ვინ ვისთვის ცხოვრობს – თქვენ ემოციებისთვის, თუ ემოციები თქვენთვის? (3)

დღევანდელი ლექცია იქნება ერთგვარი მინი-ტრენინგი, ემოციების შესახებ. ვფიქრობ საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ნებისმიერი ადამიანი მეტნაკლებად ატარებს შესაძლებლობას ჰქონდეს და გამოხატოს ემოციები. ალბათ ასევე გსმენიათ გავრცელებული თეზისი, რომ ადამიანი თავადვეა საკუთარი ცხოვრების შემოქმედი. ლაბორატორია 8 –ის მოცემული პროექტი ძირითადად სწორედ ამ ორ თეზისს ეფუძნება. რა შუაშია ემოციები საკუთარი ცხოვრების მართვასთან? საქმე იმაშია, რომ საკუთარი წრმოდგენებით ჩვენ შეგვიძლია საკუთარი ცხოვრება დავამსგავსოთ ჯოჯოხეთსაც და სამოთხესაც. რაზეა ეს დამოკიდებული? ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად მოვახერხებთ ჩვენ საკუთარი ტალანტისა და შესაძლებლობების გამოყენებას. თითოეულ ჩვენგანში არსებობს თვისებათა გარკვეული ნაკრები, რომელიც ჩვენ გვაძლევს განსაზღვრულ შესაძლებლობებს. ჩვენ გვაქვს ფიზიკური სხეული, რომლითაც აქ ვარსებობთ და შევიგრძნობთ ჩვენს არსებობას. გვაქვს გონება, რომ შევძლოთ აზროვნება, გეგმების შემუშავება, მიზნების დასახვა და ანალიზი. ასევე გვაქვს გარკვეული ემოციები. თუ ჩვენ შევძლებთ სწორად გამოვიყენოთ ეს უნარები და ასევე სხვა პარამეტრებიც, ჩვენ შეგვეძლება მოვაწყოთ საკუთარი ცხოვრება, ისე, როგორც გვსურს. როდესაც ჩვენ ვიწყებთ თამაშს – სახელად ცხოვრება – ძალზე ბევრი რამაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შევძელით გვერეალიზებინა საკუთარი შესაძლებლობები და გვესწავლა ჩვენი უნარების სწორად გამოყენება. ბევრია იმაზე დამოკიდებული შევძლებთ თუ არა ჩვენი ემოციების ვაქციოთ ჩვენს მოკავშირეებად. როდესაც ვდგებით რაიმე ცხოვრებისეული სირთულის წინაშე, გვჭირდება ვიყოთ თავდაჯერებულნი, რომ საკუთარი ემოციები კი არ გვასუსტებდეს, არამედ გვეხმარებოდეს. ბევრი ადამიანი ხელოვნურად ცდილობს ზეწოლა მოახდინოს საკუთარ ემოციებზე და დათრგუნოს ისინი. ასეთებს არ შეუძლიათ მთელი არსებით მიეცენ სიხარულს, ან მწუხარებას. მათ თითქოს კასტრირება გაუკეთეს საკუთარ ემოციებს, შეამცირეს მათი გარეგანი გამოხატვა. მათი გარეგანი მდგომარეობა საშუალო და თითქოს გაწონასწორებულია, მაგრამ ამასთან ერთად მათ დაკარგეს ემოციური პალიტრის შეგრძნება, მდგომარეობის მთელი სიღრმის განცდის უნარი. რაც ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი ემოციები უნდა იყვნენ ჩვენი მოკავშირეები და არა ოპონენტები. იმიტომ, რომ თუ ვერ მოვახერხებთ საკუთარ ემოციებთან ,,მოლაპარაკებას“ მაშინ სიტუაცია გაგვირთულდება. ჩვენ ვსაჭიროებთ თავდაჯერებულობას, ვსაჭიროებთ ქმედების განცდას, ვსაჭიროებთ ქმედებით გამოწვეული ადრენალინის შეგრძნებას. მაგრამ თუ ემოციები ჩვენს წინააღმდეგაა, ამის ნაცვლად ვიღებთ გასაცოდავებულ მდგომარეობას, როცა არათუ თავდაჯერებულობა, არამედ სასიცოცხლო ენერგიაც კი აღარ გვაქვს და თავს ყველაფრისაგან დაცლილად შევიგრძნობთ. ამ დროს, იმის მაგივრად, რომ იბრწყინოთ, სცენის გარეთ რჩებით. შესაბამისად ჩვენს ცხოვრებაში უფრო და უფრო ხშირად ჩნდება ნეგატიური განწყობა. ეს კიდევ უფრო დიდი ინტენსივობით გვითრევს სასოწარკვეთილებაში. რა უნდა ვქნათ, როცა ჩვენი ემოციები ჩვენს მოწინააღმდეგე გუნდში თამაშობენ? ასეთ დროს უკვე ძალიან რთულდება ბრძოლა საკუთარ თავთან. იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, საჭიროა გავერკვეთ, თუ რა არის ემოციები. როგორ უნდა ვაქციოთ მოკავშირედ ის, რაც არ გვესმის? ამიტომ საჭიროა ვიცნობდეთ ჩვენს ემოციებს და მათ ბუნებას.

 

სრული ლექცია იხილეთ სფვ-ს ფასიან ჯგუფში: https://www.facebook.com/groups/571353209673619/?ref=bookmarks