ვისზე გავლით ხდება ფაზების ცვლა

 

ანალ-ვიზუალური ფაზის შემოსვლასთან ერთად რელიგიათა პარალელურად განვითარება დაიწყო ფილოსოფიამ და მეცნიერებამ. მოხდა მანამდე არსებული ცოდნის სისტემატიზაცია. ისტორიაში პირველად სმენის ვექტორმა ეჭვქვეშ დააყენა რელიგიური თეორიები. ერთი მხრივ ანალური ვექტორის განვითარებამ, მეორე მხრივ კი სმენური ზომის ახალ მასშტაბებში გადასვლამ, წინ წამოწია ანალ-სმენური ფსიქოტიპის ფუნქცია: მანამდე არსებული ცოდნის შეჯამება-სისტემატიზაცია, ფილოსოფიიდან მეცნიერული მიმდინარეობების გამოყოფა, ახალი მეცნიერული აღმოჩენების დასაწყება. ანალ-სმენურმა ზომამ ახალ საფეხურზე გადაიყვანა გეოგრაფიის ცოდნაც, მოახდინა მანამდე არსებული ინფორმაციის შეჯამება და შეიქმნა მაშინდელი მსოფლიოს პირველი რუკები. ასევე გამოიგონეს წყალზე გადაადგილების საშუალებები. მათ ბუნებრივი მასალებისაგან შექმნეს სამუშაო ხელსაწყოები, რომელთა დახმარებითაც ააგეს გემები. დროთა განმავლობაში გემები უმჯობესდებოდა, ადამიანები ახერხებდნენ უფრო და უფრო შორს გაცურვას. შუა საუკუნეებიდან დადგა დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ერა.

ანალ-ვიზუალური ფაზის გვინდელ პერიოდში (შუა საუკუნეები) მოსახლეობის მომრავლებამ და არსებული ლანდშაფტის გართულებამ, კაცობრიობის წინაშე დააყენა ახალი რესურსების მოძიების საჭიროება. ამ ეტაპზე ურეთრალურ ვექტორში გამოვლინდა კიდევ ერთი ფუნქცია – ურეთრალი კაპიტანი (საუბარია გემის კაპიტნებზე). მათ მოახდინეს ახალი გარღვევა – დადგა დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ერა. მოუთოკავ ურეთრალის ვექტორიან კაპიტნებს გემები მიყავდათ უცნობი ტერიტორიებისაკენ. მაშინ როდესაც გემის ეკიპაჟის სხვა წევრებს ეშინოდათ, რომ ამდენი ცურვის შემდეგ დედამიწის კიდემდე მიაღწევდნენ და სადღაც უსასრულო უფსკრულში გადაიჩეხებოდნენ, ან რომელიმე ზღვის ურჩხულის მსხვერპლნი გახდებოდნენ. საერთოდ ანალის ვექტორიანებს თავისი მშობლიური ტერიტორიიდან წასვლა არ უყვართ და ურჩევნიათ დაიჯერონ, რომ მათი სამშობლოს გარდა მთელი დანარჩენი დედამიწა მტრულად განწყობილი ბოროტი ურჩხულებითაა დასახლებული. ანალებს ჯეროდათ ასეთი რაღაცეების, მაგრამ ურეთრალის ვექტორიანი კპიტანი, რომელმაც არ იცოდა შიში, კანის და ანალის ვექტორიან მეზღვაურებს მიუძღოდა ახალი ტერიტორიებისაკენ.

დიდი გეოგრაფიული გარღვევების შედეგად ადამიანებმა აღმოაჩინეს, რომ დედამიწა არაა უსასრულო სივრცე, რომლის ბოლოს უზარმაზარი უფსკრულია. ჯერ ანალ-სმენური ზომის მიერ საზღვაო ხელსაწყოების და კარტოგრაფიის შექმნამ, ხოლო შემდეგ ურეთრალი კაპიტნების მეთაურობით დაწყებულმა ექსპედიციებმა საფუძველი ჩაუყარა ახალ გარღვევებს, ვასკო და გამას, კოლუმბის, ვესპუჩის აღმოჩენებმა. შემდეგ ჯერ მაგელანის, მოგვიანებით კი ფრენსის დერეკის დედამიწის ირგვლივ მოგზაურობებმა დედამიწა ერთიან სივრცეში მოაქცია. პირველად გაჩნდა აღქმა, რომ ,,ჩვენ ყველანი ერთი დედამიწის შვილები ვართ“. დედამიწა გაზომვად სივრცედ იქცა.

