იოზეფ მენგელი – ექიმი სიკვდილი.

იოზეფ მენგელი – ექიმი სიკვდილი.

 

ყოველთვის, როცა მატარებელს ოსვენციმში ტყვეების ახალი პარტია მიჰყავდა და ისინიც უსასრულო აღკვეთებითა და გზით დაქანცულები მწკრივში დგებოდნენ, პატიმრების წინ იოზეფ მენგელის მაღალი, წარმოსადეგი ფიგურა ისვეტებოდა. სახეზე ღიმილით და ყოველთვის კარგ განწყობაზე მყოფი, მოვლილი, აკურატული, სულ თეთრ ხელთათმანებში, იდელურად გაუთავებულ ფორმაში და გაპრიალებულ ჩექმებში. დაბალ ხმაზე ოპერეტას ღიღინებდა და თან ასეულობით ადამიანის ბედს წყვეტდა. წარმოგიდგენიათ? – ამდენი სიცოცხლე და ყველა მის ხელში. როგორც დირიჟორი სადირიჟორო ჯოხით ისე იქნევდა მათრახაინ ხელს – ხან მარჯვნივ ხან მარცხნივ. ის საკუთარ, მხოლოდ მისთვის ცნობილ სიმფონიას უკრავდა – სიკვდილის სიმფონიას. მარჯვნივ გაგზავნილებს აუშვიტის კამერებში მტანჯველი სიკვდილი ელოდათ, მხოლოდ 10-30 % ერგებოდა სიცოცხლისა და მონური მუშაობის უფლება და ესეც დრომდე…

თუმცა ,,მარცხვნივ” მოხვედრილლებს – ,,იღბლიანებს” – გაზის კამერებზე გაცილებით უარესი ხვედრი ელოდათ. მძიმე მონური შრომა და შიმშილი რა მოსატანია – ყოველი ტყვე მომღიმარი ექიმი მენგელის სკალპელის ქვეშ მოხვერდის რისკში იყო, ის კი ადამიანებზე არაადამინურ ცდებს ატარებდა. სიკვდილის ანგელოზის (როგორც ანა ფრანკმა უწოდა) “საცდელი კურდღლები”… რისი გადატანა მოუწიათ?

იოზეფ მენგელის ცდებზე ისეთი ხმები დადის, რომ თმებს ყალყზე დაგიყენებს, ადამიანების კასტრაცია და სტერილიზაცია, გამძლეობზე გამოცდა – სიცივით, ტემპერატურით, წნევით, დასხივებით, საშინელი ვირუსებით დასნებოვნებით და უამრავი სხვა რამით. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ტყვეებზე ყველა ცდა, ანესთეზიის გარეშე მიმდინარეოდბა. ბევრ “გამოსაცდელს” ჯერ კიდევ ცოცხალს კვეთდნენ. ყველაზე მეტად ტყუპები დაზარალდნენ (მათ მიმართ სიკვდილის ანგელოზი განსაკუთრებულ სიმპათიას გრძნობდა) მაგრამ ამაზე მოგვიანებით. დადის ლეგენდა რომ იოზეფ მენგელის კაბინეტი ბავშვების თვალებით იყო მორთული. მაგრამ ეს მხოლოდ ლეგენდაა, რომელიც ამ მისტიურმა და საშინელმა ფიგურამ მრავლად გააჩინა.

ვინაა ექიმი მენგელი? მკვლევარები ყვებაინ, რომ მისი ლიტერატურული ნაწარმოებები და მემუარებიც იპოვეს. ის ძალიან ნიჭიერი და თავისებურად გენიალურიც იყო. დღეს იოზეფ მენგელის პიროვნებას სვფ-ს თვალსაზრისით გვარჩევთ და ვეცდებით ვიპოვოთ მიზეზები რომელთ აგამოც ქვეყნად ასეთი ურჩხულები ჩნდებიან.

 

პრედისტორია, ფაშისტური გერმანია.

