ვისი მახასიათებელია დე-ჟა-ვუ?

რა არის დე-ჟა-ვუ? ყოველ ვექტორს აქვს ისეთი ცნება, როგორიცაა გამოცდილების დაგროვება. ბევრს ჰგონია, რომ გამოცდილებას მხოლოდ ანალი აგროვებს, მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის. უბრალოდ გამოცდილების დაგროვება ყველა ვექტორს თავისებურად ახასიათებს. მაგალითად ვიზუალს აქვს გამოცდილების დაგროვება გამოსახულებებით. შემდეგ ვიზუალური მეხსიერება ალაგებს განსხვავებულ სიტუაციებს თვალით აღქმულ მასალებად. ეს დაგროვილი მასალა მას ეხმარება რეალიზებაში. ეს დაგროვილი გამოსახულებები ილექება ვიზუალის ქვეცნობიერში, სადაც ხდება მათი ,,გაანალიზება და გადამუშავება”. მაგ: ვიზუალმა ოდესღაც უყურა გადაცემას იმის შესახებ, თუ როგორ იღებან ორიენტაციას მეხანძრეები ცეცხლმოკიდებულ სახლში. ის აქ ხედავს უამრავ კადრებად დაჭრილ მასალას. მისი ვიზუალური მეხსიერება ინახავს იმ კადრებს რაც ცხოვრების მანძილზე უნახავს. შემდეგ ოდესმე ნახავს ხანძარს, მის მეხსიერებაში იღვიძებს იმ კადრების ექო, რაც მან ადრე ნახა და მის ფსიქიკაზე ანაბეჭდი დატოვა. მისი მეხსიერებიდან ამოტივტივდება კადრი, რაც მას უკვე უნახავს. მისი გონება ამ ერთ კადრს გადაიტანს მთელ სიტუაციაზე და მას უჩნდება დე-ჟა-ვუს განცდა. თუ მას აქვს სმენის ვექტორიც, მაშინ დე-ჟა-ვუს განცდა შეიძლება რამოდენიმე წუთი გაგრძელდეს.

კიდევ ერთი რამ. გამოცდილების დაგროვება ყველა ვექტორს აქვს თავისებურად, ამიტომ დე-ჟა-ვუს მსგავს განცდას ვხვდებით თითქმის ყველა ვექტორში, ოღონდ მათში ამის მუშაობის მექანიზმი ცოტა განსხვავებულია. დე-ჟა-ვუს მსგავსი მოვლენა არსებობს სმენი და ყნოსვის ვექტორებშიც, მაგრამ მათთან ამის მუშაობის მექანიზმი ბევრად რთულია და ეს ცალკე ლექციის თემაა.