კანის და ანალური ვექტორების კომბინაცია (2)

განვიხილოთ კანის და ანალური ვექტორების კომბინაცია აზროვნების დონეზე. რას ვიღებთ შედეგად როდესაც ერთმანეთს ერევა აზროვნების ეს ორი ტიპი (რაოდენობრივი აზროვნება, რომელიც აზროვნებს მიღწევების და კონტროლის დონეებით და აზროვნება დეტალებით, ხარისხობრივი კატეგორიებით წარსულიდან)? როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს ტვინში ვიღებთ კარტოთეკას, რომელიც შედგება ანალური ,,განყოფილებებისგან”, მაგრამ აქ ყოველი ელემენტი ასევე შეიცავს კანურ მახასიათებლებსაც. ეს კარტოთეკა აღწერს ყველაფერს არა მხოლოდ ხარისხობრივი, არამედ რაოდენობრივი კატეგორიებითაც და ეს კარტოთეკა რანჟირებულია ორივეს სიმბიოზით. რას ნიშნავს, რომ ამ ,,კარტოთეკის” ელემენტები იძენენ გარკვეულ დინამიურობას? ტვინის ამ ,,კარტოთეკის” ,,განყოფილებები” უკვე აღარ არის ანალურად სტატიკური (უძრავი). მისი შემადგენელი თითოეული ელემენტის პირველადი მახასიათებელი უკვე რაოდენობრივია, თუმცა მათ ასევე აქვთ ხარისხობრივი მახასიათებლებიც. ამ კუთხით ისინი შეიძლება შეიცვალონ, უკვე შეიძლება ამ კარტოთეკის შიგნით ელემენტები გადაადგილდეს.