ჯერ კიდევ XVIII საუკუნის ფილოსოფოსები წერდნენ, რომ ადამიანს განსაზღვრავს გარემო სადაც ცხოვრობს და იზრდება. ეს მტკიცებულება თავის ჭეშმარიტებას პრაქტიკაშიც ადასტურებს: როგორები ვიქნებით მომავალში, დიდწილად სწორედ ის განაპირობებს, რასაც ბავშვობაში გვიდებდნენ თავებში. იოზეფ მენგელი კი დაიბადა და გაიზარდა ფაშისტურ გერმანიაში და ფაშიზმის იდეებმა მასზე დიდი გავლენა იქონია.

მოდით, დაწვრილებით განვიხილოთ, იმ პერიოდის რა განწყობებმა დატოვეს წარუშლელი კვალი იოზეფ მენგელის პიროვნებაზე.

სისხლის სიწმინის იდეა, ე.წ. არიული რასის აღოეძინების სურვილი – ყველაფერი ეს 1930 გერმანის განსაკუთრებლი სიძლიერით მოედო. ეს ის პერიოდია, როცა გერმანიში შობადობის მაჩვენებელი ეცემოდა, ბავშვთა სიკვდილიანობა იზრდებოდა და ხშირად ავადმყოფი და დეფექტიანი ბავშვები იბადებოდნენ. ამასთან ერთად, იქ მცხოვრები სხვა ეროვნებები (ებრაელები, ბოშები და სლავები) ანალური ფსიქოტიპის წარმომადგენელთათვის სისხლის აღრევის დიდ საფრთხეს წარმოადგენდნენ. ამ ყველაფერმა, ფაშისტებს გერმანული რასის გადაშენების შიში გაუჩინა – სწორედ იმ რასის, რომელიც ჰიტლერის აზრით რჩეული უნდა გამხდარიყო.

თავად ფაშიზმის იდეაც – სმენის ვექტორის მიერ იდეის დონემდე აყვანილი და მასებში გავრცეებული ანალური ვექტორის წარმონაქმნია. სწორედ ანალები არჩევენ ყველაფერს – სუფთად და ბინძურად. სუფთა მათ წარმოდგენაში – ესა ჯანმრთელი, სწორი, იდეალური. ბინძური კი თავის თავში, ყოველივე დეფექტურს მოიცავს. ამიტომ უსინათლობა, სიყრუე, შიზოფრენია და ა.შ. ასეთი ადამიანების აზრით, სხვა ნაციონალობის ადამიანების “ბინძური”, “არაჯანსაღი” სისხლის შერევის შედეგია. “წმინდა სისხლის“ გადარჩენის ერთადერთი გზა კი ყველა “ლაქის” გაქრობა, სხვა ნაციონალობის ხალხისა და მათი “ავადმყოფი“ ნაშიერების განადგურებაა. სმენისთვის იდეა უპირველესია და მიუფურთხებია ადამიანების სიცოცხლისთვის. ეს იდეა ავნებს თუ განავითარებს კაცობრიობას უკვე სმენის განვითარებასა და მდგომრეობაზეა დამოკიდებული.

არიელების აღორძინებისთვის, უკიდურესი ზომები მიიღეს. პირველ რიგში ყველა “ბინძურ სისხლიანს” დევნიდნენ და ბანაკებში გზავნიდნენ. სხვა ნაციონალობის წარმომადგენლებთან სისხლის აღრევა, არათუ გამართლებული, დასჯადიც კი გახდა. SS-ის ყოველ წევრს საკუთარი და მეუღლის წინააპრებისა და წარმოშობის საბუთები უნდა წარმოედგინა და ოჯახის სიწმინდე და კეთილშობილება დაედასტურებინა. ეს შემოწმება თითოეულ გერმანელს უნდა გაევლო. ამიტომ ნათესაობაში “ბინძურ სისხლიანის“ არსებობას საგულდასულოდ მალავდნენ. ყველას ეშინოდა ბანაკებში გასაგზავნების რიგში მოხვედრა.

1933 წელს რასობრივი პოლიტიკის საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დადგა. შიგანან საქმეთა მინისტრმა, ვილგელმ ფრიკმა შობადობის დაბალ მაჩვენებელზე მიანიშნა. გერმანელი ქალები ნაკლებ შვილს აჩენდნენ და ეს ნაციის გამრავლებაზე დამღუპველად მოქმედებდა. აღნიშნეს, რომ ვარდნა ოჯახში – ლიბერალებისა და დემოკრატების გავლენა იყო. ამგვარად ჰენრიხ ჰიმლერისა და მარტინ ბორმანის მიერ, ქორწინებისა და ოჯასიც შესახებ ახალი კანონმდებლობა მომზადდა. ფაშისტები თვლიდნენ რომ გამომდინარე იქიდან, რომ ომისას ბევრი მამაკაცი დაიღუპებოდა ქალებს განსაკუთრებული მისია ეკისრებოდათ – რაც შეიძლება მეტი ჯანმრთლი ბავშვის გაჩენა. ყოველი სუფთა სისხლიანი გერმანელი ქალი 35 წლმდე, ვალდებული იყო 4 ჯანრთელი შვილი გაეჩინა სუფთა სისხლიანი მამაკაცისგან, ხოლო თავად ამ სუფთა სისხლიან ჯანმრთელ მამაკაცებს ნება დართეს ერთის ნაცვლად ორი და მეტი ცოლი შეერთოთ. მიზანი – შობადობის გაზრდაა. როგორც წესი ასეთი პრივილეგიები უმაღლესი ჯილდოების კავალერებს ეკკუტვნოდათ.

  “ყველა გათხოვილი, თუ გაუთხოვარი ქალი, თუ მათ ოთხი შვილი არ ჰყავთ, ვალდებულნი არიან 35 წლამდე გააჩინონ ეს ბავშვები, რასობრივად უნაკლო მამაკაცებისაგან, ხოლო ცოლიანები არიან ეს მამაკაცები თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს”. – წერდა ჰიმლერი, რომელიც ისეთი ქორწინებების იძულებითი რღვევის ინიციატივით გამოდიოდა, სადაც ხუთი წლის განმავლობაში შვილი არ უჩნდებოდათ. გარდა ამისა ყველა ქალი რომელსაც 35 წლამდე ოთხი შვილი უკვე ყავდა, ვალდებული იყო ქმარი ნებაყოფლობით დაეთმო სხვა ქალისთვის.

მაგრამ სამწუხაროდ ყველა ბავშვი არ იბადება ჯანმრთელი. ფიზიკური და ფსიქიკური გადახრების მქონე ახალშობილები, ასევე სუსტი ბავშვები, ფაშისტური იდეოლოგიის თანახმად, ქვეყნის გენოფონდს ანგრევდა და მაშასადამე საჭიროც არ იყო. ფაშისტების ლიდერი და იდეური შთამაგონებელი ჰიტლერი თვლიდა, რომ არიელები – ძლიერი და ჯანმრთელი ხალხის უნაკლო ნაციაა, ამიტომ სუსტები და უსიცოცხლოები უნდა განადგურებულიყვნენ. თუ ყოველწლირად გერმანიაში მილიონობით ბავშვი დაიბადება და 700-800 სუსტი მაშინვე განადგურდება, საბოლოო შედეგი ნაციის გამყარება იქნება.” – ამბობდა ჰიტლერი.

ასე მიიღეს არაჯანსაღი მემკვიდრეობის მატარებელი შთამომავლობის აღკვეთის კანონი. ,,არაჯანსაღ“ ხალხს სტერილიზაციას უტარებდნენ, თუ არსებობდა გარკვეული საფრთხე, რომ დაავადება მემკვიდრეობით გადაეცემოდა. ეს პირველ რიგში უსინათლო, ყრუ-მუნჯი და შიზოფრენიით დაავადებული ხალხი იყო. სწორედ ამ მიზნით სახელმწიფოს შეკვეთით იქმნებოდა სარეკლამო რგოლები, რომლებიც ბუნებრივ გადარჩევაზე მოგვითხრობდა; იმის შესახებ როგორ შექმნა თავად ბუნებამ კანონი უძლიერესის გადარჩენის შესახებ. იგეგმებოდა ასევე ავადმყოფი და სუსტი ბავშვების ეუთანაზიის შემოღებაც.

