ვინ სექსზე, ვინ ღმერთზე – სმენური და ორალური სიტყვა

 

ყური დამიგდეთ

შეხედეთ ამ ორალ ყმაწვილს – სულ ხმაურობს, ძალიან მხიარულია და მოხითხითე.
არა, რეალურად მხიარული არაა. შინაგანი მდგომარეობა მყარია, არანაირი ხასიათის ცვლილება, არანაირი განწყობა. მხოლოდ გეჩვენებათ, რომ ის მუდამ მხიარულია. სულ საუბრობს, პირი სულ ღია აქვს. არტიკულაციაც ძალიან გამოხატული აქვს და სულ ხითხითებს.

ხალხი, განსაკუთრებით ისინი, ვისაც ზედა ვექტორები არ აქვს გიჟდებიან ორალებზე. მხოლოდ მათ მიუწვდებათ ხელი ადამიანების პირად სივრცეზე. ჩვენ ხომ აბსოლუტური ექსტრავერტები ვართ. სულ იქ ვართ სადაც ხალხია. დღესასწაულებს ვაწყობთ და ვიცით როგორ მოგცეთ ის, რასაც ასე ნატრობთ როგორ გამოგაშვებინოთ ,,მხეცი“, დაგაღწევინებთ თავს კულტურული ნორმების შეზღუდვისგან და გულიანად გაცინებთ. რას გრძნობთ როცა იცინით? შვებას. რთულია საკუთარი თავის შეზღუდვა – გამუდმებული კონტროლი. და უცებ!

აი მაგალითად ნაწყენი ანალი – ზის დაბღვერილი, მოქუშული – აწყენინეს, რაღაც დააკლეს, მოატყუეს. მოვიდა ორალი მასხარა და ორიოდე სიტყვა უთხრა და ანალსაც ყველა წყენამ გდაუარა და ახარხარდა. სტრესი მოიხსნა, მხეცი გამოუშვა. ეს ხომ ნამდვილი ფსიქოთერაპიაა. ნუთუ შეიძლება ასეთი შესანიშნავი ადამიანი არ გიყვარდეს. ყველას უყვართ ორალები, მათ ხომ შვება მოაქვთ.

გინება და ცილისწამება

პირველივე სიტყვები ცხოველურია. სწორედ ორალებმა შექმნეს პირველი სიტყვები და ადამიანებს თავიანთ ცხოველურ ბუნებაზე მოუყვნენ. რატომაა მიუღებელი და უკულტურო გინება? კულტურა აკრძალვების მეორეული სისტემაა, რომელიც კაცობრიობის ვიზუალურმა ნაწილმა შექმნა. ვიზუალი ეს ის ვექტორია, რომელიც ადამიანში ცხოველს ზღუდავს, ზღუდავს ჩვენს ურთიერთსიძულვილს.
ასე რომ ორალი არ იგინება, ეს მისი საუბრის სახესხვაობა კი არაა, არამედ პირდაპირი აზრი. გარდა ამისა როცა საუბრობს ის არ იზღუდება არც კულტურით და არც სხვა არაფრით და ლაპარაკობს მისთვის ბუნებრივად – სიმართლეს ამბობს არაცნობიერზე. საბავშვო ბაღში – ბინძური გინების გამეორებით ორალი ბავშვი ბუნებრივ სექსუალურ აღზრდას მიმართავს – სხვა ბავშვები კი მაშინვე ხვდებიან რა დგას მისი სიტყვების უკან. ყოველი ბავშვი ,,მოვალეა“ ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოისმინოს გინება ორალისგან – ადამიანებს “სექსუალური ინსტინქტები” დათრგუნულია აკრძალვების მთელი სისტემის შრეებით, ყველასი – ურეთრალის გარდა. ასე რომ ორალები ამ ინსტინქტის “რეანიმირებას” ეწევიან.

