ინტერვიუ ვიაჩესლავ იუნევთან 2

 

ყველაფერი, რაც გინდოდათ გეკითხათ, მაგრამ გეშინოდათ -ნაწილი 2 

 

მიიღეთ კითხვებზე პასუხები სვფ-ს ექსპერტისგან:

 შეიძლება თუ არა ვექტორების რაოდენობის გაზრდა? რომელი ვექტორისთვისაა დამახასიათებელი მგრძნობიარობა და ყურადღება? თუ რამდენიმე ვექტორი გვაქვს, მათ ერთნაირი ძალა გააჩნიათ? რატომ არის ყველა ადამიანი განსხვავებული? როგორ ვადიაგნოსტიროთ ადამიანები მათი ექაუნთებით სოც. ქსელებში? როგორ მუშაობს ადამიანის ცხოვრების ეტაპების სქემა?

მეგობრებო, ჩვენ მრავალ კითხვას ვიღებთ ცხოვრებისადმი სისტემურ-ვექტორულ მიდგომასთან დაკავშირებით. ჩვენთვის სასიამოვნოა თქვენი აქტიურობა, რადგან ეს ნიშნავს, რომ ყურადღებით ეცნობით მასალებს, გაინტერესებთ თქვენი ცხოვრების გაუმჯობესება და განვითარებისკენ ისწრაფვით. ეს კი თავის მხრივ ნიშნავს, რომ ჩვენი საქმიანობა სასარგებლოა და გამოძახილს ჰპოვებს მკითხველთა დიდ რაოდენობაში. ამ სტატიით ჩვენ გავხსენით ინტერვიუების ციკლი ვიაჩესლავ იუნევთან, რომელსაც ზოგიერთი იცნობს, როგორც სისტემური ფსიქოლოგიის ავტორს და ტრენერს, ზოგიერთი, როგორც წარმატებულ ტოპ-მენეჯერს, ზოგიერთი კი – როგორც არაჩვეულებრივ მოგზაურს. ყველაზე მთავარია, რომ წარმოადგენს რა სვფ-ს ექსპერტს და უბრალოდ ბედნიერ ადამიანს, იგი დაგეხმარებათ თქვენს კითხვებთან გარკვევაში.

ვიჩესლავ, ჩვენ ვიცით, რომ გარკვეულ ქვეყანაში ან დასახლებაში დაბადების დროს ადამიანს ეძლევა ვექტორთა სხვადასხვა რაოდენობა. თუ ადამიანს ადრეულ ბავშვობაში გადავიყვანთ ნაკლებადგანვითარებული ქვეყნიდან უფრო განვითარებულში, შესაძლოა ამით გაიზარდოს ვექტორების რაოდენობა?

  არა, ვექტორების ნაკრები — თანდაყოლილია, ისევე როგორც თქვენი სქესი. თუ ვინმე ბიჭად დაიბადა ახალ გვინეაში, ის ვერ გაიზრდება გოგოდ აშშ-ში, ასე არაა? მნიშვნელობა არ აქვს სად გაიზარდე, მნიშვნელობა არ აქვს, რა გაიარე ცხოვრებაში. ვექტორი თანდაყოლილი თვისებაა.

რატომაა ასე? ადამიანში უნარების გარკვეული ნაკრების ჩადებისას ბუნება მისი გადარჩენის გარანტიას იძლევა. ბუნება არ გვაძლევს საშუალებას, რომ შევიცვალოთ, იგივე სქესი, რადგანაც ბუნებისთვის — ეს მთლიანის განვითარების გარანტიაა. ვექტორებთანაც ზუსტად ასეა: ვექტორთა განსაზღვრული ნაკრები ადამიანთა განსაზღვრულ რაოდენობაში — სწორედ ესაა იმის გარანტი, რომ ჯგუფი გადარჩება. მთელს სჭირდება ბალანსი შიგნით: ვიღაც პასუხს აგებს გაფართოებაზე, ვიღაც მოძრაობაზე, ვიღაც გამოცდილების დაგროვებაზე, ვიღაც სილამაზეზე და სივრცის გაფორმებაზე, და ა.შ. ამ შემთხვევაში სისტემა მუშაობს, როგორც ადამიანის ორგანიზმი — სხვადასხვა ორგანოები სხვადასხვაგვრად მუშაობენ, მაგრამ ერთი მიზნისთვის — ადამიანის გადარჩენისთვის.

