კანის ვექტორის ოჯახური ურთიერთობები

ხშირად ისმის კითხვა, შეიძლება თუ არა კანის ვექტორიანი იყოს ქორწინებაში ერთგული? პასუხია არა, ერთვექტორიანი კანის, ან თუ ინდივიდი კან-კუნთია, ქორწინება მთავრდება ან განქორწინებით, ან იმყოფება ქორწინებაში მაგრამ ხშირად ღალატობს ცოლს, ან ქმარს.

ერთვექტორიანი კანის, ან კან-კუნთის, ქორწინებაში გაჩერება იგივეა, ციყვს რომელიც ხიდან ხეზე ხტება, აიძულო ბეჰემოტივით ერთ ადგილას წოლა. კანის ვექტორს ეს არ შეუძლია, ყოველი მცდელობა მისი ერთ ქორწინებაში გაჩერების, არის მის ბუნებაზე ზეწოლა. ციყვი რომ გალიაში დაამწყვდიოთ, ნახავთ, რომ ის გალიის გისოსებს ღრღნის, ან გალიაში უნდა ჩამოუკიდოთ ბორბალი, რომ მასში ირბინოს, რაც ცვალებადობის ილუზიას უქმნის, ასევეა კანიც. შევხედოთ ამ მდგომარეობას სხვა მხრიდან, ეცადეთ აიძულოთ ბეჰემოტი მოიქცეს ციყვივით, ეს იგივეა ანალს აიძულო კანივით იცხოვროს, თქვენ ამას ვერ შეძლებთ, ეს მის ბუნებაზე ზეწოლაა, ამას მთელი მისი არსება შეეწინააღმდეგება. ისევე როგორც ანალი არ არის შექმნილი აქეთ-იქით სირბილისთვის, ისევე კანის ვექტორიანი არ არის შექმნილი მონოგამური ქორწინებისათვის. განვითარებულ, კარგად რეალიზებულ ანალს თქვენ ვერ აიძულებთ ცოლს უღალატოს, სწორედ ასევე ვერ აიძულებთ ნორმალურად რეალიზებულ კანს, იყოს ბედნიერი ერთ ქორწინებაში.

რა შემთხვევაში შეიძლება კანის ვექტორიანი გაჩერდეს ქორწინებაში?

თუ ის დაამუხრუჭებს თავის ნამდვილ ბუნებას (ეს ხდება მაშინ როცა ის იზრდება ანალური ფასეულობებით), როდესაც ცხოვრობს მკაფიო ანალურ მენტალიტეტში (მაგალითად მთაში) სადაც ოჯახი ყველაფერზე მაღლა დგას, ეს ნიშნავს რომ შენ ან ამ ფასეულობებს დაემორჩილები, ან ჩაგქოლავენ და მოგკლავენ, ამიტომ კანის ვექტორიანი ამ დროს ბედნიერი რა თქმა უნდა არ არის, მაგრამ იძულებულია ქორწინებაში გაჩერდეს, ბუნება არავის პატიობს საკუთარ თავზე უარის თქმას, ამიტომ ამ დროს ის იტანჯება, ეს სტრესი და ტანჯვა კი გამოვლინდება მის სხეულზე დაავადებების სახით, როგორც ცუდი მდგომარეობის გამოხატულება. ვლინდება დაავადებები, მაგალითად კანის მძიმე ავადმყოფობები, ან ავთვისებიანი სიმსივნე. ეს ცუდი სცენარია, არსებობს კარგი სცენარიც. როცა ვსაუბრობთ განვითარებულ კანის ვექტორზე, მას შეუძლია თავის მისწრაფება სიახლისადმი, გადაიტანოს საკუთარ სამსახურზე, თავის ჯგუფურ რეალიზებაზე, ამ დროს მას აღარ აქვს ძლიერი მისწრაფება, რომ სიახლის ფაქტორი ჩამოიტანოს ურთიერთობის დონეზე და ასახოს ეს პარტნიორების ხშირ ცვლაში. როდესაც კანის ვექტორიანი არის, მაგალითად დიდი კომპანიის მენეჯერი, მის გარშემო ყოველ წუთს ხდება რაღაც ახალი, სიტუაცია ყოველ წუთს იცვლება, კანის ვექტორიანი კი ამ ცვლილებებს უნდა გაუმკლავდეს, ამ დროს ახალი პარტნიორის გაჩენის აუცილებლობა აღარ აქვს, იმიტომ რომ თავის მისწრაფებას სიახლის ფაქტორისადმი სამსახურში სრულიად იკმაყოფილებს. ასეთ მდგომარეობაში შესაძლებელია კანის ვექტორიანმა არ იცვალოს პარტნიორები ხშირად. ის შინაგანად არ არის ქორწინების ერთგული, იმიტომ რომ სიტყვა ერთგულება მისი თვისება არ არის, მას უბრალოდ აღარ აქვს სურვილი წყვილში ზედმეტი ურთიერთობების, იმიტომ რომ ის მთლიანად თვითრეალიზაციითაა დაკავებული, პარტნიორების ცვლა კი მას დროს აკარგვინებს. ეს არ მოხდება ისეთი განუვითარებელი, ,,მუქთახორა“ და მომხვეჭელი კანის ვექტორიანების შემთხვევაში, როგორებიც მრავლად არიან ჩვენს ირგვლივ. განვითარებული კანის ვექტორიანი არ კარგავს დროს, ის თავის თვისებებს აყენებს ჯგუფის სამსახურში, ჯგუფი კი მას სამაგიეროდ აძლევს რანგს, მას აქვს აზარტი აიმაღლოს რანგი, მთელი მისი ენერგია ამაზე იხარჯება, ამიტომ პარტნიორების ხშირ ცვლას აღარ საჭიროებს. ეს ეხება მხოლოდ მაღალრეალიზებულ კანის ვექტორიანებს, რომლებიც არც თუ ისე ბევრნი არიან. თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ სტანდარტული კანის ვექტორიანები ასეთები არ არიან, მათ გაცილებით მეტის მიღება უნდათ, ვიდრე გაცემა შეუძლიათ, ისიც აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ეპოქაში ერთვექტორიან კანს პრაქტიკულად ვერ შეხვდებით, სხვადასხვა ვექტორულ წყობაში კი კანის ვექტორი სხვადასხვანაირად მოქმედებს, ამიტომ მისი ურთიერთობები ვექტორულ წყობაზეა დამოკიდებული. კანი ვიზუალთან ერთად შეიძლება იმყოფებოდეს ხანგრძლივ ურთიერთობაში, ვიზუალის წყალობით ის ურთიერთობას სიყვარულზე აფუძნებს, კან-ანალის კომბინაციისას ანალის წყალობით შეიძლება იყოს ერთგული მეუღლე, სხვა დართული ვექტორები ეხმარება კანს, ქონდეს ნორმალური ოჯახური ურთიერთობა.