კანის და ანალური ვექტორების კომბინაცია

ამჟამად ჩვენ განვიხილავთ ორი ვექტორის, ორი ფუძის, ორი არსის კამბინაციას. ესენია ანალი და კანი, ანუ წარსული და ფორმა კომბინაციაში. ეს არის წარსული და აწმყო ერთად. ჩვენ ვიღებთ კომბინაციას გამოცდილებისა და სიტუაციიდან გამომდინარე მუშაობისა (კანური სწრაფი ორიენტირება მდგომარეობაში).

რაშია ამ კომბინაციის არსი? პირველ რიგში შეხვედოთ თითოეულს. რას აკეთებს ანალის ვექტორიანი? ის აგროვებს ცოდნას და შეუძლია ეს ცოდნა გადასცეს მომავალში. რას აკეთებს კანის ვექტორიანი? ის ორიენტირდება სიტუაციაში. მათი გაერთიანებით ჩვენ ვიღებთ სიტუაციას, სადაც ადამიანს შეუძლია დაგროვოს გამოცდილება და ისწავლოს მისი გამოყენება მოცემულ სიტუაციაში. მხოლოდ ერთვექტორიან კანს არ აქვს არანაირი დაგროვილი გამოცდილება. მას საკმაოდ მოკლე მეხსიერება აქვს. ამ კომბინაციაში კი მას ემატება ანალური ვექტორი, რომელსაც შეუძლია დაისწავლოს მთელი კაცობრიობის გამოცდილება. ამ კომბინაციის წყალობით კი ანალი ამას მხოლოდ კი არ ინახავს, არამედ იყენებს კიდეც და ახერხებს ადაპტაციას მოცემულ სიტუაციასთან. ესაა ამ ფუძეთა კომბინაციის ერთერთი არსი, რადგან მაგალითად, ერთვექტორიან  ანალს ამ გაამოცდილებით არანაირი პრაგმატული ქმედება არ შეუძლია.