მთავარი ამოცანა, რომელიც მეცნიერი-ანთროპოლოგებისა და მედიკოსების წინაშე იდგა – იდეალური ნაციის შექმნა იყო. გაჩნდა განსაკუთრებული მეცნიერება – ევგენიკა – რომელიც არიული რასის აღორძინების პრობლემებით იყო დაკავებული. ქვეყანა ფაშისტური იდეებით შეპყრობილი “მხსნელი”- ექიმების გამოჩენას ელოდა, და აი გამოჩნდა კიდევაც იოზეფ მენგელი – არიული რასის სიწმინდით ისე შეპყრობილი, რომ ჰიპოკრატეს ფიცსაც და ადამინთა შორის მიღებულ ნებისმიერ ეთიკურ ნორმასა და დებულებასაც კი არღვევდა.

 

იოზეფ მენგელის ბავშვობა.

იოზეფ მენგელი გიუნცბურგში დაიბადა. ის სასოფლო სამეურნეო საწარმოს წარმატებლი მმართველის ოჯახში მეორე შვილი იყო.

სამწუხაროდ არასკმარისი ფაქტების გამო, ჩვენ მისი მშობლების მხოლოდ ქვედა ვექტორების განსაზღვრა შეგვიძლია. იოზეფის თქმით მამა ფიცხი, განდგომილი, სამუშაოზე გადართული კაცი იყო და შვილებს დროს არ უთმობდა. კარლ მენგელი ანალ-კანი მამაკაცი რომელმაც გარკვეული სიმაღლეები დაიპყრო. სწორედ მის ფაბრიკაში გამოდიოდა სიტყვით ჰიტლერი, როცა პირველად ჩავიდა გიუნცბურგში და სწორედ ამ ფაბრიკას გამოუყოფდა ხოლმე ფიურერი განსაკუთრებულ მატერიალურ საშუალებებს, მეორე მსოფლიო ომისას.

დედა ვალბურგა მენგელე – ანალ-კან-კუნთური მდედრი, მიდრეკილი სადიზმისკენ. ეს იყო ძალიან მომთხოვნი, სასტიკი, დესპოტური ქალი. ფაბრიკის ყველა მუშას, მისი ცეცხლივით ეშინოდა, ის ფეთქებადი და იმპულსური იყო, ხშირად საჯაროდ გაუროზგავს მუშები, არასათანადოდ შესრულებული სამუშაოსთვის. არავის სურდა ვალბურგას რისხვა დასტეხვოდა და ამიტომ ყველა უფრთხოდა.

თავის დიქტატორულ ნატურას, მენგელეს დედა ოჯახშიც ამჟღავნებდა. ის ერთმმართველი დიასახლისი იყო, რომელსაც ოჯახის ყველა წევრი, მათ შორის კანური ქმრიც ემორჩილებოდა. შვილებისგან დედა ვალბურგა ითხოვდა ყველაფერს, რასაც როგორც წესი ანალი მშობლები თავიანთი შვილებისგან ითხოვენ: უსიტყვო მორჩილებასა და პატივისცემას, ბეჯით სწავლას სკოლაში, კათოლიკური წესებისა და რიტულების დაცვას. პატივისცემა, მორჩილება, ტრადიციების დაცვა – ნებისმიერი ანალის მთავარი ფასეულობაა. კარლ მენგელეს, როგორც ყველა სხვას, ცოლის რისხვისა ეშინოდა. ყვებიან ისტორიას: ერთხელ თავისი ფაბრიკის შემოსავლების ზრდის აღსანიშნავად, როგორ იყიდა მანქანა კარლ მენგელმა, რისთვისაც ვალბურგას ჭექა-ქუხილი დაატყდა თავს, ის გააცეცხლა ქმრის გაუმართლებელმა დანახარჯმა რომელიც მასთან არ იქნა შეთანხმებული.

იოზეფ მენგელი, თავის მოგონებეში დედას სიყვარულისა და ალერსის უუნარო არსებად აღწეს. მომავალი სიკვდილის ანგელოზის ადრეული ბავშვობის მოგონებები მშობლების ჩხუბით და ბავშვებთან ცივი დამოკიდებულებებით ხასიათდება. ამან თავისი კვალი დატოვა იოზეფის ცობიერებზე და შემდგომში ექიმი-სიკვდილის პიროვნების ერთერთი შემადგენელი ნაწილიც გახდა, ანალური წყენები ხომ ყველაზე ხშირად დედის მიმართ წყენებით იწყება.