ორალები დაუკითხავად ამბობენ ზუსტად იმას, რისი მოსმენაც გინდათ. ჩვენი სიტყვა გაუცნობიერებელია, ჩვენ არაცნობიერზე სიმართლეს ვამბობთ. რადგან საუბარში შეზღუდულები არ ვართ.ისინი არ იტყუებიან ისინი უბრალოდ ვერ არჩევენ სიმართლესა და სიცრუეს, როგორც ეს საყოველთაოდაა მიღებული. და არც სჭირდება ამის მოთხოვნილება არ აქვთ. რატომ უჯერებენ? მათ იციან როგორ გითხრათ ისე, რომ ყველამ უსმინოს. მაგრამ ადამიანები ბევრ რამეს უსმენენ. ვის ბინძური ანეგდოტების მოსმენა უნდა, ვის – ჭორების. ისინი მზად არის ეს მოთხოვნა დააკმაყოფილონ, მაგრამ განვითარებული ორალი ამ სისულელეებით აღარ კავდება. იმასთან შედრებით როგორ კმაყოფილებასაც ორატორი კარგი და ხანგრძლივი მონოლოგიდან იღებს, ჭორები უმნიშვნელო ნამცეცებია – ხოლო განვითარებული ადამიანი ყოველთვის უკეთესს ირჩევს.

 

სმენა

სმენა სრულიად განსხვავებულია,  მაშინაც კი როცა სმენა საყვარელ ადამიანთან ერთადაა მარტო კაფეში, მაინც უჭირს ხმის ამოღება. მას საუბრი არ უყვარს, აი საათობით დუმილი კი ბატონო. და კიდევ – სრული ამიმია. ერთ წერტილსაა მიშტერებული. გარეგნულად ემოციას სრულიად არ ამჟღავნებს.

მთავარი ადამიანში მისი შინაგანი სამყაროა. იქ კი ისეთები ხდება – ისეთი ქარიშხლები უტევენ სმენას როცა ბეთჰოვენს უსმენს, ახლა ჩაიკოვსკი, მოცარტი, ბახი. მიყვარს როცა ფირფიტას სულ ოდნავ ვუწევ ხმას, როცა სულ ოდნავ ისმის მუსიკა, ფაქტიურად სმენის ზღვარზე… ო!
ხშირად ხალხი მის მიმართ გულგრილია. ის ხომ წყნარად ზის, საქორწინო თამაშებში, აურზაურში არ მონაწილეობს. ადამიანები საერთოდ არ აინტერესებს. მხოლოდ ხელს უშლიან, დარბიან, ხმაურობენ, ჭამენ, ღრიალებენ… ასე ხომ გაგიჟებაც შეიძლება. სმენას კი სიცილი სწყენს, ეს მთელს მის კონცენტრირებას აგდებს.

მას მარადიულზე უყვარს ფიქრი. ანდა კარგი წიგნი… კოსმოსზე, ჯადოსნურ სამყაროებზე… რაც უფრო შორს გაურბის ნაცრისფერ რეალობას მით უკეთესი. კომპიუერული თამაშებიც უყვარს. ამქვეყნად ყველაზე მეტად კი სიჩუმე და ვარსკვლავიანი ცა უყვარს. უბრალოდ არავინ არ უნდა შეუშალოს ხელი.

სმენა დღეს თავისი გენიის რეალიზებას მათემატიკაში, ფიზიკაში, ინჟინერიაში, პროგრამირებაში, ხანდახან მედიცინაში ახენენ, განსაკუთრებით ქირურგიასა და გენურ ინჟინერიაში. ვიღაცეები საყვედურობენ, რომ კედელში ლურსმნის მიჭედებაც კი არ შეუძლია. სულელები, მისი სახეობრივი როლი – ჯოგის ღამის დარაჯია. ის ლურსმნებს არ აჭედებს, ეს ხომ ხმაურიანი საქმეა. მას გონებრივი მუშაობა ურჩევნია. ყველაზე უფრო მეცნიერება მოსწონს.

რა? დაბნეულია? კი ასეცაა, სმენას არ იზიდავს არაფერი მატერიალური, ის სიამოვნებას სხვანაირად იღებს. ის ყველაზე უფრო კონცენტრირებულია მაგრამ გარეგნულად კი არა არამედ საკუთარ თავში.

სმენის სიტყვა

რა არის სიტყვა? სურვილებისა და უკმარისობების აღნიშვნა. ცხოველური უკმარისობები – ორალურ ვექტორშია. ხოლო სმენური სიტყვა ფსიქიკურ სფეროებს მოიცავს.

