ზ.ფროიდი – ხასიათი და ანალური ეროტიკა

ზ.ფროიდი -ხასიათი და ანალური ეროტიკა

იმ ადამიანთა შორის, რომლებთან შეხებაც უწევს ექიმ-ფსიქოანალიტიკოსს, საკმაოდ ხშირად ვხვდებით ადამიანთა განსაკუთრებულ ტიპს. რომლებშიც ერთი მხრივ შესაძლოა შეინიშნებოდეს ხასიათის რაღაც მახასიათებლების კომბინაცია, მეორე მხრივ – ყურადღებას იქცევს განსაკუთრებულობათა მთელი რიგი, რომლებიც ჯერ კიდევ ბავშვობისას გამოვლინდებიან. ეს განსაკუთრებულობები კავშირშია ერთ ფიზიოლოგიურ ფუნქციასთან და გარემოში ხელმძღვანელობს ამ ფუნქციათა ორგანოებით. მე თანდათან მიყალიბდება წარმოდგენა, რომ ამ ტიპის ხასიათი პირდაპირ კავშირშია ამ ორგანოს განსაკუთრებულ ფუნქციასთან. ამჟამად მე არ შემიძლია იმის ზუსტად თქმა, თუ რა ხასიათისაა ეს კავშირი, უბრალოდ ცალკეულ შემთხვევებში მე შემექმნა ასეთი შთაბეჭდილება. შემიძლია მხოლოდ მჯეროდეს, რომ მის განვითარებაში არანაირ როლს არ თამაშობსთეორიული მოსაზრებებიდან გამომდინარე ტენდენციური მოლოდინები.

ამჟამად მე მაქვს საკმაოდ მდიდარი გამოცდილება და იმდენად დარწმუნებული ვარ ასეთი კავშირის არსებობაში, რომ მივიღე გადაწყვეტილება შეგატყობინოთ ამ დაკვირვების შესახებ.
ადამიანები, რომელთა აღწერაც მსურს, გამოირჩევიან იმით, რომროგორც წესიმათ ხასიათში აღინიშნება შემდეგი სამი მახასიათებელი: ისინი არიან ძალზე აკურატულები, ჯიუტები და შემნახველები. თითოეული ეს გამოხატულება უკვე არსებითად მეტყველებს ხასიათის მთელ რიგ შტრიხებზე, რომლებიც მჭიდრო კავშირში არიან ერთმანეთთან. აქ აკურატულობაში ვგულისხმობთ არა მხოლოდ ფიზიკურ სისუფთავისმოყვარეობას, არამედ კეთილსინდისიერებას სხვადასხვა წვრილმანი ვალდებულებების შესრულებისას. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც შეიძლება დაეყრდნოთ. თუმცა მეორე მხრივ აკურატულობის საპირისპიროდ დაღვევისას მათ შეენიშნებათ მოუწესრიგებლობა და დაუდევრობა. შემნახველობა დარღვევისას შეიძლება გადუვიდეთ სიძუნწეში, სიჯიუტე კი – შეუპოვპობაში, რომელსაც ერთვის მიდრეკილება აფექტური მრისხანებისა და შურისმაძიებლობისკენ. ბოლო ორი თვისება -შემნახველობა და სიჯიუტე – უფრო მჭიდროდ არიან ურთიერთკავშირში, ვიდრე – აკურატულობა. ხოლო სამივე ერთად წარმოადგენენ მუდმივად განუყოფელ ნაწილს. მე ვფიქრობ ეჭვგარეშეა, რომ ერთმანეთთან დაკავშირებული ეს სამი თვისება, რაღაც კუთხით შეადგეს ერთ მთლიანობას.