 

თავად იოზეფ მენგელე.

სიკვდილის ანგელოზი ვექტორების შემდეგ ნაკრებს ფლობდა:

1) კანის ვექტორი – სხეულისა და კანის განსაკუტრებული სიყვარულითა და ყურადღებით გამოხატული, დიდი ამბიციებით, სამხედრო მსახურებით და კარიერულ კიბეზე ზემოთ ასვლითა და სახელის მოხვეჭით. მენგელეს ცოლი, ექიმის საკუთარი სხეულის მიმართ დიდ სიყვარულზე იხსენებდა – ის საათობით შესცქეროდა და ტკბებოდა მისი ანარეკლით სარკეში. ინა მენგელე იწორედ ამით ხსნის, სისხლის ჯგუფის ტატუირებაზე უარის თქმას, რომელიც ყველა სს-ელს უნდა გაეკეთებინა. მას თავისი სხეული და კანი განსაკუთრებით უყვარდა და არ სურდა მისი ოდნავ დაზიანებაც კი. მენგელეს ამბიციები ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში გამომჟღავნდა, როცა თავის მეგობარს უთხრა“ ერთხელ ჩემზე ენციკლოპედიაში წაიკითხავ”. და მართლაც თითქოს წინასწარ გრძნობდა.

 

2) ანალური ვექტორი – სისუფთავისადმი სიყვარულში გამოიხატებოდა. ოსვენციმის გადარჩენილი ტყვეები სიკვდილის ანგელოზს იხსენებენ როგორც ძალიან აკურატულ და სუფთა მამაკაცს – ფორმა იდეალურად დაუთოებული, ქათქათა ხელთათმმანები, პრიალა ჩექმა. ყველაფერი იდეალურად – როგორც ანალის ვექტორიანს შეეფერება. იდეალისგან ნებისმიერი გადახრა – ჭუჭყი, მტვერი, ლაქა ძალიან აბრაზებს ამგვარ ხალხს. ყველაფერი იდეალური უნდა იყოს – სხვაგვარად შეუძლებელია. ეს სისხლის სისუფთავესაც ეხება – ბუნებრივიცაა რომ იოზეფ მენგელე ფაშიზმის იდეით დაავადა და გამწარებით ცდილობდა იდეალური რასის გამოყვანაში თავი გამოეჩინა. კოლეგები მენგელეს განსაკუთრებილ შრომისმოყვარეობასა და სიბეჯითეს იხსენებდნენ, შეეძლო თავის კვლევებს მთელი დღეები არ მოსწყვეტოდა, ადამიანის სხელის ყოველ სანტიმეტრს გულმოდგინედ ზომავდა და ყველა შედეგი აკურატულად შეჰქონდა ცხრილში. ყველაფერი ზუსტად ასწორებული როგორც ანალებს შეეფერებათ.

სადიზმი – რომელსაც ექიმი “მუშაობისას” თავის ბანაკელ ქვეშევრდომების მიმართ იჩენდა – დაზიანებული ანალური ვექტორის ერთ-ერთი ნიშანია. მისი მონაყოლიდან ჩანს, რომ იოზეფ მენგელემ სახლში არასაკმარისი სიყვარული მიიღო. მამა რომელსაც ოჯახი ნაკლებად ანაღვლებდა და ტირანი დედა რომელიც ოდნავ სითბოსაც ვერ იჩენდა შვილების მიმართ. ეს სიყვარულის ნაკლებობა სადიზმში გადაიზარდა და მთელი მისი პიროვნების განმსაზღვრელი გახდა.

