ზედა ვექტორების გავლენა წყენის მდგომარეობაზე

განვიხილოთ ანალ-ვიზუალის კომბინაცია. ანალ-ვიზუალ ადამიანს აქვს გახსნილი სამყარო, ბუნებით თბილი და კეთილია. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ასეთი ადამიანი წყენის მდგომარეობაში არავის ნახვა არ უნდა?! პრინციპში ეს ნაკლებად შესაძლებელია. ანალ-ვიზუალებს არ შეუძლიათ ვინმეზე დიდხანს დარჩნენ განაწყენებულები.

ანალ-ვიზუალსაც აქვს საკუთარი ნიუანსები. როდესაც ვიზუალური ვექტორი იმყოფება ანალთან კომბინაციაში, ეს ქმნის განსაკუთრებულ კომბინაციას. ანალ-ვიზუალის კომბინაციაში ვიზუალური ვექტორი მიისწრაფვის უფრო მაღალი განვითარებისაკენ. ამ ადამიანებს უფრო მეტად აქვთ განვითარებული თანაგრძნობის უნარი, არიან უფრო რბილი, თბილი და მზრუნველი ადამიანები. ეს ის სემთხვევაა როცა ქვედა ვექტორის ცხოველური და ზედა ვექტორის ადამიანური ბუნება ერთმანეთს კი არ ებრძვის, არამედ ავსებს. აქ ამ ორი ვექტორის ბუნება მეგობრობს. ანალ-ვიზუალი მოგვაგონებს ,,კატა ლეოპოლდს“ ცნობილი რუსული მულტფილმიდან, ყველას სიკეთისა და სიმშვიდისკენ რომ მოუწოდებს. ამიტომ ანალის ცხოველური ბუნება ვიზუალური ვექტორის გავლენით რბილდება და საყვარელ დათუნიას ემსგავსება. თუმცა ეს ყველაფერი ანალ-ვიზუალის კომბინაციაში თავის უარყოფით ნიუანსებსაც იძლევა. ასეთი ადამიანის გულის ტკენა ადვილია. ადვილად შეიძლება აატიროთ, ააქვითინოთ. მას ადვილად შეიძლება შეაცოდოთ თავი. თუ ის ცოტა გულგატეხილიცაა, მცირე სთბოს, ან სიბრალულის გამოხატვით შეიძლება თქვენს მხრებზე აქვითინოთ. ზოგადად ანალ-ვიზუალები ძალიან გულჩვილები არიან. ანალ-ვიზუალები რაღაცით პატარა ბავშვებს გვანან, ძალზე მოყვარულები, თბილები, გულღიები და გახსნილები არიან. განსაკუთრებით მასინ თუ თქვენგან ცოტაოდენ სითბოს მაინც იგრძნობენ.