ჩვეულებრივ, შეიძლება ბევრი შრომის გარეშე დავადგინოთ, რომ ფეკალიის ინფანტილური შეკავება, ბავშვობის წლებში მათში ხდებოდა უფრო დიდხანს, ვიდრე ეს ჩვეულებრივად ხდება ხოლმე და ამ ფუნქციასთან დაკავშირებული უსიამოვნებები თავს იჩენს ბავშვობის უფრო გვიანდელ პერიოდშიც კი. როგორც ჩანს ჯერ კიდევ ჩვილობისას ისინი განეკუთვნებიან ჩვილთა იმ კატეგორიას, რომლებსაც წესად აქვთ ბოლომდე არ გაითავისუფლონ ნაწლავები. თუმცათუ მათ დასვამთ ღამის ქოთანზე, დეფეკაციის (მონელების) აქტი მათ მიანიჭებს სიამოვნებას, თითქოს ამისგან რაღაც სარგებელი მიიღესო. საქმე შემდეგშია: ზრდასრულობაში მათი მონაყოლიდან, ცხადი ხდება, რომ მათ სიამოვნებას ანიჭებს ფეკალიის სვეტის შეკავება ზრდასრულ ასაკშიც კი. ამის გარდა მათ ქვეცნობიერში შემორჩნილია მშობლების მიერ მიცემული მითითება, რომ აკრძალულია ახლად გამოყოფილ ფეკალიასთან ყველანაირი შეხება. ამასთან აღსანიშნავია, რომ ასეთ საკითხებს უფრო იხსენებენთავის და-ძმებთან მიმართებაში, ვიდრე საკუთარ თავზე. ასეთი მითითებების არსებობის საფუძველზე ჩვენ ვასკვნით, რომ მათ შორის თანდაყოლილი სექსუალური კონსტიტუციის თვისებები ამ პირებს უფრო მკაფიოდ აქვთ გამოხატული და ჰიპერაქცენტირებული ანალურ ეროგენულ ზონაზე. მაგრამ ეს ყველაფერი ხდება მხოლოდ ბავშვობაში და შემდეგში ამ სისუსტისა თუ განსაკუთრებულობისგან თითქმის აღარაფერი რჩება. ჩვენ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ანალური ზონის ეროგენული მნიშვნელობა იკარგება განვითარების პროცესში. აქ ჩვენ ვაკეთებთ დაშვებას, რომ ჩვენს მიერ ზემოთ ნახსენები თვისებათა სამეული და ხასიათში მათი მუდმივობა მოცემულ სუბიექტებში შეიძლება პირდაპირ კავშირშიიყოს ანალური ეროტიკის გაქრობასთან.