ასევეა ადამიანებზეც, მათში ბუნების მიერ ჩადებული ვექტორების მეშვეობით ყოველისთვისაა გამზადებული რაღაც კონკრეტული როლი და ამოცანა. თუ ჯგუფში რაღაც ვექტორების უკმარისობა ინება, ჯგუფი შესაძლოა უბრალოდ ვერ გადარჩეს. აი, მაგალითად, კანები ასრულებენ ლანდშაფტთან ადაპტაციის ფუნქციას. ამგვარად, ბუნებამ იზრუნა იმაზე, რომ ჯგუფი არ გადასულიყო დისტანციიდან და არ დაღუპულიყო. კანის ვექტორი განკუთვნილია ნებისმიერ პირობებში მოძრაობისა და გადარჩენისთვის. მათ არ აქვთ თვისება, რომ გაშეშდნენ და დაამუხრუჭონ განვითარება რთულ სიტუაციებში. ამიტომ, როცა ყველა თავის ფუნქციას ასრულებს, ჯგუფი გადარჩება.

— კითხვა კანის ვექტორის თემის გაგრძელებასთან დაკავშირებით: ახასიათებს თუ არა კანის ვექტორს მგრძნობიარობა და ყურადღება?

ამ კითხვას რომ ვუპასუხოთ, ცოტა უნდა გადავუხვიოთ თემას. ადამიანი შედგება არაცნობიერისგან, ქვეცნობიერისგან და ცნობიერისგან. ცნობიერება — სწორედ ესაა ყურადღება. არსობრივად, ეს ერთადერთია, რისი მართვაც შეგვიძლია.  «ყურადღება» — ეს ადამიანის ცნობიერების ძირითადი თვისებაა, და იგი აბსოლუტურად ყველას აქვს.

თუ ვისაუბრებთ ყურადღებიანობაზე, როგორც დეტალების შემჩნევის თვისებაზე, საინტერესოა ის ფაქტი, რომ ყოველი ვექტორი ყურდღებით ეპყრობა სხვადასხვა საკითხებს, რადგან ყველას თავისი ინტერესები და ნიჭი აქვს.  და გამოდის, რომ ის, რისადმიც ყურადღებიანია ადამიანი A — სრულიად არ აინტერესებს ადამიანს B. და გამოდის, რომ A-სთვის ბატონი B უყურადღებოა. მაგალითად კანის ვექტორიანი შედის ბინაში და მაშინვე აფიქსირებს ტელევიზორის დიაგონალს, მიახლოებით ანგარიშობს მის ღირებულებას, იმასაც კი წარმოიდგენს, სად შეიძლება იყოს შენახული ფული. მაგრამ დიზაინს საერთოდ ვერ ამჩნევს, ეს მას არ აინტერესებს. და მაგალითად, ვიზუალს, რომელსაც სილამაზის შეგრძნება აქვს, მოეჩვენება, რომ კანის ვექტორიანი უყურადღებოა. მაგრამ ეს ასე არაა. ის ყურადღებიანია, უბრალოდ სხვა საგნებს აქცევს ყურადღებას.

თუ ჩვენ ვსაუბრობთ გაფანტულობაზე, ეს სულაც არაა კანის ვექტორი, არამედ ადამიანები აბსტრაქტული ინტელექტით — სმენის ვექტორი. ჩვენ გვახსოვს, რომ რეალიზებული კანის ვექტორიანი შეკრული და დისციპლინირებულია, ანუ ყოველ დეტალს საჭირო ყურადღებას აქცევს.

თუ ვისაუბრებთ მგრძნობირობაზე, მაშინ ტაქტილური შეგრძნებები — ეს კანური შეგრძნებებია. ამასთან ერთად გააჩნიათ მგრძნობიარობა გათვლასთან დაკავშირებით — ესაა კანური გონება და ლოგიკა.

„მგრძნობიარობის“ თვისება მოწყვლადობასთან მიმართებაში, როცა ადამიანი ბრაზდება, თუკი საზიზღრობას ეტყვიან — ეს კანის ვექტორიანის შესახებ არაა. იგი ნაკლებად მიაქცევს ამას ყურადღებას. ემოციურობა დამახასიათებელია უფრო მეტად ვიზუალური ვექტორისთვის.

ხედავთ, რამდენია დამოკიდებული ტერმინოლოგიებზე და იმაზე, თუ რას დებს ადამიანი ამა თუ იმ სიტყვაში. ამ ფაქტის ცოდნა, სხვათაშორის, ურთიერთობის დროსაც გვეხმარება.

 

 საინტერესოა, სხვადასხვა ვექტორებს ადამიანში ერთნაირი ძალა აქვთ?

დიახ, რა თქმა უნდა. ვექტორი ან გვაქვს, ან არა. მისი გაზრდა ან გამოთხოვნა შეუძლებელია. ეს ფუნქციაა, როგორც უკვე ვთქვი, სქესობრივი კუთვნილების მსგავსად. თქვენ მოგეცათ, ან არ მოგეცათ. ვექტორის გამოვლინების ძალას ტემპერამენტი ეწოდება. ტემპერამენტისა და მისი გარესამყაროსთან ურთიერთქმედების შედეგად იქმნება სცენარი (მაგალითად — კანი-ლუზერები ან კანი-მტაცებლები).

