კანის ვექტორის განვითარება

განვითარების თვისებები ეწოდება ვექტორის თვისებებს, რომლებიც განსაზღვრავს ადამიანის რეალიზაციას მის მიერ არჩეულ სფეროში, (ვექტორის მატარებლის ადგილი შესაბამისობაში ამავე ვექტორის სხვა წარმომადგენლებთან) ასევე მის მონაწილეობას ჯგუფის განვითარებაში.

კანის ვექტორიანის განვითარების სფერო – ესაა კონტროლისა და თვითკონტროლის თვისებების განვითარება, შემდეგ კი სწრაფი გადასვლა ერთი დავალებიდან მეორეზე.

თვითონტროლის განვითარება აძლევს საშუალებას აკონტროლოს სხვა ადამიანები. კანის ვექტორის დავალებაა – მისცეს ფორმა მატერიას. ჯგუფის ორგანიზების და კონტროლისთვის კანის ვექტორს აუცილებლად სჭირდება სისწრაფე, იმ მიზნის ზუსტად მისაღწევად, რომელიც დასახულია ურეთრალი ბელადის მიერ. თავისი დავალება რომ შეასრულოს, საჭიროა იცოდეს თუ როგორ აკონტროლოს, აორგანიზოს და შემოსაზღვროს – უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავი.

კანის ვექტორიანის კონტროლის დონე დამოკიდებულია მისი აზროვნების განვითარებაზე. თუ მისი განვითარების დონე დაბალია, მაშინ შეუძლია აკონტროლოს მხოლოდ საკუთარი სხეული. ამ დონეში შედის ცეკვები, აკრობატიკა, ტანვარჯიში, ასევე ის საქმიანობები რომლებიც მოითხოვს ხელების მოქნილობას – ფოკუსების კეთება, შულერობა, ასევე ჯიბის ქურდობა. რათქმა უნდა არ შეიძლება ერთ რიგში დავაყენოთ აზროვნება განვითარებული კანის ვექტორიანი სპორტსმენი და კანის ვექტორიანი ჯიბის ქურდი, მაგრამ ამ მათთვის ხელობათა მიმცემი მექანიზმი ერთი და იგივეა.

განვითარების მაღალ დონეზე კანის ვექტორიანი სწავლობს არა მხოლოდ სხეულის, არამედ სხვა რესურსების კონტროლსაც: დროის; სივრცის; ენერგიის; ინფორმაციის; ადამიანების. ამიტომ განვითარებული კანის ვექტორიანი ადამიანები არიან შესანიშნავი მენეჯერები; ეკონომისტები; ბიზნესმენები; ინჟინრები; ტექნოლოგები; მმართველები და ა.შ.