(ნაკლები გააზრების მქონეამ სტატიის მკითხველებს გულზე მოხვდათ პატარა ბავშვებში ანალურ ეროტიკასა და სექსუალურობასთან დაკავშირებული ჩემი თეორია. ამიტომ აქ მოვიყვან საინტერესო მაგალითს დაკვირვებიდან, რომელიც მოვახდინე ერთ ჩემ პაციენტზე, ძალზე ინტელიგენტ პიროვნებაზე. ჩემმა ერთმა ნაცნობმა წაიკითხა ჩემი გამოკვლევა სექსუალურობის თეორიის შესახებ და გამოთქვა თავისი შეხედულება ამ წიგნის შესახებ. თქვა, რომ ბოლომდე ეთანხმებოდა მას, მხოლოდ გამოყო მასში ერთი ადგილი, რომელიც მას მოეჩვენა იმდენად უცნაურად და კომიკურად, რომ მასზე ნახევარი საათი ხარხარებდა. აი ეს ადგილი: ,,თუ ჩვილი ჯიუტად უარს ამბობს დაცალოს საკუთარი ნაწლავი, როდესაც მას სვამენ ღამის ქოთანზე და მიმართულებას აძლევენ ამ ქცევის გამოსწორებისაკენ, მისთვის უმჯობესია ეს გააკეთოს მაშინ, როდესაც თვითონ მოუნდება და არა მაშინ როდესაც ამას მისი მომვლელი მოიფიქრებს. ეს ხდება ერთერთი საუკეთესო პრევენცია ააცილოთ ამ ბავშვს ნეროზი ან არანორმალური გადახრა მომავალში. ამასთან, ამ ბავშვს საერთოდ უქრება სურვილი, დასვაროს საკუთარი ლოგინი. ის ესწრაფვის მხოლოდ იმას, რომ არ გამორჩეს ტკბობის ის მომენტი, რომელსაც ის იღებს დეფეკაციის აქტის დროს.“ ჩემმა ნაცნობმა წარმოიდგინა ღამის ქოთანზე მჯდომი ჩვილი, რომელიც დაკავებულია იმაზე ფიქრით, შეუძლია თუ არა რომ დაიცვას თავისი ნების თავისუფლება და თან დაინტერესებულია იმითაც, რომ არ გამოეპაროს დეფეკაციით მიღებული სიამოვნება. სწორედ ამ სურათის წარმოდგენამ დააყენა ის მხიარულ განწყობაზე. დაახლოებით ოცი წუთის შემდეგ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ის მომიყვა შემდეგს: ,, მისმინე! ჩემს წინ დგას კაკაო და მე მომივიდა აზრი, რომელიც ბავშვობაში მუდამ მაწუხებდა. წარმოვიდგენდი, რომ მე ვიყავი კაკაოს მწარმოებელი van Houten-ი, მე ვფლობდი კაკაოს დამზადების საიდუმლოს და ჩემს ყველა გარშემომყოფს უნდოდა ჩემთვის მოეპარა ეს საიდუმლო, რომელსაც შეეძლო მთელი მსოფლიოს გაბედნიერება, მე კი მას განსაკუთრებული ყურადღებით ვუფრთხილდებოდი. რატომ ავიღე მაინცდამაინც van Hout’en-ი, მე არ ვიცი. ალბათ ამ ფირმის რეკლამა მომეწონა“. მე გამეცინა და მას ვკითხე: «Wann hant’n die Mutter?» (სიტყვების თამაში van Houten – van Hauten – wann haut’n + die Mutter; ვანჰოუტენი იმ დროის კაკაოს მწარმოებელი ფირმაა, ხოლო ბოლო ნიშნავს: როდის გცემს დედა?). ეს ფრაზა მე უბრალოდ წარმოვთქვი, არაფერი განსაკუთრებული არ მიგულისხმია, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი სიტყვების თამაში თავის თავში შეიცავდა გასაღებს, რომელიც ხსნიდა ამ ადამიანის ბავშვობიდან უცებ ამოტივტივებულ მოგონებას. ამ გახსენებაში მე დავინახე შენიღბული ფანტაზიის ნათელი მაგალითი, რომელიც წარმოშობილი იყო ბგერითი ასოციაციებით. ამ ფანტაზიამ შეინახა ფაქტიური მომენტი, მაგრამ გააკეთა გადაფასება მთელი მოგონებების შინარსისა და ამით თავის თავში ჩააცხრო დანაშაულის გრძნობა (საკვების გამოყოფა გარდაიქმნა საკვების მიღებად, გამოყოფით გამოწვეული სირცხვილი კი ქვეცნობიერის მიერ შეინიღბა საიდუმლოდ, რომელსაც მსოფლიოს გადარჩენა შეეძლო). ჩემმა ნაცნობმა დაიწყო თავდაცვით (რაც გამოვლნდა საკმაოდ ზომირი, ფორმალური უნდობლობით), მაგრამ დახლოებით ნახევარი საათის შემდეგ, მისმა ქვეცნობიერმა თავისი ნების წინააღმდეგ, ის აღჭურვა უტყუარი მტკიცებულებებით. ეს დაკვირვება ჩემთვის უკიდურესად საინტერესო გამოდგა).