 

თუკი მხოლოდ რვა ვექტორი არსებობს, რატომაა ყველა ადამიანი განსხვავებული?

იმიტომ, რომ გარდა ვექტორებისა არსებობს კიდევ უამრავი პარამეტრი: ასაკი, გეოგრფია, ქვეყნის მენტალიტეტი, სად დაიბადა, სად გაიზარდა, უფრო ვიწრო გეოგრაფიის მენტალიტეტი, ქალაქის ტიპი, ოჯახის მენტალიტეტი, სქესი, ტემპრამენტი, განვითარები დონე, მდგომარეობები, გამოცდილება — ეს ყველაფერი უნიკალურს გვხდის. და კიდევ სუფთა გარეგნულდაც განვსხვავდებით, იმიტომ რომ სხვადასხვა დედები და მამები გვყავს.

 

 შესაძლებელია თუ არა ადამიანებში ვექტორების დოაგნოსტირება სოც. ქსელებში მათი პროფილების მიხედვით?

შესაძლებელია. მისი გვერდის მიხედვით არა მხოლოდ ვექტორის, არამედ თითქმის ყველაფრის გაგება შეიძლება, რაც გჭირდებათ. მაგრამ თუ კონკრეტულად ვქტორებზე ვისაუბრებთ, მაგალითად კანი დაიწყებს ბევრი ფოტოს დადებას თავისი ქონებით — მობილური ტელეფონით, აი ის დგას და ავტომობილს ეყრდნობა, რომ თავისი რანგი და შეძლებულობა აჩვენოს.

შეგვიძლია მეგობრების რაოდენობითაც განვსაზღვროთ. ანალიტიკური აზროვნების ადამიანს 20-30 ერთგული მეგობარი ჰყავს, პლუს სანათესაო. ამასთან ყველა მონიშნულია, ხელმოწერილია, ვინ ვინაა — ბიძაშვილი, დეიდაშვილი, ძმიშვილები. კანის ვექტორიანს კი ყვლა დამატებული ჰყავს, იქნებ რამეში გამოადგეს — 700, 1000 მეგობარი. თან ეჯიბრებიან კიდეც მეგობრების რაოდენობაში.

ასევე შეგვიძლია განვსაზღვროთ ვქტორი პასუხებით და კომენტარებით — რამდენად ემოციურად, მშრალად, კონსტრუქციულად პასუხობს ადამიანი, ან საერთოდ არ პასუხობს (ზედმეტი დროის დაკარგვა არ უნდა).

 

— გთხოვთ, აგვიხსენით ადამიანის ცხოვრების ეტაპთა შეფასების ილუსტრცია. ყოველ ჯერზე, როცა გვიხსნით, თითქოს გსაგებია, მაგრამ შემდეგ კვლავ კითხვები ჩნდება.

კარგი. ეტაპები, რომელსაც ადამიანი (ან კომპანია) გადის — ესაა დაბადება, ზრდა, რანჟირება და განვითარება. იმის მიხედვით, თუ რომელ ცხოვრებისეულ ეტაპზე იმყოფება ადამიანი, არსებობს მოქმედებების გარკვეული ალგორითმი, რომლის გამოყენებაც საჭიროა ამა თუ იმ ეტაპის ნაყოფიერი განვითარებისთვის. მაგალითად, თუ ადამიანი ზრდის ეტაპზე იმყოფება, მაშინ გადადგმულ უნდა იქნას ისეთი ნაბიჯები, როგორიცაა თვითგანსაზღვრა, საკუთარი ნიჭების, საკუთარი ცხოვრებისეული მიზნების გაცნობირება. მაშინ რანჟირების მომენტთან ყველა აუცილებელი ბარგით მივალთ. და თუ გვეცოდინება ალგორითმი რანჟირების ეტაპისთვის, მივხვდებით, თუ რა უნა გავაკეთოთ გარემოში უკეთესად ადაპტაციისთვის.

 

 გმადლობ, ვიაჩესლავ, პასუხები დაგვეხმარა, რომ უკეთ გავრკვეულიყავით! დაველოდებით შემდეგ ინტერვიუს, რადგანაც კითხვები კიდევ ბევრი გვაქვს.

 

პუბლიკაციის თარიღი: 01.08.2015

© Laboratory 8

მთარგმნელი: მამუკა გურული

წყარო: http://training8.ru/library/intervyu-s-vyacheslavom-yunevym-beseda-no2