ინტერვიუ ვიაჩესლავ იუნევთან – ნაწილი 1

 

თუ არ არის ინტერესი — არ არის კითხვებიც. თქვენ კი ძალიან ბევრი კითხვა გაქვთ. ეს ნიშნავს, რომ ინტერესი საკმარისზე მეტი გაქვთ. ჩვენ სიხარულით დაგეხმარებით სვფ-ს წვრილმანებში გარკვევაში, რადგანაც ჩვენი მისიაა — მეტი რეალიზებული ადამიანი! დღევანდელი ინტერვიუ უპასუხებს კითხვებს იმის შესახებ, თუ ვინ შეისწავლის სვფ-ს, და როგორ შეგვიძლია ბავშვის ვექტორის განსაზღვრა, მიგვაახლოვებს ადამიანებში ვექტორების დიაგნოსტიკასთან და მოგვცემს სვფ-ს მთელი კომპლექსის მნიშვნელობის გაგებას.

მოდით, გავარჩიოთ რამდენიმე მომენტი კანისა და ანალური ვექტორების ქცევებთან დაკავშირებით. სვფ-ს ინსტრუქტორი ვიაჩესლავ იუნევი დაგვეხმარება, რომ წესრიგში მოვიყვანოთ და გავამყაროთ დღეისათვის არსებული ჩვენი ცოდნა.

— როგორ განვასხვავოთ კანური ბავშვი სხვა ვექტორების მქონე ბავშვებისგან?

უნდა გაიგოთ, როგორია თქვენი ბავშვი. შეგიძლიათ სცადოთ ვექტორის განსაზღვრა მხოლოდ გარეგნული ნიშნებით, მაგრამ არ ღირს. სწორი დიაგნოსტიკა შინაგანი შემადგენელიდან გამომდინარეობს: სიღრმე, სტრუქტურა, როგორაა მოწყობილი, როგორ მუშაობს აზროვნება, როგორ მოძრაობს სხვებთან მიმართებაში, ურთიერთქმედება გარშემომყოფებთან, რატომ აქვს კონკრეტული სცენარი და რა ფაქტორები ახდენენ ამაზე გავლნას. აი, ასეთი მოცულობითი სურათი მოგვცემს სრულ გაგებას, რაც თავის მხრივ დაგვეხმარება, რომ სწორად ვადიაგნოსტიროთ ვექტორი. მაშინაც კი, თუ იცით, რომ ბავშვი მოუსვნარია, ჰიპერ-მოძრავია, სულ ცქმუტავს, გაკვეთილის 45 წუთი მისთვის მარადისობდ იწელება, და როცა ბოლოს და ბოლოს ზარი რეკავს, წამოხტება ხოლმე და გარბის, ეს მაინც ცოტაა იმისთვის, რომ კანის ვექტორი მიაწეროთ. ძალდატანების გარეშე საუბრით ჩაუღრმავდით მის მოტივაციას. პირველ რიგში, მას ესიამოვნება, რომ დაინტერესდით, და მეორეც – უმრავ საინტერესო ფაქტს გაიგებთ.

— შეიძლება თუ არა, რომ ადამიანში კანის ვექტორი 80%-ით იყოს, ანალური კი – 30%-ით?

არა, როგორც უკვე ვთქვით, ვექტორი – ეს თანდაყოლილი თვისებაა და იგი ვერ ინება ცოტა ან მეტი. ჩემი საყვარელი ანალოგიაა – ვექტორები, როგორც სქესობრივი კუთვნილება. ხომ არ შეგიძლიათ, რომ 30%-ით იყოთ ბიჭი და 80%-ით გოგო? მხოლოდ 100%-ით. ასი პროცენტით კანური, ანალური და ა.შ. ან 0. სხვა საქმეა, რომ არსებობს ტემპერამენტის რამდენიმე ტიპი, და შესაბამისად ვექტორები სხვადასხვა დონის ძალით ვლინდებიან. მაგრამ თავად ვექტორების არსებობა პროცენტებით არ იზომება.

— და როგორ ვადიაგნოსტიროთ ადამიანებში ვექტორები, თუ ისინი ერთდროულდ რამდენიმეა?

არსებობს სცენარი, არსებობს განვითარების დონე. პრაქტიკის გარკვეული დონის შემდეგ თქვენ მაშინვე ხედავთ, რომ ადამიანში ერთმანთს შეერწყა, მაგალითად, ანალური და კანის ვექტორები: ამას განსაზღვრავთ, მაგალითად, მისი კანის ვექტორის მდგომარეობით მაზოხიზმში და ანალური ვექტორის მდგომარეობით სადიზმში. თქვენ მაშინვე ხედავთ მისი განვითარების გარკვეულ დონეს. და მაშინ ძალიან იოლდ გესმით, რომ რაღაც სამუშაო ადამიანს გაუჭირდება. და აი, მაგალითად ვალების ამოღება – მშვენივად გამოუვა, რადგანაც მასში გამოუვლენელი სადისტი ზის. ჩვენი გაკვეთილებიდან და სტატიებიდან მიღებული ცოდნა კომპლექსურად და კონტექსტის შესაბამისად უნდა გამოიყენოთ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თავში მთელი სისტემის სურათი დაალაგოთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ ცხოვრებაშ მის ეფექტურად გამოყენებას.

— სხვათაროშის, აი ანალური ვქტორის მქონე ადამიანები რატომ შეისწავლიან სვფ-ს?

სვფ-ს არ შეისწავლის მხოლოდ ნალური ვქტორის მქონე. უფრო ხშირად ესენი სმენური და ვიზუალური ადამიანები არიან, რადგანაც მათი ამოცანა სამყაროს შეცნობაა. უბრალოდ ზედა ვექტორები ქვედებს ეყრდნობა, ამიტომ ლოგიკურია, რომ ზედებთან ერთად არის ანალური (ქვედა) ვექტორიც, რომელიც ეხმარება მათ ანალიზში, დეტალები გარჩევაში და არსში აკურატულად ჩაღრმავებაში.

— აკურატულობა — ეს ანალური თვისებაა?
ადამიანების დიდ ნაწილს ანალური ვექტორი აქვს. ამიტომ დიახ, ჩვენს გარშემო ადამიანთა უმეტესობა ავლენს აკურატულობას, როგორც ანალური ვექტორის თვისებას.