კანის ვექტორის დამახასიათებელი დაზიანებები და სტრესები 

 

სტრესების შემდეგი რიგი, რომელიც კანის ვექტორს ახასიათებს, კავშირშია მის თვითშეფასებასთან. თვითშეფასება – ეს არის ინდივიდის წარმოდგენა, ჯგუფში საკუთარი ქმედების მნიშვნელობაზე და საკუთარი თავის, ხარისხის და გრძნობების, ნაკლისა თუ უპირატესობების შეფასება და მათი გამოვლენა. ადექვატური თვითშეფასება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად არეალიზებს ის საკუთარ ბუნებრივ ტალანტს და თვისებებს, თანდაყოლილი ფასეულობების და ბუნებრივი ტემპერამენტის მიხედვით. რამდენადაც ადამიანი გასცემს თავის უნარს, იმდენად ახერხებს ის საკუთარი ვექტორული სურვილის ავსებას.

ადექვატურ თვითშეფასებას განაპირობებს ორი პარამეტრის: გარემოს ზეწოლის და ტემპერამენტის ბალანსი. თუ გარემოს ზეწოლა მეტია ტემპერამენტზე – ვიღებთ დაბალ თვითშეფასებას. ხოლო თუ გარემოს ზეწოლა არასაკმარისია, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს გადაჭარბებულ თვითშეფასებასთან.

კანური ფსიქოტიპის წარმომადგენელთა თვითშეფასება მუდმივად მერყეობს პრინციპით ,,ვინ მაღლა – ვინ ქვემოთ“. თუ ადამიანი, რომელსაც კანის ვექტორიანი ,,ეტოლება“, მასზე მაღლაა თანამდებობით, ან ფინანსური მიღწევით, მაშინ ის მას ,,ეტენება“ და ექვემდებარება, თუ თვითონ აღემატება – ზემოდან უყურებს, ხოლო თუ რანგით თანასწორია – კონკურირებს.

,,უიღბლოს“ სცენარი

თუ კანის ვექტორიან ბავშვს ზედმეტად აკონტროლებენ, მუდმივად ამცირებენ ეძახიან უვარგისს, სუსტს, უიღბლოს და ა.შ. თუ ასეთი რამ სისტემატურად მეორდება, კანური ბავშვი ამას აღიქვამს როგორც მინიშნებას, რომ თვითონ სხვებზე დაბლა დგას, ანუ ფიქრობს, რომ მისი დონე უფრო დაბალია ვიდრე სხვების. როდესაც იზრდება, ნებისმიერ სიტუაციაში თავს გრძნობს წაგებულად და მას უფორმირდება ე.წ. ,,უიღბლოს“ სცენარი.

ასეთი კანის ვექტორიანი თვლის, რომ რაც არ უნდა წამოიწყოს არაფერი გამოუვა, ამიტომ ურთიერთობის დონეზე, მისი გარემოსთან ადაპტაციის შესაძლებლობა კლებულობს, ის ძალიან ბევრს ჭორჭმანობს, არის უუნარო გადაწყვეტილების მიღებაში და ამიტომ ყოველთვის წაგებული რჩება. მისი მოქმედება შენელებულია და რეაქციის სიჩქარით მუდმივად ჩამორჩება სხვებს, არ იმიტომ რომ ის მართლა ასეთი უუნაროა, არამედ იმიტომ, საკუთარი თავი ასე თავად დააპროგრამა. ასეთი სცენარი სწორედ იმან გამოიწვია, რომ ის თავის თავს თვლიდა წარუმატებლად და ამან მართლა წარუმატებელ ადამიანად აქცია.

მაშინაც კი, თუ რაღაც შემთხვევის გამი ის მოიგებს ლატარიას, ან იშოვის კარგ სამსახურს, ის ქვეცნობიერად თვლის, რომ ამას არ იმსახურებს, ამიტომ დიდია იმის ალბათობა, რომ რაღაც პერიოდში ყველაფერს დაკარგავს, რადგან როგორი საოცარიც არ უნდა იყოს მისი ფსიქიკა ითხოვს, ძველ, უიღბლო მდგომარეობაში დაბრუნებას, ახალი პასუხისმგებლობები, დიდი შესაძლებლობები, მისთვის უცხო და სტრესულია.

ზეწოლისგან გასრესილ კანის ვექტორიანს კატასტროფულად ბევრი ცხოვრებისეული პრობლემა აქვს. ეს შეიძლება გამოვლინდეს: ალკოჰოლიზმში, ქურდობაში, მაზოხიზმში – ანუ უკიდურესად წარუმატებელ სცენარებში, მაგრამ ყველა მათგანს აერთიანებს ,,უიღბლო“ კანის კლასიკური სცენარი. ხშირად კლასიკური ,,უიღბლოს“ სცენარი გულისხმობს ადაპტაციას ვერბალურ სადიზმთან. როდესაც კანის ვექტორიან ბავშვს ეჩხუბებიან კანური ქცევებისთვის და ახდენენ მასზე გადაჭარბებულ ზეწოლას (რომელიც აღემატება მის ტემპერამენტს), ის ახდენს ადაპტირებას ამ ზეწოლასთან და შედეგად აღარ შეუძლია მის გარეშე ცხოვრება. შედეგად მისი ფსიქიკა ითხოვს, რომ მას უყვირონ, დაამცირონ. ამიტომ ასეთი კანის ვექტორიანი მუდმივად ეძებს უსიამოვნებებს, მაგალითად ცუდადა ასრულებს სამუშაოს, რომ უფროსმა უყვიროს (შემდეგ კი იწუწუნოს, რომ მას ყველა ცუდად ექცევა). ხშირად უწყობს სკანდალებს ცოლს/ქმარს, რომ მოახდინოს ჩხუბის და თავისი გალანძღვა-დამცირების პროვოცირება.

