კანის და ანალური ვექტორების კომბინაცია (3)

ჩვენ უკვე აღვწერეთ როგორ იქცევა კან-ანალი ადამიანი. ახლა აღვწეროთ როგორ ადაპტირდება ის ამ ლანდშაფტში. არის რაღაც მახასიათებლები, თუ როგორ აკეთებს ამას კან-ანალი. გავიხსენოთ როგორ აკეთებდა ამას კანი და როგორ – ანალი, შემდეგ კი აღვწეროთ რა ხდება კომბინაციის დროს. კანის ვექტორი ლანდშაფტთან ადაპტირდება ეფექტურობის პრინციპით. რა არის ეფექტურობა? ეს არის შესაბამისი სარგებელი ურთიერთობიდან, ანუ იმაზე მეტის მიღება, ვიდრე გასცა. სწორედ აქედან მოდის კანის ვექტორიანის თვისებათა ისეთი ნაკრები, როგორიცაა გულჩათხრობილობა, სიძუნწე და ა.შ. მოკლედ თუ კანის ვექტორიანს ყველაფერი ნორმაში აქვს, ის ურთიერთობს ეფექტურობის პრინციპით. ანალის ვექტორიანი ლანდშაფტთან ურთიერთობს აკურატულობის პრინციპით. რას ნიშნავს ეს? თქვენ იცით, რომ ანალის ვექტორიანს თავისი შინაგანი მდგომარეობა გამოაქვს გარეთ. ანალის ვექტორიანმა ეს უნდა გაკეთოს სუფთად და აკურატულად, ყოველგვარი დამახინჯების გარეშე. ეს გამომდინარეობს მისი სახეობრივი როლიდან – გადასცეს ინფორმაცია მომავალ თობას. არ შეიძლება ინფორმაციის გადაცემა დამახინჯებულად, რადგან ეს არასწორად იქნება აღქმული და ჯგუფი ვერ განვითარდება სწორად, შესაბამისად ის დაკარგავს არსებობისთვის აუცილებელ ცოდნას. ამიტომ ანალის ვექტორიანი ინფორმაციას გადასცემს ზუსტად, შეცვლის და დამახინჯების გარეშე. ანალის ვექტორიანი არა მხოლოდ ინფორმაციას გადასცემს ასე, არამედ ყველაფერს რასაც აკეთებს აკეთებს სუფთდ და აკურატულად (რა თქმა უნდა თუ ყველაფერი რიგზე აქვს). სწორედ ასეთი ურთიერთობიდან გამომდინარეობს ანალური მოწაფე – მასწავლებლის ურთიერთობა. ანალის ვექტორიანი მასწავლებელი, მოსწავლეს ინფორმაციას გადასცემს ზუსტად ისე, როგორც თვითონ ისწავლა. სხვათ შორის აქედან გამომდინარეობს ანალის ვექტორიანების მიერ იუმორის ვერგაგება. რადგან იუმორი ყოველთვის არის ინფორმაციის დამახინჯება და გაზვიადება. ერთადერთი რაზეც ანალის ვექტორიანიები იცინიან, უკავშირდება მათ ეროგენულ ზონას. ანალებს უყვართ სიცილი იმაზე, როცა ვიღაც ,,საჯდომით ეცემა“. ამაზე გულიანად როხროხებენ. ასევე იცინიან საკუთარ დაუბალანსებელ ლიბიდოზე, მხოლოდ ეს ორი სფეროა ის, რასაც ეხება ანალური ხუმრობები.
ახლა შევხედოთ როგორ ურთიერთობს კან-ანალი. როგორც გახსოვთ ამ ორ ვექტორს შორის არსებობს უზარმაზარი კონტრარულობა. კან-ანალი მუდმივად არჩევანის წინაშეა, გააკეთოს საქმე კანურად სწრაფად, თუ ანალურად საფუძვლიანად. ეს არის ორპოლარობიანი მდგომარეობა, ეს ვექტორები ერთმანეთს არ ეწყობა, ან ერთი დომინირებს, ან მეორე. ეს კონტრარულობა განსაკუთრებით მაშინ იგრძნობა როდესაც კან-ანალი ადამიანი საქმიანობს და აკეთებს კანურ ან ანალურ საქმეს. როდესაც მას ჭირდება ერთი ვექტორიდან მეორეზე გადაერთოს, ეს კან-ანალი ადამიანისთვის ნამდვილი ტანჯვაა. სწრაფი გადართვა ერთი საყრდენი ვექტორიდან მეორეზე აქ ძალიან ძნელია. წარმოიდგინეთ, რომ კან-ანალი რაღცას აკეთებს კანური ეფექტურობით და უცებ დაჭირდა ანალურად მოქმედება. ეს საკმაოდ რთულია, რადგან თქვენ იცით, რომ ანალებს საქმის სწრაფად კეთება არ ეხერხებათ. დავუშვათ თქვენ გჭირდებათ, ვიღაცას რაღაც აუხსნათ. თუ კანურად მოკლედ და გადახტომებით აუხსნით, ის ბევრს ვერაფერს გაიგებს. ამიტომ საჭიროა ანალურად საფუძვლიანი ახსნა, ეს კი დროს მოითხოვს. თუ ის ეცდება ანალური ინფორმაცია კანურად ახსნას, მაგალითად აჩვენოს ორიოდე სლაიდი და გააკეთოს რამოდენიმე მოკლე განმარტება, შედეგი არადამაკმაყოფილებელი იქნება. თუ კან-ანალი კანურ და ანალურ ქმედებებს ერთმანეთში ურევს, მაშინ არადამაკმაყოფილებელი შედეგი კიდევ უფრო გაიზრდება. მაგალითად იქ სადაც კანური სისწრაფე და ეფექტურობაა საჭირო, თუ ის იქ ანალურად ეცდება მოქმედებას, რა თქმა უნდა არაფერი გამოუვა. მაგრამ როგორც აღვნიშნეთ კან-ანალს მუდმივად აქვს შინაგანი კონფლიქტი, როგორ მოიქცეს კანურად თუ ანალურად. როგორც წესი, პირველად მას უნდება, რომ ნებისმიერი საქმე კანურად სწრაფად გააკეთოს. შემდეგ კი მოდის კითხვა: სწორი იქნება თუ არა ამ საქმის კანურად შესრულება?!