ვინ არის სნობი?

ხედავთ ერთი შეხედვით თითქოსდა განათლებულ, ჭკვიან, ინტელიგენტ ადამიანს.  მაგრამ მასთან საუბრისას თავს უხერხულად გრძნობთ, განსაკუთრებით როცა გონებამახვილურად მიგანიშნებენ ნაკლზე და ამავე დროს ოდნავ შესამჩნევად საკუთარ უპირატესობას უსვამენ ხაზს. მსგავს თანამოსაუბრეს უნდა თავისი გონებრივი და ესთეტიკური განვითარება დაგვანახოს, როგორაა გათვიცნობიერებული ყველაფერში, გააჩნია დახვეწილი გემოვნება, ერკვევა ხელოვნებასა და მუსიკაში, ესმის ცხოვრება (მისი გარკვეული ასპექტები მაინც) შენზეც და კიდევ სხვებზეც გაცილებით უკეთ. ამას გარდა მას ირონიული, ზემდან ქვემოთ მიმართული შემფასებლური მზერაც ახასიათებს. არც ისე იოლია ასეთ ადამიანს თავი მოაწონო: მისი შეფასების სისტემა საკმაოდ მკაცრია გარშემომყოფების მიმართ. ის სხვებს მხოლოდ მისთვის ცნობილი ინტელექტუალური, ქცევითი და სხვა კატეგორიებით აფასებს, ასეთებია: გარეგნობა, სტილის უქონლობა ჩაცმასა და მანერებში, რომელიც მას ასე აუცილებლად მიაჩნია.

ხდება ხოლმე რომ ასეთი ადამიანი დარწმუნებულია თავის კეთილშობილ წარმომავლობაში (რაც ხშირად სიმართლეს არ შეესაბამება) და მიდრეკილია ადამიანების კლასებად დაყოფისკენ. საკუთარ თავს რა თქმა უნდა მაღალ კლასს მიაკუთვნებს და ბაძავს და ასეთ ადამიანს აღარ უნდა ჩვეულებრივ ხალხთან ურთიერთობა, შცდომით გონია რომ ის ჩვეულებრივ მოკვდავებზე უფრო ჭკვიანი და აღმატებულია. შვილებსაც ამ პრინციტით ზრდის და საკუთარი აღმატებულობის შეგრძნებას უნერგავს. ასწავლის მათ მანერებსა და ეტიკეტს, ქცევის წესებს რათა შემდგომში მათ საზოგადოებაში თავისი დახვეწილი მანერების დემონსტრირება შეძლონ. თითქოსდა ყველაფერი სწორადაა. თუმცა ასეთ ქედმაღლურ დამოკიებულებას არაფერი არ აქვს საერთო სხვა ადამიანის მიღებასთან. თავსმოხვეული გაუცნობიერებელი მანერები კი ორგანულად ჩაშენებული ადამიანის სტრუქტურაში მხოლოდ ფორმაა, პიროვნების გარეგნული გამოხატულება. ამიტომაც ჩნდება დისკომფორტი ინტელექტუალურ ესთეტებთან საუბრისას  მიუხედავად იმისა რომ ფართოდ დემონსტრირბენ დახხვეწილ მანერებს, ქცევის წესებს და ცხოვრების სხვა და სხვა სფეროებში გათვიცნობიერებას. თქვენ შინაგანად საკუთარ თავთან ასეთ დამოკუდებულებას ეწინააღმდეგებით და ხმამაღლაცა და ფიქრებშიც ასეთ ადამიანს სნობს უწოდებთ.

იმისათვის რომ გავერკვეთ როგორი ადამიანი ხდება სნობი, მივმართავთ სვფ-ს. სვფ ადამიანის ქცევას ამა თუ იმ ვექტორის ჭრილში განიხილავს. ვექტორი ეს ფსიქიკური თვისებები თანდაყოლილი ნაკრებია, რომლების ადამიანის ნიჭს, ფასეულობათა სისტემასა და ქცევის მანერას განსაზღვრავენ.

  ვიზუალური ვექტორის თვისებები სათანადო განვითარების შედეგად მისი მატარებლები საზოგამოებას კულტურისა ხელოვნების აგრეთვე ჰუმანიზმის იდეებს აწვდიან. სწორი რეალიზაციის პირობებში ვიზუალი საკუთარ თავს წარმოაჩენს იქ სადაც სხვა ადამიანების გრძნობების ნატიფად აღქმა მათთვის თანაგრძნობა, დახმარება, ემოციური კავშირი და გაცემაზე მუშაობაა აუცილებელი. სწორად რეალიზების შემთხვევაში ვიზუალები სწორედ ამ ფასეულობათა დემონსტრირებას ახდენენ. ამასთან ვიზუალებს აქვთ ყველაზე მაღალი ამპლიტუდის ემოციური ინტელექტი.

მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ვიზუალის ინტელექტი განვითარების საშუალო დონეზეა, მისი ემოციური ინტელექტი კი საშუალოზე ქვემოთ? ამ დროს ვიზუალის ინტელექტი მის ემოციაზე გაცილებით განვითარებულია (თუმცა არც იმდენად, რომ შეძლოს მისი სრულფასოვნად წარმოჩენა). ანდა შეიძლება განვითარებულიცაა მაგარამ მან არ იცის როგორ მოახდინოს ამის რეალიზება. არ აქვს თანაგრძნობის და სიყვარულის, სხვა ადამიანების მგდომარეობაში შესვლის სათანადო ჩვევები. ამ დროს ვიზუალი ნეგატიურ შინაგან მგდომარეობას განიცდის რადგანაც ვერ ისრულებს სურვილს მკვეთრად გამოხატოს ემოციები და სურვილები და იცხოვროს სავსე ცხოვრებით. ამგვარად ამ ნაკლებობას სნობიზმით ივსებს და თავის მოჩვენებით უპირატესობებს უსვამს ხაზს. თუ კან-ვიზუალია ცდილობს ხაზი გაუსვას საკუთარ სილამაზეს, ქალაქელობას, ან ფინანსურად მაღალ მდგომარეობას, ხოლო თუ ანალ-ვიზუალია სნობის სცენარით, მაშინ ხაზს უსვამენ წარმოშობას, არისტოკრატობას, სისხლის თუ გვარის სიძველეს და ა.შ.

ამგვარად სნობიზმით დაავადებული ვიზუალი საკუთარ თავს შაბლონებს უგონებს, რის მიხედვითაც სხვებს აფასებს, და ყველას ვინც ამ ნორმებს არ შეესაბამება (როგორც წესი ესენი არიან ყველა მის გარდა) სნობი ქედმაღლურად უყურებს. აგერ ის ვიღაც მისი აზრით ცუდადაა ჩაცმული, მეორე – ცუდად მეტყველებს, მესამე საერთოდ უმეცარია -რადგან მისთვის სასურველ თემაზე საუბარში ვერ ჰყვება.