ზედა ვექტორების გავლენა წყენის მდგომარეობაზე (2)

ანალ-ორალი ის მხეცია, რომელიც მზადაა ნებისმიერს ჩაასოს კბილები. ორვექტორიანი ანალ-ორალები ან სცენარით ანალ-ორალები რომლებსაც სხვა ზედა ვექტორი არ ერთვით, ცხოვრობენ მთლიანად ცხოველური ბუნების სამყაროში. ისინი ვიზუალებივით და სმენებივით ღრუბლებში არ დაფრინავენ, არ აქვთ მაღალმორალურობა, სულიერება, ეს მათი მახასიათებელი არ არის. მათი სამყარო შედგება უხეში, ცხოველური სამყაროსგან, მათი სამყარო რანჟირდება სასტიკი, ცხოველური წესებით, ჯუნგლების კანონებით, უხეში ფიზიკური ძალით, ზეწოლით. თუ გინახავთ სერიალი ,,სამეფო კარის თამაშები“ მასში არის უამრავი ძალადობა, მკვლელობა, ბევრი და უხეში სექსი. როდესაც ანალ-ორალები ასეთ რამეს უყურებენ ისინი ტკბებიან, რადგან იქ მათი შინაგანი ბუნებაა ასახული, ძლიერი, წვერიანი მამაკაცები, ბევრი სისხლი და ბევრი უხეში სექსი. რა თქმა უნდა არიან სმენები, რომლებიც ამ ყველაფრის მიღმა ხედავენ იდეებს, არიან ვიზუალები, რომლებიც ემოციური კუთხით აფასებენ და ამ მძაფრ სიუჟეტებზე მათი ემოციური ამპლიტუდა პიკს აღწევს. მაგრამ ანალ-ორალებს ატკბობს მასსი ასახული უხეში ძალადობის ნახვა, ისინი საკუთარ თავს ცნობენ.

დღევანდელ ეპოქაში ანალ-ორალები ხშირად არიან ,,ინტერნეტ ტროლები“. მაგალითად თქვენ ინტერნეტში საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნეთ თქვენი ნაშრომი, რომლის წაკითხვასაც სულ ცოტა ნახევარი საათი ჭირდება. ხუთი წუთის შემდეგ მის ქვემოთ ჩნდება კომენტარი: ,,რა სისულელეებს წერ, შიგ ხომ არ გაქვს?“, ან რაიმე მსგავსი. რეალურად თქვენ ვერც ხვდებით ამას რატომ გაკადრებენ, რა დაუშავეთ, ან რა დაწერეთ ასეთი. ამას აკეთებს ანალ-ორალი, რომელიც ამ ბილწსიტყვაობით მხოლოდ საკუთარ შინაგან მდგომარეობას გამოხატავს. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ანალ-ორალი იგივე ჯალათია. უბრალოდ მან ფორმა შეიცვალა და ინტერნეტ ტროლად მოგვევლინა. უბრალოდ ამჯერად სხვების ნერვების ჭამითაა დაკავებული. სინამდვილეში მას საერთოდ ,,კიდია“ რა დაწერეთ, კიდია, რომ თქვენ ამაში შრომა ჩადეთ. შემოვა, გაგინებთ, შემდეგ სხვა ფორუმზე გადავა და სხვებს აგინებს.