თვითმკვლელი ტერორისტები – ვინ არიან ისინი?

მასობრივი ტერორისტული აქტები – ეს ყოველთვის უთვალავი მსხვერპლია სისხლით, სიკვდილით,შიშითა და მწუხარებით. ცოცხლად გადარჩენილებს კი დიდ ხანს ფსიქოლოგის დახმარება სჭირდებათ, რა საშინელებაა. ტელე ეკრანებთან მსხდომნი თვალებს არ უჯერებენ. ვინ და რატომ სჩადის ამას?  ვინ არიან ეს ტერორისტი – თვითმკვლელები, რა ხალხია? რაში სჭირდებათ უდანაშაულო ადამიანების, ქალების, ბავშვების დახოცვა?  რა ამოძრავებს ამ ხალხს?

სვფ მოგვითხრობს რომ ყოველივე ეს სმენის ვექტორში იწყება. იდეები არა საყოფაცხოვრებო არამედ კოლსალური მასშტაბის – ანარქიზმი, სოციალიზმი, ნაციზმი – ყველა ეს სმენების მოგონილია. გარკვეული გაგებით იდეების გენერაცია სიცოცხლის აზრის პოვნის ირიბი მცდელობაა, რასაც ასე გამალებით ეძებს სმენის ვექტორიანი გაცნობიერებულ თუ გაუცნობიერებელ დონეზე. გამაერთიანაბელი იდეები რომლებსაც მასების აყოლიება შეუძლიათ. სმენის ამოცანა მხოლოდ საკუთარი გამოფხიზლება ხომ არაა, მან სხვებიც უნდა “გააღვიძოს”.

ასეთი იდეების რიგში ახალი საზოგადოების შენება, კოსმოსის ათვისება და ატომური ბომბისა და მასობრივი განადგურების იარაღის შექმნაც შედის. სმენის ვექტორში საერთოდ გამორიცხულია ადამიანის სიცოცხლის ფასეულობა საკუთარისაც და სხვისიც. მთავარი მათთვის იდეაა. ამიტომაც ხდება ასე – ხორცშესხმული სმენური იდების უმრავლესობას მასობრივი განადგურებები ახლავს თან. აბსტრაქტულ დონეზე მყოფ იდეებსაც იგივე პოტენციალი აქვთ.

რამდენი ადამიანის სიცოცხლედ დაუჯდა კაცობრიობას ნაციზმის იდეა, კომუნიზმის ნათელი იდეების მშენებლობას რამდენი უდანაშაულო გადაყვა! მარტო ატომური ბომბის გამოგონება რად ღირს!

რელიგიური იდეები ცალკე გამოყოფის ღირსია. მსოფლიოში ფართოდ აღიარებული რელიგიებიც კი განიცდიან სმენურ არასრულყოფილებას. აი თუნდაც “ ჯვაროსნული ლაშქრობები” ავიღოთ.

მაგრამ თუ სექტანტური ტიპის ორგანიზაციებს შევეხებით მათი ლიდერი ყოველთვის განუვითარებელი სმენა ხდება. არაჯანსაღ ადამიანს კი იდეებიც ასეთივე აქვს, საკუთარ თავს “მესიად” აცხადებს. ვის აერთიენებს ეს სექტები? ვიზუალი და სმენა – ისედაც სულ ერთად არიან როგორც მარტიცა და პატრიცა – არც სექტაა გამონაკლისი. სხვა სმენები იშვიათად ჩერდებიან დიდხანს, თუ საერთოდ განუვითარებლები არ არიან. სექტის ძირითადი მასა –  გავლენის ქვეშ ადვილად მოქცევადი ვიზუალები არიან.

ტერორისტული დაჯგუფებების შექმნაც დაახლოებით ამ სცენარით მიდის. ფორმალურად მათი უმრავლესობა რელიგიური “შეუწყნარებლობის” ბაზაზე იქმნება, იშვიათად ამას ნაციონალური მოტივებიც ერთვის, როცა მჩაგვრელი ხალხის მიმართ სისხლიანი შურისძიების მოწოდებები ისმის. საკუთარი იდეების და საქციელის რა რაციონალიზაციაც არ უნდა მოიყვანონ ტერორისტებმა ასეულობით უდნაშაულო  ადამიანის განადგურებისკენ მიმართული იდეა მხოლოდ არაჯანსაღ სმენას შეიძლება ჰქონდეს.