ბანაკში ყოფნისას ის განსაკუთრებული სისასტიკით სცემდა მათ, ვინც გაზის კამერისკენ მიმავალ გზაზე გაქცევას ცდილობდა. ეს სისასიკე ქალებზე, მამაკაცებზე და ბავშვებზე ერთნაირად მჟღავნდებოდა. მოწმეები გაზის კამერისკენ მიმავალ გაქცეული ქალის საშინელ ხვედრზე ყვებიან, ის სცემდა, წიხლებს ურტყამდა (განსაკუთრებით თავში) და თან უყვიროდა: “გაქცევა გინდოდა ხომ? ვერ წახვალ. ისე დაიწვები როგორც ყველა, ჩაძაღლდები ბინძურო ურია”. ,,როცა ვუყურებდი ვხედავდი როგორ იკარგებოდნენ მისი ჭკვიანი თვალები სისხლის ნაკადის მიღმა. რამოდნიმე წამში მისი სწორი ცხვირი ბრტყელ, ჩამსხვრეულ სისხლიან ლაქად იქცა. ერთი საათის შემდეგ ექიმი მენგელე ჰოსპიტალიდან დაბრუნდა. თავისი დიდი ჩანთიდან სურნელოვანი საპნის ნაჭერი ამიღო და მხირული მელოდიის სტვენით, სახეზე კმაყოფილი გამომიტყველებით ხელების დაბანა დაიწყო.”

ექიმ მენგელეს სწორედ ადამიანებისგან დამზადებული საპონი ერჩია. როცა ოსვენციმიდან გაიქცა რამოდენიმა კოლოფი სახსოვრადაც გაიყოლა.

 

3) სმენის ვექტორი – ექიმი-სიკვდილი სრულიად კარგავდა განსჯის უნარს. იმ ქვეყნის იდეოლოგია სადაც იზრდებოდა, მშობლების გამუდმებული სკანდალები… აბა როგორ იქებოდა სმენა კარგად?  ხოდა როცა სმენა თავს “არც ისე კარგად“ გრძნობს, დამანგრეველი იდეების წარმოქმნას იწყებს. როცა მეცნიერება-ევგენიკა მენგელისთვის ყველაფერზე მაღლა დგება ე.წ “ბინძური“ რასები მისთვის უკვე აღარაფერს წარმოადგენ, აღარც სიბრალულსა და თანაგრძნობას იწვევს. ასე გაჩნდა განსაკუთრებული სისასტიკე – ყველა ვექტორი დომინანტ სმენას დაემორჩილა.

ამ ყველაფერთან ერთად, იოზეფ მენგელის იდეები სუფთა ფაშისტურისგან, მაინც განსხვავდებოდა. ის ებრელებს არც დაბალ რასად და არც არაადამიანებად თვლიდა. ებრელები და არიელები მენგელეს აზრით ორი ერთადერთი ჭეშმარიტად ძლიერი და ნიჭიერი რასა იყო. მთავარი საკითხი კი ერთის სასარგებლოდ მეორის განადგურება იყო. სიკვდილის ანგელოზსი აზრით, სწორედ ებრაელები უნდა განადგურებულიყვნენ. მას ებრაელების ეშინოდა და ამიტომ დაუნდობლად უსწორდებოდა – ყოველი ცოცხალი არსების სახელით, სწორედ არიელები უნდა გადარჩენილიყვნენ.

ჰქონდა კი იოზეფ მენგელეს ვიზუალური ვექტორი, სხვების სიცოცხლეზე მზრუნველი ექიმისთვის ასე საჭირო?  აშკარაა რომ არ ჰქონდა. ვიზუალის ვექტორი ანტიმკვლელობებს გულისხმობს, ექიმი სიკვდილი კი წარბშეუხრელად ჩადიოდა ისეთ მკვლელობებს, რომლების ოსვენციმის გადარჩენილ ტყვეებს კიდევ დიდზანს ესიზმრებოდათ კოშმარებში. როგორც წესი აუშვიტცის ექიმები, მთელი ეს საშინელება როგორმე რომ გადაეტანათ, გათიშვამდე სვამდნენ ყოველ საღამოს. იქნებ როგორმე დაევიწყებინათ და არ ეფიქრათ… თავისი კოლეგებისგან განსხვებით, იოზეფ მენგელე არათუ არასოდეს სვამდა, ყოველთვის კარგ განწყობაზეც იყო, იღიმებოდა, ღიღინებდა და თავის საშინელ იდეებს კიდევ და კიდევ იმეორებდა გონებაში. არცაა გასაკვირი, რომ ისეთი წვრილმანი, როგორიც ადამიანური ეთიკის უგულებელყოფაა ამ ადამიანისთვის არანაირ სირთულეს არ წარმოადგენდა, ბოლოს და ბოლოს რა სხვაობაა ვისზე ჩაატარებ ექსპერიმენტს, როცა ადამიანის სიცოცხლე სრულიად უმნიშვნელოა.

