თანამედროვე მსოფლიო – კანური ფასეულობები

კაცობრიობა თავისი ევოლუციის მანძილზე გადის განვითარების 4 ფაზას: კუნთურს, ანალურს, კანურს და ურეთრალურს (რეალურად კაცობრიობა გადის 8 ფაზას: კუნთურს, კუნთ-ორალურს, ანალ-ორალურს, ანალ-ვიზუალურს, კან-ვიზუალურს, კან-ყნოსვურს, ურეთრალ-ყნოსვურს, ურეთრალ-სმენურს, სმენურს – მთარგმნელის შენიშვნა). დღეს ჩვენ ვცხოვრობთ კანური ფაზის აყვავების ხანაში და შესაბამისად მსოფლიოში დომინირებს კანური ფასეულობები. თანამედროვე მსოფლიო არის – კანონების, ფინანსების, კონკურენციისა და ტექნიკური პროგრესის მსოფლიო.

შესაძლებლობები, რომლებსაც თანამედროვე მსოფლიო უხსნის აბსტრაქტული ინტელექტის მქონე  ადამიანს.

კანური ზომის განსაკუთრებულობა გულისხმობს ვიწრო სპეციალიზაციით ადგილის პოვნას მთლიან სისტემაში და შედეგად საკუთარი სისტემის მართვას. კანის ვექტორის წარმომადგენელთა ერთერთი ძირითადი სარეალიზაციო სფეროა – ბიზნესი, ეკონომიკა, ფინანსები.

რა ცვლილებები მოხდა ამ კუთხით ბოლო ორ ათწლეულში? ძირითადი ცვლილება იყო ეკონომიკის გაყოფა – ძველ და ახალ მიმდინარეობებად. ეკონომიკის ძველ სფეროებში წარმოების პროდუქტი მატერიალურია (მანქანები, კომპიუტერული ტექნიკა, ავეჯი). კანური მენტალიტეტის მქონე ქვეყნების კომპანიები წარმოების კუთხით დღეს წამყვან პოზიციებს იკავებენ. ე.წ. ახალი ეკონომიკის პროდუქტი არამატერიალურია – იდეა, ინფომაცია, სწავლება, პროგრამირება – ერთი სიტყვით, აბსტრაქცია.

კან-კუნთური მენტალიტეტი

ჩვენ მოწმენი ვართ საინტერესო კანონზომიერებისა – ჩინური კომპანიები ძველი ეკონომიკის დარგებში თავს საკმაოდ მყარად გრძნობენ. რაც პირდაპირ კავშირშია მათ კან-კუნთურ მენტალიტეტთან. ჩინელები გამოირჩევიან გამძლეობით მონოტონური სამუშაოს შესრულებისას. მენტალიტეტის ფორმირებაზე დიდი გავლენა მოახდინა გარემომ (მაგალითად ბრინჯის კულტურის მოყვანის ფორმამ). იმისთვის რომ არსებულ გარემოში გადარჩენილიყვნენ, ჩინელ გლეხებს ჭირდებოდათ მთელი წელი მუხლჩაუხრელი შრომა და უფრო მეტი წესრიგი და ძალისხმევა, ვიდრე ევროპელ გლეხებს.

კან-სმენური მენტალიტეტი

ამასობაში იაპონია (კან-სმენური მენტალიტეტი), ზრდის ტექნოლოგიების წარმოებას. იაპონელთა რელიგიური რწმენის თანახმად, ადამიანი ცხოველისაგან განსხვავდება იმით, რომ მას შეუზლია რაღაც შექმნას. და რაც უფრო სრულყოფილია მის მიერ შექმნილი მექანიზმი, მით უფრო მაღლდება ადამიანი ცხოველურ ბუნებაზე. რაც დრო გადის სულ უფრო უმჯობესდება იაპონური ტექნიკის ყოველი დეტალი. თანამედროვე კანურ მსოფლიოში უახლოესი 10 – 20 წლის მანძილზე სწორედ ეს ორი ქვეყანა (ჩინეთი და იაპონია) დაიკავებს წამყვან ადგილს პროდუქციის წარმოებაში.