ზედა ვექტორების გავლენა წყენის მდგომარეობაზე (4)

ყველაზე მძიმე შემთხვევაა. როდესაც სმენის ვექტორი იმყოფება ანალის მდგომარეობაში და მთლიანადაა მასთან შერწყმული. ამ დროს სმენის ვექტორში იდეა რომც გაჩნდეს, ეს ანალური იდეა იქნება. ანალ-სმენა, რომელშიც ქვედა ვექტორის ცხოველურმა ბუნებამ, ზედა ვექტორის ადამიანური ბუნება დაამარცხა, ყველაზე ხშირად არის ადამიანი, რომელიც მთავარ იდეად ოჯახს, ან ოჯახურ ფასეულობას განიხილავს. ზემოთ აღვნიშნეთ, რომ სმენის ვექტორს შეუძლია ნებისმიერი ვექტორის ნებისმიერი უარყოფითი მდგომარეობა კოსმიურ მასშტაბებამდე ,,გაბეროს“. თუ თქვენ შეხედავთ ერთვექტორიან ანალს, ის საკმაოდ ადვილად ვარდება წყენის მდგომარეობაში, მაგრამ მას შეუძლია დაძლიოს წყენის მდგომარეობა. მაგრამ თუ მას ერთვის სმენა ანალის მდგომარეობაში, ეს უკვე საერთოდ სხვა საკითხია. ამ დროს პატარა წყენაც კი შეიძლება ათწლეულების მანძილზე ახსოვდეს. და რაც მთავარია, რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს, ამ წყენის გაახსენება, ნებისმიერ დროს, იმავე ხარისხის ტკივილს აყენებს, როგორც უშუალოდ განაწყენების მომენტში. ეს წყენა შეიძლება შევადაროთ ცუნამს, რომლის ტალღა თანდათანობით იზრდება, ძლიერდება და ბოლოს ყველაფერს წალეკავს. ასე მუშაობს წყენის მდგომარეობა ანალ-სმენასთან. ასე იქმნება წყენა, რომელიც მთელი სიცოცხლის მანძილზე გასდევთ და სიცოცხლეს უწამლავს მათ.