ზედა და ქვედა ვექტორები ერთი პაზლის ნაწილებია

ცოცხალი ბუნების ჯგუფები.

8 ვექტორი პირველ რიგში ორ 4 ვექტორიან ჯგუფებად იყოფა. ყოველი ჯგუფი საკუთარ სამყაროში არსებობს, აქვს თავისი იერარქია და თავის ამოცანებს ასრულებს, მაგრამ ჩვენ მათ უკვე ვეღარ დავყოფთ და არც არის ამის აუცილებლობა ადამიანი ერთდროულდ არსებობს ფიზიკურ და არაფიზიკურ სამყაროში თუმცა როგორ გავიგოთ სად მთავრდება ფიზიკური და იწყება მენტალური?

ზედა და ქვედა ვექტორები ერთი პაზლის ორი ნაწილია, ორი განსხვავებული მაგრამ ისეთი ახლობელი სამყაროები, ორი იპოსტასი რომლის გარეშეც შეუძლებელია სვფ-ს შესწავლა. თუ მას ჯარის სახით წარმოვიდგენთ დავინახავთ რომ ქვედებს წინ მიუძღვით ბელადი – ურეთრალი, შემდეგ მოყვებიან – მეთაური კანები, ჯარი სამშობლოსთვის თავდადებული კუნთებისგან შედგება,ზურგს კი ანალები ამაგრებენ. როგორ ედება ამას ზედა ვექტორები? სინამდვილეში ძალიან იოლად  ედება და თანარსებობენ კიდეც, ქვედა და ზედა ვექტორები ხომ ყოველთვის ერთად არიან როგორც ერთი მთლიანის ორი ნაწილი მაგრამ სრულიად განსხვავებულ ამოცანებზე აგებენ პასუხს.

მაგალითად ქვედა ვექტორები ეს ფიზიკური სამყაროა, ცხოველური ეგოიზმი და ჯგუფის რანჟირება. ისინი მტერიალურ ფასეულობებს იპყრობენ: ტერიტორიებს, ხალხს, სიმდიდრეს. რანჟირებაც მსგავსად მიმდინარეობს ყველა რაღაც საკუთარზე აგებს პასუხს – ანალი ნელა და გულმოდგინედ მუშაობს, კანი – პირიქით, სწრაფად და გამორჩენის მიზნით. ზედა ვექტრორები კი არაფიზიკურ სამყაროს წარმოადგენენ. ისინი ხმლებითა და შუბებით არასოდეს ომობენ, მათი იარაღი აზრები, იდეები, განწყობები და ურთიერთობებია. ადამიანი ორ პარალელურ სიბრტყეში ცხოვრობს – ფიზიკურ და არაფიზიკურ სამყაროში და ყოველ მათგანში შესაბამის ვექტორებს ეყრდნობა. ეგოიზმიც ამ ორ სამყაროში ვითარდება.

ადამიანებს შორის არ არსებობს ფიზიკური სხვაობა. თუ ჩვენ ძაღლსა და კატას დავინახავთ უპრობლემოდ გავარჩევთ რომელი რომელია,მაგრამ ადამიანები ყველა დაახლოებით ერთნაირია: იგივე ძვლები, ხელები, თვალები, ტუჩები… სამაგიეროდ თუ უფრო სიღრმისკენ წავალთ ერთმანეთის მსგავს ადამიანებს შორისაც კი შეგვიძლია დავინახოთ უფსკრული: ისინი ისე განსხვავდებიან ერთმანეთისგან რომ არც კი ესმით ერთმანეთის.

აზროვნება და ინტელექტი, რაშია სხვაობა?

ქვედა და ზედა ვექტორებს შორის კიდე ერთი განსხვავება აზროვნება და ინტელექტია. ძირითადი განსხვავება ისაა რომ ქვედა ვექტორები სამყაროს რომელშიც ცხოვრობენ შეზღუდულად აღიქვამენ. მათ მასშტაბურად მთლიანობის კატეგორიებით, მსჯელობის უნარი არ გააჩნიათ. ამის უფრო ზუსტად ასახსნელად გამოგვადგება მაგალითები ცხოველებზე, წარმოიდგინეთ ტყეში მცხოვრები მგელი. მას თავისი ჯოგი აქვს, დედალი მგელი, მგლის ლეკვები. თუ ის ჯოგის სხვა მგლებთან ერთად ნადირობს ისინი მას ნადავლს უნაწილებენ – როგორც ჯოგის წევრს. შეუძლებელია მგელს გააგებინო რომ ცოცხალი ბუნების სხვა ჯგუფებიც არსებობს, თუნდაც მგლების სხვა ჯოგი, და რომ მხოლოდ საკუთარ თანამოძმეებზე არ უნდა იზრუნოს მას არ შეუძლია დაინახოს იმ  ჯოგზე უფრო მეტი რომლის ნაწილადაც გრძნობს თავს. ზედა ვექტორების ინტელექტი კი ძირეულად განსხვავდება ამისგან ისინი არ ეწინააღმდგებიან ჯგუფს უფრო მეტიც ჯგუფის მეშვეობით ხედავენ სამყაროს რაც ამავე დროს ეგოიზმის განვითარებას უწყობს ხელს.