კამილა კლოდელის ვექტორული ანალიზი

 

კამილა კლოდელი – გამორჩეული ფრანგი მოქანდაკე და მხატვარ-გრაფიკოსი ქალი, რომელსაც საინტერესო და რთული ცხოვრება ჰქონდა.

41 წლის ასაკში მას დაეწყო ფსიქიკური აშლილობა, დაუდგინდა „შიზოფრენია“ და თავისი ცხოვრების ბოლო 30 წელი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაატარა. მის დროს წარმოუდგენელი იყო ქალის მოქანდაკეობა, ამ სფეროში იყო, ფაქტობრივად, პირველი ქალი, ამიტომაც თავიდან, მისი სურვილი, გამხდარიყო მოქანდაკე, მიუღებელი და სასაცილოც კი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის. თუმცა, იგი არავის და არაფერს აქცევდა ყურადღებას. ეს კარგად მეტყველებს მის ურეთრალურ ვექტორზე.

„კამილამ კარი მიხურა. ცოტა უხეშად. თავი ასწია. ”მე მოქანდაკე ვარ”; მის წინაშე სახტად დარჩენილი ნახევრად შიშველი ახალგაზრდა მოდელი იდგა. კამილამ გაიფიქრა” აი,მეგობარი!” და გაუმეორა ” მე მოქანდაკე ვარ. ჟღალმა გოგონამ შეხედა, გააშიშვლა თავისი ზღვისფერი თვალებით. მერე ცოტა სულელურად გაიმეორა: “მოქანდაკე! ეს შენ, შენა ხარ მოქანდაკე! ქალი!” ახლა როხროხით იცინოდა. ” ეს, თქვენ გესმით?! ქალბატონი მოქანდაკეა!” – ასეთი რეაქცია მოჰყვა კამილას პირველად მისვლას მისი მასწავლებლის როდენის სახელოსნოში. მისი ნამუშევრების უმეტესობა წარმოაჩენს ადამიანის სექსუალობას, ვნებას, საოცარ ეროტიზმს, რაც ურეთრალური ფსიქოტიპისთვის ასეთი მშობლიურია.

19 წლის ასაკში იგი ხდება თავისი მასწავლებლის როდენის საყვარელი, იმ დროს ცოლიანი კაცის საყვარლობა ძალიან დიდ სირცხვილად ითვლებოდა, მით უმეტეს რომ კამილას საკმაოდ რელიგიური და მკაცრი მშობლები ჰყავდა, თუმცა, ის არაფრად აგდებდა საზოგადოებრივ მორალსა და წეს-ჩვეულებებს საკუთარი ვნებების დაკმაყოფილებისას, როგორც ურეთრალს სჩვევია. აღსანიშნავია მისი აწყვეტილობაც, ნებისმიერ ქმედებაში ბოლომდე გადაშვება, რაც კამილამ თავის საქმიანობაში გამოავლინა.

მის ბიოგრაფიაში აღნიშნულია, რომ როდენის გაცნობამდე კამილა თავდაუზოგავად მუშაობდა სწავლობდა და ხვეწდა თავის ნიჭს, რაც მიანიშნებს განვითარებულ ანალური ვექტორზე. მოქანდაკეობა, ზოგადად, დიდ ნებისყოფასა და კონცენტრირებას საჭიროებს, საათობით უნდა იჯდე და ფრთხილად, დიდი მონდომებითა და მოთმინებით გამოიყვანო სასურველი ფორმები, რაც ანალური ვექტორის გარეშე წარმოუდგენელია. კამილა ძალიან ჯიუტი და პრინციპული იყო, მიუხედავად ყოველმხრივი წინააღმდეგობისა როგორც სიყვარულში, ისე საქმიანობაში, ჯიუტად გაიტანა თავისი და გახდა მოქანდაკე, რაც ასევე მეტყველებს ანალის ვექტორზე. აგრეთვე, მან საკმაოდ დიდხანს შეინარჩუნა აკრძალული სასიყვარულო ურთიერთობა, მიეჯაჭვა პარტნიორს, ესეც შეიძლება ჩავთვალოთ ანალურ გამოვლინებად.

