ისტერიკა 2 წლამდე ბავშვებში

 “მიშველეთ ,უკვე აღარ ვიცი რა ვქნა.2 წლის ბავშვს ისტერიკა აქვს! თავს სრულიად დაუცველად ვგძნობ.ნებისმიერი მიზეზით ვარდება ისტერიკაში. რაციონალური დასკვნები არ მშველის.მალე 3 წლის გახდება და მერე რაღა იქნება? ალბათ ჭკუიდან შევიშლები. როგორ გავუმკლავდე ამ პრობლემას? დამეხმარეთ.

მართლაც, ბავშვის ასეთ საქციელს  მშობელი ხშირად თავის ტკივილამდე და სასოწარკვეთამდე მიყავს. იმის გასაგებად თუ რატომ მართავს  ერთი ბავშვი ისტერიკას ასე ხშირად როცა მეორე მშვიდი და აუღელვებელია – მოდით სვფ-ს დახმარებით არაცნობიერის სიღრმეებში ჩავიხედოთ. სწორედ იქ ვიპოვით ბავშვის ისტერიკის მიზეზებსა და კითხვებზე პასუხებს.

 

ისტერიკა? ან იქნებ ბავშვი თავის სურვილებს გამოხატავს?

პირველ რიგში ყურადღება ასაკს მივაქციოთ. 2 წლიდან მოყოლებული პერიოდი ყველა ბავშვის განვითარებაში გარდამტეხია. ფსიქოლოგიაში ტყუილად არ უწოდებენ მას 3 წლის კრიზისს. ამ ასაკში ბავშვი პირველად აცნობიერებს საკუთარ თარს და თავისი თანდაყოლილი თვისებების გამოცდას იწყებს.

როგორ ცდის მათ? ბავშვი თავის თანდაყოლილ სურვილებს ხმამაღლა აცხადებს. ეს სურვილები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. იმის მიხედვით თუ რომელია ბავშვის თანდაყოლილი სურვილი მას  შეიძლება მოუნდეს –  სირბილი ხტუნვა ანდა პირიქით კუთხეში მშვიდად ჯდომა და თავისთვის რაღაცის კეთება. ასეთი განსხვავებული სურვილები კი ყოველთვის როდი ესმით მშობლებს. მოზრდილებს გონიათ რომ მათი შვილი ისეთივე დამჯერი, მოძრავი ანდა მხიარული უნდა იყოს როგორც სხვა 3 წლის ბავშვები და ძალიან უკვირთ როცა ბავშვი სხვაგავარად იქცევა და ისტერიკის საშუალებით გამოხატავს თავის თავს.

რა ხილია ისტერიკა? გავერკვეთ მის გაგებებში.

ახლა მოდურ სიტყვა ისტერიკას ყველაფერს ეძახიან – მოუსვენრობასა და სიჩქარესაც. საბავშო მოედანზე ხშირად გაიგონებთ; ეს რა ისეტერიკა მოაწყე? სინამდვილაში კი პატარა მხოლოდ იმას ეწინაღმდეგება რომ დედა აჩქარებს ან პირიქით ძალიას სწრაფი ქცევებისას აჩერებს.

 ბავშვს საკუთარი სურვილების გაკონტროლება არ შეუძლია ის ამისთვის ძალიან პატარაა. მისი სურვილები გაუფრთხილებლად, უფროსების აზრის უკითხავად იჩენს თავს. მშობლებმა კი უბრალოდ არ იციან რა გაუცნობიერებელი სურვილები ამორავებს მათ პატარას და ბავშვს ისეთ აზრებს აწერენ რაც მათ თავში არც კი მოსვლიათ.

ისტერიკისგან თავის დაღწევა შეიძლება. პრაქტიკული რჩევები.

როგორ დავეხმაროთ ბავშვს ამ მდგომარებოასთან გამკლავებაში? ძალიან მარტივად – შეუვსეთ ცხოვრება ემოციური განცდებით, მიეცით საშუალება გამოხატოს საკუთარი სურვილები, თან ისე, რომ აქცენტი მასზე იყოს და არა თქვენზე. ის თქვენს ყურადღებას და სიყვარულს ითხოვს, ითამაშეთ მასთან, გააცოცხლეთ სათამაშო პერსონაჟების გრძნობებისა და ემოციების პალიტრა. ამით ასწავლით სხვადასხვა გრძნობების – სიხარულის, სინანულის, წყენის, ბრაზის, სიბრალულისა და თანაგრძნობის გამოხატვას. ხოლო ის რომ ამავე გძნობებს ბავშვთან ერთად სათამაშო პინგვინი და ბრონტოზავრიც განიცდის სულ არაა საშიში.

ხდება ისეც რომ დედა სულაც არ ფლობს ემოციურობის ისეთ მაღალ დონეს როგორც მისი შვილი და ამ დროს ბავშვი ემოციურ შიმშილს განიცდის. რა ვუყოთ ამ ემოციურ ტროგლოდიტებს? ვუკითხავთ ზღაპრებს გამოთქმით ისე რომ ბავშვმა გმირების გრძნობები განიცადოს, ვუყვებით ამბებს, დაგვყავს სპექტაკლებზე.

ასე ბავშვს მხოლოდ საკუთარ თავზე ორიენტაციასაც ავარიდებთ. ის თავის ფანტაზიას და წარმოსახვას აძლევს ასპარეზს, სათამაშოებთან ერთად წარმოსახვით სიტუაციებს თამაშობს, მერე უკვე – ცხოველებთან და მწერებთან და ამის მერე სხვა ბავშვებსა და მოზრდილებზე გადადის. როცა ბავშვს თავისი თანდაყოლილი ფანტაზიისა და ემოციის გამოვლინების საშუალებას აძლევენ ისტერიკისტვის უკვე მიზეზი აღარ რჩება. და თუ ასეთი რამ მაინც ხდება დედას უკვე სულ ადვილად შეუძლია ეს ყველაფერი თამაშში გადაიტანოს და პატარას ყურადღება სხვა საგნებზე, სათამაშოებსა და ადამიანებზე გადაიტანოს.