მაგრამ ამ ელემენტებს გადაადგილება ,,კარტოთეკაში” (როგორც ეს ფსიქიკური სხეულის მოცულობის შემთხვევაში იყო), არ იქნება ისეთი მარტივი, როგორც ერთვექტორიანი კანის შემთხვევაში. თუმცა არც ისეთი შეუძლებელი, როგორც ერთვექტორიანი ანალის შემთხვევაში. ეს იქნება გადადგილება პატარა ნახტომებით. ანუ საჭიროა დააგროვოს გამოცდილების რაღაც რაოდენობა. მისი აზროვნების დონე უცებ კი არ გაიზრდება, ისე, რაღაც მცირე მიღწევის დონე და გონებაში ყველაფერმა ადგილი შეიცვალოს, კან-ანალთან ასე არ ხდება. მას ჭირდება ანალური დამტკიცებაც საკუთარი თავისთვის, რომ რომ ამ მოვლენას ადგილი უნდა შეუცვალოს და ახალი ხარისხი მიანიჭოს. მან უნდა დაუმტკიცოს საკუთარ თავს, რომ შეუძლია მოვლენას მიღწევის ეს საფეხური შეუნარჩუნოს. მაგალითად, ადამიანი, რომელსაც უსაქმურად თვლიდა – უცებ გამდიდრდა. მხოლოდ ერთვექტორიან კანს საერთოდ არ აინტერესებს რანაირად მიაღწია ამას, ან იმსახურებდა თუ ის არა ამ მიღწევას. უბრალოდ მიაღწია, ფული იშოვა და მორჩა. გამდიდრდა, ე.ი. მაგარი ტიპია და მას უნდა შეეტენოს. კან-ანალთან კი მთლად ასე არა არის. მის ფსიქიკაში რა თქმა უნდა არის კანური მიდგომის ელემენტები. თუ ერთვექტორიანი ანალისთვის ეს ტიპი მუდამ უსაქმურად დარჩება, რამდენიც არ უნდა იშოვოს მან. კან-ანალისთვის, უკვე არის გრადაცია. რადგან გამდიდრდა, შეიძლება არც ისე უსაქმურია. ამიტომ კან-ანალი სანამ ამ პიროვნებას თავის გონებაში ახალ ხარისხს მიანიჭებს, ჯერ როგორც კანურად, ისე ანალურად შეაფასებს, უნდა შეუცვალოს თუ არა მას ხარისხი. გაითვალისწინებს ეს ადამიანი შრომით გამდიდრდა თუ ლატარიაში მოიგო და ამის მიხედვით შეუცვლის ან არ შეუცვლის ხარისხს. ნებისმიერ შემთხვევაში კან-ანალი თავის გონებაში მოვლენას არც ისე ადვილად უცვლის ხარისხს. მოვიყვანოთ მაგალითი: წარმოიდგინეთ კან-ანალი საწარმოს დირექტორი. მას ყავს თანამშრომელი, რომელიც როგორც წესი კარგად მუშაობდა, მაგრამ ბოლო თვეში მის მიერ შესრულებული სამუშაო არადამაკმაყოფილებელია. როგორ მოიქცეოდა ერთვექტორიანი კანი? ის უბრალოდ გაათავისუფლებდა ამ თანამშრომელს. მაგრამ კან-ანალი უფრო ფართედ ხედავს. მან იცის, რომ ამ თანამშრომელს შეუძლია უკეთ მუშაობა და გასაგდებად არ ემეტება, ხომ შეიძლება რაღაც დროებითი პრობლემა აქვს?! ამიტომ კან-ანალი მას ჯერ სერიოზულად დაელაპარაკება, შენიშვნას მსცემს, აუხსნის, რომ თუ ასე გააგრძელებს შეიძლება სამსახური დაკარგოს. კან-ანალს აქვს არა მხოლოდ კანური, არამედ ანალური აზროვნების უნარიც. თუ კანი მხოლოდ აწმყოში უყურებს რას აკეთებს ეს თანამშრომელი, ანალი ითვალისწინებს წარსულში მის რეპუტაციასაც. ამიტომ მისცემს შანსს, რომ გამოსწორდეს და უკეთ იმუშაოს. თუ არ გამოსწორდებოდა, მაშინ რა თქმა უნდა მას გაუშვებდა. ერთვექტორიანი ანალი მხოლოდ წარსულ რეპუტაციას შეხედავდა და მიუხედავად აწმყოში არსებული რეზულტატისა ამ თანამშრომელს დატოვებდა ,,წარსულის ხათრით”. იმის მიუხედავად, რომ ახლა უკვე არაფრად ვარგა. ამიტომ კან-ანალს აქვს უფრო ფართე ხედვა, ვიდრე ერთვექტორიან კანს, ან ერთვექტორიან ანალს ცალკე აღებულს. კან-ანალი მოვლენის შეფასებისას ითვალისწინებს წარსულსაც და აწმყოსაც. მოვიყვანოთ სხვა მაგალითი: სამსახურში მოდის ახალი თანამშრომელი, რომელსაც პირველ თვეებში ძალიან კარგი შედეგები აქვს. რას იტყოდა ამაზე ერთვექტორიანი ანალი? ის რა თქმა უნდა შეაქებდა და იტყოდა რომ კარგი ახალგაზრდა სპეციალისტია. მაგრამ სანამ ამ ახალგაზრდას დაწინაურების შანსს მისცემდა ხუთი წელი მაინც უნდა გასულიყო. რას იზამდა ერთვექტორიანი კანი? ის ნახავდა რომ შედეგები კარგია, ე.ი. ეს ტიპი მაგარია და დაუყოვნებლივ იმსახურებს დაწინაურებას. აი კან-ანალს უფრო ფართე ხედვა აქვს, ის ერთი მხრივ კანურად შეხედავდა რომ ეს თანამშრომელი კარგად მუშაობს, მეორე მხრივ ანალური მოთმინებაც ეყოფოდა, რომ პირდაპირ არ დაეწინაურებინა და გარკვეული დრო მოეცადა იმის დასანახად, შეძლებდა თუ არა ეს ახალი თანამშრომელი ასე გაგრძელებას. ამასთანავე კან-ანალი მხედველობაში მიიღებდა ამ თანამშრომლის უნარ-ჩვევებსაც. შეიძლება კარგად მუშაობს, მაგრამ თავხედი და უზრდელია. ან პირიქით მისი მუშაობის ხარისხი არ არის იდეალური, მაგრამ ადამიანებთან ურთიერთობა ბრწყინვალედ გამოსდის. შემდეგ კი ამის გათვალისწინებით დააწინაურებს, ან არ დააწინაურებს. აქ მთავარი ის არის, რომ კან-ანალი მხოლოდ ანალურად, ან მხოლოდ კანურად არ უყურებს ამა თუ იმ მოვლენას, ან ადამიანს. სანამ თანამშრომელს დაწინაურებს ანალურად ხუთი წელი არ აცდევინებს, მაგრამ არც კანურად ერთ თვეში არ დააწინაურებს. არამედ წინსვლის შანსს რაღაც შუალედურ დროში მისცემს.

 

სრული ტექსტი იხილეთ ფასიან ჯგუფში: https://www.facebook.com/groups/571353209673619/?ref=bookmarks