კანის ვექტორი – მოძრაობა

მოძრაობის თვისებები არის ვექტორის თვისებები, რომლებიც პასუხისმგებელია მისი მოქმედების და რეალიზაციის სფეროს არჩევაზე, მისი ადგილის განსაზღვრაზე გარემოში (ადამიანის შესაძლებლობა გამოირჩეოდეს ჯგუფში თავისი მოქმედებით სხვებთან მიმართებაში).

კანის ვექტორიანი მოძრავია ფიზიკურადაც ფსიქიკურადაც. ბავშვობიდანვე არ შეუძლია ერთ ადგილზე გაჩერება და ერთი რამის დიდხანს კეთება. კანის ვექტორიანს ბავშვობაში ხშირად უსვამენ ,,ჰიპერაქტიურის” (ჰიპერაქტიური – ზედმეტად აქტიური) დიაგნოზს. ზრდასრულ კანის ვექტორიანს ფსიქიკურად ასევე ჭირდება გარემოს შეცვლა, მოძრაობა, რაც აიძულებს მათ ხშირად შეიცვალონ მანქანები, სამუშაო, ავეჯი, ქალები და ა.შ. მათ უყვართ ყველაფერი ახალი. ახალი ტელეფონი ყოველთვის ჯობია ძველს, მაშინაც კი თუ ახალ ტელეფონს მხოლოდ ღილაკები აქვს სხვანაირი. თუ გსურთ ასიამოვნოთ კანის ვექტორიანს, აჩუქეთ მას რაიმე ახალი.

კანის ვექტორიანი ადამიანები ადრენალინის ნარკომანები არიან. ყველაფერი რაც გარისკვას უკავშირდება, ითრევს და დამოკიდებულს ხდის მათ. პარაშუტით ხტომა, რალი, აზარტული თამაშები, – ყველაფერი ეს ანიჭებთ სიამოვნებას, რადგან შესაძლებლობა ეძლევათ სწრაფი რეაგირების და მოქმედების.

კანის ვექტორიანები სწრაფად ადაპტირდებიან (ადაპტირდებიან – ეგუებიან) ახალ კოლექტივში, ადვილად ეწყობიან არსებულ კანონებს. კანის ვექტორიანი ადამიანები იღებენ არსებულ თამაშის წესებს და ასევე თვითონვე მიესწრაფვიან რომ დაუწესონ ჯოგს კანონები.

კანის ვექტორიანები ფსიქიკურად და ფიზიკურად არიან სწრაფები ბუნებრივად, აღიქვამენ რეაქციის სისწრაფეს ისე როგორც ლანდშაფტში წარმატების მიღწევის მთავარ საშუალებას. მათზე სწრაფი მხოლოდ ურეთრალის ვექტორიანია. ანალის ვექტორიანის სიდინჯე კი გამაღიზიანებელია კანის ვექტორიანისთვის. ანალური ვექტორის ბუნების ვერგაგების გამო, კანის ვექტორიანი დედები ხშირად უმახინჯებენ ფსიქიკას თავის ანალის ვექტორიან შვილებს, მუდმივად აჩქარებენ მათ და არ აძლევენ საქმის დამთავრების საშუალებას (რაც თრგუნავს ანალის ვექტორიან ბავშვებს და ისინი ზრდასრულ ასაკში ვეღარ ახარხებენ გახდნენ პროფესიონალები). კანის ვექტორიანი ცოლები ასევე მძაფრად რეაგირებენ ანალის ვექტორიანი ქმრის სიდინჯეზე – ცდილობენ მათ გამოფხიზლებას, დაჩქარებას, რაც შეიძლება ანალის ვექტორიანი ადამიანისთვის ინფარქტის მიზეზიც კი გახდეს.

კანის ვექტორიანები (განსაკუთრებით ვიზუალურ ვექტორთან ერთად) – არიან კარგი იმიტატორები, მათ შეუძლიათ დააკოპირონ სხვა ადამიანების მოძრაობები (ხოლო ვიზუალებს შეუძლიათ ემოციების კოპირება). სწორედ ამიტომ კანი და ვიზუალი (თუ ორივე აქვს ერთ ადამიანს) არის ის ვექტორები რომლის ქონაც აუცილებელია მსახიობისთვის.

მოძრაობის დონეზე კანის ვექტორში არსებობს ორი ტიპის გადახრა. პირველ შემთხვევაში კანის ვექტორიანი ადამიანი ხდება ,,ცანცარა” და მუდმივად ფიქრობს რომ რაღაცას ვერ ასწრებს ამიტომ სულ ჩქარობს და მაინც მუდმივად აგვიანებს, სულ მოუწესრიგებელია. მეორე შემთხვევაში კანის ვექტორიანი ზედმეტან დარწმუნებულია (თავის ძალებში) თავის სისწრაფეში. ორივე შემთხვევაში უყალიბდება ცხოვრების ნეგატიური სცენარი.