მე ვიცი, რომ როგორც წესი აქამდე არ არსებობდა გადაწყვეტილება და ნება, რომ დაგვეშვა კავშირი ამ მოვლენებს შორის, მანამ სანამ ეს კავშირი გაუგებარია, ჩვენ არ გვაქვს ამოსავალი წერტილი დამაკმაყოფილებელი განმარტებისთვის. არსებობს გარკვეული ვარაუდები, რომელთა დახმარებითაც ჩვენ შეგვიძლია დავიჭიროთ მეტ-ნაკლებად ყველაზე ძირითადი და საერთო არსი ჩვენს მიერ შესწავლილი ფენომენისა: იმ ვარაუდებისა რომლებიც გადმოცემულია 1905 წელს სექსუალობის შესახებ გამოქვეყნებულ ჩემს სამ სტატიაში. მათში მე შევეცადე მეჩვენებინა, რომ ჩვენი სექსუალური ინსტიქტი ძალზე რთულია და რომ მის განვითარებაში მონაწილეობს სხვადასხვა ელემენტების მთელი რიგი და პარციალური (ნაწილობრივი) მიზიდულობები. გამოიკვეთა, რომ ,,სქესობრივი აღგზნებაში“ მნიშვნელოვან როლს თამაშობს გარკვეული ირიბი ელემენტები: ესაა სხეულის ზოგიერთი ნაწილის პერიფერიული გაღიზიანება (გენეტალიების, პირის ღრუს, ანალური ხვრელის, შარდსადინარის). სხეულის ამ ნაწილებს სრულიად სამართლიანად ეწოდებათ ,,ეროგენული ზონები“. ამ ნაწილებზე წარმოშობილი გაღიზიანებებისგამოვლინება ძალიან განსხვავებულია და მათი მნიშვნელობა მერყეობს ასაკის შესაბამისად. საერთოდ სექსუალურ ცხოვრებაში ამ ეროგენული ზონების მხოლოდ ნაწილი გამოიყენება, დანარჩენი ზონები კი ცხადდება სქესობრივი ცხოვრებისთვის გამოუსადეგად და გადახრად და მიმართულია სხვა სახის დავალების შესრულებისაკენ: სუბლიმირება – აი ესაა ამ პროცესის შესაბამისი სახელი. ცხოვრების იმ პერიოდში, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ ლატენტური სექსუალობის პერიოდი, დაწყებული ხუთი წლიდან პუბერტაციის (სქესობრივი მომწიფების) პირველ ნიშნებამდე (დაახლოებით თერთმეტი წელი), გაღიზიანების ხარჯზე რომელიც გამომდინარეობს ეროგენული ზონებიდან, ჩვენს სულიერ ცხოვრებაში წარმოიშობა განსაკუთრებული რეაქტიული ცოდნა, განსაკუთრებით კონტრასტული ძალების შესახებ: სირცხვილი, ზიზღი და მორალი – რაღაც კუთხით წააგავს კაშხალს, რომელიც ამუხრუჭებს სქესობრივი ინსტიქტების ზედმეტ აქტივობას. ევოლუციის მსვლელობა და ჩვენი კავშირი თანამედროვე კულტურულ აღზრდასთან მიდის იქით, რომ ანალური ეროტიკა აღმოჩნდა სქესობრივი ინსტიქტების იმ კომპონენტთა რიცხვში, რომლებიც გახდა მიუღებელი სქესობრივი მიზნით გამოყენებისათვის, ამიტომ ჩნდება ვარაუდი, რომ ხასიათის თვისებები: აკურატულობა, სიჯიუტე და შემნახველობა, ხშირად აღენიშნებათ იმ პირებს, რომლებსაც ბავშვობაში მიდრეკილება გააჩნდათ ანალური ეროტიკისაკენ. შესაბამისად ეს თვისებები წარმოადგენს ანალური ეროტიკის უშუალო პროდუქტს.

თავისთავად ცხადია, რომ ჩემთვის ბოლომდე ნათელი და გასაგები არ არის მოვლენათა ასეთი კავშირისშინაგანი აუცილებლობა, მაგრამ მე შემიძლია მოგაწოდოთ გარკვეული მონაცემები, რომლებიც შეიძლება იყოს დამხმარე მასალები ამ კავშირის განმარტებისათვის. იქმნება შთაბეჭდილება, რომ თვისებები: სისუფთავისმოყვარეობა, წესრიგის სიყვარული და კეთილსინდისიერება – რეაქტიულობის შედეგად იქმნებიან, ესაა რეაქცია ბინძურის, უცხოს, საკუთარი სხეულის არაკუთვნილისადმი მიდრეკილებაზე.დააკავშირო სიჯიუტე დეფეკაციის ინტერესებთან – სულაც არაა ადვილი დავალება. შეგახსენებთ, რომ უკვე ჩვილებს, შეუძლიათ გამოავლინონ თვითნებობა მონელების პროცესში და რომ საყოველთაოდ მიღებული დასჯაზე ორიენტირებული აღმზრდელობითი ზომა, დუნდულებზე კანის მტკივნეული გაღიზიანება (საჯდომზე წამორტყმა) უკავშირდება ანალურ ეროგენულ ზონას. მხედველობაში გვაქვს სწორედ ბავშვის სიჯუტე, აქ ჩნდება მიზანი, რომ გატეხონ ეს სიჯიუტე და მიაღწიონ იმას, რომ ბავშვი გახდეს დამყოლი. სიჯიუტე, განსაკუთრებით დაცინვასთან შერწყმული, მიმართულია ქცევის საწინააღმდეგოდ, როგორც ჩვენს დროში, ისე წარსულ გამოხატულებებში: არსებობს გავრცელებული გამოთქმა ,,საჯდომზე მაკოცე“ – ნათელია, რომ ესაა ლანძღვა, რომელიც გამოდევნის ალერსის ფორმებს.

