ინტერვიუ ვიაჩესლავ იუნევთან 3-4

ყველაფერი, რაც გინდოდათ გეკითხათ, მაგრამ გეშინოდათ – (ნაწილი 3-4)

— თუ ადამიანს არ მოსწონს ანალური, ან რომელიმე სხვა ვექტორი და არ აქვს მისი რეალიზების სურვილი, ნიშნავს თუ არა ეს, რომ სხვა ვექტორები უნდა განავითაროს?

თავისთავად რაიმეს განვითარების სურვილი — ეს უკვე ანალური ვექტორია. რადგანაც სწავლისადმი მოთხოვნილება — ეს სუფთა ანალური მოთხოვნილებაა. თუ გავიხსენებთ, რომ ვექტორი — თანდაყოლილი სურვილია, გასაგები ხდება, რომ შეუძლებელია ეს ნდომა „გადაგინდეთ“, შეუძლებელია საკუთარი თავის ამ სურვილისგან მოწყვეტა. როცა ვექტორი განუვითარებელია, მაშინაა მისადმი ანტიპათია. ხოლო თუ განვითარებული და მიღებულია, მაშინ კანის ვექტორიანებიც და ანალის ვექტორიანებიც — ძალიან ლამაზი ადამიანები ხდებიან ყველა თავიანთ გამოვლინებაში: რეალიზაციაში, იმაში, თუ რას აძლევენ ამ სამყაროს, ქცევაში, სიტყვებში. რეალიზებული ანალის ვექტორიანი — პატიოსანი და ტაქტიანი ადამიანი, საიმედო მეგობარი, ერთგული ქმარია. როგორ შეიძლება, რომ უსიამოვნო იყოს?

— ანალური ვექტორის მქონე ადამიანი — მონოგამია ოჯახურ ცხოვრებაში?

იგი მონოგამია არა მხოლოდ ოჯახურ ცხოვრებაში, არამედ ყველაფერში, რაც კი შესაძლებელია. მათ უყვართ გამოთქმა: «ნამდვილი მამაკაცი თავისი ცოლისა და მანქანის ერთგულია». ანალები — ასპროცენტიანი მონოგამები არიან. მიუხედავად ამისა, არიან მათ შორის სასტიკი სადისტები, რომლებიც მეძავებთან დადიან, ბინძურ პორნოგრაფიას უყურებენ და ამ დროს ქალის სახელებით რეგისტრირდებიან. ანუ მონოგამიასთან ერთად, მათ შეუძლიათ მაინც გამოავლინონ თავიანთი ნეგატიური ანალური თვისებები (ეს დამოკიდებულია განვითარების დონეზე და სცენარზე).

— და საერთოდ, რომელი ვექტორები არიან კარგები სექსში?

გააჩნია, რა იგულისხმება. ყოველ ვექტორს თავისი მისწრაფებები აქვს და ყოველი მათგანისთვის კარგი სექსი — სხვადასხვა რამეა. ვიღაც კუნძივით წევს და ვიღაცას ეს ძალიან მოსწონს. სხვები პირიქით, წამითაც ვერ ჩერდებიან ერთ ადგილას და პარტნიორსაც მოსწონს ეს. ამიტომ კარგი ან ცუდი სექსში — ადამიანი მხოლოდ ვინმესადმი მიმართებაშ შეიძლება იყოს.

— უფრო მრავალფეროვანი სექსი ზედა ვექტორების მქონე ადამიანებს აქვთ, და რაც უფრო მეტია ვექტორი, მით უფრო მრავალფეროვანი და საინტერესოა სექსი?

თუკი მაგალითად, ვისაუბრებთ კანებზე, მათ ხარისხს რაოდენობა ურჩევნიათ — მეტი პარტნიორი, მაგრამ სწრაფად, 3 წამში. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ დაითვალონ, გაზომონ. კანური მიდგომა სპორტულია: დაეცა — აზიდვები გააკეთა. პროცესის შემდეგ არ უყვართ პარტნიორის გვერდზე წოლა, ეს მათთვის უსიამოვნოა. რაციონალურად აზროვნებენ: «შენც 3 საათი გაქვს და მეც 3 საათი მაქვს, აქვე ახლოს სასტუმროა, შეგვიძლია ფასდაკლებით ავიღოთ ნომერი (ფასდაკლება აუცილებელია, ის ხომ მუდმივი კლიენტია), მოდი, ნუ დავკარგავთ დროს». ისინი აუცილებლად წყალს გადაივლებენ, რომ ფერომონების სუნი არ ჰქონდეთ, რადგანაც თუ სუნია, შეიძლება ურთიერთობაც გაიბას, ეს კი ნამდვილად არ სჭირდებათ. როგორც წესი, ტუჩებში არ კოცნიან ერთმანეთს. თავადაც ხვდებით, რომ სექსუალობაც შესაბამისი აქვთ. სექსის შემდეგ მათი სექსუალობა მაშინვე ეცემა, ისინი არ იწვებიან და ჩახუტებულები, «გააკეთე საქმე — ისეირნე თამამად».