კანის ვექორის გარეგნული იერსახე

კანის ვექტორის ფუძე – ფორმაა. შესაბამისად „ფორმაში ყოფნა“ – საკვანძო ფრაზაა კანის ვექტორიანებისთვის (ხოლო სტრესების ან განუვითარებლობის შემთხვევაში – „ფორმაში არყოფნა“). ნორმალურ მდგომარეობაში არიან მოქნილები, სწრაფები, ელასტიურები, ელეგანტურები. აქვთ ნაზი და მგრძნობიარე კანი. აქვთ მოკუმული, ძაფივით თხელი ტუჩები (თუ ანალი, ორალი ან ვიზუალი არ ერთვის). ხშირად ზედა ტუჩი თითქმის იკარგება. აქვთ ბასრი, მჩხვლეტავი თვალები (თუ არ ახლავს ვიზუალი). აქვთ ნატიფი, მგრძნობიარე და ფაქიზი თითები (განსაკუთრებით მაშინ, როცა ერთვის ვიზუალი). თითების ტაქტილური შეგრძნებები მათში ყველაზე მეტადაა განვითარებული.
განსაკუთრებით უყვართ სპორტი, და შესაბამისად აქვთ სპორტული აღნაგობა. უყვართ ტან-ვარჯიში, ჰათჰა-იოგა (თუ ვიზუალი ან სმენა ერთვის), თაი-ძი და სხვადასხვა აღმოსავლური და საბრძოლო ხელოვნებები. ასევე უყვართ ფიტნესი (თუ ანალური და კუნთის ვექტორებიც ერთვის). და საერთოდ, პრაქტიკულდ არ არსებობს სპორტსმენი კანის ვექტორის გარეშე. განსაკუთრებით იზიდავთ ექსტრემალური სპორტის სახეობები. უყვართ ადრენალინი, „დრაივი“ და სტრესის დროს ხშირად სვამენ ენერგეტიკულ სასმელებს.
ასევე უყვართ და ძალიან კარგად გამოსდით ცეკვა. ხშირად არიან პროფესიონალი მოცეკვავეები (როგორც წესი ვიზუალურ ვექტორთან ერთად). არიან დისკოთეკების ხშირი სტუმრები (განსაკუთრებით კან-ვიზუალები). უპირატესობას ანიჭებენ რიტმულ, თანამედროვე ელექტრონულ მუსიკას. ორალთან ერთად რეპს და ჰიპ-ჰოპს.
ხშირად არიან დაჭიმულები და ხმელები. უყვართ ფორმების ტარება. განსაკუთრებით მაშინ, როცა კანის ვექტორი საომარ მდგომარეობაშია, უყვართ კორპორაციული თუ სამხედრო უნიფორმები. ბიზნესმენებისთვის – ელეგანტური შარვალ-კოსტუმი მჭიდროდ მომდგარი ჰალსტუხით – ერთგვრი უნიფორმაა.
უპირატესობას ამჯობინებენ, როდესაც ტანსაცმელი ელასტიურია და მჭიდროდაა კანზე მომდგარი. როგორც წესი, მათი ჩაცმულობა მათ რანგს შეესაბამება. სამხედრო სისტემაში ეს გამოიხატება კონკრეტული რანგის ფორმით, სამხრეებზე ვარსკვლავების რაოდენობით და მუნდირით, ხოლო ბიზნესში და სხვა კანურ სისტემებში ადამიანი თავის რანგს ხაზს უსვამს რანგის შესაბამისი ღირებულების ტანსაცმლით, ავტომობილით, სხვადასხვა აქსესუარებით და ა.შ. ამის გამო ზოგჯერ მაღალი რანგის კანური მამაკაცი ან ქალი ისე მოდურად, ან არაორდინალურად იცვამს, რომ შესაძლოა ვიზუალურ ვექტორშიც კი აგერიოთ. აცვიათ ყოველთვის ახალი და თანამედროვე ტანსაცმელი (თუ ანალი არ ერთვის). ხშირად თავიანთ რანგს ხაზს უსვავენ ძვირფასი და მაღალი ხარისხის სავიზიტო ბარათებით.
თუ მათ სახლში შეხვალთ, ნახავთ, რომ ყველაფერი მინიმალისტურად აქვთ მოწყობილი. ზედმეტი, უსარგებლო და დაბალი ღირებულების მქონე ნივთები ნაკლებად შეგხვდებათ (თუ არ ერთვის ანალური ვექტორი). ამის კარგი მაგალითია იაპონური ტიპის სახლები (საერთოდ იაპონია კან-სმენური მენტალიტეტის ქვეყანაა).
მათთვის სტრესის მოხსნის ერთ-ერთი საშუალებაა „შოპინგი“ (განსაკუთრებით ვიზუალთან ერთად), და მათი მიზიდვა ადვილად შეიძლება ფასდაკლებებით. ყოველთვის ცდილობენ, უფრო იაფად იყიდონ და უფრო ძვირად გაყიდონ, ვიდრე სინამდვილეში ღირს (განსხვავებით ანალებისგან, რომლებიც ვაჭრობის დროსაც კი პატიოსნებას ინარჩუნებენ). თუკი სადმე რამე უფასო (მთავარია სასარგებლო იყოს) ღონისძიებაა, ან დიდი ფასდაკლებაა, ჩათვალეთ, რომ იქ მყოფთა 99%-ს კანის ვექტორი აქვს.
მამაკაცებს, როგორც წესი, წვერი მუდამ გაპარსული აქვთ (თუ ანალური ან ვიზუალური ვექტორი არ ერთვის). გამელოტება ეწყებათ შუბლის გვერდებიდან და ანალის ვექტორიანებზე უფრო ნაკლებად მელოტდებიან. ატარებენ მოკლედ შეჭრილ, ან ბოლომდე გადაპარსულ (განსაკუთრებით სიმელოტის შემთხვევაში) თმას.
ქალებს უყვართ თმის ერთ გროვად, რეზინით შეკვრა ისე, რომ თმა კარგად იყოს უკან გადაჭიმული. ასევე ხშირად ატარებენ მოკლე თმას.
ყველა სახის დიეტა – კანი ვექტორიანების მოგონილია. მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს თვითშეზღუდვა, და ხშირად ეს სიამოვნებასაც კი ანიჭებთ. კან-სმენის კომბინაციაში ხშირად შეიძლება შევხვდეთ გადაჭარბებულ ასკეტიზმს. კანის ვექტორიანს ფსიქიკაში აუცილებლად სჭირდება სიმსუბუქის შეგრძნება, ამიტომ სტრესზე იგი რეაგირებს მადის დაკარგვით და საკვებზე უარის თქმით. ასეთივე რეაქციას იწვევს სასიხარულო მოვლენებიც. შესაბამისად მათი სხეული მთელი ცხოვრების განმავლობაში „ფორმაშია“. მითუმტეს, რომ კანის ვექტორიანები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცეენ ჯანმრთელობას. არიან თავშეკავებულნი (და არა ანალებივით) მორიდებულნი.
არ არსებობს ვეგანი ან ვეგეტარიანელი კანის ვექტორის გარეშე (თუ ეს მათი ნაციონალური ტრადიცია არაა). როგორც წესი მათ დიდ უმრავლესობას ერთდროულად აქვს კანის და ვიზუალური ვექტორები. ასევე არ არსებობს კარგი მენეჯერი, იურისტი და ეკონომისტი კანის ვექტორის გარეშე.
მათთვის კანის თითქმის მთელი ზედაპირი ეროგენული ზონაა. აღმერთებენ სხვადასხვა სახის მასაჟებს და კანის პროცედურებს, სპა სალონებს. კანური ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სხეულებრივი კონტაქტი, მოფერება (შეხება), ალერსი. ასევე უყვართ, როდესაც თვითონ ეალერსებიან.
