კანის ვექტორი – გარეგნული იერი

ნებისმიერი ვექტორის გარეგნული ნიშნები – ესაა ფარული მასალები დაკვირვებისათვის. ვექტორის აზრი და ფუნქცია გამოხატულია ადამიანის გარეგნული იერით. ერთი მხრივ ვექტორის დიაგნოსტიკა აგებულია მისი არსისა და ფუნქციის გაგებაზე, ამავე დროს გარეგნული გამოვლინება ემსახურება დიაგნოსტიკის დამტკიცებას.

სინაზე და მოქნილობა, მოძრაობა, ასევე მიდრეკილება თვითშემოსაზღვრისაკენ – მთელი ეს მახასიათებლები კანის ვექტორში ასახავს გარეგნული იერის ნიშნებს. ვექტორის ბუნებაში დევს მოთხოვნილება სწრაფი რეგირების, სწრაფი მოძრაობისა. კანის ადამიანის სხეული, როგორც წესი, შეესაბამება ამის ხარისხს. დაჭიმულები, სპორტულები, ხმელი აგებულებისა – ასე გამოიყურებიან კანის ვექტორის ტიპიური წარმომადგენლები.
თვითშეზღუდვის შესაძლებლობა ძლიერად ვლინდება კანის ადამიანის საკვებ რაციონზე. განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე და განსაკუთრებული სიამოვნებითაც კი, ის იცავს ყველა შესაძლო დიეტას. ბალანსირებული მდგომარეობისთვის კანურ ფსიქიკაში აუცილებელია სიმსუბუქის შეგრძნება. კანის ადამიანის რეაქცია სტრესზე – ესაა მადის დაკარგვა, უარი კვებაზე. სასიხარულო მოვლენაც, როგორი უცნაურიც უნდა იყოს იწვევს ასეთივე რეაქციას. ამიტომ სხეული მთელი ცხოვრება რჩება მწყობრში, როგორც ქალებში, ისე კაცებში.
კანის ადამიანებისათვის აუცილებელია მოძრაობა, მათ არ შეუძლიათ ერთ ადგილას დიდხანს ჯდომა. თვითდისციპლინის შესაძლებლობა აიძულებს (უბიძგებს) მათ წლობით იყვნენ სპორტით დაკავებული – სირბილი დილაობით, ტანვარჯიში, იოგა, სეირნობა გორგოლაჭებით, მთის თხილამურები – მთელი ეს პოპულარული დისციპლინები ათვისებულია კანის ადამიანების მიერ. გარეგნული მოწესრიგებულობა, თავშეკავება, გამოისახება ტანსაცმელშიც, მოძრაობაშიც და გამოისახება კანის ადამიანის სახეზეც. მისი პორტრეტი – ესაა მოკუმული, ძაფივით თხელი ტუჩები და ბასრი, მჩხვლეტავი თვალები. ჩაცმის სტილშიც ასევე გამოსჭვივის თავშეკავება ფერებსა და ფორმაში, მაგრამ არა ღირებულებაში. ზოგიერთ მდგომარეობაში კანის ადამიანები იცვამენ ხაზგასმით ძვირადღირებულ ტანსაცმელს, საზოგადოებაში საკუთარი სტატუსის დემონსტრირებისთვის.

კანის ვექტორის ეროგენული ზონა – არის წყარო განსაკუთრებული კმაყოფილებისა. კანი საჭიროებს მოვლას, ფრთხილ მოპყრობას, ამიტომ კანის ადამიანები სიამოვნებით სარგებლობენ კოსმეტიკური ინდუსტრიის მიღწევებით. სწორედ კანის ვექტორიანებმა მოიგონეს სპა სალონებში დასვენება. კანის ადამიანებისათვის ყოველთვის მნიშვნელოვანია სხეულებრივი კონტაქტი, მათ ძალიან უყვართ ყველა შესაძლო მოფერება (შეხება), მასაჟები, პროცედურები, აქედან ისინი შეიგრძნობენ ნამდვილ ნეტარებას.