იცვლება თუ არა ერთ ადამიანში გამოვლენილი ვექტორების რაოდენობა ისტორიის მანძილზე?

მთლი ჯგუფი მოძრაობს დროის ღერძზე და გადის განვითარების გზას არაცოცხალიდან ადამიანური დონისკენ. საშუალო სტატისტიკით 100 წლის წინ ერთ ადამიანს ჰქონდა ნაკლები ვექტორი, თანამედროვე ადამიანთან შედარებით. კუნთურ ფაზაში და ანალური ფაზის დასაწყისში ადამიანებს ჰქონდათ 1 ან 2 ვექტორი. ისინი იდეალურად იყვნენ რანჟირბულნი ფერომონებისა და სუნების დახმარებით. დღეს კი შეგიძლიათ გახვიდეთ ნებისმიერი დიდი ქალაქის ქუჩაში და იქ თავისუფლად ნახოთ 6-7 ვექტორიანი ადამიანები. შეიძლება ითქვას, რომ კუნთურ ფაზაში ერთ ადამიანს საშუალოდ 1-2 ვექტორი ჰქონდა. ანალურ ფაზაში ერთ ადამიანს ჰქონდა საშუალოდ 2-3 ვექტორი. კანურ ფაზაში საშუალოდ ერთ ადამიანს უკვე 3-5 ვექტორი აქვს. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ურეთრალური ფაზის ზღვართან, ამიტომ თუ თქვენ პატარა ქალაქში ცხოვრობთ, თქვენს გარშემომყოფებს საშუალოდ 3-4 ვექტორი ექნებათ, მაგრამ თუ თქვენ ცხოვრობთ დიდ ქალაქში, სადაც მოსახლეობის რიცხვი მილიონს აჭარბებს, მაშინ თქვენს ირგვლივ მყოფთა უმრავლესობას საშუალოდ 4-6 ვექტორი ექნება. თუმცა შეიძლება არც ისე იშვიათად ნახოთ 7 ვექტორიანებიც, ხოლო უკიდურესად იშვიათად შეიძლება 8 ვექტორიანსაც კი გადაეყაროთ, ან ტელევიზორში მოკრათ თვალი.

რატომ მოხდა ასე? რატომ შეიცვალა ფაზების განმავლობაში ერთ ადამიანში გამოვლენილი ვექტორების რაოდენობა? აქ საკმაოდ ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას, მაგალითად გართულდა საარსებო ლანდშაფტი და იმისთვის რომ ჩვენ ამ გართულებულ გარემოში ადაპტაცია შევძლოთ, ყოველ ადამიანს ჭირდება მეტი თვისებები, ამ ლანდშაფტში გადარჩენისთვის. შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენს ზრდასთან ერთად (ვგულისხმობთ მთელ სოციუმს), ჩვენში იზრდება მიღების სურვილი, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს სოციუმის საშუალო წევრში ახალი თვისებების გამოზრდაზე ვექტორების საშუალო რაოდენობის ზრდით. დღევანდელ ადამიანს მეტი თვისებები აქვს და შეუძლია უფრო მეტი კუთხით მოახდინოს გამოვლენა ლანდშაფტში.

გარემო ჩვენგან მოითხოვს უფრო და უფრო მეტ ძალისხმევას თვითრეალიზაციისათვის. თუ შევხედავთ სხვაობას იმ მინიმალურ საჭიროებებს შორის რაც ადამიანს ჭირდებოდა კუნთურ ფაზაში და რაც ჭირდება დღეს, სხვაობა უზარმაზარია. კუნთურ ფაზაში ერთი ადამიანისთვის საკმარისი იყო ერთი ბიზონის ტყავი, ერთი შუბი, ქვის ცული, ორი კაჟის ქვა ცეცხლის დასანთებად, საკვები და თავშესაფარი (გამოქვაბული), ოღონდ ეს უკანასკნელი საერთო იყო მთელი ჯოგისთვის და ეს ყველაფერი მათ სრულიად აკმაყოფილებდათ. დღეს საშუალო ადამიანს აქვს 2-3 ოთახიანი ბინა, მანქანა, ავეჯი, ტელევიზორი, კომპიუტერი და ეს ეცოტავება. 10000 წლის წინანდელ კუნთის ვექტორიან მეომარს ამ ყველაფრის მხოლოდ დანახვაზეც კი ტვინი აუფეთქდებოდა. ჩვენთვის კი ეს ყველაფერი ჩვეულებრივი მოვლენაა. ჩვენ გავდივართ ღამით ლამპიონებით განათებულ ქუჩებში, ყველაფერი კარგად ხილულია. 10000 წლის წინ კი სინათლეს ღამით ყველაზე თამამამ ფანტაზიებშიც ვერ წარმოიდგენდნენ. ყოველ შემდეგ თაობას, სურს უფრო მეტი – ვიდრე წინას. როგორც ჩვენი ბებია-ბაბუები ცხოვრობდნენ, ცხოვრების ასეთი წესი უკვე ვერანაირად ვერ დააკმაყოფილებს ჩვენს თაობას. ამ ყველაფრიდან შეიძლება გამოვიტანოთ ორი ძირითადი დასკვნა:

1. ყოველი ახალი ფაზის მოსვლასთან ერთად საშუალო ადამიანში იზრდება ვექტორების რიცხვი.
2. თანამედროვე ადამიანი არის არა ქმნილების ადამიანური ტიპის უმაღლესი განვითარება, არამედ ერთგვარი გარდამავალი სტადია.

ქმნილების ჯერ კიდევ გრძელდება, წინ არის ურეთრალური ფაზა, ამ ფაზაში ადამიანებში კიდევ გაიზრდება ვექტორების საშუალო რაოდენობა 6-8 ვექტორი. თითოეული ჩვენგანი არის ევოლუციის შუალედური და არა საბოლოო საფეხური.