კანის ვექტორის რანჟირება

კანის ვექტორი იერარქიაში მუდმივად მეორეა და სწორ პირობებში ვერასოდეს მიაღწევს პირველ ადგილს, რომელიც ეკუთვნის ურეთრალის ვექტორიანს. ეს კანის ვექტორიანებისთვის შეჯიბრის ტოლფასია და მათში ავლენს ამბიციებს, მათ ქვეცნობიერად იციან, რომ პირველი ადგილი არ ეკუთვნით და ამისთვის საჭირო თვისებები არ აქვთ, თუმცა როდესაც კანის ვექტორიანები გადადიან ომის მდგომარეობაში, ურთიერთკონკურენციისას იმდენად იჭრებიან მბრძანებლის როლში, რომ აღარ შეუძლიათ ამაზე უარი თქმა და უნდებათ პირველ საფეხურზე ყოფნა, აღარ აკმაყოფილებთ დაქვემდებარებაში ყოფნა, ჩასაფრებულები ელიან როდის წაიფორხილებს ურეთრალი ბელადი, რომ მისი ადგილი თავად დაიკაონ, თუმცა ბუნებრივად კანის ვექტორს ეს ადგილი არ ეკუთვნის, არ შეუძლია სრულყოფილად მართვა, ამიტომ ამ შემთხვევაში ჯგუფი უბრალოდ იშლება, რადგან ბუნებრივი იერარქიით არ არის რანჟირებული. მაგრამ კანის ვექტორიანები ამდენს ვერ აცნობიერებენ, მათ შინაგანად ყველა თავისნაირი გონიათ, მათი აზრით ყველას უნდა ფული და ძალაუფლება, ხოლო ვინც სხვა რამეს ამბობს, თვალთმაქცობს, თვლიან რომ მათზე დაბლა მდგომებს მათი ადგილის დაჭერა უნდათ, მათზე მაღლა მდგომები კი უბრალოდ თანამდებობას ებღაუჭებიან (ასე თვლიან სხვებზე რადგან თავად არიან ასეთები), კანის ვექტორიანი ცოლი მუდამ უჩიჩინებს ანალის ვექტორიან ქმარს: ,,გაინძერი, სად არის შენი ამბიციები!“, მათი აზრით ურეთრალები ყველაზე ,,გაქნილი“ და წარმატებული კანის ვექტორიანები არიან, ანალები კი ძალზე ზანტი კანის ვექტორიანები. განვითარებულ კანის ვექტორიანებს პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ, განუვითარებლები კი საერთოდ უპასუხისმგებლოები არიან. კანის ვექტორიანების თვისებებს შორის, არ არსებობს ურეთრალის ვექტორიანის მსგავსი შინაგანი თავისუფლება, სწორედ ამიტომ კანის ვექტორიანებს იერარქიაში ქვემოდან, ურეთრალის თავისუფლებისმოყვარეობა, კანურ უპასუხისმგებლობად ეჩვენებათ. კანის ვექტორიანებს ანალიც კანის ვექტორიანი გონიათ, ოღონდ ძალზე ზანტი, ისეთი ლიდერის თვისებები რომ არ გამოუმუშავებია, კანის ვექტორიანებს არ ესმით, რომ თუ ანალი გახდება ლიდერი, ის ვერ შეძლებს ჯგუფის გაკონტროლებას, მას არ აქვს საჭირო მოქნილობა ადაპტაციისთვის, მისი თვისებები კი წარსულისკენაა მიმართული, ამიტომ როცა წინ წასვლა იქნება საჭირო, ანალი ხელს უკან გაიშვერს, კანის ვექტრიანები სწრაფები არიან და ალბათ დაემორჩილებოდნენ მის ბრძანებას, სწრაფად გაიქცეოდნენ უკან და როცა ანალის ზანტი ტვინი გაიაზრებდა რომ წინ წასვლაა საჭირო, ეს დაგვიანებით მოხდებოდა და ის მარტო დარჩებოდა მდგომარეობის პირისპირ, ანალის ფუნქცია განსხვავებულია და მას ამ ფუნქციის შესასრულებლად სიჩქარე არ ჭირდება. სწორედ ამიტომ ურთიერთდაქვემდებარება მხოლოდ კანური თვისებაა, ამ თვისების წყალობით იკეთებენ ისინი სამსახურებრივ კარიერას, ანალებმაც შეიძლება წაიწიონ წინ, მაგრამ ეს ძირითადად პროფესიონალური წინსვლაა და არა კარიერული, კანის ვექტორიანი კი შეიძლება ისე ,,გაძვრეს“ მაღალ თანამდებობაზე, რომ საერთოდ არ იყოს პროფესიონალი. ურეთრალს რაც შეეხება, მას მორჩილება საერთოდ არ შეუძლია.