სმენას აბსტრაქტული გონება აქვს. თავისი სიტყვებიით ის აღწერს იმ მდგომარეობებს, რასაც შინაგანად განიცდის. ხშირად ის ასექსუალურია. ადამიანთა უმრავლესობა სექსისა და ორგაზმის დევნაშია. მოიტანა ნანადირევი, გამოკვება მდედრი და ბავშვები და მიიღო ორგაზმი ქალისგან – უდიდესი სიამოვნება რაც შეიძლება სხეულმა მოგცეს.

აი სმენა კი სხეულზე და ორგაზმზე არ კონცენტრირდება. სიჩუმის მოსმენითა და მასზე კონცენტრირებით ის ცნობიერ აზრებს ამუშავებდა. ესაა მისი სმენური ორგაზმი და მისივე უკმარისობა. ის ასექსუალურია (სმენური ასექსუალიზმი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მას სექსი არ შეიძლება მოუნდეს, მას ნებისმიერ შემთხვევაში ერთვის მინიმუმ ერთი ქვედა ვექტორი, რაც უზრუნველყოფს მასში სხეულებრივი სურვილების არსებობას. უბრალოდ სხეულებრივი სურვილები სმენისთვის მეორადია – ს.ღ.) და მისი სიტყვაც ასექსუალურია – ის არამხოლოდ ცხოველური არ არის, არამედ ცხოველური, ორალური სიტყვის საწინააღმდეგოა. როცა სმენა კარგად განვითარებულია მტკივნეულად აღიქვამს გინებას, ეს მას ყურს სჭრის.

როცა არაცნობიერში ეშვება, იქიდან აზრს, სიტყვას იღებს, მერე კი ჯოგთან გამოაქვს, ის ქმნის ენას, რომელზეც ყველა ლაპარაკობს, სიტყვების კომპოზიციებით წინადადებას ადგენს, რათა თავისი აზრი უფრო სრულყოფილად და ზუსტად გმოხატოს. ანუ სმენური სიტყვა ეს არაცნობიერისთვის გამოგლეჯილი ტერიტორიაა, ჩემი სიტყვა ჩემი სამეფოა – ჩემი ცნობიერება.

ორალის გონება ვერბალურია, ის სწავლობს მიიქციოს ყურადღება, სხვებს გადასცეს აზრები, სურვილები. ის ერთადერთია ვინც სხვების უკმარისობებს ააშკარავებს, რათა ყველაფერი უფრო გასაგები გახადოს. ის ქმნის ფიქრებს სხვების გონებაში, მათი სურვილების ზუსტ ფორმულირებას ახდენს.
სმენის გონება და ინტელექტი აბსტრაქულია. სმენა ნაბიჯ-ნაბიჯ იფართოებს ცნობიერებას, ამუშავებს აზრებს, და სწავლობს სიტყვებს, გამუდმებით ცდილობს შესაქმის საიდუმლოს გამოცნობას, ეძებს პასუხებს უპასუხო კითხვებზე. ის საკუთარ თავში ქმნის აზრებს.

ორალი ცხოველურ უკმარისობებზე ლაპარაკობს, არაცნობიერზე. ენერგიის კვარელი ორალი და ყნოსვა ფლობენ არაცნობიერს, არიან იქ, სადაც უნდა მივიდეს სმენა. მაგრამ მათ სხვა ამოცანები აქვთ, ისინი სმენისგან განსხვავებით ცნობიერებას არ ფლობენ.

ამიტომ სწორედ სმენებმა უნდა გააცნობიერონ თავიანთი ცხოველური ბუნება, უნდა გაასწორონ მრუდი ადამიანურსა და ცხოველურს შორის და გახდნენ ადამიანები, მერე მათ სხვები მიბაძავენ. სწორედ ესაა სმენური სურვილი: გააცნობიეროს საკუთარი თავი და მხოლოდ ის იღებს ამისგან სიამოვნებას, ისინი აფართოებენ ცნობიერებას, ისინი სიტყვებს “შიგნით” ქმნიან და შეიგრძნობენ რა სფეროებს ხსნის ის.

კაცობრიობის სმენური ნაწილისთვის ცნობიერების მიცემაა სწორედ სმენური სიტყვის ტრიუმფალური სვლა. გონებისა და სულის ლხინი. საკუთარ ცხოველურ ბუნებაზე გამარჯვება, საკუთარ თავზე – ურთიერთსიძულვილზე გამარჯვება.

წყარო

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე