ვისთვისაა სიჩუმე ფსიქიკური ჯანმრთელობის საფუძველი.

,,რაღაც მჭირს! რაც თავი მახსოვს მეგობრები სულ დისკოთეკაზე ანდა სადმე ხმაურიან კომპანიაში მეპტიჟებიან, ეს საერთოდ როგორ უნდა მოგეწონოს? ეს გამაყრუებელი მხიარულება – ნამდვილი ღამეული კოშმარია აბა სხვა რაა? ყველა ცეკვავს, მხიარულობს და უყვირის ერთამნეთს, აბა სხვა ნაირად შეუძლებელია რაიმე გაიგონო. მე კი ამ დროს ერთადერთი სურვილი მაქვს ყურები თითებით დავიცო ან გარეთ გამოვვარდე. იქ სადაც სიჩუმე, ღამე და ვარსკვლავებია“.

 

ღამის დაკვირვებები.

 

თქვენ როგორ იძინებთ? წვებით და ითიშებით? ან სანამ ყველა ხმას არ გაანალიზებთ არ გეძინებათ? რაღაც ხმაურობს, წვეთავს, ფხაკუნობს, ვიღაც ლაპარაკობს, თქვენზე? მაშინ სწორად უსმენთ.

ფანჯრიც მიღმა წვეთავს ე.ი. წვიმა მოდის. ყველა მექანიზმიც რომ ერთდროულად ჩაირთო – მაცივარი, “დამაფონი” მთელ ქუჩაზე ღრიალებს, მეზობელსაც დღეს მოუნდა ქეიფი, გნიასია როგორც ცხოველების გალიაში, შემჭამეს!  როდისღა დამთავრდება ეს წყნარია არა ხმაურიანი კოშმარი. ხვრინვა და გაბმული ხველა კიდევ ცალკე თემაა. ცალკე თემაა რადგან ასეთ მკვეთრ, “მჭრელ” ხმებს განსაკუთრებით ღამით ვერ ვიტან. ვერასოდეს და ვერაფრის დიდებით ვერ დავიძინებ როცა გვერდით ვინმე ხვრინავს. ბევრ ადამიანს ვიცნობ ვინც ყურადღებას საერთოდ არ აქცევს ამას სძინავთ როგორც მაჩვებს და ეგაა. მე კი მაშინაც კი თუ ჩამეძინა პირველივე ჩქამზე წამოვხტები როგორც ჯარისკაცი პოსტზე.

თავზე ბალიშს ვიმხობ მაგრამ ესეც არ მშველის. ყურსაცვამებიც ვიყიდე, მართლაც კარგად ახშობენ ხმაურს მაგრამ ყურებს მტკენენ. როგორ სძინავთ ხალხს ამით? უცებ რომ რამე მოხდეს და ვერ გავიგონ? როდის გაჩუმდება ყველაფერი გარშემო?

 

დედი, შეიძლება ყურში ჩაგყვირო?

 

თუ სახლში მარტო ვარ, ეს კი ძალიან იშვიათად ხდება, არაფერს არ ვრთავ ხოლმე. ისეთი სიამოვნებაა ყველა საშინაო საქმის სიჩუმეში კეთება. ჩემი ქმარი კი შემოსვლისთანავე პულტს წამოავლებს ხელს და მერე… ხომ გესმით. რა ქნას არ შეუძლია სხვაგვარად და.

 

ხმას დაუწიეთ! წყობიდან გამოვდივარ მე.

ისედაც დაწეული აქვს, – მესმის პასუხად.

როგორაა დაწეული თუ ამის მეტი არაფერიი ისმის? დამცინით?

 

აქ უკვე ბავშვიც ერთვება, დაჰქრის მთელ ბინაში სიმღერით და ყველაფერს აყირავებს გზაზე. გოგონას ახალი თამაში როგორ მოგწონთ “დედი, მოდი ყურში ჩაგყვირებ?”  სიტყვები ყელში მეჩხირება, ხელები კი თავისთავად ცდილობენ თავდაცვას. ვრეაგირებ მკვეთრად და ნეგტიურად “არ მომეკარო, მამას ჩაჰყვირე, მისთვის სულ ერთია”. ასე რომ ის მამას ჩაჰყვირის ყურში ის იცინის და სთხოვს გაიმეოროს.

რაშია საქმე? მე რატომ ვრეაგირებ ხმებზე ასე მკვეთრად? რით განვსხვავდები ჩემი ქმრისგან რომელიც მათ მშვიდად იტანს? და რა ვქნა როცა ამ ყოველდღიურმა კაკაფონიამ უკვე გამაგიჟა?

 

მგრძნობიარე ყურები.

 

სვფ გვიხსნის, რატომ რეაგირებენ ზოგიერთები ხმებზე ასე მკვეთრად. ყველა ადამინშია ჩადებული ბუნებრივი სურვილები და თვისებები. ასეთი თვისებების ნაკრებს ჰქვია ვექტორი. სულ რვა ვექტორი გვაქვს. როგორც წესი თანამედროვე ქალაქების მაცხოვრებლებს სამი-ხუთი ვექტორი აქვთ. ისინი ჩვენი ხასიათის თავისებურებებს და საზოგადოებაში რეალიზაციის მიმართულებას განსაზღვრავენ.

ყოველი ვექტორი სხეულის გარკვეული ნაწილის განსაკუთრებულ მგრძნობელობას განაპირობებს. ასე იწვევს სმენის ვექტორი განსაკუთრებულად მგრძნობიარე სმენას. ოდესღაც, ცივილიზაციის გარიჟრაჟზე სმენის ვექტორიანი ჯოგის ღამის გუსაგი იყო, მას არ ეძინა – ხმებს აყურადებდა. მას ძალიან დახვეწილი სმენა ჰქონდა რათა ჩუმად მოპარული მტაცებლი წინასწარ შეემჩნია და ჯოგი გადაერჩინა. ღამის სიჩუმეში მჯდარი სავანის ხმებს უღრმავდებოდა. სწორედ მაშინ განაცალკევეს სმენებმა საკუთარი თავი სხვებისგან, – მძინარე თანატომელებისგან. მათ საკუთარი “მე” გააცნობიერეს.

“ვინ ვარ? რატომ მოვედი ამქვეყნად?” – დღემდე მთელი მსოფლიოს სმენები უსვამენ საკუთარ თავს ამ კითხვას. დედამიწაზე ისინი სულ 5%-ია – ადამიანები განსაკუთრებული ნიჭით – შექმნან ახალი აზრფორმები. სმენებს მძლავრი აბსტრაქტული ინტელექტი აქვთ, ყოველთვის გლობალურდ აზროვნებენ და შეუძლიათ დიდი ნახტომის გაკეთება სამყაროს დასაბამის შეცნობაში. სვფ ყველაზე დახვეწილი საშუალებით ეხმარება მათ ჩასწვდნენ საკუთარ ფსიქიკას და გაიგონ მისი პოტენციალი.

 

უპასუხო კითხვები.

 

ეს უცნაური, თითქოსდა სამყაროსგან მოკვეთილი ხალხი მდუმარებით გამოირჩევა, ექსცენტრიული და საკუთარ თავში ჩაღრმავებულები არიან. ისინი საუბრისკენ არ მიისწრაფვიან, იმიტომ რომ სხვა ადამიანებთან სწრაფად იწყენენ. ამის ნაცვლად შეუძლიათ მთელი ღამე ვარსკვლავებს უყურონ და საკუთარ თავს მარადიული კითხვები დაუსვან “რისთვის ვარ ამ სამყაროში? რატომ ვცხოვრობთ ჩვენ ყველა? რა იქნება სიკვდილის შემდეგ?” – ეს ის კითხვებია რომლებსაც ისინი საკუთარი ძალებით ვერ უმკლავდებიან. პასუხებს კი ფილოსოფიაში, რელიგიასა და მეცნიერებაში ეძებენ. ხშირად ისინი ფანატიკურად მორწმუნენი, ან რადიკალი ათეისტები არიან. ისენი ეძებენ პირველმიზეზს, ეძებენ იმას რაც დაფარულია. ცდილობენ სამყაროს კანონებში გაერკვნენ და სამყაროში საკუთარი ადგილი იპოვონ. თუმცაღა ცხოვრების აზრის ძიებაში სმენებს ხშირად საკუთარი ცხოვრება ავიწყდებათ, – მარტოები რჩებიან და პატარ-პატრა სიხარულებსაც ვერ ამჩნევენ.

ეს სამყარო არაა საკმარისი მათი ინტელექტისთვის. სწორედ მათ შექმნეს ინტერნეტი – როგორც დამატებითი რეალობა, რათა თავისნაირები ეპოვათ. მათ შეუძლიათ მთელი დღე კომპიურეტთან ისხდნენ ყურსასმენებით, პროგრამები შექმნან, ანდა სულაც ონლაინ თამაშები ითამაშონ და ჭამაც კი ავიწყდებათ. სწორედ ისინი გრძნობენ ვირტუალურ რეალობაში თავს როგორც სახლში და ხშირად რეალური პრობლემის მოგვარებასაც ინტერნეში გაურბიან.

 

ჩუმად თუ შეიძლება!

 

საკუთარი პოტენციალის რეალიზაციისთვის, სმენას ყურადღების მოკრების საშუალება სჭირდება. ამის გაკეთება მხოლოდ სიჩუმეში შეუძლია, როცა ხმამაღალი მუსიკა არ უშლის ხელს. ხშირად მუსიკასაც დაბალ ხმაზე უსმენს, ის ხომ ბგერებს აკვირდება, ეს კი მის აზროვნებას ააქტიურებს. სწორედ წყანრი ოდანვ გასაგონი მუსიკა ეხმარება სმენებს ერთდროულად შინაგან და გარეგან კონცენტრაციაში.

აი ხმამაღალი ხმები კი სმენის ყურებისთვის ძლიერი გამაღიზიანებელია. ხმამაღალი მუსიკა, ყვირილი და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, ამუხრუჭებს მის აზროვნებას და ნეირონული კავშირების რღვევისკენ მიჰყავს. ამიტომაც არ უყვართ სმენებს დისკოთეკები და წვეულებები, სადაც ძლიან მაღალი ხმაა და ძალიან ბევრი ხალხი გარშემო. ბავშვის გაბმული ტირილიც დიდ სტრესში აგდებს.

თუ სმენა ხმაურის წყაროსთან ახლოსაა და ეს დიდხანს გრძელდება შესაძლოა მას დათრგუნულობის, გაფანტულობის, ყურადღების დაქვეითების და კონცენტრირების უუნარობის სიმპტომები გაუჩნდეს ისე რომ ხმაურის წყაროს სიძულვილიც კი ვეღარ მოახერხოს.

ასეთ შემთხვევებში ის ვეღარ აახერხებს სრულყოფილად რეალიზაციას, ამ დროს მას ცხოვრების უაზრობის და საკუთარი არსებობის უაზრობის შეგრძნება უჩნდება. ამგვარად ყურებზე განსაკუთრებული ზეწოლა, ყვირილი და მაღალ ტონზე საუბრები სმენისთვის დეპრესიის მიზეზები ხდება.

 

მე სიჩუმე და განმარტოება მჭირდება.

 

სმენისთვის აუცილებელია ხანდახან მარტო ყოფნა, სიჩუმეში სამყარს ხმაურისგან დასვენება. მისი დეპრესიის მთავარი პროფილაქტიკა კი ეს რათქმა უნდ ასაკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციაა სამყაროს კანონების შეცნობა და ადამიანის ფსიქიკაში გარკვევაა.

ყველა ამ გამოცანის ამოხსნაში და ცხოვრების აზრის პოვნაში სვფ დაგეხმარებათ. სვფ-ს ცოდნის წყალობით თქვენ შეძლებთ საკუთარ თავსაც და გარშემომყოფებსაც გაუგოთ, გაიგებთ რით განსხვავდებით სხვებისგან და აღარ იწუხებთ იმაზე, რომ რაღაც გემართებათ. აღარ დაგტანჯავთ აზრი, რომ თქვენი ადგილი ამ ცხოვრებაში არ არის. თქვენ ზუსტად გეცოდინებათ რა მიმართულებით განვითარდეთ და რა გსურთ ცხოვრებისგან.

სვფ-ს ტრენინგის შემდეგ უმრავლესობამ უკვე შეწყვიტა სმენის ვექტორისთვის დამახასიათებელი რეაგირება ხმებზე და მძიმე დეპრესიისგანაც განიკურნენ.

 

 

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე

წყარო: http://zvukofrenia.ru/v-poiskah-sebya/zvukovye-zamorochki/komu-tishina-zalog-psixicheskogo-zdorovya/