,,თავხედის“ სცენარი

წინა მდგომარეობის საპირისპირო მხარეა ე.წ. ,,თავხედის“ სცენარი. თუ კანის ვექტორიანს შეხვდა მის ბუნებრივ ტემპერამენტზე გაცილებით დაბალი ზეწოლა გარემოსგან, მაგალითად თუ მსობლები ზედმეტად ათამამებდნენ, უპირობოდ უსრულებდნენ ყველა სურვილს, ის ვერ ახერხებს ისწავლოს კანური კონკურირება და თავს აღიქვამს ბუნებრივი რანგის ზემოთ.

ასეთი კანის ვექტორიანი ისე იქცევა, თითქოს ყველა დანარჩენი იმისთვის არსებობს, რომ მისი სურვილები შეასრულოს, ის ყველას ისე უყურებს თითქოს მთელ კაცობრიობას მისი ვალი ქონდეს. ის ხდება თავხედი, რომელიც არის ძალზე კონფლიქტური და მზადაა ნებისმიერს პირიდან ლუკმა გამოაცალოს. განსაკუთრებით ჩაგრავს ,,უიღბლო“ კანის ვექტორიანებს, ასეთ თავხედ ხანის ვექტორიანს უნდა, ყველა სიტუაციაში მოგებული იყოს, რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს, ამიტომ მზადაა ყველას წაგლიჯოს, წაართვას, ის არასოდეს იქნება პატიოსანი მოლაპარაკების დროს, ყოველთვის ცდილობს ურიგოდ გაძვრომას, ის თვლის რომ ყველა ადამიანი მისი მსახურია და ვალდებულები არიან მისი ყველა კაპრიზი შეასრულონ. ასეთი მდგომარეობა ურთიერთობის დონეზე, ხშირ შემთხვევაში ეფუძნება ცუდად ჩამოყალიბებულ აზროვნებასაც, როდესაც ადამიანი ყველაფერს მხოლოდ თავისკენ ითვლის. თუკი ის ამას ვერ ახერხებს, ანუ არ აძლევენ იმას რაც უნდა, ის ძალიან ბრაზდება, თუ ვინმე მას არ ემორჩილება და რამეს მისი გვერდის ავლით აკეთებს, ის პირდაპირ ცოფდება და ნამდვილ სიძულვილს აფრქვევს. ასეთ მდგომარეობაში მყოფ კანის ვექტორიანებს, გულის სიღრმეში ძალიან უხარიათ, როცა იგებენ, რომ ვიღაცას რაიმე ცუდი შეემთხვა, როცა იგებენ რომ ვიღაც გაქურდეს, ვიღაცას მანქანა მოპარეს, ვიღაც ცუდად არის, ან ავარიაში მოყვა, ისინი ხარობენ. რა თქმა უნდა გარეგნულად თავს მოაჩვენებენ რომ წუხან, მაგრამ როგორც კი მარტო დარჩება შეიძლება სიხარულით იყვიროს: ,,ახია მაგ დამპალზე, ხომ დაერხა, ღირსია!“, უყვართ იმის გაგება, რომ ვიღაცას რაღაც არ გამოუდის, უხარიათ, რომ სხვა მათზე ცუდადაა. ნებისმიერზე ცუდს ლაპარაკობენ, სულ აკრიტიკებენ სხვებს, მუდმივად ხაზს უსვამენ, რომ თავად სხვაზე მაღლა დგანან. ის მუდმივად თავხედობს, სინამდვილეში კი განიცდის შინაგან დაუკმაყოფილებლობას, რადგან გარემოცვა მას ისეთად არ აღიქვამს, როგორადაც თვითონ მიაჩნია საკუთარი თავი.  თუ კანის ვექტორიანი, რომელიც კუთვნილზე მაღალ რანგს იკავებს, გახდება კომპანიის დირექტორი, ის დანარჩენ თანამშრომლებთან ერთად საერთო სასადილოში სადილობას აღარ კადრულობს. სხვებმა შეიძლება თქვან, რომ ის გაამაყდა, მაგრამ რეალურად სიამაყე კანის ვექტორის თვისება არ არის, ის უბრალოდ მაღლა-დაბლას პრინციპით ხელმძღვანელობს. ასეთ მდგომარეობაში მყოფი კანის ვექტორიანი ქალი, თუ თანამდებობის პირის ცოლია, სხვა რანგის ხალხთან ერთად კინოთეატრშიც კი არ კადრულობს დაჯდომას.

 

 

სრული ტექსტი იხილეთ სვფ-ს ფასიან ჯგუფში: https://www.facebook.com/groups/571353209673619/

ავტორი: სერგო ღამბაშიძე