იგივე ეხება გენიტალიების დემონსტრაციულ ჩვენებას, როგორც მხოლოდ ჟესტს. ამ ჟესტის შესახებ საუბარს ჩვენ ვაწყდებით გოეთეს დრამაში “გეც ფონ ბერლიხინგენი”, რომელიც ძალზე წარმატებით სარგებლობდა იმით, რომ მისი პერსონაჟები ასეთი ჟესტებით გამოხატავდნენ საკუთარ სიჯიუტეს.

ერთი შეხედვით თითქოს რა საერთო უნდა ჰქონდეთ დეფეკაციის კომპლექსს და ფულის კომპლექსს? ამავდროულად როგორც ჩანს, მათ შორის საკმაოდ ბევრი საერთოა. ყოველმა ფსიქოანალიტიკოსმა კარგად იცის, რომ ამ მეთოდის დახმარებით შეუძლია გაათავისუფლოს ნერვული სუბიექტი ყველაზე მძიმე და ხანგრძლივი ჩვევაში გადასული ყაბზობისგან (შეკრულობა).

ეს მოცემულობა ჩვენ დიდად უკვე აღარ გვაკვირვებს, განსაკუთრებით თუგავიხსენებთ, რომ ჩაგონებას ასევე შეუძლია დადებითი გავლენა მოახდინოს ამ ფუნქციაზე. ფსიქოანალიზის დახმარებით მიღებული ეფექტის მიღწევა, შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შევეხებით ჩვენი პაციენტის ,,ფულის კომლექსს“ და ვაიძულებთ აიღოს სრული პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ამ კომპლექსში და მის ყველა გამოვლინებაში. ადამიანებს, რომლებიც შიშით ხარჯავენ საკუთარ ფულს, უბრალო სიტყვებით შეიძლება ეწოდოთ ,,ბინძურები“. შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ მოცემულ შემთხვევაში ფსიქოანალიზი უბრალოდ იჭერს მინიშნებას ყოველდღიური მეტყველებიდან. მაგრამ ასეთი შეხედულება შეიძლება მეტისმეტად ზედაპირულად ჩაითვალოს.
აზროვნების არქაული მეთოდი თავისი ყველა გამოვლინებით მუდმივად მჭიდრო კავშირშია ფულთან და უსუფთაობასთან: ზუსტადასევეა საქმე ძველ კულტურებში, მითებსა და ზღაპრებში, ცრუმორწმუნე წესჩვეულებებში, აზროვნების არაცნობიერში, სიზმრებსა და ფსიქონევროზში. ძველ მითებში ეშმაკი თავის საყვარლებს ჩუქნის ოქროს, მისი წასვლის შემდეგ კი ეს ოქრო იქცევა ფეკალიის გროვად: რა თქმა უნდა ეშმაკის სახე, სხვა არაფერია, გარდა სულიერ ცხოვრებაში მისი არაცნობიერი გამოხატულების ზეგავლენისადმი ინსტიქტური მისწრაფების გამოდევნა (შეადარეთ ეს შუა საუკუნეებში დემონური ეპიდემიით ისტერიულ შეპყრობას). არსებობს ცრურწმენა, რომ დეფეკაციის აქტის დაკავშირება განძის პოვნასთან და «Dukatenscheissers»-ი (სიტყვა რომელსაც არ აქვს ზუსტი თარგმანი – აღნიშნავს ადამიანს, რომელიც კუჭზე გასვლისას დუკატებს (ოქროს ფულს) მოისაქმებს) ცნობილია ყველასთვის და თითოეულისთვის. ჯერ კიდევ ძველბაბილონურ რელიგიაში არსებობდა გამოთქმა: ,,ოქრო მხოლოდ ჯოჯოხეთიდან ამოიფრქვევა – Mammon-ilu man-man“. იმ შემთხვევებში, როდესაც ფსიქონევროტული დაავადებები ბაძავს სამეტყველო ენას, ის ყოველთვის იღებს სიტყვას მისი ნიშანდობლიობიდან გამომდინარე. აქ ჩნდება შთაბეჭდილება, თითქოს დაავადება ნათლადაა გამოხატული ჩვენს რომელიმე სიტყვაში, ან გამოთქმაში და ჩვეულებრივ ის აღადგენს ამ სიტყვის პირვანდელ მნიშვნელობას.

