კანის ვექტორი – განვითარება

განვითარების თვისებები ეწოდება ვექტორის თვისებებს, რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანის რეალიზაციას მის მიერ არჩეულ სფეროში, (ვექტორის მატარებლის ადგილი შესაბამისობაში ამავე ვექტორის სხვა წარმომადგენლებთან) ასევე მის მონაწილეობას ჯგუფის განვითარებაში.

კანის ვექტორიანის განვითარების სფერო – ესაა კონტროლისა და თვითკონტროლის თვისებების განვითარება, შემდეგ კი სწრაფი გადასვლა ერთი დავალებიდან მეორეზე.

თვითონტროლის განვითარება აძლევს საშუალებას აკონტროლოს სხვა ადამიანები. კანის ვექტორის დავალებაა – მისცეს ფორმა მატერიას. ჯგუფის ორგანიზების და კონტროლისთვის კანის ვექტორს აუცილებლად სჭირდება სისწრაფე, იმ მიზნის ზუსტად მისაღწევად, რომელიც დასახულია ურეთრალი ბელადის მიერ. თავისი დავალება რომ შეასრულოს, საჭიროა იცოდეს თუ როგორ აკონტროლოს, აორგანიზოს და შემოსაზღვროს – უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავი.

კანის ვექტორიანის კონტროლის დონე დამოკიდებულია მისი აზროვნების განვითარებაზე. თუ მისი განვითარების დონე დაბალია, მაშინ შეუძლია აკონტროლოს მხოლოდ საკუთარი სხეული. ამ დონეში შედის ცეკვები, აკრობატიკა, ტანვარჯიში, ასევე ის საქმიანობები რომლებიც მოითხოვს ხელების მოქნილობას – ფოკუსების კეთება, შულერობა, ასევე ჯიბის ქურდობა. რათქმა უნდა არ შეიძლება ერთ რიგში დავაყენოთ აზროვნება განვითარებული კანის ვექტორიანი სპორტსმენი და კანის ვექტორიანი ჯიბის ქურდი, მაგრამ ამ მათთვის ხელობათა მიმცემი მექანიზმი ერთი და იგივეა.

განვითარების მაღალ დონეზე კანის ვექტორიანი სწავლობს არა მხოლოდ სხეულის, არამედ სხვა რესურსების კონტროლსაც: დროის; სივრცის; ენერგიის; ინფორმაციის; ადამიანების. ამიტომ განვითარებული კანის ვექტორიანი ადამიანები არიან შესანიშნავი მენეჯერები; ეკონომისტები; ბიზნესმენები; ინჟინრები; ტექნოლოგები; მმართველები და ა.შ.

კანის ვექტორიანს შეუძლია ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება. ფაქტია რომ კანის ვექტორიანის ტვინს შეუძლია სწრაფად გადაერთოს ერთი საქმიდან მეორეზე, ისე რომ არ დაკარგოს კონტროლი დანარჩენი საქმეებზე. თითქოს რამდენიმე ინფორმაციას ერთდროულად გადაამუშავებსო. მხოლოდ კანის ვექტორიან ადამიანს შეუძლია ერთდროულად ილაპარაკოს ტელეფონზე, მისცეს ხელქვეითებს დავალებები, რაღაც ჩაიწეროს ბლოკნოტში და იყუროს ფანჯარაში. ასეთი რამ შეუძლია ერთი პირობით: საქმეები რომელსაც აკეთებს უნდა იქოს მსუბუქი და სწრაფი (როგორც თავად კანის ვექტორიანია) და მოითხოვდეს სწრაფ რეაგირებას. რაც უფრო კარგად აკონტროლებს თავს და განკარგავს რესურსებს კანის ვექტორიანი, მით უფრო მაღალი რანგი აქვს სხვა კანის ვექტორიანებთან მიმართებაში და წარმატებულია სხვების თვალში. კანის ადამიანი დაბადებიდანვე განსაკუთრებულად შეიგრძნობს დროს, მითუმეტეს თუ განვითარებულია. მას მაღვიძარაც კი არ სჭირდება – მისი შინაგანი საათი ანიშნებს მას რომ გაღვიძების დროა. განვითარებული კანის ვექტორიანი არასოდეს იგვიანებს და ვერც იმას იტანს როცა სხვები იგვიანებენ. მისთვის დრო ისეთივე მნიშვნელოვანი რესურსია როგორც ფული.

თუ კანის ვექტორიანი ადამინი ვერ განვითარდა ფსიქიკის ამ დონემდე, ის იტანჯება, იმიტომ რომ კონტროლის მოთხოვნილება კი აქვს მაგრამ იმდენად განვითარებული არ არის რომ ეს შეძლოს. ამ შემთხვევაში კონტროლზე თავის მოთხოვნილების რეალიზაციას ის მოახდენს ურთიერთობის დონეზე, მოახდენს ტოტალურ კონტროლს ოჯახის წევრებზე. მაშინ ოჯახში დაიწყება მუდმივი აკრძალვები (,,არ შეიძლება!”), მისი სისტემა ხდება არა აკრძალვა რაიმე აზრით, არამედ აკრძალვა აკრძალვისთვის. კანის ვექტორიანები ბრწყინვალე მომთვინიერებლები არიან – ,,მოათვინიერონ” თავისი ახლობლები მათ ასევე კარგად გამოუდით. ხშირად განუვითარებელი კანის ვექტორიანებს ზედმეტად სურთ კონტროლი და ხდებიან თავხედი სკანდალისტები, განსაკუთრებით კან-ორალები. ასეთებმა არაფრისგან შეიძლება შექმნან უზარმაზარი სკანდალი და ჩაითრიონ მასში ხალხის დიდი მასა.

თუკი კანის ვექტორიანი ადამიანი ვერ აღწევს საკმარის რეალიზაციას საზოგადოების დონემდე, მაშინ თვითშეზღუდვის მოთხოვნილებას ის მიმართავს საკუთარი სხეულისკენ. ამ მდგომარეობაში ის ხდება მიდრეკილი – დაიცვას დიეტები; გამაჯანსაღებელი შიმშილობები; სხვადასხვა სუნთქვით პრაქტიკებს (განსაკუთრებით კან-სმენა); თვითგამოწრთობას და ა.შ. სხეულის რესურსების ეკონომიისთვის და ორგანიზმის სისტემათა ეფექტური გამოყენების მიღწევისთვის, ის იღებს მხოლოდ სასარგებლო საკვებს. ზოგიერთი კანის ვექტორიანი იმდენად ღრმად ეფლობა სხეულის თვითშეზღუდვაში, რომ სექსუალური აქტისთვისაც კი მკაცრ რეგლამენტს აწესებენ. კანურმა შეზღუდვამ მითუმეტეს თუ მას ერთვის ასექსუალი სმენის ვექტორი შეიძლება მიიყვანოს ცელიბატამდე ან სექსის საერთოდ აკრძალვამდე. განვითარებული კანის ვექტორიანი (ბიზნესმენი, მენეჯერი, მეთაური) ძალზე პასუხისმგებლიანია, მას შეუძლია მის ხელთ არსებული რესურსები გამოიყენოს მაქსიმალურად სასარგებლოდ, არა მხოლოდ თავისთვის არამედ იმ ჯგუფისთვის რომელიც აძლევს მას რანგს.