საუბრისას არიან ლაკონურები. იყენებენ მხოლოდ საჭირო სიტყვებს (თუ ორალი არ ერთვის). საუბრობენ მოკლე ფრაზებით. არიან ძუნწები ემოციების გამოხატვაზე (ზოგჯერ მაშინაც კი, როცა ვიზუალი ერთვის) იყენებენ შემოკლებებს (მაგალითად ნაცვლად შინაგან საქმეთა სამინისტროსი, იტყვიან შსს-ს, „ნინოს“ ნაცვლად – „ნი“-ს) უყვართ ბრძანებითი ტონი (განსაკუთრებით ხელქვეითების მიმართ) და მათი საყვარელი სიტყვაა – „არა!“.
შესაბამისად ჟესტიკულაციი დროს იყენებენ საჩვენებელ თითს, როგორც ამკრძალავ ჟესტს (უყვართ თითის ამკრძალავი დაქნევა). ზოგადად მათი ჟესტიკულაცია და ხელის მოძრაობები სწრაფია და ხშირად განმეორებადი. რაღაცის ახსნის დროს ხშირად იყენებენ ხელის „ჩეხვით“, „დამანაწევრებელ“ მოძრაობებს. თუ სხვა ქვედა ვექტორი არ ერთვით აქვთ პატარა, თხელი ტუჩები, წვრილი თვალები და დაცქვეტილი ყურები. საუბრობენ წვრილი ხმით, ზოგჯერ კი წიკვინა ,,ფალცეტით“.
სტრესები და გადახრები კანის ვექტორში გარეგნულად შემდეგნაირდ ვლინდება: ახასიათებთ აჩქარებული, ნევროზული მეტყველება და მოძრაობები, განსაკუთრებით ძლიერი სტრესის დროს. ნერვული „წიკები“ – უკონტროლო მიმიკები და ხელების ან ფეხების უკონტროლო ნევროზული მოძრაობები. ერთ ადგილზე მშვიდად ვერ ჩერდებიან. იკვნეტენ ფრჩხილებს და იჭამენ თითებს. უყვართ თითების ტკაცუნი, თითებით თმების წვალება. უყვართ სავარძლიდან ან ბეწვიანი ტანსაცმლიდან ბეწვების და ბუსუსების მოწიწკვნა. ხშირად იქექებიან.
კანური თვითკონტროლის განუვითარებლობის შემთხვევაში ხშირად არიან ალკოჰოლზე და თამბაქოზე დამოკიდებულნი, არიან აზარტული მოთამაშეები. „სწერვა“ ქალის (ასევე მამაკაცის) სხვადასხვა სცენარი სხვა ვექტორებთან ერთად პირველ რიგში სწორედ კანის ვექტორს უკავშირდება.
მათი კომფორტის ზონა დიდი ქალაქებია, სადაც ბევრია მოძრაობა და აქტიურობა. არ არიან მიჯაჭვულნი ერთ ადგილზე (თუ ანალი არ ერთვის) და ადვილად შეუძლიათ საცხოვრებელი სახლის ან ქალაქის გამოცვლა, თუ რა თქმა უნდა, უკეთეს პირობებში მოხვდებიან. სასტუმროებში მომთაბარე ცხოვრების სტილი სწორედ კანებს ახასიათებთ.
სოციალურ ქსელებში მათი აქტივობა ეფუძნება სარგებელის და ეფექტურობის პრინციპებს. მეგობრებში იმატებენ განურჩევლად ყველას (რა იცი, რაში გამოადგეს), განსაკუთრებით მათ, ვისაც მასზე მაღალი ან მისი მსგავსი კანური რანგი აქვს. თანაც, განსხვავებით სატელეფონო საუბრებისგან, ინტერნეტით ურთიერთობა უფასოა, ინფორმაციის მოპოვება კი უფრო სწრაფად და იაფად შეიძლება. როგორც წესი საკუთარ თავზე მცირე ინფორმაცია და ნაკლები ფოტო უდევთ (თუ ვიზუალი არ ერთვის) და მაღალი რანგის შემთხვევაში კარგად აქვთ ხაზგასმული თავიანთი პროფესია, რანგი და იმიჯი.