ოქროს და ფეკალიის ეს პირობითი გაიგივება შეიძლება კავშირში იყოს ადამიანის ყველაზე ღირებული განცდის მკვეთრკონტრასტთან, რაც ცნობილია ადამიანისთვისღირებულებას საერთოდ მოკლებულად და განიხილება როგორც ,,გამოდევნილი“.

ფსიქონევროტულ აზროვნებაში ეს გაიგივება შემსუბუქებულია შემდეგი მდგომარეობით: დეფეკაციისადმი პრიმიტიული ეროტიული ინტერესი, როგორც უკვე ვიცით ზრდასრულობის ასაკში განწირულია გაქრობისთვის. ამ ასაკში ჩნდება ინტერესი ფულისადმი, რაც ბავშვობაში ჯერ კიდევ არ არსებობდა; პრიმიტიული ლტოლვა, რომელიც კარგავს ამ ლტოლვის ობიექტს, მსუბუქდება იმით, რომ სწორედ ფულისადმი დაინტერესებით თავისთვისპოულობს ახალ მიზანს.

თუ ხასიათის კავშირი ანალურ ეროტიკასა და დასახელებულ თვისებათა სამეულს შორის ნამდვილად ისეთია, როგორც ჩვენ ვამტკიცებთ, მაშინ საეჭვოა ველოდოთ, რომ მსგავსი ,,ანალური ხასიათი“ შეიძლება აღინიშნოს იმ პირებში, რომლებშიც ანალურმა ეროგენულმა ზონამ შეინარჩუნა საკუთარი ეროგენული მნიშვნელობა ზრდასრულ ასაკშიც. მაგალითად: როგორც ეს ხდება ზოგიერთ ჰომოსექსუალ სუბიექტთან. თუ არ ვცდები, მაშინ ჩვენი ეს დასკვნა სრულიად დადასტურდება გამოცდილებით.

გამოსაკვლევია ღირს თუ არა ყურადღების გამახვილება სხვა სახის მახასიათებლებზე და არსებობს თუ არა ასეთივე კავშირები სხვა შემთხვევებში განსაზღვრულ ეროგენულ ზონებთან. პირადად მე, თვალში მხვდება მხოლოდ ის, რომ სუბიექტები რომლებიც იტანჯებიან შარდის შეუკავებლობით – გამოირჩევიან უზომო, მგზნებარე პატივმოყვარეობით. დეფინიციური ხასიათი და მისი განვითარების შესაძლებლობა პირველადი ლტოლვით – შეიძლება განისაზღვროს შემდეგი ფორმულით: ხასიათის დეფინიციური განსაკუთრებულობები ან წარმოგვიდგებიან უცვლელად და არსებობას განაგრძობენ პირველადი ლტოლვის პროდუქტის სუბლიმირებით, ან ვლინდებიან ამ მისწრაფების ახალი, სახეცვლილი მნშვნელობით.

 

მთარგმნელი: სერგო ღამბაშიძე

One thought on “ზ.ფროიდი – ხასიათი და ანალური ეროტიკა

Comments are closed.