იცვლება თუ არა ვექტორების რაოდენობა ერთ ადამიანში მისი ცხოვრების მანძილზე?

კითხვა: იცვლება თუ არა ვექტორების რაოდენობა ერთ ადამიანში მისი ცხოვრების მანძილზე?

პასუხი: რა თქმა უნდა არა. იცვლება მხოლოდ მასში უკვე არსებული ვექტორების განვითარება და მათი გარეგანი გამოვლინება. თუ პირობითად ავიღებთ ექვს ვექტორიან ადამიანს, ის მთელი ცხორება იქნება ექვს ვექტორიანი, ვერც შვიდ ვექტორიანი გახდება და ვერც ხუთ ვექტორიანი. ხოლო სცენარი ექნება და როგორ განვითარდება საკუთარი ვექტორული წყობის ფარგლებში, ამას უკვე უამრავი ფაქტორი განაპირობებს. ადამიანების უმრავლესობა, თვითდიაგნოსტირებისას ცდილობს მოირგოს ყველა ვექტორი. ზოგგან კი არსებობს გავრცელებული მცდარი შეხედულება, რომ ყველა რვა ვექტორიანი იბადება, მაგრამ არასწორი აღზრდის გამო მათში მხოლოდ ვექტორების ნაწილი ვითარდება, ფიქრობენ, რომ სწორი აღზრდის შემთხვევაში ყველა ურეთრალ სმენა იქნებოდა, მაგრამ ეს უბრალოდ სისულელეა, რადგან ასე რომ იყოს, სხვა ფუნქციები უბრალოდ შეუსრულებელი დარჩებოდა. ის ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ ამ მოსაზრებას ვერ ხვდებიან სისტემური აზროვნების არსს. ვერ აანალიზებენ, რომ მთელი მსოფლიო ერთიანი ორგანიზმია. ეს ორგანიზმი კი მხოლოდ მაშინ შეძლებს არსებობას, თუ მისი ყოველი ნაწილი თავის ფუნქციას შეასრულებს. ვექტორები ჩვენში ვლინდება ჩვენი გამოვლენისთანავე და მათი დაკარგვა, ან ახლის შეძენა შეუძლებელია. არარსებულ ვექტორს თქვენში ვერ გამოზრდით ვერ ვარჯიშით, ვერც ქირურგიული ოპერაციით, ვერც ლოცვით და ვერც მედიტაციით. ხოლო არსებულ ვექტორს ვერც თავად დაკარგავთ და ვერც მისტიური ზეარსებები ვერ წაგართმევენ. მოკლედ თუ ვიტყვით თქვენ დაიბადეთ კონკრეტული ვექტორული წყობით, დავალებათა კონკრეტული ნაკრებით და ეს ყველაფერი თქვენს სიკვდილამდე თქვენთან დარჩება. რამდენი ვექტორიც 2 წლის ასაკში გქონდათ, იმდენივე გექნებათ 82 წლისასაც. ერთადერთი რაც შეგიძლიათ, არის ამ ვექტორული კომბინაციის ფარგლებში სწორი განვითარება. ასაკთან ერთად თქვენს ვექტორულ წყობაში შენდება თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილება და ის საკუთარ ასახვას პოვებს ვექტორების მდგომარეობასა და განვითარებაზე. ვექტორები და მათი თვისებები თქვენში უცვლელი რჩება, მაგრამ იცვლება მათი განვითარება და შესაბამისად მათი გამოვლინებაც.