ვინ ვისთვის ცხოვრობს – თქვენ ემოციებისთვის, თუ ემოციები თქვენთვის (3)

  ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ადამიანი ერთდროულად ცხოვრობს ორ სამყაროში (ფიზიკურსა და ფსიქიკურში). სხეულის დახმარებით ჩვენ ვკონტაქტობთ ფიზიკურ სამყაროსთან, ხოლო გონების საშუალებით – ფსიქიკურთან. სხეულთან ყველაფერი მარტივადაა, სხეულზე ჩვენ გვაქვს შეგრძნებები და საყოველთაოდ ცნობილი ხუთი გრძნობის ორგანო: მხედველობა, ყნოსვა, სმენა, გემოვნება და შეხება. შესაბამისად მათთან ყველაფერი გასაგებია, მაგრამ როგდესაც ფსიქიკას ვეხებით, აქ უკვე ყველაფერი რთულდება. ფსიქიკაში ჩვენ გვაქვს ოთხი ძირითადი ხელსაწყო, რომელთა დახმარებითაც ვახდენთ ყველაფრის აღქმას. 1. შეგრძნებები (აქ მხედველობაში გვაქვს არა სხეულებრივი, არამედ ფსიქიკური შეგრძნებები). მაგალითად როდესაც თქვენ მიდიხართ ახალ ადგილზე, თქვენ მაშინვე შეიგრძნობთ იმ შთაბეჭდილებას, რაც სხვებს შეექმნათ თქვენზე და შეიგრძნობთ იმასაც მიგიღეს თუ არა ახალ გარემოში. 2. გრძნობები და ემოციები (მიყვარს, მძულს, მტკივა, მიხარია, მწყინს და ა.შ.). 3. გათვლები და შეფასებები. თქვენი პირადი ცხოვრებისეული სტრატეგია. ,,მე თუ ამას გავაკეთებ, აქედან მივიღებ ამას და ამას“. ეს გათვლაა. შეფასებები კი როგორც წესი შეეხება ჩვენს სხვა ადამიანებთან ურთიერთობებს. ,,მე მაქვს ესა და ეს რესურსი, გრიშას ესა და ეს და ჩემი შანსები გრიშასთან კონკურენციაში არის ამდენი და ამდენი პროცენტი“. 4. აზრები და ფიქრები. ისინი შეიძლება ყველაფერს შეეხებოდეს. აზრი შეიძლება იყოს იმდენად აბსტრაქტული, რომ მასში საერთოდ არ არსებობდეს ადამიანის აღქმა.
ის შეიძლება ეხებოდეს ,,ყოფნა არ ყოფნას“, სამყაროს არსს და ა.შ. მთელი ეს პალიტრა ჩვენს შიგნითაა წარმოდგენილი. ფიზიკური სამყაროს კუთხით ჩვენ შევიგრძნობთ საკუთარ სხეულს, ხოლო სხეული შეიგრძნობს გარემომცველ სამყაროს. ხოლო არაფიზიკური სამყაროს კუთხით ჩვენ გვაქვს ზემოთ ჩამოთვლილი ოთხი ხელსაწყო: შეგრძნებები, გრძნობები (ემოციები), გათვლები და აზრები. როდესაც ადამიანის ირგვლივ ხდება რაღაც არასასიამოვნო მოვლენა, ხშირად იჭედება ამ ოთხი ხელსაწყოდან ერთერთის აღქმა. ამ დროს ხდება არც თუ ისე სახარბიელო მოვლენა. ადამიანი იწედება აღქმის ერთერთ მექანიზმში და თითქმის წყვეტს ყველაფერ დანარჩენის აღქმას. ხდება ,,გაჭედვა“ რომელიმე მექანიზმში, ან რომელიმე კონკრეტულ ფიქრში. ასეთ დროს ჩვენ ვეღარ ვახერხებთ შევიგრძნოთ სრული პალიტრა. ამას კი მივყავართ არსებული დონის ვარდნამდე. ეს იმას გავს, როდესაც თქვენ საკმაოდ კარგად იცოდით რაღაც თამაში, მაგალითად ჭადრაკი, მაგრამ თუ ის ძალზე დიდი ხნის მანძილზე არ გითმაშიათ, თქვენი სათამაშო დონე იკლებს. გონებასთანაც თითქმის იგივე ხდება. თუ ჩვენ დიდი ხნის მანძილზე არ ვიყენებს გონებაში არსებულ აღქმის რომელიმე ხელსაწყოს ჩვენი შესაძლებლობები ამ კუთხით ეცემა.
წყარო: http://training8.ru/
სრული ტექსტი იხილეთ ფასიან ჯგუფში: https://www.facebook.com/groups/571353209673619/