პროცესები თავბრუდამხვევი სისწრაფით განვითარდა, დაიწყო ტერიტორიების ხელახალი გადანაწილება, რუკაზე ახალი სახელმწიფოები გაჩნდა. მსოფლიოში შეიცვალა ,,თამაშის წესები“, თანდათან გაჩნდა ერთიანი კანონმდებლობის ჩანასახი. ანალ-სმენური და ურეთრალური ზომების ძალისხმევამ კაცობრიობა გადაიყვანა ახალ – კან-ვიზუალურ ფაზაზე.

ახალ ფაზაში დაიწყო ანალური მმართველობის ფორმების თანდათანობითი ჩანაცვლება მმართველობის კანური ფორმებით. ეჭვქვეშ დადგა ანალური მიდგომა მონარქთა ,,წმინდა სისხლის“ და მათი შეუმცდარობის თაობაზე. კანური ზომის განვითარებამ მოიტანა თანასწორობის, თანაბარუფლებიანობის იდეა. კან-სმენურმა ზომამ შექმნა იდეები უფლებრივი თანასწორობის, კანონის უზენაესობის შესახებ. ევროპის ქვეყნების დიდ ნაწილში დაიწყო გამოსვლები, რევოლუციები და მონარქისტული მმართველობა თანდათან კანურმა რესპუბლიკებმა ჩაანაცვლა.

გარდა ამისა ე.წ. ახალ მიწაზე, ანუ ამერიკის კონტინენტზე დაიწყო მასობრივი მიგრაცია. ადამიანები გადასახლდნენ ახალ მიწაზე, იქ შექმნეს ნამდვილი კანური საზოგადოება, რაღაც დროის შემდეგ გამოაცხადეს დამოუკიდებლობა და შეიქმნა კანური ცივილიზაცია, აშშ-ს სახით. კანური ქვეყანა, ქვეყანა ანალური ისტორიის გარეშე. აბსოლუტურად ახალი ლანდშაფტი, არანაირი ანალური შუასაუკუნეობრივი ციხესიმაგრეები (ყოველ შემთხვევაში მათი წინაპრების მიერ არ იყო აშენებული), არანაირი ანალური ისტორია. ამიტომ შეიქმნა ნამდვილი კანური ქვეყანა. რომელმაც საკუთარი ეკონომიკა, მოაწყო კანური ეფექტურობის პრინციპით და ამ ეკონომიკით და ფინანსებით გავლენა მოიპოვა მთელ მსოფლიოზე, ყველას თავს მოახვია თავისი კანური ვალუტა. ყურადღება მიაქციეთ, თუ რამდენად სისტემურად ხდებოდა და ხდება ყველაფერი ეს. ახალი მიწების აღმოჩენისთანავე ყველაზე მოქნილი, გაქნილი და სწრაფად ადაპტირებადი კანის ვექტორიანები იქ გადასახლდნენ და საერთოდ არ უფიქრიათ არც ძველ სამშობლოზე და არც ანალურ წარსულზე. ახალ მიწაზე თავისებურად აწარმოეს მოლაპარაკებები, მოიშორეს ისინი ვინც ზედმეტებად და არასაჭიროებად მიაჩნდათ (ანუ ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი) და იქ შექმნეს იმ დროისთვის უდიდესი სახელმწიფო. სახელმწიფო რომელიც მთლიანად კანურ ფასეულობებს ეფუძნება. კანური სახელმწიფოსთვის მთავარი ფასეულობა მათი დამოუკიდებლობაა, ამიტომაც არის დამოუკიდებლობის დღე მათი მთავარი დღესასწაული. აქვთ ასევე თავისი მთავარი ძალა ,,დოლარი“, ამით შეიძლება იყიდო ყველაფერი (ყოველ შემთხვევაში ასე თვლიან კანის ვექტორიანები).

ახალმა მოცემულობამ წინ წამოწია კანური სტანდარტიზაცია, კან-სმენებმა შექმნეს ახალ მოცემულობაზე მორგებული კანონები, რომლებიც ანალური წმინდა სისხლის და არისტოკრატული ნაწილის პრივილეგიების ნაცვლად თანასწორობის იდეას დაეფუძნა. თუმცა მეორე მხრივ მხოლოდ კანონის გავლენით ამის ცხოვრებაში გათარება წარმოუდგენლად რთული იყო. ადამიანებს ჯერ კიდევ არ დაეღწიათ თავი ანალური წარმოდგენებისგან, ჯერ კიდევ არსებობდა ე.წ. ,,არისტოკრატული პრივილეგიები“, წინა ეპოქის წამოდგენები კი ჯერაც მყარად იყო გამჯდარი ადამიანებში.

