ზედა ვექტორების გავლენა წყენის მდგომარეობაზე (5)

შევხედოთ სმენის ვექტორის რამოდენიმე განსაკუთრებულობას. თუ გახსოვთ, სმენის ვექტორი არის ერთგვარი ,,ქამელეონი“, ანუ ის არის ვექტორი, რომელსაც შეუძლია სრულიად შეერწყას რომელიმე სხვა ვექტორს, იმდენად, რომ საერთოდ უხილავი გახდეს. ასეთ დროს საერთოდ არ ჩანს, რომ ამ ადამიანს სმენა აქვს, ის საერთოდ არ ატარებს სმენურ სულიერებას, არ ფილოსოფოსობს სხვა სმენებივით. (მაგალითისთვის, რომ განვიხილოთ ქართველი ძიუდოისტი, ზურაბ ზვიადაური, ერთი შეხედვით მას საერთოდ ვერ შეამჩნევთ სმენის ვექტორს, ის მთლიანადაა შერწყმული ქვედა ვექტორებს. ერთადერთი რაშიც მასთან სმენის ვექტორი დიაგნოსტირდება, არის ის, რომ მის ტემპერამენტზე დართული სმენა, მის სურვილის ძალას აძლიერებს და აქცევს ჩემპიონად. – მთარგმნელის შენიშვნა). საერთოს როგორც წესი სპორტის სახეობებში მსოფლიო ჩემპიონთა უმეტესობას ერთვის სმენის ვექტორი, რომელიც მთლიანადაა ჩაკარგული ქვედა ვექტორებში. მეტიც, სმენის ვექტორს შეუძლია შეერწყას არა მხოლოდ სხვა ვექტორს, არამედ სხვა ვექტორის ერთ კონკრეტულ თვისებას.