ისტორია ბიჭუნაზე რომელსაც ხელოვნური ყვავილების ეშინოდა.

„ეხლა ბუა მოვა“.

საბავშვო ბაღში მუშაობის დაწყებისას ჩემი ყურადღება მიიპყრო ბიჭუნამ, რომელსაც ეშინოდა ხელოვნური ყვავილების. თავს ესხმოდა მათ და ყვიროდა – მოგკლაავ!! მუსიკის გაკვეთილზე მაგნიტოფონის ჩართვისას ასევე მთელი ხმით ყვიროდა და თან ყურებს ხელებით იფარავდა. ყველგან საშიში რაღაც ეჩვენებოდა.
ბავშვებთან თამაშის დროს ხშირად აყენებდა თანატოლებს ტკივილს, მაგრამ არა განზრახ. სითბოს გამოხატვის და ჩახუტებისას კი ლამის გუდავდა თანატოლებს. მას ახასიათებდა ქცევის გაორება – ან სრულად იკეტებოდა თავის თავში, ან მოზღვავებული ენერგიით იწყებდა თამაშს და თვალები არაჯანსაღად უელავდა.
მეცადინეობებზე საკუთარი პროგრამით მოქმედებდა, არ ითვალისწინებდა აღმზრდელის მითითებებს. სამედიცინო შემოწმების შედეგად დაუსვეს შიზოფრენიის დიაგნოზი. ინსტრუქციით მას ინდივიდუალური ქცევის კორექცია უნდა ჩატარებოდა. როგორც ფსიქოლოგი კარგად ვხედავდი, რომ ბავშვის მდგომარეობა აღზრდის ნერვიული გარემოს შედეგი იყო და მუშაობა მარტო ბავშვთან საკმარისი არ იქნებოდა, მოვიწვიე კონსულტაციაზე დედა.
ბავშვთან იდივიდუალური კონსულტაციის შემდეგ კი მივიღე ოჯახური გარემოს ნათელი სურათი: მშბლები გამუდმებით კამათობენ და ყვირიან სახლში. დედა მანქანაში ხმამაღლა რთავს მუსიკას და ეს ბავშვს აღიზიანებს. ხოლო ცელქობისას მას ეუბნებიან რომ ბნელი ოთახიდან „ბუა“ მოვა და წაიყვანს. ამ დეტალებზე საუბრობდა ხატვის პროცესში, დოზირებულად, ენის ბორძიკით, ზოგჯერ კი საერთოდ არ რეაგირებდა და იკეტებოდა საკუთარ თავში. მისი ნახატები აბსტრაქტული ხასიათის იყო, სხვა და სხვა ფიგურების მღელვარე გამოსახულებებით: გაზის ბალონები, კალიები, ციფრები. როდესაც განტვირთვისთვის ვთავაზობდი აქტიური მოძრაობები გაეკეთებინა – ის მთელი ძალით იწყებდა ჩემსკენ მოძრაობას, მეჯახებოდა თავით და მირტყამდა ხელებს. მისი უკონტროლო ქცევა მაშინებდა კიდეც. დედა მრავალჯერ თხოვნის შემდეგაც თავს არიდებდა კონსულტაციას. ბიჭუნა დაყავდა მასაჟისტთან, ქრონიკული შეკრულობისგან – მუცლის მასაჟს პროცედურებით განკურნების მიზნით.
ბავშვთან მუშაობის შედეგად მივაღწიეთ ფსიქიკის კორექციის იმ დონეს, რომ მიშა (რომელიც ვექტორულად იყო ანალ-ვიზუალ-სმენა) ხატავდა ან ძერწავდა მისთვის საშიშ ხატ – სახეებს და ისე ანადგურებდა მათ – თავის შიშებს.
სწორი აღზედის – მისთვის ბუნებისგან ნაბოძები ტალანტის სწორი მიმართულებით განვითარების შემთხვევაში კი, მიშას შეუძლია იყოს აბსოლუტურად გაწონასწორებული, მშვიდი და მეგობრული ბავშვი, რომელიც ყოველთვის მზად იქნება დაეხმაროს სხვას. მისით იამაყებენ მშობლები!!