როდენთან ურთიერთობა კამილასთვის გახდა ძალიან მნიშვნელოვანი, რამაც საბოლოოდ გაანადგურა კიდეც, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ სმენურად გააიდეალა პარტნიორი და ბოლომდე მიენდო მას. მან საკმაოდ დიდხანს შეინარჩუნა აკრძალული სასიყვარულო ურთიერთობა, მიეჯაჭვა პარტნიორს, რაც ურეთრალისთვის არაა დამახასიათებელი, ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს სცენარით სმენის გამო მოხდა, როგორც გაიდეალების შედეგი. ასევე, ფსიქიკური აშლილობა – შიზოფრენია პირდაპირ მეტყველებს კამილას სმენურობაზე. მის შემოქმედებაშიც ყველგან ჩანს მარტოსულობის, დეპრესიის და ტრაგიზმის ელემენტები, რაც პირდაპირ მიანიშნებს სმენაზე.

კამილა სცენარით ურეთრალ-სმენა იყო სმენაში ხელოვნების იდეით, რადგან გარღვევა მოახდინა მაშინდელი საზოგადოების ნორმებში და გახდა ფაქტობრივად პირველი მოქანდაკე ქალი (ხელოვნების იდეა აიყვანა სმენურ დონეზე და მოახდინა ურეთრალური გარღვევა). ამ სცენარმა გამოიწვია კიდეც მისი ფსიქიკური პრობლემები – შიზოფრენია (შემთხვევა როდესაც სმენა დომინირებს ურეთრალზე, მაგრამ პერიოდულად ურეთრალი და სმენა დომინაციებს ცვლიან) და სიკვდილი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.
ის ფაქტი, რომ მოღვაწეობდა ხელოვნების სფეროში, ასევე ვიზუალის ვექტორის გამოვლინებაა. ვიზუალზე მიანიშნებს ხელოვნებისკენ სწრაფვა, ასევე თუ დააკვირდებით მის ნამუშევრებს, საოცარ ესთეტურობას აღმოაჩენთ.
მოქანდაკეობა, ამისთვის საჭირო ძალა და ენერგია წარმოუდგენელია კუნთის ვექტორის გარეშე, ამიტომ, ეს ვექტორიც უდავოდ ჰქონდა კამილას.
საინტერესოა, რომ მას არ ჰქონდა კანის ვექტორი, რომლის არსებობის შემთხვევაშიც, მისი სცენარი გაცილებით შერბილდებოდა.

განვითარების დონეები:
ქვედა ვექტორები (ანალი და ურეთრალი) განვითარების ცხოველურ დონეზე.
ვიზუალი ცხოველურის ცხოველურსა და ცხოველურის ადამიანურს შორის. თითქმის ფანატიზამდე მიყვანილი სიყვარული, ხელოვნებაში რეალიზაცია. ესთეტიკა ნამუშევრებში.
სმენა ცხოველურის მცენარეულ დონეზე – იდეად აღებული ჰქონდა ვიზუალური, ხელოვნების იდეა (თუმცა ურეთრალ-სმენური მიდგომით).

დაზიანებები:
წყენა ანალურ ვექტორში – სიცოცხლის ბოლომდე როდენს მისი ნამუშევრების და იდეების მოპარვაში ადანასაულებდა და ქურდს ეძახდა. წყენა ჰქონდა ოჯახზეც (მათ უარი თქვეს მისი საგიჟეთიდან გაყვანაზე, იმის მიუხედავად, რომ არსებობდა ფსიქიატრის რეკომენდაცია).
ურეთრალური ვექტორი – პროტესტის სცენარი.
სმენა – შიზოფრენია.

 

სტატიის ავტორი: მაგდა სხიერელი