მაგრამ მოდით ცოტა ხნით უკან დავბრუნდეთ. ახალგაზრდა იოზეფ მენგელეს იხსენებენ როგორც მხირულ, ბეჯით, სერიოზული ცოდნით აღჭურვილ სტუდენტს. ის ბრწყინვალე სტუდენტი ნამდვილად არ იყო, მაგრამ ყველაზე მკაცრი მასწავლებლებიც კი მოთმინებისა და სიწყნარისთვის აქებდნენ (ანალის ვექტორი) ასევე განსაკუთრებული პუნქტუალობისთვის (კანის ვექტორი).  ჯერ კიდევ 1920 წელს დაინტერესდა ფილოსოფიით (სმენის ვექტორიანი) და ალფრედ როზენბეგის იდეოლოგიურ თეორიას გაეცნო. ამ ნაშრომებმა ისე აღარფრთოვანა იოზეფი რომ გადაწყვიტა მთელი ცხოვრება ანთროპოლოგიისა და გენეტიკისთვის მიეძღვნა. 1930 წელს ის გინმაზიას ამთავრებს, გამოცდებს წარმატებით აბარებს და სწავლას კოლეჯში აგრძელებს. მამამისის სურვილის საწინააღმდეგოდ, რომელსაც უნდოდა შვილი მის კვალს გაჰყოლოდა, მენგელე უნივერსიტეტში აბარებს.

უნივერსიტეში უკვე ერნსტ რუდინის ლექციების გავლენის ქვეშ ექცევა – ,,არსებობენ სიცოცხლის ტიპები, რომლების ცხოვრებაც არაფრად ღირს“ – ამტკიცებდა რუდინი. მისი მეორე იდეა კი იმაში მდგომარეობდა, რომ ექიმებს ამგვარი სიცოცხლეების პოპულაციებიდან მოცილების უფლება აქვთ.

ამის შემდეგ, იოზეფ მენგელე, რომელსაც აქამდე პოლიტიკა არ აინტერესებდა, სოციალისტურ ორგანიზაცია “ფოლადის ჩაფხუტში” წევრიანდება.  მენგელე, რომელსაც კანის ვექტორიანის მოქნილი ფსიქიკა ჰქონდა, სწრაფად მიხვდა, რომ თავის წამოწყებაში დიდ წარმატებებს მიაღწევდა. თავისი მიზნის მისაღწევი ინსტრუმენტიც მალე იპოვა – “პოლიტიკური კონცეფცია” რომელსაც მომავალი სიკვდილის ანგელოზი უჭერდა მხარს. თვისი ნაშრომის “ოთხ რასობრის ჯგუფში ქვედა ყბის რასული მორფოლოგიური კვლევის” დაცვისას მენგელემ სამედიცინო გამოცდაც ჩააბარა და ექიმი გახდა. ექიმი ვიზუალის ვექტორის გარეშე… რაღაც უნდა მომხდარიყო.

პირველად მუშაობდა ფრანკფურტის უნივერსიტეტის მემკვიდრეობის, ბიოლოგიისა და რასობრივი სიწმინდის ინსტიტუტში, მერე სამხედრო ექიმად ცხელ წერტილებში… და აი რკინის ჯვრით დაჯლდოებული იოზეფ მენგელე სამუშაოდ ოსვენციმში – აუშვიტცში მიდის, სადაც თავის ექპერიმენტებისთვის ნაყოფიერი ნიადაგი ელოდა.  საშინელი ადგილი ოსვენციმი – საშინელ ექიმს ელოდა და მანაც არ დააყოვნა.

 

მთარგმნელი: ეკატერინე სამხრაძე

წყარო: http://www.yburlan.ru/biblioteka/doktor-smert-iozef-mengele