველ შემთხვევაში ყველას გონია, რომ ასეა, რადგან შენ ამის უფლება გაქვს. კანური საზოგადოება მომხმარებელთა სამყაროა.

კანური მამრის თვისებები გამეფებული ღირებულებათა სისტემის კომპლემენტარულია და შესაბამისად მოთხოვნადიც. კანები ხშირად წამყვან პოზიციებს იკავებენ, მაგრამ შინაგანად თავს თავიანთ ადგილას არ გრძნობენ. ისინი გამუდმებით ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ბელადები არიან.  მაგრამ ურეთრალი ალფა-მამრი კანურ ფასეულებების ზუსტად საწინააღდეგო ცნებაა. ბელადის ურეთრალური ვქტორი, ჯოგისთვის გაცემის ზომაა და არა საკუთარი თავისთვის მიღება-მოხმარება. კანური ფსიქოტიპი სამეფო ტახტს უმიზნებს, ურეთრალის ქალების გადაბირებას ცდილობს, მის თვისებებსა და ცხოვრების წესს ბაძავს. მოქნილი და ადაპტირებული კანები, როლური თამაშების ოსტატები არიან და ხშირად ბელადური მიმიკრიით ჯოგის შეცდომაში შეყვანა შეუძლიათ. ჩნდება ილუზია, რომ თუ კანი ცოტას კიდევ წაივარჯისებს მისგან მშვენიერი ბელადი და ალფა- მამრი დადგება. საწყენია რომ ამგვარი ალფა-მამრი მხოლოდ ერთი საათითაა ბელადი, ანუ პირველ სერიოზულ სტრესამდე, მაშინ კი მთელი მასკარადი ქრება და არქეტიპური არსება, ფიზიკური გადარჩენის გარანტი, გამოდის გარეთ.

რით გამოირჩევიან ურეთრალი ბელადები? ურეთრალი ბელადი ყველაფერს ჯოგის კეთილდღეობისთვის აკეთებს, საკუთარ თავზე სულ ბოლოს, ანდა საერთოდაც არ ფიქრობს. ის საკუთარ თავს ჯოგიდან გამოყოფს, ყველა სიკეთე – მხოლოდ ჯოგისთვის. რაც კარგია ჯოგისთვის კარგია მისთვისაც. ურეთრალი ბელადი – ეს მეფეა. ის ტახტზე ზის და მთელი იერარქიის სათავეშია, ფუფუნება და კან-ვიზუალი დედოფალი მისი ძალაუფლების ატრიბუტებია. ის სხვების მიმართ სამართლიანია და ესაა მთელი მისი კანონი. ურეთრალები თავს არ ზოგავენ და ქვეშევრდომებისაგანაც იგივეს მოითხოვენ. თუმცა თანამედროვე კანურ საზოგადოებაში, ისინი როგორც წესი დიქტატორები ხდებიან – ლუკაშენკო, ფიდელ კასტრო, უგო ჩავესი.

ურეთრალი – ძალაუფლებაა, კანი – კანონი. კანონი –  ძალაუფლების შეზღუდვაა. ურეთრალისთვის კანონი მიუღებელია, ის არ ცნობს შეზღუდვებსა და აკრძალვებს, ის საკუთარ თავს სხვებს უძღვნის და გაცემის შეზღუდვა შეუძლებელია, ამიტომაცაა ის კანურ კანონზე მაღლა. ურეთრალური ზომის მიხედვით ყველა ყველაფერს აკეთებს საზოგადოებისთვის და საზოგადოება თავის მხრივ მისთვის. კანური ლიდერი, როდესაც ის თავის ადგილას არ არის, ყველაფერს აკეთებს საკუთარი ამბიციების რეალიზებისთვის. ამის გაცნობიერების მერე, ადვილი მისახვედრია ვინაა ურეთრალი ალფა-მამრი და ვინ კანური უზურპატორი.

ურეთრალი ალფა მამრი პოლიგამიურია. მისი განსაკუთრებული ფერომონების წყალობით ის უზრუნველყოფილია საწინააღმდეგო სქესისგან ყურადღებით. ის საკუთარ თავს მთლიანად გასცემს, მათ შორის სექსშიც. თუმცა ყველასთან არ სძინავს. თავის ჯგუფში თუ ჯოგში არსებულ ყველა ბავშვს თავისად თვლის და მათზე ერთნაირად ზრუნავს.

კანურ ლიდერს დაბალი ლიბიდო აქვს. ის რაც შეიძლება მეტი ქალის დაუფლებას ცდილობს და ამით საკუთარ მნიშვნელოვნებას უსვამს ხაზს. ფაქტია, რომ მას ყველაზე მეტი სექსუალური პარტნიორი ჰყავს. სიახლის ფაქტორი კანური ლიდერის ყველაზე მნიშველოვანი სექსუალური აღმგზნებია, რაც უკვე თავისთავად გულისხმობს პარტნიორების დიდ რაოდენობას. კანი თავისი დაბალი ლიბიდოს კომპენსირებას ცდილობს და თავს სექს-გიგანტად გვაჩვენებს. ხშირად სწორედ ასეთ სექსუალურ იუზერებს ეძახიან ალფა-მამრებს.

ნამდვილი ალფა-მამრი არ საჭიროებს ქალების სპეციალურად მიზიდვას. მათი ფერომონები იზიდავს სხვებს და ისინიც გულუხვად გასცემენ. კანური ლიდერები მთელ თავის ძალისხმევას მიმართავენ, რომ ბელადის ქალი – კან-ვიზუალი მდედრი “იყიდონ”, ან ურეთრალი მდედრი ,,დაითრიონ“. ამით ცდილობენ თავიანთ განსაკუთრებულ სტატუსს გაუსვან ხაზი. თანამედროვე პოლიტიკაში ამის ნათელი მაგალითი საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და მისი ცოლი კარლა ბრუნი არიან. კანურ მამაკაცსა და კან-ვიზუალ ქალს შორის, არ არის ბუნებრივი მიზიდულობა და ვნება მათი ურთიერთობა უბრალოდ შეთანხმებაა. ანალ-კან მამრს როგორიც სარკოზია იზიდავს კან-ვიზუალი ქალი, მაგრამ საერთო ჯამში ის მისთვის ატრიბუტი, საკუთარი ძალაუფლების ლეგიტიმაციის სიმბოლოა.

ბუნებაში არაა საჭირო ბევრი ბელადი. ურეთრალები ჩვენს შორის ძალიან ცოტაა. ისინი აკრძალვებსა და შეზღუდვებს არ ცნობენ, ბევრი ან ბავშვობაში იღუპება ან კრიმინალურ სამყაროში გადადის, სადაც სახუფათო ბანდების ლიდერები ხდებიან. ამიტომაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ მათ თითქმის ვერ ვხვდებით. იმისთვის რომ ვიცოდეთ ვინაა ბუნებრივი ურეთრალი ალფა-მამრი წარმოვიდგინოთ, ბაირონი, ესენინი, კაზანოვა, ლერმონტოვი. მხოლოდ თავისი არსებობით ისინი ქალებს ჭკუიდან შლიდნენ. ურეთრალი საერთო რიგიდან მკვეთრად გამოირჩევა. ესაა ცეცხლი, საკუთარი თავის მთლიანად გაცემა…

 

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე

წყარო: http://www.yburlan.ru/biblioteka/kto-takoi-alfasamec