მთელს მსოფლიოში რამდენი მშვიდობიანი მუსლიმი ცხოვრობს რომელიც არავის არასოდეს პრობლემას და საფრთხეს არ შეუქმნის. მხოლოდ არაჯანსაღი სმენები ერთიანდებიან ექსტრემისტულ დაჯგუფებებში და უამრავ ადამიანს ითრევენ – პირველ რიგში კი ადვილად სამართავ ვიზუალებს. კუნთურ მებრძოლებსაც იზიდავენ ვისაც მხოლოდ იარაღის გადატენის სწავლება და მიზნის მინიშნება სჭირდებათ… და რა თქმა უნდა ადვილი გამორჩენით მოხიბლული “კანები”.

არაჯანსაღ სმენას ხალხის მცირე ჯგუფების აყოლიება შეძულია (ხან და ხან – დიდი ტემპერამენტის შემთხვევაში – მასებისაც როგორც ეს ჰიტლერის შემთხვევაში მოხდა, მაგრამ ეს გამონაკლისია).

სმენურ მდგომარეობაში სმენას მატერიალური ფასეულობები საერთოდ არ ანაღვლებს. არ აინტერესებს არც სექსი, არც ფული და არც სოციალური მდგომარეობა. თუ ვერ იპოვის პასუხს კითხვაზე “რაშია სიცოცხლის აზრი” ამ სიცოცხლესაც დაუნანებლად გამოემშვიდობება. მოკვდავ სხეულში ცხოვრება სულ არ ადარდებს. არაჯანსაღი სმენა კი ცხოვრებისაგან სიამოვნების მიღების უუნარობის გამო თავად ცხოვრებასაც იზიზღებს. ეს ადამიანი ყველაზე ხშირად მთელი მსოფლიოს აფეთქებაზე ოცნებობს რაც ბოლოსდა ბოლოს მასაც არყოფნაში წაიღებს.

დეპრესიაში მყოფი სმენა გამუდმებით თავის თავშია ჩაძირული და გარე სამყაროსთან კონტაქტზე იშვიათად გამოდის, გაუაზრებელ სიხარულს განიცდის იმის მოსმენით რომ სამყაროს დიდი საფრთხე ემუქრება , იქნება ეს ფინანსური პირამიდების რღვევა, ვულკანის ამოფრქვევა,რომელიმე ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა თუ მომაკვდინებელი ვირუსის გავრცელება. ყოველივე ეს ამ ადამიანში სხვებისთვის საკვირველ გამოცოცხლებასა და სახეზე ღიმილსაც კი იწვევს.

და რაც მეტია მსხვერპლი მისი გამოცოცხლების დონეც იზრდება. წყალდიდობები, მიწისძვრები, მეტროში აფეთქებები – ყველაფერი ეს საშინელებაა.არა, მას მსხვერპლი არ უნდა ის შეშლილი ტერორისტი არაა! უბრალოდ მისი ქვეცნობიერი ისე იტანჯება რომ თუ მას თავად არ შეუძლია საკუთარ არაფრისმომცემ არსებობას ანგარიში გაუსწოროს, ნებისმიერ შემთხვევაში წინააღმდეგი არ იქნება თუ მთელი კაცობრიობა უფსკრულში გადაიჩეხება. სულ უნდა გაქრეს როგორც სახეობა და მისი ამ სხეულში არსებობის ტანჯვაც დამთავრდება.

ტერორისტული იდეები – ავადმყოფი, დატანჯული სმენის ვექტორის ნაყოფია.არაჯანსაღი სმენები საკუთარ იდეებს მასებში ავრცელებენ. ამ იდეების აღსრულება კი უკვე გავლენის ქვეშ მოქცეული  ვიზუალების ვალია.

ტერორიზმი – ეს სმენის  ყველაზე საშინელი სცენარია, რადგან ის უამრავი ადამიანის სიკვდილს იწვევს.

პრობლემის გააზრება და “ჯანმრთელისა” და “ავადმყოფის” გარჩევა შეძლება ძალიან დაგვეხმაროს ტერორიზმთან და ისეთ  სექტებთან ბრძოლაში, სადაც იყენებენ, აკნინებენ და ანადგურებენ ადამიანებს.

სისტემურ-ვექტორული ფსიქოლოგიის ცოდნა კი სმენების ჯანსაღი თაობის აღზრდის საშუალებას გვაძლევს.

ჯანსაღ სმენურ იდეებს კაცობრიობა წინ მიჰყავს. სიცოცოხლის აზრისა და შესაქმის ძირითადი კანონის ძიებაში, ფიზიკაში ფსიქიატრიასა და პროგრამირებაში აღმოჩენებს აკეთებენ, ღვთაებრივ მუსიკასა და ხელოვნების ნიმუშებს ქმნიან, მსოფლიოს ახალი სოციალური წყობების იდეებს აძლევენ, გზას უთავისუფლებენ პროგრესს, და გვაჩვენებენ მომავალს ტერორიზმისა და მსგავსი საშინელების გარეშე.

 

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე