კანის ვექტორი – აზროვნება

თვისებას, რომელიც განსაზღვრავს გარემომცველი სამყაროს შეთვისებას და წარმოადგენინებს საკუთარ თავს მასში ეწოდება აზროვნება ქვედა ვექტორებში და ინტელექტი ზედა ვექტორებში. განასხვავებენ განვითარების 4 საფეხურს (დონეს) აზროვნებაში/ინტელექტში, რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანის ფასეულობებს – არაცოცხალს, მცენარეულს, ცხოველურს და ადამიანურს. განვითარების საფეხური – ესაა თუ რა ადგილი ეკუთვნის ადამიანს საზოგადოებაში, ჯგუფის სიფართე, რომლის ნაწილადაც შეიგრძნობს ადამიანი თავს.

კანის ადამიანისთვის სამყარო დაყოფილია მკაფიო საზღვრებით: თავის და უცხო ტერიტორიად. კანის ვექტორის აზროვნების არსი – ესაა შესაძლებლობა გათანასწორების, რაოდენობრივი შეფასების, რათა შეადაროს და მიიღოს მეტი. მკაფიო კონტროლისთვის აუცილებელია ყველანაირი საარსებო რესურსების ზუსტი რაოდენობის ცოდნა. სწორედ ასე შენდება კანის ვექტორის აზროვნება: რაოდენობრივი განსაზღვრა ნებისმიერი გამოვლინებისა ცხოვრებაში. გაქვითვა, შეპირისპირება, გათანაბრება, აწონვა, შეფასება, – ეს ყველაფერი არის ერთი და იგივე ინსტრუმენტი კანის ადამიანის აზროვნებაში.

თავისი პირადი სივრცის აღნიშვნით, კანის ვექტორი ეცდება თავისი თავის შევსებას, რათა მიიღოს რაც შეიძლება მეტი. ეს მისი აზროვნების ძირითადი პრინციპია: როგორ მივიღოთ მინიმალური მოქმედებით მაქსიმალური სარგებელი. ამიტომ ყოველი გამოვლინება გარშემო მისი ხედვით შეფასდება პირადი გამორჩენისთვის, კანის ვექტორიანი ადამიანის სასარგებლოდ. სამყარო, რომელშიც არსებობს კანის ადამიანი – ესაა ერთიანი საკაცობრიო მასა, რომლის ნაწილიც მდებარეობს მის ტერიტორიაზე, მისი კონტროლის ქვეშ. ყოველი ადამიანი – ესაა რესურსი დავალების გადასაწყვეტად. სწორედ ასე აღიქვამს გარემოს (გარემოცვას) კანის ვექტორი. მისი აზროვნება – ესაა შესაძლებლობა შეაფასოს რესურსების რაოდენობრივი სარგებელი, შეაჯეროს დანარჩენებთან და გაარკვიოს (გამოთვალოს) პირადი მოგება (გამორჩენა). მუდმივი შინაგანი შეპირისპირება და გათვლა, ლოგიკური მოწყობა და მიზეზების გამოძიება, გარეგნულადაც აჩენს, როგორ პრაგმატულად უდგება ნებისმიერ საქმეს ცხოვრებაში, თუნდაც ეს იყოს პროფესიული საქმიანობა, პირადი განვითარება ან პიროვნებათშორისი დამოკიდებულება.

კანის ვექტორის აზროვნების განვითარება კავშირშია მისი შინაგანი საზღვრების სიფართოვესთან: თუკი ის მოიცავს ადამიანთა დიდ ჯგუფს, მაშინ სურს დააგროვოს, მიიღოს და ასევე გაუნაწილოს მთელ ამ ჯგუფს, მისი ყოველი წევრის სასარგებლოდ. განუვითარებელი აზროვნება – ესაა როცა არ შეუძლია არავის აღქმა, გარდა საკუთარი თავისა. გათვლა მხოლოდ პირადი სარგებლისთვის და რესურსების პირადისთვის დაგროვება, მინიმალური ძალისხმევით ვლინდება როგორც ბანალური ქურდობა.