თუმცა კანურმა კანონმა კან-ვიზუალურ ზომას საშუალება მისცა დაეწყოთ ბრძოლა ადამიანის უფლებებისთვის. გარდა ამისა კან-ვიზუალურმა ზომამ შექმნა მორალის ახალი პრინციპები და დაიწყო საზოგადოების კულტურულ-ეთიკური აღზრდა. ამის პარალელურად კან-ვიზუალმა მდედრებმა (კან-ვიზუალი მამრის ფუნქცია მანამდე არქეტიპული რეალიზაციის არარსებობის გამო ჯერ კიდევ არ იყო გამოკვეთილი. იხ. ლექცია: ,,ვიზუალური ვექტორი კომბინაციებში“) დაიწყეს ბრძოლა ანალური ძალადობრივი კანონმდებლობის წინააღმდეგ. კან-ვიზუალური ზომის ბრძოლის შედეგად გაჩნდა სრულიად ახალი, მანამდე არარსებული ცნებები (ვიზუალური ფსიქოტიპი ომის მდგომარეობაში გადადის მაშინ, როდესაც ხედავს, რომ მის ფასეულობებს საფრთხე ექმნება. როდესაც აუცილებელია დაიცვას ვიღაც, ან რაღაც ძვირფასი, როდესაც აუცილებელია დაიცვას ისეთი ფუნდამენტური უფლებები როგორიცაა სიცოცხლის, არსებობის, ჯგუფში სრულფასოვანი რეალიზაციის უფლება. მოკლედ რომ ვთქვათ, ვიზუალი ომის მდგომარეობაში გადადის მაშინ, როდესაც სიტუაცია მისგან ითხოვს მისი მორალური ფასეულობების დაცვას. მაგალითად: როდესაც ილახება ადამიანის უფლებები, როდესაც სასტიკად ექცევიან ცხოველებს, როდესაც უკონტროლოდ იჩეხება ხეები, როდესაც აწყდება ძალადობის, წამების, ან პიროვნების დამცირების ფაქტს. ამ მოვლენებს ვიზუალი სიკეთეზე, მის პირად იდეალზე თავდასხმად აღიქვამს, ასეთ დროს ვიზუალში ირთვება საბრძოლო სულისკვეთება და ბრზოლას იწყებს ფასეულობათა დასაცავად.

ბუნებრივია, რომ ვიზუალის ომის მდგომარეობა არ გულისხმობს ვინმეზე შეტევას, ვინმეს მოსპობას, ან ღია საომარ იერიშს. ვიზუალის ომის მდგომარეობა თავს ავლენს აქტიური დაცვით: საპროტესტო გამოსვლებით, ტრანსფარატებით, პლაკატებით, მსვლელობით, მანიფსესტაციებით. მაგალითად: ვიზუალი რომელიც იცავს ხეებს მოჭრისაგან, შეიძლება თანამოაზრეებთან ერთად მიებას ამ ხეზე, გაუწვეს ბორბლებთან ბულდოზერს, მოიშიშვლოს მკერდი – რომელზეც ეწერება საპროტესტო სლოგანი. ვიზუალი რომელიც უპირისპირდება ომს, დარბევას, ან მსგავს აგრესიულ ქმედებას, შეიძლება საბრძოლო ტანკისკენ გაემართოს ხელში ყვავილების თაიგულით. ასეთ დროს მასში რთულად თუ ამოიცნობთ ადამიანს, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ ობობას, ან თაგვის დანახვაზე შიშისგან ცახცახებდა და კივილით გარბოდა. დღეს კი უშიშრად უდგება წინ მრისხანე საომარ მანქანას, მტკიცედ და ფეხმოუცვლელად დგას საკუთარი ფასეულობების სადარაჯოზე და ხშირ შემთხვევაში მისი სიმტკიცე უფრო ძლიერია, ვიდრე რამოდენიმეტონიანი ტანკის, საბრძოლოდ შეჭურვილი დივიზიის, ან მშვიდობიანი მსვლელობის დასარბევად გამოსული ხელკეტიანი პოლიციელების.

თუ მშვიდობის მდგომარეობაში მყოფი ვიზუალი ნაზი, რბილი და დამყოლია. ომის მდგომარეობაში მისი სიმტკიცეს შეუძლია თვით ანალის ვექტორიანიც კი გატეხოს). პროგრესული ქვეყნების უმეტეს ნაწილში ადამიანის სიცოცხლე მთავარ ფასეულობად იქცა და აიკრძალა სიკვდილით დასჯა. გაჩნდა ბავშვების და ქალების უფლებების ცნება.

კან-სმენური ზომის მიერ სტანდარტიზებული კანონის შემოღებამ და კან-ვიზუალური ზომის მდედრობითი ნაწილის მხრიდან ადამიანის უფლებებისთვის დაწყებულმა გააფთრებულმა ბრძოლამ, კაცობრიობა გადაიყვანა ახალ, კან-ყნოსვით ფაზაში.

სრული ტექსტი იხილეთ სვფ-ს ჯგუფში

სტატიის ავტორი: სერგო ღამბაშიძე